Home რუბრიკები პოლიტიკა ფრანგი გენერალი ნატოს დაშლასა და რუსეთთან თანამშრომლობაზე ალაპარაკდა

ფრანგი გენერალი ნატოს დაშლასა და რუსეთთან თანამშრომლობაზე ალაპარაკდა

495

ამერიკის შეერთებული შტატების სურვილი, ევროპაში დააბრუნოს ცივი ომის ატმოსფერო, რომელიც ამჟამად ნატოს გარშემო შეიქმნა, ემსახურება მხოლოდ აშშ-ის ინტერესებს, აგრეთვე, ინტერესებს იმ ევროპელი ლიდერებისა, რომლებიც ან კორუფციაში არიან ჩაფლულნი, ან ქმედუუნარონი არიან.

 “ნატოს არსებობა ამჟამინდელი სახით ხელს აძლევს მხოლოდ აშშ-სა და მასზე დამოკიდებულ ევროპელ ლიდერებს, _ დარწმუნებულია ფრანგი გენერალი და პოლიტოლოგი ჟან-ბერნარ პინატელი. გაზეთ La Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან განმარტა: “ამ სიტუაციაში რუსეთისა და თურქეთის კავშირი ევროპას ისლამისტების საფრთხესთან გამკლავებაში დაეხმარება. ეს კი ხელს არ აძლევს აშშ-ს, რადგან მის ლიდერობას დააკანონებს”.

“ნატოს შენარჩუნება და გაფართოება _ ეს არის აშშ-ის სურვილი, შეინარჩუნოს უფსკრული რუსეთსა და ევროპას შორის, რადგან ბრიუსელსა და მოსკოვს ერთობლივი ძალისხმევით შეუძლიათ, ლიდერობაში შეეცილონ ვაშინგტონს”, _ განუცხადა ფრანგმა გენერალმა ჟან-ბერნარ პინატელმა “ფიგაროს”, მაგრამ ახლა, მისი აზრით, სიტუაცია შეიცვალა ისლამისტების მუქარის გამო.

ტერორისტების შეტევების გათვალისწინებით, სირიაში რეჟიმის შეცვლა და ქვეყნის სათავეში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც მოსაწონი იქნებოდა აშშ-ის, ევროპის, საუდის არაბეთისა და ყატარისთვის, უკანა პლანზე გადადის, რადგან დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მიერ შექმნილი სახალიფო ემუქრება სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში და ხელს უწყობს ნაციონალისტური ძალების გავლენის ზრდას ევროპაში. “ამ მხრივ, _ აღნიშნავს გენერალი და გეოპოლიტიკის საკითხების ექსპერტი პინატელი, _ რუსეთის ჩარევა სირიის კონფლიქტში სრულიად განსხვავებულია აშშ-ის ორმაგი თამაშისა და ყოყმანისგან”. ამერიკელთა მოქმედების უეფექტობა აშფოთებს მოკავშირეებს და აიძულებს, რუსეთს მიმართონ. ამასთანავე, რუსეთისა და თურქეთის კავშირები და ეკონომიკური ინტერესები კვლავ ძლიერია, მიუხედავად ამ ქვეყნებს შორის არსებული გეოპოლიტიკური დაპირისპირებისა.

“ამასთანავე, რუსეთისა და საფრანგეთის ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესები სრულიად ემთხვევა, ამ ორ ქვეყანას თანამშრომლობის დიდი ხნის ისტორია აქვს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი ნორმანდიაში მოკავშირეების ჯარების გადასხმა მხოლოდ იმიტომ შეიქნა შესაძლებელი, რომ გერმანელთა არმია რუსეთთან სამწლიანი ომის შემდეგ დასუსტებული იყო. ამიტომ “ამერიკის შეერთებული შტატების სურვილი, ევროპაში დააბრუნოს ცივი ომის ატმოსფერო, რომელიც ამჟამად ნატოს გარშემო შეიქმნა, ემსახურება მხოლოდ აშშ-ის ინტერესებს, აგრეთვე, ინტერესებს იმ ევროპელი ლიდერებისა, რომლებიც ან კორუფციაში არიან ჩაფლულნი, ან ქმედუუნარონი არიან”, _ განუცხადა გენერალმა ჟან-ბერნარ პინატელმა “ფიგაროს”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here