Home რუბრიკები პოლიტიკა ელენე თევდორაძე: “ნაციონალური მოძრაობის” თითოეული წევრი, რომლებიც დღეს იხდიან სასჯელს, ნამდვილი კრიმინალები...

ელენე თევდორაძე: “ნაციონალური მოძრაობის” თითოეული წევრი, რომლებიც დღეს იხდიან სასჯელს, ნამდვილი კრიმინალები არიან. გარკვეული პერიოდი ვიყავი მათთან ერთად, ამიტომ შეიძლება სხვებზე მეტი ვიცი იმაზე, რაც შიგნით ხდებოდა

588

“გატეხილი ფანჯრის” თეორია 1982 წელს ამერიკელმა სოციოლოგებმა _ ჯეიმს უილსონმა და ჯორჯ კელინგმა შეიმუშავეს. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანს დესტრუქციული ქმედებისკენ არც გენეტიკა უბიძგებს და არც აღზრდა, ამის მიზეზი მის გარშემო არსებული რეალობაა. ხატოვნად რომ ვთქვათ, მიტოვებული შენობა, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში იყოს ხელუხლებელი, თუ იგი გარედან დაზიანებული არ არის, მაგრამ, თუ ერთი მინა მაინც ჩაიმსხვრა, მესვეურებმა ის სასწრაფოდ უნდა შეცვალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლი ნანგრევებად იქცევა. ასოციალური ქმედება ეპიდემიის სისწრაფით ვრცელდება. “გატეხილი ფანჯრის” თეორიის მაგალითებს ხშირად ვაწყდებით ქართულ პოლიტიკაში. ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იუსტიციის იმჟამინდელი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ამბობდა, რომ მათი ხელისუფლების ბრძოლა კრიმინალთან სწორედ ამერიკელების მიერ აღმოჩენილი “გატეხილი ფანჯრის” თეორიის მიხედვით წარიმართებოდა. აშკარაა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი მოღვაწეობა ამ თეორიის მიხედვით განაგრძო. რატომ არავინ სჯის სისხლიანი რეჟიმის შემოქმედთ? იქნებ ქვეყანაში რომ პოლიტიკური ქაოსია, სწორედ დამნაშავეთა დაუსჯელობის ბრალია? _ ამ და სხვა თემებზე გვესაუბრება შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ქალბატონი ელენე თევდორაძე.

_ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა აქტიურად დაიწყოსტაბილურ პოლიტიკაზელაპარაკი. გამოდის, რომ ცხრაწლიანი გაუსაძლისი რეჟიმის შემდეგ იმ ადამიანებმა, რომლებმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს და შემდეგ ასეთი ქაოსი შემოიტანეს ქვეყანაში, პასუხი არ უნდა აგონ თავიანთ დანაშაულზე. “ქართულმა ოცნებამდანაციონალურმა მოძრაობამკოაბიტაციურ რეჟიმში კვლავ უნდა განაგრძონ ხელისუფლებაში ყოფნა?

_ ამ კოაბიტაციამ, პრაქტიკულად, მახინჯი ფორმა მიიღო. ევროსაბჭოში ცხრა წელი ვმუშაობდი და ამ ხნის განმავლობაში რიგითი წევრი არ ვყოფილვარ _ ხან ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილე ვიყავი, ხან _ კომიტეტის თავმჯდომარე, მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარეც. “ქართულ ოცნებას” ფაქტები რომ დაედო ევროპისთვის, არავითარ კოაბიტაციას არ შესთავაზებდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ “ქართული ოცნება” გამოუცდელი კოალიცია იყო, თავისი არგუმენტები ვერ გაამყარა.

_ “როდესაც ქალაქში ერთი ფანჯარა ჩატეხილია, ქალაქში ქაოსია”. საქართველოს პოლიტიკურ პარტიებშიც ასე ხდებოდა: როდესაც პარტიის ერთი წევრი გზას ასცდებოდა ხოლმე, პარტიაც დაშლის პირას მიდიოდა. მაგალითად, როდესაც დააპატიმრესნაციონალური მოძრაობისლიდერები _ მერაბიშვილი და უგულავა, პარტია კინაღამ დაიშალა

_ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები სულაც არ თვლიან, რომ მათი პარტიის წევრები სამართლიანად არიან დაპატიმრებულები. პირიქით _ ამბობენ, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტპატიმრები. ნაციონალური მოძრაობისთითოეული წევრი, რომლებიც დღეს იხდიან სასჯელს, ნამდვილი კრიმინალები არიან. გარკვეული პერიოდი ვიყავი მათთან ერთად, ამიტომ შეიძლება სხვებზე მეტი ვიცი იმაზე, რაც შიგნით ხდებოდა, თუმცა ისინი დღემდე თვლიან რომ არაფერ შუაში არიან.

_ ისინი კი თვლიან, მაგრამ ხალხი რას თვლის, არ აქვს მნიშვნელობა?

_ ისეთი მძიმეა სოციალური მდგომარეობა, რომ ხალხს ნაკლებად აინტერესებს პოლიტიკური ცხოვრება. ამდენი წელია, აღარ ვარ პოლიტიკაში, მაგრამ ხალხი მიცნობს. ადამიანები დღესაც მაჩერებენ ქუჩაში და მესაუბრებიან თავიანთ გაჭირვებაზე, გულისტკივილზე; მეკითხებიან, ვის მივცეთ ხმაო, დაბნეულია ერი. სოციალურმა მხარემ გადაწონა ყველაფერი. ხალხის მეხსიერება ასეთია. თავდაპირველად სწორად მსჯელობდნენ, უხაროდათ, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომლებიც კრიმინალს სჩადიოდნენ, დააკავეს, მაგრამ, როდესაც დროთა განმავლობაში ხედავ, რომ კიდევ ვერ მუშაობ, ოჯახს ვერ არჩენ, ყველაფერი გაძვირდა, იმედი გიცრუვდება.

_ 2015 წელს გადაცემაარჩევანშიჟურნალისტის კითხვაზე _ რატომ იყო საქართველოშინაციონალური მოძრაობისმმართველობის პერიოდში ბევრი პატიმარი? _ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა განაცხადა: “2003-2004 წლებში, როცა ქვეყანა ჩავიბარეთ, საქართველოში, კრიმინალის მხრივ, მძიმე მდგომარეობა იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, კრიმინალთან ბრძოლის ამერიკული მოდელის _ “გატეხილი ფანჯრისთეორიის საქართველოში განხორციელება”. გაამართლა ნაციონალების მიერგატეხილი ფანჯრისთეორიის დანერგვამ?

_ ნამდვილად არ გაამართლა. საზოგადოებას, ალბათ, არ ემახსოვრება, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2003 წელს, პატიმრების რაოდენობა 18 000-დან 7 000-მდე შემცირდა. ეს ნიშნავდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები უფრო სინდისიერად უდგებოდნენ ადამიანების დაპატიმრებას. 2005 წელს კი უკვე 16 000 პატიმარი გვყავდა, 2007 წელს მათი რაოდენობა 24 000-მდე გაიზარდა. 2007 წლის შემდეგ პოლიტიკაში აღარ ვიყავი, მაგრამ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ვრჩებოდი. ჩემთან დღეში 100-მდე პატიმრის ოჯახის წევრები მოდიოდნენ ხოლმე. მე მათ ვუსმენდი და ვრწმუნდებოდი: პატიმრების უმეტესობა მხოლოდ იმიტომ იჯდა ციხეში, რომ ხელისუფლებას მათი ბიზნესი აინტერესებდა. აქედან გამომდინარე, ადეიშვილმა რაც განაცხადა, შეიძლება თავდაპირველად მისაღები იყო, მაგრამ ბოლოს ყველამ ნახა სამწუხარო შედეგი. კარგი გადაწყვეტილება იყო ე.წ. კანონიერი ქურდების შესახებ კანონის მიღება _ ყველა დავაპატიმრეთ, ძალიან ბევრმა კი საქართველო დატოვა. მათ გაუსაძლის პირობებში მოუწიათ პატიმრობა _ სოფელში ღორები უკეთეს პირობებში იყვნენ. ჩვენ გვინდოდა, გვენახვებინა, რომ ვსჯით, მაგრამ წლების შემდეგ ისინი, შესაძლოა, სხვანაირები გამოსულიყვნენ ციხიდან, ჩვენ კი ჩვენი გადაწყვეტილებებით ვაჩვენებდით, რომ ისეთივე ადამიანები ვართ, როგორიც პატიმრები იყვნენ ციხეში ჩასმამდე.

_ 2011 წელს სააკაშვილის მთავრობამ უარი თქვა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკაზე, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის შემცირების მაჩვენებელიც და საზოგადოებრივი განწყობაც ამ პოლიტიკის მხარდამჭერი იყო. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა .. ჩატეხილი ფანჯრის თეორიას ეფუძნება. რატომ მოისურვა სააკაშვილმა საქართველოში ნულოვანი ტოლერანტობის გაუქმება?

_ ციხეებში ადგილი აღარ იყო. შეწყალებით ძალიან ცოტა გამოდიოდა, ციხეში კი ორჯერ მეტი შედიოდა. სწორედ ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობის გაუქმების მიზეზი. თუ შევარდნაძის პერიოდში მორიგეობით არამხოლოდ საწოლზე ეძინათ, არამედ სკამზეც მორიგეობით სხდებოდნენ, სააკაშვილის სავიზიტო ბარათი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის სწორედ ახალი ციხეები იყო. ამ ახალ ციხეებს უცხოელებისთვის თვალის ასახვევად იყენებდნენ.

_ ქალბატონო ელენე, 2013 წლის ნოემბერში რადიოთავისუფლებისეთერში შეწყალების კომისიაზე საუბრისას განაცხადეთ, რომ შეწყალების კომისიის სარეკომენდაციო სიებს პროკურატურაში ფილტრავდნენ

_ როცა ადამიანების უფლებების კომიტეტს ვხელმძღვანელობდი, საშუალება მქონდა, ნებისმიერ დროს გაუფრთხილებლად შევსულიყავი ციხეში პატიმრებთან. იმ პერიოდში პარალელურად ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეც, ამიტომ ჩემი მოტყუება ძალიან ძნელი იყო. მას შემდეგ, რაც პარლამენტიდან წამოვედი, დავით ბაქრაძემ თავისი უფლებამოსილება არავის დაუთმო და ციხეში აღარავის უშვებდა. არადა, რაც იქ ხდებოდა, ბოლოს ვნახეთ _ არჩევნების წინ. მიუხედავად იმისა, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ვრჩებოდი, კონტროლის საშუალება აღარ მქონდა. თურმე შეწყალების კომისიის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო სიები კომისიისგან მალულად პროკურატურაში იგზავნებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდებოდა პრეზიდენტის მაგიდაზე ხელმოსაწერად. უკვე ვფქირობდი, აღარ მინდა ეს კომისიის თავმჯდომარეობა-მეთქი, მაგრამ ადამიანების თავისუფლება ხომ ჩემზე იყო დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, არ ვტოვებდი თანამდებობას. სამჯერ თუ ოთხჯერ დამიბარეს პროკურატურაში ციხის ბუნტზე, გირგვლიანის საქმეზე, ნავთლუღის სპეცოპერაციის ეპიზოდზე. ვასახელებდი კონკრეტულ გვარებს, მაგრამ ჩემ მიერ დასახელებული არც ერთი პირი არ დაუბარებიათ. აქედან გამომდინარე, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ვხვდებოდი იმავე პროკურორებს, რომლებიც უსამართლოდ აპატიმრებდნენ და სჯიდნენ ადამიანებს. ბოლოს რომ მივედი, ვუთხარი მათ, _ როგორც ვხედავ, ან არ იცით თქვენი საქმე, ან არ გინდათ, გააკეთოთ-მეთქი.

მე ძალიან ბევრი ვიცოდი, მაგრამ არ მომისმინეს.

ესაუბრა ქრისტინე ტოგონიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here