ოფიცალური მოსკოვი თურქეთში, სომხეთსა და ყაზახეთში მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთის საზღვრებთან „ტურბულენტობა“ მოსკოვში შეშფოთებას იწვევს.
მისი თქმით, მოსკოვი ყურადღებით აკვირდება სამივე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
„რა თქმა უნდა, ასეთი ტურბულენტობის გამოვლინებები ჩვენს საზღვრებთან შეშფოთებას იწვევს. მოსკოვს სურს, რომ მისი მეზობელი ქვეყნები სტაბილური, აყვავებული იყოს და პროგნოზს ექვემდებარებოდეს”, _ აღნიშნა პესკოვმა.