Home რუბრიკები პოლიტიკა იმ ქვეყნის გადარჩენა უნდათ ნაცებს ნატოთი, 9 წლის განმავლობაში რომ ანგრევდნენ?

იმ ქვეყნის გადარჩენა უნდათ ნაცებს ნატოთი, 9 წლის განმავლობაში რომ ანგრევდნენ?

635

ავად თუ კარგად მიილია კიდევ ერთი რეჟიმის მმართველობის პერიოდი _კოჰაბიტაციით ცნობილი, როგორც დემოკრატიულობის თანამშრომლობის ნაცადი ფორმა, მაგრამ ნაცების პარტიასთან რა თანამშრომლობაც გამოვიდა, საკუთარ თავზე გამოსცადა ქართველმა ხალხმა.

“ნაციონალური მოძრაობის” მოღვაწეობა ყველა მიმართულებით ქვეყნის განვითარების შეფერხებაზე იყო ორიენტირებული, არადა, მათ აქვთ დიდი ფინანსური რესურსი, რომელიც ქვეყნის გაყიდვა-ძარცვითა და ამერიკული გრანტების სახით მიიღეს და იღებენ კიდეც. ამიტომ არჩევნების ერთ-ერთი ამოცანა ამ მოღალატე-დამანგრეველი ძალის ჩამოშორებაა პოლიტიკური ასპარეზიდან. ამასთანავე, ოცნებამუნდა აღიაროს შეცდომები, რომლებმაც ნაცების რეაბილიტაცია განაპირობა: ვერ მოხერხდა სამართლიანობის აღდგენა; ვეღარ გადაიდგა ნაბიჯები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად; კვლავ პრობლემაა სიღარიბე, უმუშევრობა, მაგრამ, თუ მოვლენებს კარგად გავაანალიზებთ, თავიდათავი ვითომდემოკრატია, უზნეობის თავისუფლება და ქართველობის, როგორც ფენომენის, გადაგვარებაა.

ხელისუფლება ყველა პერიოდში კარგად ცხოვრობს, ქართველობა კი ტოვებს ქვეყანას, განსაკუთრებით _ ქალები, ახალგაზრდები, რათა არჩინონ აქ დარჩენილები, რომელთა მართვა იოლია სიღარიბის გამო. ჩვენი პატარა ქვეყანა, სამწუხაროდ, სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდა. რატომღაც არავინ ახსენებს კოლხეთს, ცივილიზაციის სათავეს, მათ შორის, ევროპული ცივილიზაციისა…

ჩვენ გავიმარჯვებთ! _ გაჰკივიან ყველა მხრიდან, ხალხი როდის გაიმარჯვებს? ხალხი, რომლის მოთმინების ფიალა აივსო და ამ სიმწარეს ვიღაცას აზღვევინებს

თითქმის ყველა პარტია პროდასავლურია, რაც მათ ინტელექტზე, განათლებაზე “მიანიშნებს”, არადა, ყველასგან გამორჩეულია ღვთიური გზა, რომელსაც კარგავს ევროპა ქრისტიანობის უარყოფით. არავის ახსოვს საქართველოს გეოსტრატეგიული ფუნქცია, კულტურის, ცივილიზაციების, რელიგიების გადაკვეთის ადგილი მრავალსაუკუნოვანი მშვიდობიანი თანაარსებობით. სამშობლოს სიყვარული დააკარგვინეს ქართველობას, ერი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა.

ხალხს იმედი უფრო სჭირდება, ვიდრე ოცნება, იმედი იმისა, რომ მშიერი არ მოკვდება, ავადმყოფობა ვერ მოერევა და რომ სახელმწიფო დაიცავს გაჭირვების ჟამს. მაგრამ სადაა ეს იმედი? კოალიციურმა კონგლომერატმა ლამის დაასამარა იგი, მხოლოდ პატრა ნაპერწკლები ელავს.

“ოცნებას” ბალასტის ჩამოცილება ძვირი უჯდება _ ურეიტინგო პარტიები მოვიდნენ ხელისუფლებაში. რატომ? _ მათი პროდასავლური “ხედვის” გამო, რომელიც არ ემთხვევა ქართველი ხალხის ინტერესებს, მის ბუნებას. ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ინცესტი და სხვა ათასი უბედურება არ ზის ქართველი კაცის ხასიათში, რადგან ეს არის გზა ველურობისკენ. ეტყობა, ვიღაცას სჭირდება დეგრადირებული ქვეყანა, რათა საბოლოოდ დაიპყროს იგი. თუ არ გამოვფხიზლდით, არ გავერთიანდით, ქვეყანას უაზრო პოლიტიკური კინკლაობა გადაიყოლებს. ძირითადი მოქიშპეები არიან პრორუსული და პროამერიკული ძალები. ერთნი მოსკოვში გარბიან, მეორენი _ ვაშინგტონში და აბეზღებენ ერთმანეთს თავიანთი პატრონების წინაშე. 21-ე საუკუნის შადიმანები არ ისვენებენ. როცა საქართველოს ამდენი შინაური მტერი ჰყავს: პოლიტიკაში _ განათლებული აფერისტები, ეკლესიაში _ ყანდურები, ბიზნესში კი, მონოპოლისტები (პოლიტიკა შეერწყა ბიზნესს, პარტია _სახელმწიფოს. სხვა როგორ დაგინდობს, როცა მთავარსარდალი შვილს ომში არ უშვებს, _ თვითონ გადაწყვიტოსო), როცა, პარტიული ლიდერების აზრით, აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელია “ისტორიულად” და საქართველოს შემადგენლობაში არასდროს ყოფილა, როგორ უნდა დავუჯეროთ ამ ადამიანებს, რომ ქვეყანა უყვართ, რომ ქვეყნის გადარჩენა ნატოთი სურთ, როცა 9 წელი ანგრევდნენ მას დემოკრატიასა და პროდასავლაურობას ამოფარებულები თავიანთი მედიით? მართლა ისე ბნელა, რომ ვეღარ გაგვირჩევია დემოკრატიის შუქურა დემოკრატიის მესაფლავისგან? არადა, თუ “რუსთავი 2”-ს თავს არ დაანებებთ (თუ პატრონს დავუბრუნებთ), ხოლო მერაბიშვილს, როგორც პოლიტიკურ პატიმარს, არ გაათავისუფლებთ, საფრთხეში ჩააგდებთ დემოკრატიას და არც არჩევნები ჩაითვლება ლეგიტიმურადო, _ თითს გვიქნევს ბებერი ევროპა. აშშ ხომ თავისი ელჩით შეტევაზე გადმოდის. ეს არის ფარული გენოციდი ერისა, რომელსაც მათი ხნის მსხალი უდგას ეზოში. დანაშაულებრივი ტელევიზიის მხილება დემოკრატიის უარყოფაა? მაშინ ვუნდივართ ევროპას, თუ მკვლელებს გულში ჩავიხუტებთ? ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა! ეს არ ნიშნავს, რომ გვინდა თუნდაც ერთმორწმუნე, დამპყრობელი რუსეთი, თუმცა, ისიც ევროპა არ არის (დოსტოევსკი, ტოლსტოი, ჩეხოვი, ჩაიკოვსკი…), განა რუსეთს არ ჩააბარა სააკაშვილმა ლამის მთელი საქართველოს ქონება, რომ არაფერი ვთქვათ “ომის” შედეგად მირთმეულ ტერიტორიებზე? აი, ასეთი დილემის წინაშე დგას დღეს საქართველო _ არჩევანიც არ დაუტოვეს ცუდსა და უარესს შორის.

საქართველოს ხსნა ეროვნული ძალების კონსოლიდაციაშია. საზოგადოება ნიჰილიზმმა შეიპყრო, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ერთობლივად მოძებნოს გამოსავალი ამ პოლიტიკური აბლაბუდიდან. არ დავუშვათ ახალი კოაბიტაცია, რომელიც იქნება ქვეყნის დასასრული დემოკრატიის ეგიდით. ამას ხელს უწყობს გაუგებარი პრეზიდენტი, რომელიც ერს დებილს ეძახის და ბოკერიას ხვდება, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელს; ამას ხელს უწყობენ გამყიდველი პარტიები, “რუსთავი 2” –ს მკერდით რომ იცავენ; ამას ხელს უწყობენ სოროსის ძუძუნაწოვი არასამთავრობოები _ ოღონდ ფული აკეთონ, რას არ იკადრებენ! არადა, წარმოიდგინეთ, სააკაშვილის ბანდა რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში, ასე ინავარდებდნენ პარტიები, პოლიტოლოგები, ექსპერტები?

ივანიშვილმა, ცხადია, “ოცნება”, როგორც პარტია, ბოლომდე ვერ შეკრა, რადგან არ ელოდა ამდენ ფარისეველს, ახლა რომ აგინებენ და ლამის დიქტატორად გამოჰყავთ კაცი, რომელმაც მოიყვანა ისინი ხელისუფლებაში. მაგრამ რა ქნას, “თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა”. შეცდომებიც დაუშვა მისთვის უცნობ პოლიტიკურ გზაზე: ხათრით აგვარჩევინა პრეზიდენტი, მინისტრების ნაწილმა ვერ გაამართლა, ზოგიერთი დაპირებაც არ შესრულდა. ახლა ივანიშვილი მხარდაჭერას ითხოვს, რათა წინ წავიდეს ქვეყანა, მაგრამ ხალხს უჭირს ამის დაჯერება, დაიღალა ამდენი დაპირებით, _ ნატოო, ევროკავშირიო _ (რომელიც დიდ ბრიტანეთმა დატოვა და ჩვენ კი თავს ვიკლავთ), ამის გამო აქეთ რუსი არ გვეშვება და არც არავინ ცდილობს მასთან მოლაპარაკებას. ნეიტრალური პოზიცია მაინც დაგვეკავებინა, თორემ ორ ვეშაპს შორის ისე გავისრისებით და გავქრებით პოლიტიკური რუკიდან, არავინ იქნება ჩვენი მომკითხავი. ქართულ დიპლომატიას კი პოლიტიკური სიტუაციების სათავისოდ გამოყენების თავი არ აქვს. არადა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, უზბეკეთმა, ყაზახეთმა გვერდი აუარეს ამ პრობლემას. გაუგებარი ვითარებაა საქართველოში _ თითქოს დამოუკიდებელია ქვეყანა, არადა, აშშ-ზეა დამოკიდებული ცალკე ივანიშვილი და ცალკე ხელისუფლება, ცალკე კიდევ 200 პარტია.

ღმერთმა ნუ ქნას, კვლავ გვეთქვას გალაკტიონის სიტყვები: “ჯვარს ეცვი თუ გინდა, საშველი არ არის, არ არის, არ არის”.

ზურაბ აბრალავა,
რედაქტორი გაზეთისა “ნიკოლაძის გზით”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here