Home რუბრიკები საზოგადოება სტალინი და მართლმადიდებლობა

სტალინი და მართლმადიდებლობა

2214

ვუყურებ ამ ჩვენს ტელევიზიებს და ვერ გამირკვევია, ისეთი რა დავაშავეთ, ღმერთმა ეს სასჯელი რომ მოგვივლინა! მართალია, დრო ყველაფრის მკურნალია, მაგრამ არა ამ პროფესიულ სივრცეში: რაც დრო გადის, უფრო გაუტიეს კოლეგებმა, ზოგიერთის გამოკლებით, რა თქმა უნდა.

უწინ ცდილობდნენ, მწყაზარი გამომეტყველება მაინც შეენარჩუნებინათ წაგებული თამაშის დროს; არ გაემჟღავნებინათ, რომ ის მუსიკა, რომელსაც თავიანთ პოლიტარღნებზე ატრიალებდნენ, სხვის მიერ იყო დაკვეთილი.

სამათხოვრო ფულით, მაგრამ გარკვეული მოთხოვნების აუცილებელი შესრულების პირობით.

გადაბირების ფორმაა ერთ-ერთი, სახარებაშიც რომ არის აღწერილი, მსგავსი იმისა:

ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს.

და უთხრეს: თქვით, მისი (ქრისტეს) მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს იგი, როცა ჩვენ გვეძინა…

მათ (ჯარისკაცებმა) კი აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. და ეს სიტყვა გავრცელდა იუდეველებს შორის დღევანდელ დღემდე” (მათ. 28, 12-13,15).

კი არ აღსდგაო ჯვარცმული იესო, არამედ მოწაფეებმა სამარხიდან მოიპარეს. დიდაქტიკა აქ დავამთავროთ!

ცნობილია, რომ აშშ-ის პროპაგანდის ინდუსტრიის ერთ-ერთი მიმართულება ფაშიზმზე გამარჯვების მისაკუთრება-მითვისებაზე მუშაობს: ამერიკა და მხოლოდ ამერიკაა ამ ისტორიული გარდატეხის შემოქმედი.

საბჭოთა კავშირი?

“საბჭოთა კავშირიც მონაწილეობდა”.

სტალინი?

სტალინისა და ჰიტლერის ერთ სახედ წარმოდგენა ამ დებულების დამტკიცების არგუმენტად გამოყენების მცდელობაა.

უგვანო და უნამუსო.

ამ სულისკვეთების გადაცემას რომ შესთავაზებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ფართო აუდიტორიას, რაგინდარა ქართულ-ამერიკული ერთობლივი პროექტი ერქვას სახელად, ვერა და ვერ დამალავს სიცრუის მამლის ბოლოსავით გაშლილი მწვანე-მოწითალო ბანკნოტების მარაოს, იღლიაში რომ აქვთ ამოჩრილი.

ან _ ქამრის ქვევით.

7 ივნისს ერთი ასეთი პროგრამის წამყვანად გამოგვეცხადა აშშ-ის სახდეპის ყოფილი პრესსპიკერის _ ოდიოზური ჯენიფერ ფსაკის მსგავსად დაუთოვებული თმით დამშვენებული ჟურნალისტი გოგონა, რომელსაც სასაუბროდ მიწვეული ჰყავდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და პროვოკაციული შეკითხვების წერტილოვანი დარტყმებით ცდილობდა ღვთისმსახურისთვის წამოეცდენინებინა, რომ სტალინი და ჰიტლერი დიქტატორები არიან, ერთი მედლის ორი მხარე, ერთნაირი ბოროტება; რომ ქართველი იოსებ ჯუღაშვილი ღვთის მგმობელი და ქრისტეს ფეხის მკვნეტელია.

_ დამისახელეთ ჰიტლერის დადებითი მხარეები, _ არ ცხრებოდა ნორჩი არსება.

ეპისკოპოსმა აიცდინა ეს შეკითხვა.

კარგი კი იქნებოდა იმის გახსენება, რომ ჰიტლერს “დადებით საქმედ” უთვლიან გერმანიაში ავტობანების მშენებლობას.

გაიხსენებდნენ და უმალ წამოტივტივდებოდა საქართველოში “ასფალტირებული გზების გამყვანი” მიშას ფიგურა, რომელიც ხელისუფლების ამ ელემენტარულ მოვალეობას გაეროს მილენიუმის პროგრამით, ანუ სესხად მიღებული ფულით ასრულებდა.

რომელიც დღემდე ვალად გვაწევს.

ვერა და ვერ გაართვა თავი დავალებას ჟურნალისტმა, რომელმაც, აშკარად ჩანდა, სხვის მიერ ნაკარნახევ შეკითხვებს იქით არაფერი იცოდა გადაცემაში წამოჭრილი საკითხების შესახებ.

არც არაფერი წაეკითხა.

შევუვსოთ ეს ნაკლი და ჩამოვუთვალოთ თემები, რომლებსაც არაერთი კვლევა და პუბლიკაცია მიეძღვნა _ სტატიები, წიგნები.

სტალინმა:

* აკრძალა ეკლესიებისა და სამლოცველო შეკრებების ლიკვიდაცია;

* აკრძალა “რელიგიური” დაპატიმრებები;

* გააუქმა ლენინის ბრძანებულება “მღვდლებთან და რელიგიასთან ბრძოლის შესახებ”;

* გამოჰყო კოლოსალური თანხები ეკლესიების აღსადგენად;

* გასცა განკარგულება მართლმადიდებლური ჟურნალის გამოცემის აღდგენის;

* ნება დართო ნოვოდევიჩის მონასტერთან ღვთისმეტყველების კურსების გახსნის;

* ეკლესიას დაუბრუნა ზაგორსკის ლავრა, რომელშიც გაიხსნა სასულიერო აკადემია;

ხელი შეუწყო პატრიარქის არჩევნებს

და ასე შემდეგ.

ახლა კი ახალგაზრდა კოლეგას მხოლოდ ერთ ისტორიულ ფაქტს მივაწვდი, რომელიც სამამულო ომში ფაშიზმზე გამარჯვებასთან არის დაკავშირებული და ჟურნალისტის დამსაქმებელთა პოზიციისგან რადიკალურადაა განსხვავებული.

უმაღლესი სამხედრო ორდენი “გამარჯვება” 1943 წლის 8 ნოემბერს დაამტკიცა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა.

ამ ორდენის პირველი ნიმუში სტალინს იმავე წლის 25 ნოემბერს წარუდგინეს. ეს იყო ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომლის ცენტრში ამოტვიფრული იყო ლენინისა და სტალინის პროფილები. უმაღლესმა მთავარსარდალმა კატეგორიული უარი განაცხადა ამ ესკიზის დამტკიცებაზე და ავტორებს შესთავაზა ვარსკვლავის ცენტრში აღნიშნული ბარელიეფების ნაცვლად კრემლის მაცხოვრის კოშკის გამოსახვა.

მაინცდამაინც მაცხოვრის კოშკის!

დაუკვირდით: ბელადების ნაცვლად _ მაცხოვრის კოშკი. ფაშიზმზე გამარჯვებამდე თითქმის ორი წელიწადია დარჩენილი. ომში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. უპირატესობის სასწორი საით გადაიხრება, უფალმა უწყის.

გამარჯვების უმაღლეს ორდენში მაცხოვრის კოშკის ჩართვა, დარწმუნებით ვამბობ, იყო ერთგვარი მეტაფორა მართლმადიდებლების მთავარი ლოცვის მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა… იყავნ ნება შენი”.

და იყო ნება ღვთისა, რაიც გამარჯვების ღვთაებრიობას ნიშნავს.

რაღაც ვერ ჯდება ეს ჭეშმარიტება ამერიკელ მედროვეთა ფორმულაში.

არმაზ სანებლიძე

P.S. იქ, სადღაც, ჰორიზონტს მიღმა, დგას “შავი ობელისკი, რომელიც ყოველთვის დაგველოდება” (რემარკი), ვინც გინდა იყო, რომელი კერპის თაყვანისმცემელი.

12 COMMENTS

  1. სტალინი იყო უმაღლესი შეგნების კაცთმოყვარე, კეთილი ადამიანი, რომლის მიზანიც იყო აღედგინა ოდესღაც ღმერთის მიერ დამყარებული თანასწორუფლებიანობა და სამართლიანობა ქვეყანასა ზედა! მხოლოდ მაოცებს მისი უდიდესი ნაკლი – ყველაზე დიდი ცოდვა, რომ ამხელა შეგნების ადამიანმა ღმერთი არ აღიარა და ხმამაღლა არ იღაღადა. მას ხომ სხვა აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი?!

  2. სტალინის დავალებით დაიწერა საქართველოს ისტორია, რომელსაც მაღალ კლასებDი ასწავლიდნენ და მისი გარდაცვალების თანავე ამოიღეს სწავლებიდან

  3. სტალინის დახმარებით დაბრუნდა საქართველოში ჩვენი უდიდესი განძი საფრანგეთიდან, ისე რომ ბანკში კაპიკი არ გადაგვიხდია…….კარგიც დავინახოთ იმ ადამიანს მარტო ცუდს ტომ ვხედავთ, ყველა ადამიანს გვაქვს კარგიც და ცუდი თვისებები

  4. მიკვირს, ამ ხელისუფლებას სტალინის გაკეთებული საქმეების შეფასების მეტი საქმე არ აქვს?
    მე ისტორიკოსი არა ვარ და ვერ შევაფასებ მის გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ ის რომ გამორჩეულთა შორის გამორჩეულია ამის დასტურად ისიც კი კმარა, რომ კაცი 63 წელია გარდაიცვალა და მასზე, მის საქმეებზე დღესაც გაცხარებით მსჯელობენ.

  5. იდიდე მარად ჩემო სამშობლოვ გმირთა კერა ხარ ჩაუქრობელი, ქვეყანას მიეც დიდი სტალინი ხალხთა მონობის დამამხობელი!

  6. მწყემსს-განა ხმამაღლა ყვირილი შენ სულისა, აჩვენებს შენს პიროვნებას, შენს ზრახვებს? \\\”საქმემან შენმან წარმოგაჩინონ\\\” ასეთი იყო სტალინის პიროვნება და რომ შეაფასო მისი ნამოქმედარი, ჯერ მისი პიროვნება უნდა შეისწავლო. ამის უნარი ბევრს არ შესწევს და არც სურვილი აქვს, თორემ მის ნამოქმედარში ყოველთვის დაინახავდით სულსაც, გულსაც, ადამიანობასაც და სამშობლოს, ხალხის სიყვარულსაც, რომელსაც ამ თანდაყოლილი თვისებებთან ერთად გააჩნდა ღრმა განათლება, რაც ეხმარებოდა საკითხების სწორად განსჭვრეტაში და გადაწყვეტაში. მას ჰქონდა რწმენა თავისი სწორი ნაბიჯისა ხალხის საკეთილდღეოდ. ამას ურწმუნო ადამიანი არ გააკეთებს.

  7. სტალინმა სატანისაგან იხსნა მართლმადიდებლობა! სტალინმა მოხსნა ბორკილები მთელ მსოფლიოს: ჩინეთი, ინდოეთი, კოლონიალური აფრიკა, ლათინური ამერიკა. რასიზმი აშშ- ი. ფაშიზმი, იაპონური მილიტარიზმი …..და გამყიდველმა ქართველებმა, როგორც ამირანი, სტალინიც უარყვეს!!!

  8. სტალინმა მსოლიოს მოხსნა ბორკილები ! ჩინეთი, ინდოეთი, რასიზმი ამერიკაში, კოლონიები, ფაშიზმი, იაპონიის მილიტარიზმი და სიონიზმი, რომელმაც მოკლა და ქღისტესავით აცვა ჯვარზე !

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here