Home რუბრიკები ბლოგი ევროპული პოლიტიკის კრახი

ევროპული პოლიტიკის კრახი

698

ათი დღის წინ, პარასკევს, თურქმა სამხედროებმა მოაწყვეს უშდეგო  სამხედრო გადატრიალება. დაღუპულია სამასამდე , დაჭრილია ათასამდე ადამიანი. ამ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე კი საფრანგეთის ტურისტულ ოაზის- ნიცაში , რომელიც ცნობილია თავის ულამაზესი სასეირნო-სანაპირო ზოლით, შეიჭრა სატვირთო მანქანა რომელსაც ტერორისტი მართავდა, გადაუარა ყველას და ყველაფერს რაც კი გზაზე შეხვდა . დაიღუპა ორასზე მეტი ადამიანი , ორჯერ მეტი ჰოსპიტალიზირებილლია.

 ეხლა კიდევ მიუნხენი. 22 ივლისი, შეიარაღებული ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი …….და ისევ მსხვერპლი.

მართალია  თურქული ამბოხის და ნიცაში მომხდარი საშინელების მერე მიუნხენის სასაკლაო   არც ისე შთამბეჭდავია, რადგან მხოლოდ 10 დაღუპული და ოთხ  ათეულამდე  დაჭრილია. მაგრამ აქ უფრო  რამოდენიმე სხვა მომენტზე მინდა გავაკეტო აქცენტი:

1 .  მართალია პოლიციის ვერსიით სავარაუდო მკვლელმა, რომელიც ირანული წარმოშობის გერმანიის მოქალაქეა  თავი მოიკლა. მაგრამ ის, რომ ეს ადამიანი იყო ნამდვილად მკვლელი  ჯერ დამტკიცებულიც არ არის. თან როგორც თვითმხილველები ამბობენ მსროლელი იყო რამდენიმე და არა ერთი .

2. ასევე არსებობს ვერსია რომ მკვლელები  არა ემიგრანტები, არამედ ადგილობრვი ნაციონალური ორგანიზაციების წევრები არიან,  რომლებიც ემიგრანტების წინააღმდეგ გამოდიან. (რადგან დაღუპულთა უმეტესობა ზუსტად ემიგრანტები არიან ).

3.  მიუნხენის ტერაქტი იყო  იმ ტერაქტების  ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი რომელიც მოხდა გერმანიაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში: 19-ივლისი ორშაბათი, ვერცბურგის მიმართულებით მიმავალ მატარებლის მგზავრებზე ნაჯახით თავდასხმა, რომელიც  ავღანეთიდან მიგრანტმა განახორციელა. კვირა 24ივლისი როიტლინგში სირიელი მიგრანტის  მიერ მეჩეთში ქალის მკვლელობა, რამდენიმე საათის შემდეგ ასევე სირიელი მიგრანტის მიერ ბომბის აფეთქება, სადაც რამდენიმე ადამიანი დაჭრილია.

 რომელი შემთხვევაც  არ უნდა ავიღოთ  და  მიუნხენის ტერაქტის რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს მართალი, ეს მაინც ევროპული მულტიკულტურიზმის პოლიტიკის და ლტოლვილთა თავისუფლად შემოშვების პოლიტიკის სრულ კრახზე მიუთითებს. ასევე ეს ტერაქტები  მიუთითებს რომ მხოლოდ ერთ ან რამდენიმე ადამიანს შეუძლია ადვილად  დაარღვიოს ევროპის უსაფრთხოების ლიბერალური სისტემა, მოაწყოს ტერაქტი იქ სადაც მოესურვებათ, ფეხზე დააყენოს ათასობით პოლიციელი თუ სპეცნაზელი,  აიძულოს მსოფლიოს ყველა ტელეკანალს  თუ სხვა მასობრივ ინფორმაციის საშუალებებს გაუთავებლად მათზე  ილაპარაკონ და ისე შეაშინოს  ევროპის მოსახლეობა, რომ მილიონობით ადამიანს, რამდენიმე დღის განმავლობაში ქუჩაში გამოსვლისაც კი ეშინოდეს.  ამის მერე ისე გაიპარონ  ტერაქტის ადგილიდან,  რომ პოლიციამ არ იცოდეს ვინ  და რამდენმა ადამიანმა მიიღო მასში  მონაწილეობა.

  ეს რა თქმა უნდა  მიუთითებს ევროპის   უუნარობას   ებრძოლოს და აღკვეთოს ტერორიზმი თავის ტერიტორიაზე. ევროპული უსაფრთხოების სისტემა საცერივით აღმოჩნდა – შედი როგორც გინდა, გააკეთე რაც გინდა  და სადაც გინდა .

 წელიწადნახევარი გავიდა  პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ . ძალიან ბევრი დრო ქონდათ ევროპის უშიშროების სამსახურებს, რამე დასკვნები გამოეტანად და მსგავსი ტერაქტები თავიდან აეცილებინათ, მაგრამ მათ აბსოლუტური იმპოტენცია გამოავლინეს და  ტერორისტებს  დაუსჯელობის სინდრომის გრძნობა გაუჩინეს.

 სხვათა შორის  მიუნხენის  ტერაქტი მოხდა ძალიან ახლოს იმ ადგილიდან სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის უსაფრთხოების  საერთაშორისო კომნფერენცია გაიმართა.

ისევ ისმის  გაცვეთილი ფრაზები იმაზე რომ უნდა გაერთიანდეს ყველა და ერთად ებრძოლონ ტერორიზმს  იქ, სადღაც, სირიასა და ერაყის ტერიტორიაზე. ამ ხალხმა  ერთი რამე ვერ   შეიგნო -ტერორი ევროპაში, ეს ზუსტად იმ  უგნური პოლიტიკის შედეგია, რომელის დროსაც  ევროპამ ტერორიზმთან ბრძოლის არიალად სირიის ტერიტორია აირჩია. რადგან იქ ტერორისტთან ბრძოლა კი არა სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ხოლო რაც უფრო ბევრ ნავთს დაასხავენ ევროპა დატერორიზმის მთავარი სპონსორი  აშშ სირიის სამოქალაქო ომში, მით უფრო ბევრი ლტოლვილი ისლამისტი ეყოლებათ. რაც თავისთავად  პოტენციურ ტერორისთთა რიცხვს გაზრდის და ამით უფრო მეტი , ნაციონალურად განწყობილი ადამიანი გაჩნდევა თვით ევროპაში, რომლებიც მზად იქნებიან აიღონ ხელში იარაღი და თვითონ დაიცვან საკუთარი ინტერესები.

ტერორიზმის სათავე კი რა თქმა უნდა არა სირიაში, არამედ, ელ რიადში, დოხასა და ვაშინგტონშია. ხოლო  სირიაში მხოლოდ საწვრთნელი პოლიგონია . პოლიგონი რომელიც ვაშინგტონმა მოაწყო რათა მოამზადოს ტერორისტები და გამოიყენოს იქ სადაც დაჭირდება.

ევროპა კი ისევ და ისევ არ არის მომწიფებული გამოიტანოს სწორი დასკვნა ამ ტერაქტებიდან და  თავის „ბრძოლას ტერორიზმთან“( აშშ-ს წაქეზებით რა თქმა უნდა),     სირიის სამოქალაქო ომში ნავთის დასხმით გააგრძელებს და რითაც კიდევ უფრო დაიმძიმებს ისედაც დამძიმებულსიტუაციას. რადგან მათ მთავარ წამქეზებლებამდე,  ლტოლვილები და ტერორისტები ძნელად თუ  მიაღწევენ ამიტომ ლტოლვილთა უდიდესი ნაძილი ისევ ბებერ კონტინენტს შეესევა. ხოლო ევროპიდან ამერიკის მიმართულებით ევროპის ფინანსური, საწარმოო და ინტელექტუალური პოტენციალის დიდი ნაწილი გადაბარგდება.

რაც უფრო მეტად ჩაეფლობა ევროპა სირიასა და ერაყში მით უფრო   მოხვდება  არა ტერორიზმის შხებები , როგორც ეხლა ხდება  არამედ შხეფები სტაბილურ ნაკადად გადაიქცევა.

როგორც აჩვენა პარიზმა, ნიცამ, მიუნხენმა და მრავალმა სხვა ტერაქტმა რამდენიმე ტერორისტს სავსებით შეუძლია მილიონიანი ქალაქის პარალიზება და ქვეყნებისთვის მრავალმილიარდიანი ზიანის მიყენება. ხოლო როდესაც მათი რიცხვი რამდენჯერმე გაიზრდება  შეეძლებათ მთელი ევროკავშირის პარალიზებაც. ის ომიც რომელსაც  სირიის ტერიტორიაზე ეწევიან ვითომ ტერორიზმის წინააღმდეგ მალე  ევროკავშირში გადმოინაცვლებს .

აი მაშინ კი იგრძნობს ბებერი კონტინენტი  და მისი ლიბერალური მმართველობა კონდახის ხმას საკუთარ კარებთან,  მაგრამ უკვე ძალიან, ძალიან  გვიან იქნება.      

ვიქტორ ცაავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here