Home რუბრიკები პოლიტიკა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, მისი სახელია რადიკალური ისლამი

მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, მისი სახელია რადიკალური ისლამი

559

საშვებულებო სეზონზე, 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს, ზურმუხტოვან სანაპიროზე, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარების შემდეგ, კურორტი ნიცა საშინელი სისხლიანი ტერაქტის მსხვერპლი შეიქნა. სატვირთო მანქანის ბორბლების ქვეშ დაიღუპა თითქმის 90 ადამიანი, რომლებიც ბავშვებთან ერთად სანაპიროზე იმყოფებოდნენ თავისუფლების დღის საზეიმოდ აღსანიშნავად.

საფრანგეთს ასეთი ტერაქტი არ დაუმსახურებია. მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ იმსახურებს ამას არც ევროპაში, არც ამერიკაში, არც აფრიკაში, არც აზიაში. მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ახალ მსოფლიოში, სადაც ღრმა ზურგი საომარი მოქმედების მოწინავე ხაზი გახდა. ისრაელელებისთვის ეს რეალობა, კარგა ხანია, ცნობილია. ახლა ეს სრულიად მსოფლიოში ხდება, მათ შორის, დასავლეთშიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ხუჭავდა თვალს.

უბედურების ნიშნები აშკარაა. იყო გაფრთხილებები, მაგრამ არა მხოლოდ. უკვე მოაწყვეს საშინელი ტერაქტები, მათ შორის, საფრანგეთშიც. მსოფლიო შოკშია. “როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი გულუბრყვილოები?” – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

საფრანგეთს არ სურს, დაიჯეროს, რომ შეცვლილ რეალობაში ცხოვრობს. 2014 წლის დეკემბერში ბოროტმოქმედებმა რამდენიმე ტერაქტი განახორციელეს. მათ შორის, ქალაქ ნანტში. ფრანგული მედია, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ თავდასხმაგიჟებმამოაწყვეს, “გიჟებმა”, რომლებიც ადამიანებს ხოცავდნენ შეძახილებითალაჰ აკბარ”. ისინი არ არიან გიჟები, არც ჩაგრულები, არც უსახლკარონი. ისინი საზიზღარი მკვლელები არიან.

ვიდრე დემოკრატიულ ქვეყნებში დისკუსიებს აწყობენ მორალის შესახებ, იქ თავისუფლად გადაადგილდებიან მკვლელები, რომლებსაც ეზიზღებათ დემოკრატია. მათ სურთ მხოლოდ ერთი რამ _ დაანგრიონ მსოფლიო წესრიგი, გაანადგურონ კულტურა, ალაჰის სახელით დახოცონ ადამიანები. საფრანგეთი დაბრუნდა ტერორსა და განგაშის დროებაში, რომელშიც ის იყო დიდი რევოლუციის პერიოდში, მაგრამ ამჟამად მის წინააღმდეგ ომს აწარმოებს იდეოლოგიური სიგიჟე.

ვინ იფიქრებდა, რომ დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობა 2016 წელს კვლავ დაიწყებდა ბრძოლას თავისუფლებისთვის, სიცოცხლისთვის, სიკვდილის წინააღმდეგ?

საფრანგეთი გლოვობს. იყო გაფრთხილება, რომ ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ტერაქტების მოწყობას შეეცდებოდნენ, მაგრამ ტრაგედია დატრიალდა საზაფხულო არდადეგებზე, ნაციონალური ზეიმის დღეს. კომენდანტის საათი ნიცაში _ ამას ვინ წარმოიდგენდა?!

საფრანგეთი უნდა გამოფხიზლდეს. თეთრმა სახლმაც უნდა გაიღვიძოს. ის, ვინც აჭიანურებს “ისლამური სახელმწიფოს” განადგურებას სირიასა და ერაყში, შინ მიიღებს ტერაქტებს.

ზოგიერთი იტყვის, რომ საფრანგეთს უფრო მძიმე პერიოდი ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის წლებში, რომ საფრანგეთი ახლა ოკუპირებული არ არის და პარიზში ტანკები არ მოძრაობენ. ეს მცდარი თვალსაზრისია. საფრანგეთი ომშია. სხვა ტიპის ომში, ამ ომს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ მესამე მსოფლიო ომი.

NRG (ისრაელი)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here