Home რუბრიკები საზოგადოება “ნაციონალური მოძრაობის” “ოღრაშული გეგმა” გაშიფრულია!

“ნაციონალური მოძრაობის” “ოღრაშული გეგმა” გაშიფრულია!

683

სკანდალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენმა წყარომ ცოტა ხნის წინათ მოგვაწოდა: “ნაციონალური მოძრაობასერიოზული ამბისთვის ემზადება და ამისათვის უკვე წინასწარ შეიმუშავა .. ოღრაშული გეგმა.

წყაროს ცნობით, ლევან ვარშალომიძე საქართველოში შემთხვევით არ ჩამოსულა და არც ტარანტულების გამოჩენაა თბილისში მოულოდნელი _ ტარანტულები ვარშალომიძეს მიხეილ სააკაშვილმა დახუფული მინის ქილებით გამოატანა, რომლებიც სპეცსისხლით არის დატუმბული და კბენის შემდეგ ნებისმიერი პოლიტიკური აზროვნების ადამიანი მოულოდნელად “ნაცად” იქცევა. ამ თემაზე ერთ-ერთმა ტარანტულმა ისაუბრა, რომელიც პირადად დაგვიკავშირდა.

ასევე, სააკაშვილმა შეიმუშავა გრძელვადიანი გეგმა, კერძოდ, ოდესაში გადაამზადა 2000-მდესპეცნაშა”, რომლებიც საქართველოში ეტაპობრივად შემოვლენ. ისინი მუშაობას დაიწყებენ სხვადასხვა ადგილას _ ოჯახებში ძიძებად, სასტუმროებში მეძავებად

ძიძის შემთხვევაში ახალშობილს ძუძუს აჭმევენ. როგორც წყარო ამბობს, “სპეცნაშების” ძუძუებში სააკაშვილის დორბლის ფრაგმენტია შერეული, რომლის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ადამიანი სულით ხორცამდე ნაციონალად ყალიბდება.

როგორც შევიტყვეთ, სააკაშვილმა ყველა . სპეცნაშას ძუძუს თავები დაუკბინა და ამ გზით შეაღწია დორბლის მასალამ მათ მკერდში. ეს კეთდება იდეოლოგიის გასავრცელებლად და ვირუსის გავრცელებას წააგავს.

როგორც წყარო ამბობს, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სპეცნივთიერების შესაქმნელად, რომელიც ფარულად წაესმება “ქართული ოცნების” ცენტრალურ შტაბს და იქ მყოფ ყველა პირს სამუდამოდ გაუქრება პოლიტიკაში ყოფნის სურვილი.

როგორც გავიგეთ, ამ ნივთიერების შექმნაზე ხათუნა გოგორიშვილი, უკვე რამდენიმე თვეა, მუშაობს და ერთ-ერთი ექსპერიმენტის მიმდინარეობისას კოლბა აუფეთქდა, გარკვეული პერიოდი წოლითი რეჟიმი ჰქონდა და ამიტომაც არ ჩანდა ეკრანზე.

სანდო წყაროებით ცნობილია, რომ გოგორიშვილის ლაბორატორია ბიძინა ივანიშვილის სახლიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს და სწორედ სიმაღლიდან აკვირდება ის ბიზნესმენის სახლს.

ჩვენი ინფორმაციით, სპეცნივთიერების გადასხმა ბიზნესცენტრის თავზეც იგეგმება და ის მფრინავი კამერა “დრონის” მეშვეობით გადაესხურება ივანიშვილის რეზიდენციას.

ასევე, ცნობილია, რომ რკინიგზის სკანდალური ორსართულიანი მატარებლის გვირაბში ხელმეორედ ტესტირებისას იგეგმება დივერსია, კერძოდ, სპეციალურად ამ აქტისთვის მიწის ქვეშ ჩასაფრებულნი იქნებიან შალვა ნათელაშვილი, ირინა სარიშვილი და მეგი გოცირიძე.

გვირაბის თავში გიორგი ვაშაძე და მისი თანაგუნდელები ღლიცინით დაელოდებიან მატარებლის გავლას და შუა წელში დამალული ადამიანები თოხებს, ბარებსა და ფოცხებს წამოდებენ მიმავალ მატარებელს, რომელიც, სავარაუდოდ, წაბორძიკდება და წარმოჩინდება, როგორც ფაქტი, თითქოს მატარებელმა ჭერში “თავი” მიარტყა და ვერ გაეტია.

ასევე, იგეგმება ლარის კურსის მიზანმიმართული გაუფასურება. კერძოდ, რომან გოცირიძე ყველა სავალუტო ჯიხურიდან დოლარის შესყიდვას აპირებს და ამ გზით შეეცდება ეროვნული ვალუტის გაუფასურებას.

ტელეეთერში პანიკის ასატეხად მზად არიან სპეცექსპერტები: ხათუნა ლაგაზიძე, ბადრი შუბლაძე და უნივერსალური შალვა ნათელაშვილი.

წყარო ამბობს, რომ ყური მოჰკრა, როგორ მსჯელობდნენ მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას ჯორით მოტაცებაზე, თუმცა საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულან, რა ფორმით მოხდება მათი პოლიტიკური განეიტრალება.

მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელში დამლაგებლის ფორმაში გადაცმული მეგი გოცირიძე ბანანის ქერქებს იმ დროს დაყრის, როდესაც მინისტრთა კაბინეტის წევრები შენობაში შესვლას დააპირებენ.

წყარო ამბობს, რომ ნაციონალებს განსაკუთრებული აგრესია თეა წულუკიანის მიმართ აქვთ და შესაძლოა, კანცელარიაში შესვლის დროს მეგი გოცირიძე დაეჯღანოს და შეაშინოს.

წყაროს ცნობით, “გოცირიძის ეფექტმა” მინისტრი, შესაძლოა, შიშისგან ჭკუიდან შეშალოს.

ამ ინფორმაციის მიღებისთანავე ხელისუფლებამ საგანგებო ზომების მიღება უკვე დაიწყო, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

გრიგოლ ინგაძე

1 COMMENT

  1. ramdeni vicine, gaixare avtoro mteli dge dagruzuli viyavi. egre ra cota iumori kargia, torem, chavrtav internets mokles, aafetkes, avariit daigupnen., axalgazrdas, bavsvs , romelsac sicocxle unda uxarodes daxmareba swirdeba. ,ar aqvs wamlis fuli. operaciis. vigac quchashi atenebs,shia. … moqmedebs es yvelaferi da cud xasiatze mayenebs.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here