Home რუბრიკები პოლიტიკა შვეიცარიამ ევროკავშირს ზურგში დანა ჩასცა

შვეიცარიამ ევროკავშირს ზურგში დანა ჩასცა

467

ევროკავშირს მოულოდნელად ზურგში დანა ჩაარტყეს _ კიდევ ერთ ქვეყანას არ სურს ევროკავშირის წევრობა. 

შვეიცარიის საკანონმდებლო ორგანომ ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირში შესვლაზე განაცხადის გამოწვევის შესახებ. ეს განაცხადი შვეიცარიამ 1992 წელს გაუგზავნა ბრიუსელს, ახლა კი შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დიდიე ბურკჰალტერმა პირადად აცნობა ბრიუსელს შვეიცარიის პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ.

ევროკავშირში შესვლა-არშესვლის საკითხის განხილვა ორ ეტაპად მიმდინარეობდა. 2016 წლის გაზაფხულზე ევროკავშირში შესვლის განაცხადის გამოწვევას მხარი დაუჭირა ეროვნულმა საბჭომ, ივნისში კანტონების საბჭომ მოიწონა ეს იდეა. ორიოდე დღის წინათ კი გადაწყვეტილება ბრიუსელს ოფიციალურად აცნობეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here