Home რუბრიკები საზოგადოება სოსო ცინცაძე: ყოველთვის ეჭვს იწვევს, ერთი კაცი რომ ქაჩავს მთელ პარტიას

სოსო ცინცაძე: ყოველთვის ეჭვს იწვევს, ერთი კაცი რომ ქაჩავს მთელ პარტიას

680

საქართველო და მსოფლიოსწინა ნომერში ელენე თევდორაძემ ისაუბრაგატეხილი ფანჯრისთეორიაზე, რომელიც გულისხმობს, რომ მიტოვებული შენობა, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში იყოს ხელუხლებელი, თუ იგი გარედან დაზიანებული არ არის, მაგრამ, ერთი მინა მაინც თუ ჩაიმსხვრა, მეპატრონეებმა სასწრაფოდ უნდა შეცვალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლი ნანგრევებად იქცევა. გადავწყვიტეთ, ისევგატეხილი ფანჯრისთეორიაზე გაგვეგრძელებინა საუბარი მომდევნო რესპონდენტთანრატომ არავინ სჯის სისხლიანი რეჟიმის შემოქმედთ, იქნებ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ქაოსი დამნაშავეთა დაუსჯელობის ბრალია? _ ამ და სხვა თემებზე გვესაუბრება სოსო ცინცაძე.

_ ქალბატონმა ელენე თევდორაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომნაციონალური მოძრაობისთითოეული წევრი, რომელიც ციხეში ზის, კრიმინალია. ის თვითონ იყო ამ პარტიის წევრი და კარგად მოეხსენებოდა შიგა სამზარეულო. ქალბატონი ელენეს განცხადების მიუხედავად, ევროსასამართლო ამბობს, მერაბიშვილი უდანაშაულოაო.

_ ევროსასამართლო გვეუბნება, რომ მერაბიშვილის პატიმრობის პროცესში დაირღვა მისი უფლებები. გეტყვით ერთ მაგალითს: დაახლოებით ერთი თვის წინათ საფრანგეთში ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი რამ მოხდა: ფრანგი პენსიონერების ოჯახი _ ცოლი და ქმარი, საკუთარი იახტით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას ნიგერიის სანაპიროებთან მეკობრეებმა დააპატიმრეს გამოსასყიდის მიღების მიზნით. რომ ვერ მიიღეს გამოსასყიდი, ქმარი მოკლეს. საფრანგეთის სპეცრაზმმა მოახერხა ცოლის გამოხსნა, თორმეტი მეკობრეც დააპატიმრა და ჩაიყვანა პარიზში. სასამართლო პროცესის დროს ამ თორმეტი მეკობრის ადვოკატებმა საერთაშორისო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, რომელიც სასწრაფოდ განიხილეს. სასამართლომ საფრანგეთის მთავრობა დაავალდებულა, მეკობრეები გაეთავისუფლებინა და თითოეულისთვის რვა ათასი ევრო გადაეხადა. რატომ, იცით? ფრანგმა სამართალდამცველებმა მეკობრეებს დაწესებულ ვადაში არ წაუყენეს ბრალდება _ შვიდი საათით დააგვიანეს. არადა, მეკობრეები ნიგერიის სანაპიროებთან დააპატიმრეს, შემდეგ მათ წამოყვანასაც ხომ სჭირდება დრო, მაგრამ სტრასბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლომ თქვა: კი ბატონო, ისინი ბანდიტები არიან, მკვლელები, მაგრამ თქვენ მათი უფლება დაარღვიეთ, ვადაში არ წაუყენეთ ბრალდებაო. აი ეს არის ევროპული სასამართლო. ისე, არავის უთქვამს მერაბიშვილი მართალიაო. რაც შეეხება ელენე თევდორაძეს, მე მის ადგილას ჩუმად ყოფნას ვამჯობინებდი. თუნაციონალური მოძრაობისწევრები დამნაშავეები არიან, ის ამ დამნაშავეთა გუნდის წევრი იყო _ ამას ვერსად გაექცევა ვერც ქალბატონი ელენე და ვერც სხვა. ქალბატონი ელენე თევდორაძე იყო პარლამენტის წევრი და ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმჟამინდელ პრეზიდენტთან, შენობით მიმართავდა, ვარ ამის მოწმე, არასოდეს წამოსცდენიაბატონო პრეზიდენტო”, “მიშაო”, _ ასე მიმართავდა. მაშინ სად იყო? არ შეიძლება ყველამ მოიწმინდოს პირი, არავინ არაფერი იცოდა თურმე, რაცნაციონალური მოძრაობისკულისებში ხდებოდა. მაგ ქალბატონმა მადლობა თქვას, რომ წლების განმავლობაში, როდესაც ქვეყანაში შიმშილი და უმუშევრობა იყო, პარლამენტარის ყველა სიკეთით სარგებლობდა.

_ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს სახელმწიფოს დაუსჯელობის სინდრომმა?

_ დაუსჯელობის სინდრომი ყველაზე საშიში ავთვისებიანი სიმსივნეა სახელმწიფოსთვის. კიდევ ერთ ისტორიულ ფაქტს გეტყვით: ამერიკის განგსტერთა ისტორიაში ნომერ პირველ განგსტერად ალ კაპონე კი არ არის აღიარებული, არამედ მეიერ ლანსკი _ ტვინით გატენილი ებრაელი, რომელიც ოთხმოცდათექვსმეტი წლისა ფეშენებელურ ვილაში, თავის საწოლში გარდაიცვალა ისე, რომ ერთი დღეც არ გაუტარებია ციხეში, თუმცა ბანდიტობა თოთხმეტი წლიდან დაიწყო _ თოთხმეტი წლის იყო, პირველად რომ მოკლა კაცი. ორმოცდაათი წლის განმავლობაში ამერიკის გამოძიებათა ფედერალურ ბიუროს მეიერ ლანსკის სახლთან პუნქტი ჰქონდა გახსნილი, საიდანაც უთვალთვალებდნენ, სურათებს უღებდნენ, ყველამ იცოდა, რომ ეს იყო განგსტერების მეთაური, მაგრამ, ვინაიდან სამხილი არ ჰქონდათ, ვერავინ ბედავდა მის დაპატიმრებას, რადგან სასამრთლოზე არგუმენტი არ ექნებოდათ. ამიტომ სასამართლო უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და კითხვები არ უნდა დარჩეს. აშკარაა, რომ ახალგაზრდა დემოკრატიისთვის ძალიან რთულია, თავი აარიდო ორმაგ სტანდარტს _ გამიჯვნას იმისა, რომ ჩემიანს ეპატიება და სხვას _ არა. წლები რომ გავა, გაიხსენებენ, რომ ერთ პარლამენტარს პიჯაკი გაურღვიეს ახალგაზრდა ბიჭებმა და ამის გამო ორი თვე ციხეში აყურყუტეს, ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში მუშტი-კრივია ხოლმე გამართული და შემდეგ ზოგი ამერიკაში სეირნობს, ზოგი პარტიის ღონისძიებაზე დადის თავისუფლად. აი ეს არის, რასაც თქვენ ამბობთ, ერთი ფანჯრის მსხვრევას სხვების მსხვერვაც რომ მოჰყვება. სინგაპურის ლეგენდარული პრემიერმინისტრი ლი კუან იუ თავის მემუარებში წერს: თუ გინდა კორუფციასა და დანაშაულს ებრძოლო, პირველ რიგში, ორი უახლოესი მეგობარი უნდა დაიჭირო და სხვები იფიქრებენ, ამან თავის მეგობარი არ დაინდო და ჩვენ რას გვიზამსო. აი, ამის შემდეგ გაქრება კორუფციაო.

_ ქალბატონმა თევდორაძემ თქვა: “ჩვენ გვინდოდა, გვენახვებინა, რომ ვსჯით, მაგრამ ისინი ადამიანები იყვნენ და 7 წლის შემდეგ, შესაძლოა, სხვანაირები გამოსულიყვნენ ციხიდან, ჩვენ კი ჩვენი გადაწყვეტილებებით ვაჩვენებდით, რომ ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ, როგორიც ისინი იყვნენ დაპატიმრებამდე…” _ “ნაციონალური მოძრაობისსხვა წევრებიც ამბობენ, შეგვეშალა რაღაცებიო, მაგრამ აინტერესებს ეს აღსარება მოსახლეობას? ვინღა უნდა ენდოს მათ?!

_ ელენე თუ ამბობს მაგას, ძალიან კარგია, მაგრამ ეს მოსახლეობას არ აინტერესებს და შეიძლება აპატიონ. როდესაც ერთი ჯგუფი ამბობს, მე არაფერი მაქვს მოსანანიებელი, არაფერი დამიშავებაო, აქ უკვე პატიებაც აღარ შეიძლება. ჯერ უნდა აღიარო შენი დანაშაული და შემდეგ აპატიო. კიდევ ერთ ფაქტს გეტყვით: დაახლოებით 25 წლის წინათ უცხოეთში ვიყავი და პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ნელსონ მანდელას ციხიდან გამოსვლა. გადმოსცემდნენ, როგორ ასამართლებდნენ ნელსონ მანდელას ერთ-ერთ თანამებრძოლს, რომელიც 22 წელი იჯდა ციხეში. ერთ-ერთმა თეთრკანიანმა გამომძიებელმა მოითხოვა, ორივე თვალი გამოეთხარათ ნელსონ მანდელას თანამებრძოლისთვის და შემდეგ გაესამართლებინათ. მოგვიანებით ამ ყოფილმა პოლიციელმა მოინანია თავისი საქციელი. საოცარი სანახავი იყო, როგორ გამოდიოდნენ ერთად სასამართლო დარბაზიდან ბრმა და პოლიციელი, რომელმაც გამოუტანა ეს განაჩენი. ხელიხელჩაკიდებული გამოვიდნენ, აი ეს არის დიდსულოვნება.

_ ერთერთ ინტერვიუში ამბობთ: “ბურჭულაძესთან დაკავშირებით ხდება ის, რაც მოსალოდნელი იყოო. თავის დროზე ნინო ბურჯანაძემაც ფონდის შექმნით დაიწყო და შემდეგ პარტიად გარდაიქმნა. ამ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე ხდება, სიახლე არაფერია”. რა შედეგს მოუტანს ქართულ სახელმწიფოს მრავალპარტიულობა, აქვთ კი ასეთ პარტიებს გამარჯვების იმედი?

_ მხედველობაში მყავდა ბურჭულაძის გარემოცვა. ბურჭულაძის გარემოცვაში ძალიან ცოტა ადამიანია ლიდერის მონაცემების მქონე. საერთოდ, საქართველოში კვალიფიციური ინტელექტუალების დეფიციტია. ნაპოლეონი ვერასდროს იქნებოდა ნაპოლეონი, რომ არ ჰყოლოდა სულტი, ნეი და სხვა ბრწყინვალე მხედართმთავრები. რატომ განიცადა გამსახურდიამ კრახი? _ იმიტომ, რომ გარემოცვამ დაღუპა. შევარდნაძეც გარემოცვამ დაღუპა, სააკაშვილიც და ივანიშვილიც, რომლის რეიტინგიც გარემოცვამ დასცა. ჩვენს მოქალაქეს, რომელიც უყურებს ამ პარლამენტარებს, ვინ ახსენდება? _ ის, ვინც მოიყვანა ესენი. როდესაც ივანიშვილი გამოდიოდა და ამბობდა, პეტრეს თუ აძლევთ ხმას, ესე იგი, მე მაძლევთო, ხალხი ამბობდა, პეტრეს დედაც ვატირე, ჩვენ ივანიშვილს ვაძლევთ ხმასო. აი, ეს არის ლიდერომანია, რომ ყველაფერი ერთ კაცზეა აგებული. ჩემში ყოველთვის ეჭვს იწვევს, ერთი კაცი რომ ქაჩავს მთელ პარტიას. ეს არ არის დემოკრატიის კლასიკა, როდესაც ერთი კაცია ორთქლმავალი. შემდეგ, როცა აღარ არის ორთქმავალი, გუნდიც აღარ არის.

_ “ნაციონალური მოძარობისწევრებს ერთნაირი მანიაკური თვისებები ახასიათებდათ. ხალხი ამბობს, ეტყობათ, ნაციონალები რომ არიანო

_ ეს უკვე სტილია, ვის შეიძლებოდა მოწონებოდა, ყოველდღე რომ აჩვენებდნენ ბორკილდადებულ ადამიანებს. შეიძლება ამას სხვების შესაშინებლად აკეთებდნენ, მაგრამ ეს არ არის სწორი. ისტორია გვასწავლის, რომ, მაგალითად, როდესაც პარიზში, გრევის მოედანზე ხელს აჭრიდნენ ქურდებს, სწორედ მაშინ ყველაზე მეტი ქურდობა ხდებოდა. ხალხი უყურებდა, აბა, დავინახო, როგორ აჭრიან ხელსო და ამ დროს ქურდები ადამიანებს ჯიბიდან ჰპარავდნენ ქისებს. ასე რომ, შიში არ მოქმედებს. ეს უკვე სტილია.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here