Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მარშალი გოლოვანოვი

სტალინი და მარშალი გოლოვანოვი

742

მზად ვარ, სიმართლისთვის დავიკისრო პასუხისმგებლობა!”

მოსკოვთან მოვარდნილი და იქვე მძიმედ დაჭრილი მხეცი საბჭოეთის დედაქალაქიდან აღმოსავლეთით 250 კილომეტრის დაშორებით მწარედ ღმუოდა. დედამიწის ყველა კუთხიდან მისალოცი დეპეშები მოდიოდა სტალინის სახელზე _ მადლიერებას გამოხატავდნენელვისებური ომისჩაშლის გამო.

ოპერაციაბარბაროსასკრახმა ოპტიმიზმი ჩაუსახა, როგორც უმაღლეს მთავარსარდლობას, აგრეთვე, სანგრებში ჩაწოლილ მეომრებსა და საკოლმეურნეო მინდვრებში გასულ ზურგისმებრძოლებს”.

კრემლში, როგორც ყოველთვის, არც ამჯერად უღალატიათ ტრადიციისთვის _ ფრონტის სარდლები და სამხედრო მრეწველობის სახალხო კომისრები თავს დატეხილი უბედურებისა და ქვეყნის დედაქალაქის დასაცავად გაწეული ცხარე ბრძოლების შედეგებს აჯამებდნენ. საქმეზე საუბრებითა და სასმისით ხელში შეეგებნენ დამდეგ 1942 წელს. ფანჯრების მინები რძისფერად რომ შეფერადდა, სტუმრებმა კრემლი დატოვეს და თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად გაემართნენ. გოლოვანოვი კი სტალინთან დარჩა და მათ შორის გულახდილი და საქმიანი საუბარი გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ვარშავის ოპერაციით სტალინი აღფრთოვანებული იყო, მას მაინც არ აკმაყოფილებდა გოლოვანოვის დივიზიის საგმირო საქმეები _ მეტი უნდოდა და ეძებდა გზას, რომელიც კიდევ უფრო გაზრდიდა დივიზიის ბრძოლისუნარიანობას.

გოლოვანოვმა გამბედაობა გამოიჩინა და სტალინს დაუფარავად განუცხადა, რომ არ იყო სწორი განსაკუთრებული მნიშვნელობის საავიაციო არმიის დაშლა, რომელიც თანდათან ძალას მოიკრებდა და ერთიანი ძლიერი ძალა გახდებოდა მტრის წინააღმდეგ. ურჩია, აღედგინა საავიაციო არმია, თუ ამის საშუალება არსებობდა.

სტალინი ჩიბუხით ხელში დინჯად მიმოდიოდა წითელ ხალიჩაზე. გოლოვანოვი თვალს არ აშორებდა მის სახეს, რათა დაენახა, რა რეაქცია ექნებოდა მის განცხადებაზე. კმაყოფილმა სტალინმა უხმოდ დაუქნია თავი.

“მივხვდი, რომ სტალინს არათუ ჩემი რჩევა სჭირდებოდა საგანგებო საავიაციო არმიის შექმნის თაობაზე, ამაზე ნაფიქრიც ჰქონდა და გადაწყვეტილებაც მიღებული. სტალინი გადაუმოწმებლად გადაწყვეტილებას არ იღებდა და სწორედ ამის შედეგი იყო, რომ ჩემკენ წამოვიდა, ახლოს გამიჩერდა და, როგორც ტოლს, მკითხა:

_ რას ფიქრობთ, ამხანაგო გოლოვანოვ, საკითხზე, რომ შევქმნათ არა განსაკუთრებული მნიშვნელობის, არამედ შორს მოქმედი საავიაციო არმია? ამჟამად ხომ გვყავს შორი მოქმედების დივიზიები, რომლებიც სამხედრო-საჰაერო ავიაციაშია გაერთიანებული, ასევე, გვყავს შესაბამისი დანაყოფები ცალკეულ სამხედრო ოლქებში და ფრონტებზეც კი. თუ მათ გავაერთიანებთ და ერთ მუშტად შევკრავთ, თქვენი აზრით, მოგვცემს ეს სასურველ შედეგს? Gგარდა ამისა, შორი მოქმედების საავიაციო არმია იქნება თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს უშუალო დაქვემდებარებაში”.

სტალინი დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში გოლოვანოვს და მისგან პასუხს ელოდა. გოლოვანოვი კი დუმდა. ფიქრობდა, რომ სტალინს სურს, ათასობით თვითმფრინავი და ეკიპაჟი გააერთიანოს ერთ არმიად, რომელიც იქნებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის და, რომელიც მთავარსარდლობის დავალების შესასრულებლად უმაღლეს საბრძოლო ხელოვნებას გამოავლენდა.

“ჩვენი დივიზიის უშუალოდ მთავარსარდლისადმი დაქვემდებარება, _ ფიქრობდა გოლოვანოვი, _ პირველი ნაბიჯი იყო სტალინის ჩანაფიქრისა, მალე შეექმნა შორსმოქმედი საავიაციო არმია. სწორედ ამისთვის ეძებდა იგი ყველა გზასა და საშუალებას.

ეს უნდა იყოს, _ განაგრძო სტალინმა, _ არა მხოლოდ თვითმფრინავებისა და მათი ეკიპაჟების გაერთიანება, არამედ ეს უნდა იყოს გამბედაობისა და გმირობის სკოლა, სადაც გვექნება გმირი მფრინავების დანაკარგებიც, მაგრამ მუშაობა ისე უნდა აეწყოს, რომ დანაკარგები სწრაფად ივსებოდეს.

აზრები მყისიერად იცვლებოდა, მაგრამ საუბარი ძირითად მიმართულებას არ კარგავდა.

 _ ჩვენ წლების განმავლობაში მოგვიწევს ომი. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ნაწილობრივ შეცვალოთ თქვენი მოქმედების არეალი? _ იკითხა სტალინმა”.

გოლოვანოვს გაუკვირდა, რისთვის სჭირდებოდა მასთან შეთანხმება სტალინს, როდესაც ის სრულიად ახალ საბრძოლო შენაერთს აყალიბებდა.

“საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ამხანაგო სტალინ, მაგრამ სრულიად ახალი სახეობის სამხედრო ფორმირების შექმნას საქმიანი მიდგომა და ფიქრი სჭირდება. ნაუცბადევად ეს საქმე არ გადაწყდება.

_ სერიოზული საკითხი, რა თქმა უნდა, სწრაფად არ წყდება, _ იყო პასუხი, _ უნდა გამოვცეთ მთავრობის სპეციალური დადგენილება შორსმოქმედი საავიაციო არმიის შექმნის თაობაზე და ამ დადგენილების მომზადებაში თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. რაც შეეხება წმინდა საავიაციო საკითხებს, ამაზე თქვენ უნდა წარმოადგინოთ კონკრეტული წინადადებანი.

_ მაშინ, ნება მიბოძეთ, ამხანაგო სტალინ, შევხვდე ადამიანს, რომელიც უხელმძღვანელებს ამ ახალ არმიას. მე მოვახსენებ მას ჩემს თვალსაზრისს და, თუ ისიც გაიზიარებს ჩემს წინადადებას, ორივე ერთად წარმოგიდგენთ დასამტკიცებლად.

_ ჩვენ ასეთ პიროვნებად თქვენ მიგვაჩნიხართ, ამხანაგო გოლოვანოვ, _ მომესმა პასუხი.

_ გულისხმობთ, რომ მე ვიქნები არმიის სარდალი? _ გაკვირვებულმა ვკითხე სტალინს.

_ დიახ, თქვენ! _ მტკიცედ განაცხადა სტალინმა.

უცბად თვალწინ წარმომიდგა გენერალი პავლოვი, რომელიც უზარმაზარ ფრონტს სარდლობდა და არაკომპეტენტურობის გამო საშინლად დაასრულა სიცოცხლე, თუმცა არავისზე ნაკლები პატრიოტი და სამშობლოს მოყვარული არ ყოფილა.

ვფიქრობდი, ავწევდი თუ არა იმ მოვალეობათა ტვირთს, რომელსაც არმიის სარდლობა მაკისრებდა.

_ ამხანაგო სტალინ, გთხოვთ, მოსაფიქრებლად მომცეთ დრო, _ მივმართე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.

_ გეშინია? _ სტალინმა ზუსტად ამოიცნო ჩემი ფიქრები.

_ მშიშარა არასოდეს ვყოფილვარ, ამხანაგო სტალინ.

_ ჩვენთვის, დიდი ხანია, ეს ცნობილია, _ იყო პასუხი.

_ საჭიროა, თავი ხელში აიყვანოთ, ჩვენ თქვენზე ბევრს ვფიქრობთ, ამიტომ ამაზე დროის ხარჯვა უშედეგოა. წადით, მოეთათბირეთ, ვისაც გნებავთ, ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი და ორ დღეში მომახსენეთ.

ორი დღის შემდეგ სტალინთან გამოვცხადდი. წარვუდგინე ჩემი თვალსაზრისი არმიის შემადგენლობაზე და განვუცხადე, რომ არმიის ძირითადი ბირთვი ჩემი ყოფილი დივიზიის მეთაურები იქნებოდნენ.

სტალინი ჩემს არჩევანში არ ჩარეულა, მაგრამ ერთი კითხვა მაინც დამისვა:

_ ღირს კი არმიის შტაბის უფროსად დაინიშნოს კაცი, რომელმაც არ იცის საშტაბო მუშაობა?

სტალინს ვთხოვე, დაეკმაყოფილებინა ჩემი თხოვნა და უარი არ ეთქვა ჩემ მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე.

_ რა გაეწყობა, რადგან ასეა, ხალხიც შენ შეარჩიე და პასუხიც შენ აგე მათ მუშაობაზე”.

სტალინი გოლოვანოვის ყველა მოთხოვნას დაეთანხმა.

“1942 წლის 5 მარტს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა მიიღო დადგენილება შორსმოქმედი საავიაციო არმიის შექმნის თაობაზე. აქ ერთი საინტერესო დეტალიც უნდა აღვნიშნო:

დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ არმია იქმნებოდა უმაღლეს მთავარსარდლობასთან. როდესაც სტალინმა დადგენილების პროექტი წაიკითხა, ის ადგილი, სადაც ეწერა “შეიქმნას უმაღლეს მთავარსარდლობასთან”, გადააკეთა და მიაწერა “უმაღლეს მთავარსარდლობაში”, თან დასძინა:

_ სიტყვა სრულად უნდა გამოხატავდეს თავის შინაარსს. შორსმოქმედი საავიაციო არმია ვინმესთან კი არ შეიქმნა, არამედ შეიქმნა თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტში და არის ცალკე დამოუკიდებელი ერთეული, რომელიც შედის კომიტეტის შემადგენლობაში”.

ეს ახალი სამხედრო ფორმირება შეიქმნა გოლოვანოვის დივიზიის ბაზაზე და მას კვლავ ძველი მეთაურები ხელმძღვანელობდნენ.

ინიციატივიან და სახელოვან მებრძოლ გოლოვანოვს სურდა, არმიას თავიდანვე ეთქვა სიტყვა ბრძოლის ველზე, რისთვისაც ჩამოაყალიბა ბრძოლის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა ფრონტზე მოწინააღმდეგის გამაგრებული ხაზის ღამით დაბომბვას, როგორც 250-კილოგრამიანი, აგრეთვე, 500-კილოგრამიან ფუგასური ბომბებით. ამ დაბომბვებს არა მხოლოდ დამანგრეველი ძალა ექნებოდა მოწინაღმდეგის გამაგრებულ ხაზზე, არამედ უზარმაზარ ფსიქოლოგიურ ეფექტს მოახდენდა ჯარისკაცებზე.

არმიის სარდალ გოლოვანოვის მოსაზრებებმა თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს მოწონება დაიმსახურა. გიორგი ჟუკოვმა წინადადებით მიმართა სტალინს, რომ პირველი საომარი მოქმედების ჯერ გამოუცდელი მანევრი განეხორციელებინათ მეხუთე არმიის N მონაკვეთზე, რომელსაც იმჟამად გენერალი ლეონიდ გოვოროვი სარდლობდა.

შუაღამე იქნებოდა, როდესაც გოლოვანოვმა პირველი განკარგულება გასცადა. სტალინის შევარდნები ცაში აიჭრნენ და კურსი N ობიექტისკენ აიღეს. გამაყრუებელმა გუგუნმა ჯერ თავზარი დასცა სანგრებში ჩაძინებულ ჯარისკაცებს, ხოლო უძლიერესი აფეთქების შემდეგ ზოგიერთი ცნობისმოყვარე გერმანელი ჯარისკაცი სანგრიდან თავს ამოყოფდა და აკვირდებოდა, რა ხდებოდა გარშემო.

გამთენიისას გოვოროვის არმიის ნაწილებმა შეუფერხებლად გაიარეს გერმანელების დანგრეული დაცვის ზღუდეები.

შორსმოქმედი საავიაციო არმიის პირველმა ნათლობამ ბრწყინვალედ ჩაიარა. ბევრმა მფრინავმა მთავრობის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.

1942 წლის მარტში საავიაციო არმიის მფრინავებმა 1560 გაფრენა განახორციელეს, ანგრევდნენ მტრის ხელში ჩაგდებულ სარკინიგზო კვანძებსა და ხიდებს, აფეთქდებდნენ იარაღისა და საწვავის საწყობებს.

გოლოვანოვს სტალინთან მიჰქონდა ფრონტის ევროპული ნაწილის ოპერატიული რუკა, სადაც ერთად სვამდნენ ნიშნებს, რომელი ობიექტი როდის და რა მარშრუტით უნდა დაბომბილიყო.

დემიანსკის რაიონში გერმანელების ალყაში მოექცნენ მოთხილამურე მზვერავები, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა. საგანგებო შემთხვევა სტალინის ყურამდე მივიდა. მან დაავალა გოლოვანოვს, ეხსნათ მზვერავები. მათ გადასარჩენად, სარდლის დავალებით, გამოიყო სამი ეკიპაჟი, რომლებმაც არნახული გმირობის ფასად 1942 წლის 15-დან 30 მარტამდე შეძლეს, სამშვიდობოზე გამოეყვანათ მოთხილამურეთა დესანტი.

“გზადაგზა ხდებოდა პოლკებისა და დივიზიების შემადგენლობის განახლება სხვადასხვა მიზეზით, ამიტომ ხშირად მიწევდა ამა თუ იმ საკითხის სტალინთან შეთანხმება. ერთხელ, როდესაც პოლკის მეთაურის კანდიდატურა წარვადგინე, სტალინმა გაკვირვება ვერ დამალა, რადგან პოლკის მეთაური ქალი უნდა ყოფილიყო _ გრიზოდუბოვა. მოვახსენე, რომ სატრანსპორტო პოლკში გაამართლებს, რადგან მას სამოქალაქო ავიაციაში მიღებული აქვს საკმარისი გამოცდილება. სტალინი დამთანხმდა და, თუ მეხსიერება არ მღალატობს, გრიზოდუბოვას იქვე მიანიჭა მაიორის წოდება”, _ იგონებს გოლოვანოვი.

ეს ის გრიზოდუბოვაა, რომელმაც შემდგომ პოლიტბიუროს სახელზე საჩივარი დაწერა გოლოვანოვის წინააღმდეგ.

აპრილის შუა რიცხვები იქნებოდა, როდესაც სტალინმა გოლოვანოვს დაურეკა და ჰკითხა, _ რამე შეფერხება ხომ არ გქონია გამოყოფილი თვითმფრინავების მიღებისას ქარხნებიდან, ხომ არ ირღვევა თვითმფრინავების გამოშვებისა და ფრონტზე მიწოდების ვადებიო. გოლოვანოვმა უპასუხა, რომ მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია.

სტალინმა იკითხა, დგას თუ არა ამჟამად მათთვის გამოყოფილი თუნდაც ერთი თვითმფრინავი გამომშვები ქარხნის აეროდრომზე.

“_ ზუსტად ვერ გეტყვით. ნება მიბოძეთ, შევამოწმო და მოკლე ხანში მოგახსენოთ.

_ დააზუსტეთ და სასწრაფოდ გვაცნობეთ, _ გაისმა ყურმილში”.

გოლოვანოვმა არმიის მთავარი ინჟინერი მარკოვი გამოიძახა და დაავალა, სასწრაფოდ დაკავშირებოდა ქარხნებს, იდგა თუ არა არმიისთვის გამოყოფილი თუნდაც ერთი თვითმფრინავი მათ აეროდრომზე. ცოტა ხანში მთავარმა ინჟინერმა არმიის სარდალს მოახსენა, რომ მათი თვითმფრინავი არც ერთი ქარხნის აეროდრომზე არ დგას.

გოლოვანოვი სასწრაფოდ სტალინს დაუკავშირდა:

_ შეგიძლიათ ჩემთან მოხვიდეთ? _ ჰკითხა სტალინმა სარდალს.

_ შემიძლია, ამხანაგო სტალინ.

_ მაშინ წამოდით, _ იყო ბრძანება.

როდესაც გოლოვანოვი სტალინის კაბინეტში შევიდა, იქ სამხედრო ავიაციის სარდალი პავლე ჟიგარევი დახვდა, რომელიც ძალზე გაღიზიანებული რაღაცას უმტკიცებდა სტალინს. მალე გაირკვა, რომ საქმე ეხებოდა ქარხნების აეროდრომებზე დიდი რაოდენობის თვითმფრინავების დგომას, რომლებიც, იმის გამო, რომ ეკიპაჟები არ ჰყავდა, სამხედრო ავიაციის ხელმძღვანელობას ვერ გაჰყავდა. ბოლო ფრაზა ჟიგარევმა დაამთავრა ასე:

_ შახურინი (სამხედრო მრეწველობის მინისტრი _ გრ. ონიანი) გატყუებთ, ამხნაგო სტალინ.

_ რა გაეწყობა, _ ჩაილაპარაკა სტალინმა, _ უნდა გამოვიძახოთ შახურინი. ღილაკს თითი დააჭირა და ოთახში პოსკრებიშევი შემოვიდა. სთხოვეთ შახურინს, მოვიდეს ჩემთან, _ მშვიდად მისცა დავალება თანაშემწეს სტალინმა.

ვიდრე შახურინი გამოჩნდებოდა, სტალინი გოლოვანოვთან მივიდა და ჰკითხა:

_ დანამდვილებით იცით, რომ ქარხნების აეროდრომებზე შორსმოქმედი ავიაციის არც ერთი თვითმფრინავი არ დგას?

_ როგორც მთავარმა ინჟინერმა მაცნობა, არც ერთი. შესაძლებელია, _ განაგრძო გოლოვანოვმა, _ თვითმფრინავი დღეს ან გუშინ დააყენეს აეროდრომზე, ერთი ან ორი. ჩვენ ვაკონტროლებთ თვითმფრინავების როგორც გამოშვებას, ისე მათ მიღებას არმიაში.

_ აქ ლაპარაკია არა ერთ ან ორ თვითმფრინავზე, არამედ ასეულობით საჰაერო მანქანაზე.

ამ მომენტში კაბინეტში შახურინი შემოვიდა.

_ ამხანაგო შახურინ, აქ გვარწმუნებენ, რომ ქარხნების აეროდრომებზე დგას შვიდასამდე თვითმფრინავი და დგას იმიტომ, რომ თვითმფრინავებს აქვთ ქარხნული წუნი და არა იმიტომ, რომ სამხედრო ავიაციის სარდალს არ ჰყავს მათთვის ეკიპაჟები.

_ ეს სწორი არ არის, ამხანაგო სტალინ.

_ აი, ხედავთ? შახურინი ამბობს, რომ არის თვითმფრინავები და არ არის ეკიპაჟები. ხოლო ჟიგარევი ამტკიცებს, რომ არის ეკიპაჟები, მაგრამ არ არის თვითმფრინავები. გესმით თუ არა თქვენ, რომ 700 თვითმფრინავი 7 თვითმფრინავი არ არის? ეს მთელი არმიაა, რომელიც ასე საჭიროა ფრონტზე. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომელი ხართ მართალი, რომელს უნდა გენდოთ?

_ სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ აეროდრომებზე მდგარი 700 თვითმფრინავი უვარგისია საბრძოლო მოქმედებებისათვის, _ მტკიცედ განუცხადა სტალინს ჟიგარევმა.

_ თქვენ რას იტყვით, ამხანაგო შახურინ?

_ ეს საკითხი ძალიან იოლი გასარკვევია, ამხანაგო სტალინ. თქვენ აქ პირდაპირი კავშირი გაქვთ ქარხნებთან. დაავალეთ, ყველა ქარხნის დირექტორმა მოგახსენოთ, რამდენი საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავთ მზად ყოველგვარი დეფექტის გარეშე. ჩვენ აქ მონაცემებს შევკრებთ და მივიღებთ საბოლოო ციფრს.

_ სწორია, ამას ახლავე გავაკეთებთ, _ თქვა სტალინმა.

_ საჭიროა, თვითმფრინავის ვარგისიანობაზე ქარხნიდან წამოსულ დეპეშას ხელს აწერდეს სამხედრო წარმომადგენელი, _ განაცხადა ჟიგარევმა.

_ მართალია, _ თქვა სტალინმა.

სტალინმა პოსკრებიშევი გამოიძახა და დაავალა, სასწრაფოდ დაკავშირებოდა ქარხნებს.

ჟიგარევმა სთხოვა სტალინს, გამოეძახებინათ გენერალი სელეზნიოვი, რომელიც თვითმფრინავების შეკვეთებს ხელმძღვანელობდა. მალე ოთახში სელეზნიოვიც შემოვიდა და მიუჯდა მაგიდას, რომელზეც ელაგა ქარხნებიდან მოსული დეპეშები აეროდრომებზე თვითმფრინავების დგომის შესახებ. დეპეშებს ხელს აწერდნენ ქარხნის დირექტორები და სამხედრო წარმომადგენლები.

სანამ შედეგებზე მოგახსენებთ, უნდა გითხრათ, რომ სტალინს არა მხოლოდ უკიდეგანო ქვეყნის, არამედ მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეეძლო უსწრაფესად მიეღო საჭირო ინფორმაცია, რამაც ბევრი რამ გადაწყვიტა, როგორც ომის, ისე მშვიდობიანი აღმშენებლობის პერიოდში.

სელეზნიოვი სწრაფად ანგარიშობდა მიღებულ მონაცემებს და ჯამი გამოჰყავდა.

_ რამდენი თვითმფრინავი დგას აეროდრომებზე, _ ჰკითხა სტალინმა პოსკრებიშევს.

_ 701 თვითმფრინავი, ამხანაგო სტალინ.

_ თქვენი ანგარიშით, რამდენი გამოდის, ამხანაგო სელეზნიოვ?

_ 702 თვითმფრინავი, ამხანაგო სტალინ.

_ რატომ არ გადაჰყავთ დანიშნულების ადგილზე? _ ჰკითხა სტალინმა სელეზნიოვს.

_ იმის გამო, რომ არ გვყავს ეკიპაჟები, _ უპასუხა სელეზნიოვმა.

მისი პასუხი ეჭვს არ იწვევდა _ თვითმფრინავების დგომის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ უეკიპაჟობა იყო.

“არავის შეუძლია აღწეროს სცენა, რომელიც იმჟამად სტალინის კაბინეტში დაიდგა, _ იგონებს გოლოვანოვი, _ ვხედავდი გაფითრებულ სახეებს, რომლებიც მიმართული იყო ერთი წერტილისკენ, გამახსენდა გოგოლის მიერ აღწერილი გაქვავებული სახეები რეპლიკისაგან “ჩვენთან მოდის რევიზორი”.

ჭექა-ქუხილის მოლოდინში ადამიანები თითქოს დაპატარავდნენ, არავინ მოძრაობდა და თითქოს არც არავინ სუნთქავდა. მხოლოდ სელეზნიოვი, რომელმაც არაფერი იცოდა, რა ხდებოდა, გაკვირვებული შეჰყურებდა “გაქვავებულ” ცოცხალ ფიგურებს.

გამართლებული შახურინიც გაუნძრევლად იდგა და ელოდებოდა, რით დასრულდებოდა ეს ამბავი. ამას ხომ სამშობლოს ღალატის სუნი ასდიოდა, რომელსაც არ სჭირდებოდა გამოძიება და ბრალდების წაყენება, გამოძიება ხომ რამდენიმე წუთის წინათ აქ, ამ ადგილზე, სტალინის სამუშაო კაბინეტში ჩატარდა ბრალდებულის მონაწილეობით და მის თვალწინ.

_ არ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდი, _ წერს გოლოვანოვი. შევხედე სტალინს, რომელსაც სახე გათეთრებოდა და მძიმედ სუნთქავდა. ის გაფართოებული მრისხანე თვალებით შეჰყურებდა დამნაშავე ჟიგარევს.

სტალინმა შახურინსა და სელეზნიოვს მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა. გოლოვანოვს უნდოდა, მათ გაჰყოლოდა, მაგრამ სტალინმა ხელის მოძრაობით ანიშნა, დარჩენილიყო.

“სტალინი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გენერალ ჟიგარევს. წინ გაუჩერდა და ცოტა ხნის შემდეგ შეკრული მუშტი მაღლა ასწია, _ იგონებს გოლოვანოვი. გაოგნებული შევცქეროდი. “ნუთუ დაარტყამს, ნუთუ დაარტყამს”, _ მიტრიალებდა აზრი და თვალთ მიბნელდებოდა.

_ უნამუსოვ! _ ამოხეთქა გულიდან სიტყვამ და მუშტი დაუშვა. _ გაეთრიეთ! გენერალი სასწრაფოდ მოწყდა ადგილს და კაბინეტიდან გაიქცა. ოთახში ორნი დავრჩით.

სტალინი მძიმედ დააბიჯებდა მის მიერ ბევრჯერ გავლილ წითელ ხალიჩაზე და ნერვიულად გაბოლებული ჩიბუხის ბოლში ხედავდა ყოველივეს, რაც მის გარშემო ტრიალებდა. დუმილი დიდხანს გაგრძელდა.

_ მოდი და პური ჭამე ან იმუშავე ასეთ ადამიანებთან, ისიც არ იცის, რა ხდება თავის ეპარქიაში, _ დუმილი დაარღვია სტალინმა დუმილი.

მე ხმა არ ამომიღია, არც მიცდია გენერლის დაცვა, რადგან უშედეგო იქნებოდა.

სტალინი მომიახლოვდა. გამიღიმა.

_ ხომ არ გვეცადა ერთად ამ საქმის გამოსწორება?

მივხვდი, რომ ჟიგარევის ადგილზე უნდა დავენიშნე. რის გამოც ახსნა დავიწყე, რომ ამ საქმეს თავს ვერ გავართმევდი და შევრცხვებოდი.

სტალინი კვლავ მიმოდიოდა კაბინეტში. ღრმა ფიქრებში წასული დროდადრო შეჩერდებოდა და კვლავ ნელი ნაბიჯით განაგრძობდა სვლას. ბოლოს ჩემკენ გამოემართა და წინ ძალიან ახლოს გამიჩერდა.

_ მითხარით გულწრფელად, თქვენ ახალ თანამდებობაზე გადასვლა არ გინდათ, თუ მართლა ვერ შეძლებთ?

_ რაც გითხარით, ამხანაგო სტალინ, სრული სიმართლეა.

_ კარგი, _ ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ კი თქვა: _ თქვენ, ალბათ, მართალი ხართ. კაცმა ის საქმე უნდა აკეთოს, რომელიც უყვარს. ყველაფერი ჩვენ შორის დარჩეს! _ გამაფრთხილა და დამემშვიდობა.

გრიგოლ ონიანი

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here