Home რუბრიკები პოლიტიკა საიდუმლო ციხე უკრაინაში

საიდუმლო ციხე უკრაინაში

626

“მშვიდობიან მოქალაქეებს უკანონოდ აკავებენ, ისინი იზოლაციაში იმყოფებიან, მხეცურად აწამებენ, ვერავის მიმართავენ. ისინი, პირდაპირი მნიშვნელობით, გამტაცებელთა მოწყალებაზე არიან დამოკიდებულნი. ეს დონბასის კონფლიქტში საყოველთაოდ გავრცელებული პრაქტიკაა და ანგრევს გატაცებულებს და მათ ოჯახებს”, _ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის დირექტორის მოადგილე რეიჩელ დენბერი მწვავე გამონათქვამებს არ ერიდება. ის 21 ივლისს კიევში გამოვიდა მოხსენებით უკრაინის აღმოსავლეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. მოხსენება მომზადებულია Amnesty International-თან ერთად.

“ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანებიდან ერთ-ერთი კონსტანტინე ბესკოროვაინი 15 თვის განმავლობაში ჰყავდათ დაპატიმრებული ისე, რომ მის შესახებ ახლობლებმა არაფერი იცოდნენ. მას ეუბნებოდნენ: “შენ არ არსებობ. ჩვენ ბიუჯეტიც კი არ მოგვცეს შენს გამოსაკვებად”. არადა, კონსტანტინე ბესკოროვაინი სულაც არ ჰგავს პიროვნებას, რომელიც ასეთ სასტიკ ზომებს იმსახურებს.

კომუნისტური პარტიის წევრი 2014 წლის ნოემბერში მუშაობდა კონსტანტინოვკის მუნიციპალიტეტში, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს. ბესკოროვაინი თავის სახლთან დააპატიმრეს, აწამეს, წაართვეს გარე სამყაროსთან დასაკავშირებელი ყველა საშუალება და აიძულეს, ხელი მოეწერა აღიარებითი ჩვენებისთვის, რომ ადგილობრივი წყალმომარაგების სისტემის მოწამვლას აპირებდა. როგორც კი ხელი მოაწერა ჩვენებას, ის ხარკოვის საიდუმლო ციხეში გადაიყვანეს. ადვოკატთან და ახლობლებთან დასაკავშირებელი საშუალებების გარეშე შეაგდეს პატიმრებით სავსე ვიწრო კამერაში, სადაც თვეების განმავლობაში იჯდა _ 2016 წლის თებერვლამდე.

მისი და კიდევ ათეულობით სხვა ადამიანის ისტორიის საფუძველზე უფლებადამცველებმა დაადგინეს, რომ არსებობს “საპყრობილე უკანონოდ დაკავებულთათვის, რომელიც, სავარაუდოდ, არის ხარკოვში, უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობაში”. ამ ციხეში დონბასში წარმოებული საომარი მოქმედებების პიკის მომენტში 70 ადამიანი იმყოფებოდა”. “ამ ადამიანების უმრავლესობა უკვე გავათავისუფლეთ ტყვეების გაცვლის პროცესში”, _ აღნიშნავს ორგანიზაცია Aმნესტყ Iნტერნატიონალ-ის ექსპერტი კრასიმირ იანკოვი, მაგრამ თებერვლის ბოლოს იქ კიდევ რჩებოდა, სულ ცოტა, 16 ტუსაღი”. მისი აზრით, პატიმრების დიდ ნაწილს საეჭვო ბრალდებები წაუყენეს და უკანონოდ დააკავეს, რათა შემდეგ გამოეყენებინათ დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების ხელისუფლებებთან მოლაპარაკებების პროცესში.

“ამ საიმდუმლო ციხის არსებობა ბევრი საერთაშორისო კონვენციისა და, უწინარესად, უკრაინის კანონმდებლობის აღმაშფოთებელი დარღვევაა”, _ განაცხადა Human Ri­ghts Watch-ის წარმომადგენელმა ტატიანა ლოკშინამ.

უკრაინის გენპროკურორის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება მოხსენებაში მოყვანილ ფაქტებზე, მაგრამ, როგორც ჩანს, გამოძიება დიდხანს გაგრძელდება, რადგან გამორიცხულია, რომ ხარკოვში საიდუმლო ციხის არსებობა უკრაინის ხელისუფლებას არ სცოდნოდა.

La Libre Belgique
(ბელგია)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here