Home რუბრიკები პოლიტიკა ინჯირლიკის სამხედრო ბაზასთან აქციის მონაწილეებმა აშშ-ის დროშა დაწვეს და ბაზის დახურვა მოითხოვეს

ინჯირლიკის სამხედრო ბაზასთან აქციის მონაწილეებმა აშშ-ის დროშა დაწვეს და ბაზის დახურვა მოითხოვეს

527

თურქეთშიმდებარეინჯირლიკისსამხედრობაზასთანანტიამერიკულისაპროტესტოაქციაგაიმართა. როგორცდასავლურიმედიაიტყობინება, აქციაშიათასობითადამიანმამიიღომონაწილეობა.

მათ აშშ-ის დროშა დაწვეს და თურქეთის ხელისუფლებისგან ბაზის დახურვა მოითხოვეს.

რუსული პრესა წერს, რომ თურქული გამოცემა Yeni Safak-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ამერიკელი თადარიგის გენერალი ჯონ კემპბელი ინჯირლიკის ბაზაზე სამხედრო გადატრიალების წევრებთან საიდუმლო მოლაპარაკებებს ატარებდა და დახმარებას უწევდა. 

ინჯირლიკის ავიაბაზა თურქეთის სამხრეთში მდებარე პროვინცია ადანაში მდებარეობს. ავიაბაზაზე განლაგებულია საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავები, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში არიან ჩართული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here