Home რუბრიკები პოლიტიკა რა მოხდა სინამდვილეში ერევანში

რა მოხდა სინამდვილეში ერევანში

534

17 ივლისს შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც 20-25 კაცისგან შედგებოდა, შეიჭრა ერევნის პოლიციის განყოფილებაში, სადაც საპატრულო ჯგუფი იმყოფებოდა და მოითხოვა რადიკალური მოძრაობის ლიდერის _ ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლება, რომელიც 20 ივნისს დააპატიმრეს. ატეხილი სროლების შედეგად დაიღუპა 1 პოლიციელი, რამდენიმე კაცი დაიჭრა.

მოგვიანებით თავდამსხმელთა მოთხოვნას დაემატა კიდევ ერთი _ მთავრობის გადაყენება.

ჟირაირ სეფილიანი სომეხი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეა, შუშის განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის ყოფილი მეთაური, პოდპოლკოვნიკი, ყარაბაღის ომის გმირი, ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ის 2015 წლის 20 ივნისს დააპატიმრეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ სეფილიანი თანამზრახველებთან ერთად ერევნის ტელეანძისა და ადმინისტრაციული შენობების ხელში ჩაგდებას აპირებდა.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა, აგრეთვე, განაცხადეს, რომ საფილიანს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა პირებთან, რომლებსაც ავალებდა იარაღისა და საბრძოლო მასალების გადატანასა და შენახვას, აგრეთვე, მზად ყოფილიყვნენ მათ გამოსაყენებლად შესაბამისი ბრძანების მიღების შემდეგ.

სეფილიანს სამხედრო წარსულმა და ყარაბაღისადმი განსაკუთრებულმა თვალსაზრისმა უბიძგა “სამხედრო გადატრიალების” მომზადებისკენ, მის თანამზრახველებს კი – განეხორციელებინათ თავიანთი გიჟური განზრახვა – პოლიციელების მძევლად აყვანა.

რადიკალურად განწყობილი ერთი მუჭა ოპოზიციონერების ჯგუფი შეეცადა, ხალხი აეჯანყებინა, მაგრამ ადამიანების მკვლელობითა და მძევლად აყვანით იმის დამტკიცება, რომ მოქმედი ხელისუფლება შეცდომებს უშვებს და უნდა დაემხოს, დანაშაულია.

ის, ვინც ამბოხებულებს შორს მიმავალ მიზნებს მიაწერს, ძალიან ცდება. მათი საბოლოო მიზანი იყო ომი, რომლის გარეშეც ზოგიერთს მოწყენილობა ემუქრება.

ომი _ აი ეს არის მათი მიზანი, ვინც გასულ კვირას “მსოფლიოს ამოყირავებას” აპირებდა და ამ ადამიანების ქმედებას ანალოგია არ აქვს თურქეთთან ან ნიცასთან.

P.S. სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სიტუაცია ერევნის პოლიციის შენობასთან, სადაც რამდენიმე პოლიციელი მძევლად ჰყავთ აყვანილი, შედარებით მშვიდია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეიარაღებულ პირებსა და სამართალდამცველებს შორის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here