Home რუბრიკები საზოგადოება “ცისფერი ფალოსი”, ანუ დაუჯერებელი ამბავი _ არქიტექტურული უტიფრობის კიდევ ერთი ნიმუში

“ცისფერი ფალოსი”, ანუ დაუჯერებელი ამბავი _ არქიტექტურული უტიფრობის კიდევ ერთი ნიმუში

1599

გაგვაგებინე, ერთი, სოსო, რა ხდება ჩვენ ზევით და ჩვენ ქვევით”, _ ასე მიმართავს ცნობილი გენიალური ქართული ფილმის _ “ცისფერი მთებისპერსონაჟი ვაჟა ზაზაევიჩი ორსათაურიანი ნაწარმოების ავტორ სოსოს. დაახლოებით იგივე კითხვა გვიჩნდება ჩვენც, ოღონდ ის, რაც ჩვენ გვაწუხებს, “ზევით და ქვევითკი არა, აქვე, ჩვენ გვერდით რაც ხდება. აქედან გამომდინარე, არცმიწისქვეშა მივლინების ტიპური ფურცელიგვჭირდება და არც მისი არარსებობის გამო გამოწერილისამთომივლინება”.

საკმარისია მხოლოდ ერთი გასეირნება ჩვენს დედაქალაქში და იმ წამს მოგვეძალება ვაჟა ზაზაევიჩისეული წუხილი _ “გაგვაგებინეთ, ერთი, რა ხდება ჩვენს გარშემო”?

ამ თემაზე საკმაოდ ბევრი ითქვა და დაიწერა. არც მედიით გაშუქება აკლია ზოგიერთ, ვითომ თბილისზე გულმტკივან თაღლითს, სხვადასხვა მშენებარე ობიექტთან რომ მივარდება ხოლმე და აქციას მართავს მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, სინამდვილეში კი მხოლოდ გარკვეულ ქულებს იწერს ამომრჩევლის თვალში (ან, იქნებ, ობიექტის მეპატრონესთან კადრსმიღმა სარფიანი მოლაპარაკების შემდეგ გაიტრუნება ხოლმე), ხოლო სიმახინჯეები თბილისში მრავლდება და მრავლდება. შეგნებულად გვერდს ვუვლი ბანალურ მეტაფორას ნაწვიმარზე ამოსული სოკოების შესახებ, არა მისი ბანალურობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ამ მძიმე არქიტექტურული სიმახინჯეების გვერდით კოხტა სოკოების ხსენება მათი შეურაცხყოფაა.

თუმცა ახალი ტენდენცია მაინც მკვიდრდება. ეს არის არქიტექტურული სიმახინჯეების შემქმნელთა უტიფრობა. კერძოდ, თუ აქამდე საზოგადოების მიერ გამოხატულ პროტესტსა და უარყოფით შეფასებას ამა თუ იმ შენობის მიმართ ვინმე მესვეურთაგანი გამოეხმაურებოდა და ცდილობდა, გაერკვია, რა არ მოსწონს მოსახლეობას, ახლა ღრმად პატივცემული მოსახლეობა ყველას ჰკიდია ფეხებზე და სრულიად თავხედურად მიერეკებიან თავისას.

ადრე, თუ ვინმეს ცოტათი მაინც შერცხვებოდა, თუკი მის მიერ აშენებული ნაგებობა საზოგადოების მხრიდან საყოველთაო დაცინვის საგანი გახდებოდა, ახლა იხტიბარსაც არ იტეხენ და ამ საყოველთაო ყბისმოქცევისა და სასტიკი დაცინვის საგანს უსირცხვილოდ წარმოგვიჩენენ რაღაც საოცრებად, არქიტექტურის შედევრად და, თქვენ წარმოიდგინეთ, დიდი ზარზეიმითაც კი ხსნიან.

“31 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ბილტმორთბილისი იხსნება! გახსნის ცერემონიაზე კონცერტს გამართავენ ქართველი და უცხოელი შემსრულებლები. ამ ახალაშენებულ სასტუმროს სულ 214 ნომერი აქვს. მისი არქიტექტურა და დიზიანი კი, ქართული ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების შერწყმითაა შექმნილი. ბილტმორი ლუქსკლასის სასტუმროების ბრენდია. იგი ბილტმორთბილისის სახით საქართველოში თავის პირველ წარმომადგენლობას ხსნის. ბილტმორთბილისის საზეიმო გახსნას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და არაბთა გაერთიანმებული საემიროების შეიხი ნაიან ბინ მუბარაქ ალ ნაიანი დაესწრებიან. რუსთაველის გამზირზე სპეციალურად ამ დღისთვის გრანდიოზული სცენა დააპროექტეს”.

აი ასეთი სიამაყით აღვსილი და თავდაჯერებული პრესრელიზი გაავრცელეს თბილისის ცენტრში უადგილოდ წამოყუდებული იმ უკიდეგანო სიმახინჯის მესვეურებმა, რომელსაც თბილისელებმა “მოფერებით” უკვე შეარქვეს “ცისფერი ფალოსი”.

დიახ, ისე რომ წამეკითხა ზემოთ შემოთავაზებული ტექსტი, რომ მასზე დართული ფოტო არ მენახა, აშკარად მეგონებოდა, რაიმე ულამაზესზე, ავ თვალს რომ არ ენახვება, ისეთ არქიტექტურის შედევრზეა საუბარი-მეთქი.

დავხედე ფოტოს და ხელში შემრჩა ის “ლეგენდარული” შენობა, რომელსაც, უკვე 10 წელიწადია, აშენებენ და რომლის გინებაში ატარებს დღეებს მთელი საქართველო ყოველ გავლა-გამოვლაზე.

აი, სწორედ ამას ჰქვია არქიტექტურული უტიფრობა!

აკი, უკვე მიჩვეული ვართ უტიფრობებს თითქმის ყველა სფეროში.

ადრე პოლიტიკოსს თუ დაპირებების შეუსრულებლობას წამოაძახებდნენ, ცოტას მაინც დაიმორცხვებდა, ბოდიშს მოიხდიდა და იმ დაპირებების შეუსრულებლობის მიზეზებს უწყებდა ძებნას. თუკი მომღერალი ცუდად იმღერებდა და ხალხი დაუსტვენდა, ის მომღერალი მეორედ სცენაზე გამოსვლას ვეღარ ბედავდა და სხვა საქმეს ჰკიდებდა ხელს. თუკი ვინმე რამე სიმახინჯეს ააშენებდა და ხალხი დასცინებდა, ის მეორედ რაიმეს აშენებას ვეღარ გაბედავდა…

დღეს?

* დღეს უკვე ახლანდელი მმართველობაც კურსის შეუცვლელად მიჰყვება ნაცების მიერ დამკვიდრებული უტიფრობის სტანდარტებს. გამოვა ვინმე პოლიტიკოსი, დაგვპირდება ათასგვარ სიკეთეს და, მიუხედავად იმისა, რომ იმის მეასედსაც ვერ შეასრულებს, რასაც დაგვპირდა, მაინც თავხედურად ამტკიცებს _ ყველა ჩემი დაპირება შევასრულე და მეტიც კი ვქენიო!

*გამოვა ვიღაც ყოვლად უნიჭო მომღერალი რომელიღაც “დამიმესიჯეთ” ტიპის კონკურსზე, ყოველი მესამე რომ ღიღინებს სუფრზე, ისეთ დონეზეც კი ვერ ასრულებს სიმღერას და, რამე რომ უთხრა, აქეთ დაგიძახებს დაბოღმილს, შურიანს და უსინდისოს.

* ააშენებენ რაღაც მძიმე იდიოტობას, არც ქალაქის საერთო ხედში რომ არ ჯდება და არც დალაგებული ადამიანის ფსიქიკასა და გემოვნებაში, მაგრამ, თუ ხმას ამოიღებ, ისევ შენ ხარ ჩამორჩენილი, უგემოვნო, შარიანი და განვითარების მოწინააღმდეგე.

წეღან ნაცები ვახსენე და იქნებ ვინმემ ისიც იკითხოს _ მახინჯი შენობების აშენებასთან პოლიტიკა რაღა შუაშია?

არადა, სამწუხაროდ, შუაშია. ისევე, როგორც სხვა ყველა სფეროსა და მიმართულებაში, ჩვენი საზოგადოება ამ მიმართულებითაც, რატომღაც, “ბელადების” მიხედვით არის დაყოფილი.

არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ ყველაფერი, რაც მიშას დროს აშენდა, და არ მოსწონთ არაფერი, რაც ბიძინას დროს შენდება და პირიქით.

შესაბამისად, მათი ერთი ნაწილი ლანძღავს ყველაფერს, რაც ბიძინას დროს აშენდა, და ეთაყვანება ყველაფერს, რაც მიშას დროს აშენდა და პირიქით.

მაგალითად, მიშას საწინააღმდეგო ცნობილი არგუმენტი: “გადააშუშა მთელი საქართველო _ ხიდებიც, პოლიციის შენონებიც, იუსტიციის სახლებიც და ყველაფერი შუშისაა, რა არის, რა ავადმყოფობაა?” _ უმალ დაივიწყეს და უარყვეს, რაც სათავეში ბიძინას გუნდი მოვიდა და გაირკვა, რომ შუშის კონსტრუქციები და მთელი ქალაქის “გაშუშიანება” სააკაშვილზე ნაკლებად არც ივანიშვილს მოსწონს.

ამიტომ, იმ ხალხს, რომელიც მიშასმეშუშე ავადმყოფსეძახდა, უცებ შეეცვალა გემოვნება და შუშის სასახლეები მათთვის თანამედროვე არქიტექტურის უბადლო ნიმუშებად იქცა.

მოკლედ, ასეთ ადამიანებს მოსწონთ ის, რაც მოსწონს მათ ბელადს, და არ მოსწონთ ის, რაც არ მოსწონს მათ ბელადს.

სწორედ აქ “იჭედებიან” ამ ახალი შუშის “ცისფერი ფალოსის” შესახებ აზრის გამოთქმისას ფანატიკოსი ნაცებიც და ფანატიკოსი ქოცებიც. აკი, ამ სასტუმროდ წოდებული სიმახინჯის აშენებაზე ნებართვა სწორედ მიშას ხელისუფლებამ გასცა და შემდგომ უკვე ბიძინას ხელისუფლებამ დაადასტურა მისი მშენებლობის გაგრძელების შესაძლებლობა.

ასე რომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვერც მიშისტები და ვერც ბიძინისტები ვერ ბედავენ, ხელაღებით ლანძღონ იგი. რიტორიკა კი კვლავ გასაოცარია _ ხრუშჩოვკებში გაზრდილი საბჭთა თაობები ვერ ეგუებიან სიახლეს დედაქალაქში და თავიანთი გოიმური გემოვნებით დასცინიან ბილტმორთბილისის შენობას. ოე, ყანა! თანამედროვე თვალით შეხედეთ ცხოვრებას!” _ ცხარობს ერთ-ერთი იმ უიშვიათესთაგანი ინტერნეტმომხმარებელი, რომელიც ამ მძიმე უგემოვნობის დამცველად გამოდის. ვერ გეტყვით, ეს “არაყანა” რომელი ასფალტიდან პოსტავს, მაგრამ, სადაცყანა”-პარიზელები დღემდე აკრიტიკებენ და აპროტესტებენ ეიფელის კოშკის სიმახინჯეს, ნება გვიბოძეთ, პატივცემულოპრადვინუტებო”, ჩვენცა ვთქვათ ორიოდე სიტყვა თბილისურარაბულიცისფერი ფალოსისსაოცარი მახინჯობის შესახებ.

აქვე, აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ ეს “თანამედროვედ” მოაზროვნე ტუტუცები ვერაფრით უვლიან გვერდს სიტყვა “საბჭოთას” და ნებისმიერ კრიტიკულ და საწინააღმდეგო აზრს აუცილებლად ხვევენ “ჩამორჩენილი საბჭოთა აზროვნების” საბურველში.

მათი ლოგიკა ამ შემთხვევაშიც რადიკალურ-სულელურია, ანუ, თუ არ მოგწონსცისფერი ფალოსი”, ეს იმას ნიშნავს, რომ მოგწონსხრუშკოვკები”! არც ერთი რომ არ მოგწონდეს და არც მეორე, ეს ამ შეზღუდულად მოაზროვნებელადომანებისთვის”, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

ისევე, როგორც წარმოუდგენელია, არ მოგწონდეს არც მიშა და არც ბიძინა! მათთვის ხომხრუშჩოკვებიცაუცილებლად ნატიფი არქიტექტურის შედევრი იქნებოდა, ისინი რომ არა ნიკიტა ხრუშჩოვს, არამედ მიშა სააკაშვილს ან ბიძინა ივანიშვილს აეშენებინა

დასასრულ, ტკბილი ლუკმასავით შემოვინახეთ უმთავრესი უტიფრობა, “ცისფერი ფალოსის” შესახებ გავრეცელებული პრესრელიზიდან. ეს არის ფრაზა _ ბილტმორთბილისის შენობის არქიტექტურა და დიზიანი კი ქართული ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების შერწყმითაა შექმნილი”.

ბატონო?! არა, არ მოგელანდათ და არც მოგესმათ!

ეს იდიოტური შენობა, რომელიც დედაქალაქში მოძრავ ადამიანებს ამ წერილის დასაწყისში ნახსენები ფილმის უკვდავ ფრაზას _ “გაიტანეთ გრენლანდია”- ახსენებს, თურმე ნუ იტყვით დაქართული ტრადიციული ელემენტებითყოფილა ნაშენები.

აი, დახედეთ თანდართულ ფოტოს, მერე გადით თაბუკაშვილზე და, თუკი რომელიმე თქვენგანი ამ “ცისფერ ფალოსზე” ერთ კვადრატულ მილიმეტრს მაინც აღმოაჩენს, რომელიც რამენაირად მოგვაგონებს ტრადიციულ ქართულ არქიტექტურას, მე პირადად მივუსჯი ჩემს თავს დღეში მთელი ერთი საათი ამ სიმახინჯის თვალმოუშორებლად ცქერას! ეს მართლაც უმკაცრესი სასჯელია ჩემთვის და დამეთანხმეთ, ალბათ, არა მხოლოდ ჩემთვის.

დიახაც, სწორედდაუჯერებელი ამბავიშეიძლება დავარქვათ იმ უტიფრობას, რომ ვინმე ტუტუციპიარმენეჯერიასე უტიფრად გვიცხადებს, _ “ცისფერი ფალოსიტრადიციული ქართული არქიტექტურის ელემენტებით არის შექმნილიო(!).

იმავე გენიალური კინოფილმიდან კიდევ ერთი ფრაზა გავიხსენოთ: “ეს, ხელოვნების ნიმუში კი არა, ერთი უცნობი მხატვრის დაბალი დონის ნამუშევარია”.

თუმცა… ბატონო ვასო, გინდა, ზევით ადი და გინდა, ქვევით ჩადი… თბილისის არქიტექტურა უკვე გადაიქცა სიმახინჯეებისა და სხვადასხვა ფერის “ფალოსების” ამაზრზენ გროვად…

და ჩვენ, უბრალო თბილისელებს, არც არავინ არაფერს გვეკითხება, არც არავინ გვაგებინებს, რა ხდება ჩვენ ზემოთ და ჩვენ ქვემოთ… ან თუნდაც აქვე _ ჩვენ გვერდით…

არადა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი კარგი მარკშეიდერი ხომ უნდა გვყოლოდა?!

კი, მაგრამ, სოსო სად არის, სოსო?..

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ინტერნეტში მაქვს ნანახი სურათი, მასზე ამ სასტუმროს ტყუპისცალია აღბეჭდილი მის აშრნებამდე. ისიც ქართული ტრადიციულია?

  2. ნუ ნერვიულობთ, მალე რიყეზე მიშას ტრუბებს დავამთავრებთ და ამ ცისფერი ფალოსის დანიშნულება უფრო გასაგები გახდება

  3. espanetshi, kataloniis dedakalak barselonashi 153 metri simaglis \\\”torre agbari\\\” ginaxavt? tu ar ginaxavt modzebnet internetshi da mis formas da kvela parametrebs gaetsnobit, romlis avtoria tsnobili frangi arkitektori jean nouvel–i , ai, zustad is hgavs faloss da ara , tbilisshi agebuli tsisferi sastumro.

  4. ყუფარაძემ დარეკა, რომელსაც მარკშრეიდერის ბედ-იღბალი აინტერესებდა… გივი დღემდე არ გამოჩენილაო ?!. – კარგი იქნებოდა , \\\” გორელ სოსოს \\\” დაერეკა და მოეკითხა : \\\” რა ხდება თქვენს ზემოთ და თქვენს ქვემოთო ?!.\\\” და… მაშინ გენახათ როგორ უცბად შეიცვლებოდა არა მარტო ქართული \\\”არქიტექტურა\\\” არამედ მთელი არაბული ზედა თუ ქვედა სართულები და ვერტიკალური პოზიციიდან მაშინვე სამუდამოდ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადავიდოდნენ ! – ეპიტაფიაც მიეწერებოდა : – \\\” იყო და არა იყო რაო !..\\\”

  5. მარტლა რა ხდება? უცებ \\\”აბესალომი და ეთერი\\\”-ის პრემიერა გამახსენდა. სცენაზე რაღაც ამის მზგავსი ფორმის ეგდო.ახლა გარეთ აუყუდებიატ იგივე ფორმის,სულ გააფრინეთ?:)))))

  6. ძალიან კარგი სტატიაა სწორი აქცენტებით. ჩვენი დუმილიც უწყობს ხელს ამ ყველაფერს. მამა-დავითს კორპუსი რომ ჩამოაფარეს და ხმა არ ამოვიღეთ, მეტის ღირსებიც ვართ. ვუყუროთ, ახლა, ამ ფალოსებს და ტრუბებს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here