Home რუბრიკები საზოგადოება ნაც-ქოცური თურქომანია და ჯაფარიძის სააღდგომო ბჟუტური

ნაც-ქოცური თურქომანია და ჯაფარიძის სააღდგომო ბჟუტური

698

თურქომანია თურქეთისადმი მანიაკური ან გიჟური მისწრაფების გამომხატველი ცნებაა და ამ ჩვენს მუხთალ დროებასაც ასახავს, როცა საქართველოში დანაშაულად ითვლება თურქეთის აუგად ხსენება და მასთან სულმდაბლური ლაქუცი და პირფერობაა მხოლოდ და მხოლოდ დაშვებული. არსებობს, აგრეთვე, თურქულის სახელით ცნობილი ცხოველთა გადამდები სნეულება, მაგრამ თურქულისგან განსხვავებით თურქომანიის ახალმა ჭირმა ნაცების შემოსევის დღიდან იფეთქა საქართველოში და ისე მძაფრად დარია ხელი ნაცებისა და ქოცების ხელისუფლებას, რომ ლამისაა, თურქომანია და თურქოფილია დღეს მთავარ სტრატეგიულ ორიენტირებად დაუდგინონ ქართველ ხალხს.

ამ საქვეყნო ქაოსში დრო იხელთეს ოსმანთა ძველი იმპერიის რესტავრატორებმა და ახლა უფრო მეტი აზარტითა და სიხარბით ბდღვნიან ქართულ მიწა-წყალს. გზადაგზა კი თურქეთ-საქართველოს მეგობრობაზე ყრიან ბინძურ ჭორებს იმ ზნედაცემული და სულგაყიდული რენეგატების პირით, რომლებმაც, დიდი ხანია, თურქულ და ატლანტიკურ თაფლაკვერზე გაცვალეს ერიც და ქვეყანაც.

აღდგომისა და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულების დღეებში, როცა ქრისტიანული საქართველო (და სამყარო) ხსოვნის წმიდათაწმიდა სანთლებს უნთებდა გარდაცვლილთა ნათელ სულებს და გარეშე მტრებთან ბრძოლებში დაცემულ გმირ წინაპრებს, პარლამენტარმა თედო ჯაფარიძემ მოისაკლისა ქართველთა სისხლითა და ცრემლით გაუმაძღარი თურქეთი და თავხედურად განაცხადა, _ თურქეთი იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენი ქვეყნის მეგობარი და საიმედო პარტნიორიო.

ვისაც ახსოვს, ამ გამაოგნებელი სისულელისთვის ქართულმა პრესამ არაერთგზის დატუქსა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ მან საკუთარი თავის შერცხვენას ისევ მშობელი დედის “ჩაშვება” ამჯობინა და მისთვის ჩვეული სულმდაბლობით განაცხადა, დედაჩემი მასწავლიდა თურქების სიყვარულსა და მეგობრობასო. ვინმე დავით კოღუაშვილმა კი “უგანათლებულეს პიროვნებად” მოიხსენია მიხეილ შერეკილი, რომელსაც მტრისა და მოყვრის გასარჩევი საჭირო განათლების მცირეოდენი რესურსიც კი არ აქვს და დედამისის მონაყოლი ზღაპრებით თამაშობდა პრეზიდენტობანას.

როგორც ჩანს, თედო ჯაფარიძეც ბებიამისის სიზმრებს გვიამბობს, როცა თავის თურქმან “ოილდაშ-ყარდაშებს” ელოლიავება და მტრებთან ლაქუცს წარმატებულ საგარეო ურთიერთობად წარმოუდგენს სრულიად საქართველოს.

საქმე იქამდეა მისული, რომ ეს გაყოყოჩებული და გამოყეყეჩებული თურქომანები გააფთრებული ესხმიან თავს ქართველ მამულიშვილებს _ ზოგს პარლამენტში უღრჭენენ კბილებს და საჯაროდ კბენენ, ზოგს ბოდიშის მოხდას აიძულებენ, ზოგს კი სამსახურიდან გაძევებით ემუქრებიან; მაშინ, როცა თვითონ პარლამენტის ავგიას თავლაა გასაწმენდი თურქომანთა თავგასული ხროვისგან.

გავიხსენოთ 9 მარტის ინციდენტი, როცა ბატონმა გოგი თოფაძემ საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტება შეახსენა ქართველ კანონმდებლებს და გულახდილად ბრძანა, რომ, თუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გამოგაზპრომთანსაუბარი არ შეიძლება, მაშინ თურქეთიდან რომ ათასი ნაგავი შემოაქვთ, მას არ აქვს ჩვენი ტერიტორიები დაკავებულიო?

რუსული ბუნებრივი აირი მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოსთვის, მაგრამ ქართულ მიწებზე არხეინად წამოშხლართული თურქები და მათი ქართველი მსტოვრები, თურქეთის სანაგვედ რომ აქციონ სრულიად საქართველო, რუსეთიდან შემომავალ ყველა გზას ხერგავენ და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემების სიმულირების გზით მტრობისა და სიძულვილის ცეცხლს აღვივებენ რუსეთსა და საქართველოს შორის.

ეს უახლესი ისტორიული ფაქტია, მაგრამ მასზე კრინტი არავის დაუძრავს თურქების მიერ ოკუპირებულ საქართველოს პარლამენტში.

პირიქით კი მოხდა _ საქვეყნოდ ნათქვამი ქართული სიტყვა და აზრი რომ ჩაეხშოთ, ქართველ თურქომანთა გუნდი ისეთი ჟივილ-ხივილით დააცხრა თავს ბატონ გოგი თოფაძეს, რომ მათ შემყურე ქართველ კაცს თავი, საქართველოს პარლამენტში კი არა, თურქულ მეჯლისში ეგონებოდა, სადაც უმოწყალოდ წეწდნენ და გლეჯდნენ ალალმართალ ქრისტიან ქართველს.

იმ დღეს დავით კვაჭანტირაძემ, მიხეილ ჯანელიძემ, გია ვოლსკიმ და, თედო ჯაფარიძის თურქული სექტის სხვა მიმდევრებმა საშინელი ქოქოლა დააყარეს ბატონ გოგი თოფაძეს, რათათურქული ნაგვისადათურქული ანექსიისშესახებ სიტყვა აღარავის დაეძრა.

ხომ უდიდესი იდიოტიზმია თურქეთის მეგობრობაზე საუბარი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი სიბრიყვე და პროვინციალიზმი ის იქნებოდა, ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე ღია კარი გვემტვრია და ქართული ისტორიული ანალებიდან იმ ზღვა ფაქტების მოძიება და დამოწმება დაგვეწყო, რომლებიც ღაღადებენ, რომ თურქეთი იყო, არის და მომავალშიც იქნება საქართველოს მოსისხლე მტერი.

მაგრამ საქართველოს ცარგვალზე მზე უკუღმა გადაქანდა და დადგა ის შავბნელი პერიოდი, როცა საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული ისტორიული რეალობები დასაცავი და გადასარჩენი გაგვიხდა ხელისუფლებაში შემოსეული მარიონეტ-ფალსიფიკატორებისგან, ერთუჯრედიანი პრიმიტივებისა და უწიგნური პრიმატების ხელყოფისგან.

მეცამეტე წელია, გაოგნებული საქართველო წარმოუდგენელი მოთმინებით იტანს გონებაშეზღუდულ თურქომანთა ორღობულ ბჟუტურს და ამ სულთამხუთავი ჯოჯოებისგან თავის დასახსნელად ღვთის წყალობას ელოდება; პასიურ ლოდინსა და მტრებთან კოაბიტაციურ კურკურს ეროვნული სულის დაცემითა და დაჩაჩანაკებით ხსნის წმინდა წერილი და მკაცრად მოგვიწოდებს, რომ იმ ყბედ და მატყუარა ქონდრისკაცებს, რომლებიც თავდაყირა აყენებენ სიმართლეს, დაუყოვნებლივ უნდა აეკრათ პირი და დაუდუმდეთ ენა, რათა თავიანთი ცრუ მოძღვრებით არ რყვნიდნენ თაობებს (მოციქული პავლე).

მაგრამ, სანამ თედო ჯაფარიძეს, დავით კვაჭანტირაძეს, მიხეილ ჯანელიძეს და მათ თანამოაზრე თურქოფილ ცრუპენტელებს დაიჭერენ და სათითაოდ “აუტკოჩავენ” პირს, მანამდე “ქართლის ცხოვრების” წმინდა წიგნს ჩავხედოთ და თურქების წინააღმდეგ მამაცურად მებრძოლ ერთ ქართველ ვაჟკაცს მოვუსმინოთ, რომელსაც ცალ ხელში მესიის მახვილი ეპყრა, ხოლო მეორე ხელის თითებიდან გადმონაჟონი სისხლით საქართველოს ჭეშმარიტ ისტორიას წერდა, რათა მომავალ თაობებს მტრისა და მოყვრის გარჩევის უნარი ჰქონოდათ.

და მოედვნენ თურქნი ქართლს, ვითარცა მკალნი და იწყეს რბევა, მოოხრება, წვა, სრვა და ტყვეობა ქრისტიანეთა. მოჭამეს ქვეყანა და ამოსწყვიტეს თუ სადღა ვინ დარჩომილ იყო კლდეთა, ტყეთა, ქვაბთა და ხუვრელთა შინადა თუ ვინმე დაშთა სიმაგრეთა შინა, ეგრეცა მოისრა ზამთრის სიფიცხითა და შიმშილითა.

და არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა. მოოხრდა ქვეყანა და ტყედ გარდაიქცა და ნაცვლად კაცთა მხეცნი და ნადირნი დაემკვიდრნეს მას შინა და იყო ჭირი მოუთმენელი. წმინდა ეკლესიანი შექმნეს სახლად ჰუნეთა თვისთა (ცხენების სადგომად), ხოლო საკურთხეველნი ღმრთისანი _ ადვილად არაწმინდანებისა მათისა (საპირფარეშოებად).

მღვდელნი მახვილითა შეწირულ იქნენრომელიმე ტყვეობასა მიცემულმოხუცებულნი _ არა შეწყალებულ, ხოლო ქალწულნი _ გინებულ (გაუპატიურებულნი), ჭაბუკნი _ დაკვეთებულ (დაკოდილი), ხოლო ჩვილნი მიმოდატაცებულმოწვეს შენებული ყოველიმდინარენი სისხლისანი ვიდოდა ნაცვლად წყლის ნაკადულთა”…

ამ შემზარავი ისტორიული ტრაგედიის ფონზე კიდევ ერთხელ მინდა მიგმართოთ თედო ჯაფარიძეს, დავით კვაჭანტირაძეს და თურქულას ჭირით ინფიცირებულ ყველა თურქომანს:

თქვენ თუ ქართველობის, ვაჟკაცობის ან კაცობის ნატამალი შეგრჩენიათ, გამოდით საქვეყნო არენაზე და გვიპასუხეთ _ ნუთუ ეს მაჯლაჯუნა კაციჭამიები, ავაზაკები, მძარცველები და მკვლელები იყვნენ და არიანსაქართველოს მეგობრები და საიმედო პარტნიორები”?!

მართლაც და, ვაი, თქვენს პატრონს!

თქვენ საქართველოს ისტორია კი არა, როგორც ჩანს, თხისა და გიგოს თავგადასავალიც არ გაქვთ წაკითხული და სიმწიფის ატესტატებიც თაღლითობით გაქვთ ნაშოვნი, თორემ სასკოლო პროგრამიდან მაინც გეცოდინებოდათ, რომ თურქთა წინააღმდეგ ხმალდახმალ მებრძოლი დიდი ქართველი პოეტი და მეისტორიე დავით გურამიშვილი “ქართლის ჭირში” სწორედ თურქებით იწყებს საქართველოს მტრების ჩამოთვლას:

“თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი,

ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი

სრულად ქართლის მტერნი იყვნენ,

ყველამ წაკრა თითო ქიშტი”.

 მაგრამ გურამიშვილის ჩრდილად რომ არ ღირს დადრუჟბითგადახერხილი კუნძივით რომ დევს დეპუტატის სკამზე, ის თედო ჯაფარიძე გვასწავლის, თურქები იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან საქართველოს მეგობრებიო.

თურქები, ჩვენი ქვეყნის მეგობრები კი არა, გათათრებულ ქართველ თურქომანთა პირადი მეგობრები არიან, რადგან ერთად რყვნიან და ბილწავენ სრულიად საქართველოს.

ნაცქოცების მიერ თავმოჭრილი თემიდა კი დუმს, ამიტომ თედო ჯაფარიძეს, დავით კვაჭანტირაძესა და თურქულ სალაფავზე თვალებგადმოკარკლულ და ჩიჩახვდაბერილ სხვა რენეგატებსა თუ დეგენერატებს პასუხსაც ვერავინ სთხოვს საქართველოს ისტორიის გაყალბებისთვის, სიცრუის ქადაგებისა და ტირაჟირებისთვის, ეროვნული სულიერებისა და ცნობიერების გაუკუღმართებისთვის.

დიდოსტატი კონსტანტინე გამსახურდია ოცდახუთი წლის განმავლობაში ძერწავდა თურქ-სელჯუკთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის გმირული ბრძოლის ამსახველ ტეტრალოგიას _ საქართველოს, რუსეთის, ბიზანტიის, ყივჩაღეთის, სომხეთისა და სელჩუკთა სასულთანოს წიგნთსაცავებში მოკვლეული ქორონიკებისა და ისტორიების საფუძველზე.

ამ ბრწყინვალე ლიტერატურული და ისტორიული შედევრით მწერალმა ნათლად აჩვენა მსოფლიოს ხალხებს, რაოდენ სასტიკ და ვერაგ მტერს ებრძოდა და იგერიებდა ჩვენი ქვეყანა თურქ-სელჩუკების სახით.

დიდოსტატი დავით მეფის გენიალურ გამჭრიახობაზე ბრძანებს: “მან ოსტატურად გამოიყენა ერთმორწმუნე რუსი ხალხის გამარჯვება საერთო მტრის _ ისლამური რეაქციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ გზით გადაარჩინა გამუსლიმანების საფრთხეს როგორც იმჟამინდელი საქართველო, ისე მთელი კავკასია”.

მაგრამ ამჟამინდელ საქართველოში შემოსეული თურქომანები ისე ვერ დააფასებენ დიდოსტატ კონსტანტინეს კლასიკურ შემოქმედებასა და ნააზრევს, როგორც ღორები _ მათ ფერხთით მიმობნეულ მარგალიტს, რადგან პირდაპირი ჩამომავლები არიან იმ ქურდულკლეპტოკრატიული ხელისუფლებისა, რომელმაც გაძარცვა და ცეცხლს მისცა გენიალური მწერლის სახლკარი და მდიდარი სულიერი საუნჯე.

ოთხმოცდაათიანი წლების მანქურთები თუ ცეცხლითა და მახვილით იკლებდნენ ქვეყანას, ამჟამინდელი თურქომანები სარკაზმის იარაღით ცდილობენ ქართველ პატრიოტთა აბუჩად აგდებასა და პოლიტიკური არენიდან განდევნას.

მათ სამსახურშია “რუსთავი 2”-ზე ჩასაფრებული კომიკოს-ტერორისტი და თურქომანთა შაბაშებზე მოტინგიცე ვანო ჯავახიშვილი.

9 მარტის ინციდენტის შემდეგ ამ თეძოებჩასუქებულმა ტაკიმასხარამ სულ ზიზღისა და სარკაზმის შხამი ანთხია ბატონ გოგი თოფაძეს და ბოლოს წამოაყვედრა კიდეც, _ შენმა საყვარელმა სტალინმა მეორე მსოფლიო ომი მოიგო და შენ რატომ ცდილობ მესამე მსოფლიო ომის დაწყებასო?!

ამასთანავე, ეს პირმოცინარი ჯამბაზი უსიტყვო კაპიტულაციას ურჩევს საქართველოს მტრების წინააღმდეგ თოფშემართულ გოგი თოფაძეს და თურქომანთა მარაქაში (ანუ დედაკაცთა საკრებულოში) გაწევრებას სთავაზობს გულმამაც თამაზ მეჭიაურს.

ვანო ჯავახიშვილის მორიგი რისხვა ბატონ არჩილ გეგეშიძეს დაატყდა თავს იმის გამო, რომ ამ ალალმართალმა ქართველმა კაცმა თამარის “ოქროს ხანა” ინატრა და ბრძანა, რუსეთ-საქართველოს მეგობრობა რომ არა, საქართველო საერთოდ არ იარსებებდა და ქართულ მიწაზე შავი ჯაგრით მოსილი გნომები იპარპაშებდნენო.

სრული ჭეშმარიტებაა! _ და ეს სიმართლე საქართველოსთან ერთად იცოცხლებს მისი არსებობის ბოლო წუთამდე.

მაგრამ ამ შავჯაგრიანი გნომების ხსენებაზე აჯაგრულმა ვანო ჯავახიშვილმა შვიდივე ბრუნვაში ლანძღა და ათრია ბატონი არჩილ გეგეშიძე და გველის ორკაპით დაგესლა კიდეც, _ შავი ჯაგარი არჩილ გეგეშიძეს ტვინში აქვს ჩაბრუნებულიო.

ამ გულისამრევ უხამსობაზე, ალბათ, არც არავის გასცინებია თვით ვანო ჯავახიშვილისა და მისი შოუს კულისებში ჩასაფრებულ მოხითხითეთა ქოროს გარდა, მაგრამ, რაც მთავარია, ორივე მათგანმა გვარიანად აამა თედო ჯაფარიძეს, დავით კვაჭანტირაძესა და იმ შავჯაგრიანი გნომების სხვა ქართველ სატელიტებს.

აშკარაა, რომ სარფიანი შეკვეთებით გაფოფრილი შოუმენი ვერც მოქნეულს ზომავს და ვერც თავისი უგერგილო ღრეჭა-კრეჭისა და მანჭვა-გრეხის ობიექტებს არჩევს რიგიანად.

ასეა თუ ისე, გზააბნეულ ვანო ჯავახიშვილს მაინც მოყვრულად გვინდა ვურჩიოთ, რომ ქართველ პატრიოტებთან ბღლარძუნს თავი დაანებოს, სანამ იმ ხვანჯრამდე ჩამოფორთხიალებული ჰალსტუხით დაუბიათ და შვინდის ჯოხით აუჭრელებიათ უკანალი.

ესეც საკითხავია, იმ შავჯაგრიანი გნომების შიშით რატომ უნდა ძრწოდეს თავმოყვარე ქართველი კაცი მაშინ, როცა სამშობლოს მტრების წინააღმდეგ უშიშარი და შეუდრეკელი ბრძოლა ქართველი ერის არსებობის ქვაკუთხედს წარმოადგენდა ოდითგან.

დიდი დავით აღმაშენებელი ქალის კაბას აცმევდა მტრების შიშით მოცახცახე არაკაცებს და “სადედოთა შთაცმითა” დაატარებდა შუკა-შუკა ხალხის სასეიროდ, ხოლო გენიალური რუსთველი ქსლის მბეჭველ (ანუ მქსოველ) დედაკაცებს ადარებდა შედრეკილ-შეშინებულ და სიკვდილის მეჭველ ლაჩრებს.

ნაცებო და ქოცებო!

თქვენ რატომღა თესავთ პათოლოგიურ შიშს ქართველ ხალხში? რად ცდილობთ, დედათა მონასტრად გადააქციოთ გმირების ქვეყანა?

ჩვენს სამშობლოში მომრავლებულ პოლიტიკურ და შოუმენ ტაკიმასხარებს, სულგაყიდულ თურქომანებსა და თურქოფილებს, აგრეთვე, თურქებთან პირფერობით ენადაცვეთილ ლაზღანდარებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი ვერასოდეს სძალევენ დიდ საქართველოს.

ალბათ, ესეც განგების უზენაესი ნების გამოხატულებაა, რომ ქართველი ერი ერთადერთია ამ ტრიალ ქვეყანაზე, რომელსაც კოსმოსის თვალშეუდგამი სიმაღლიდან ცისმარე დღე ჩამოესმის თავისი გმირი წინაპრების ომახიანი შეძახილის ექო:

მტერს რომ მტერობას უწევდეს,

ვაჟკაცის შესაფერია,

ვისაც მტრის მტრობა აშინებს,

ის ქვეყნად არაფერია”…

თამაზ მუშკუდიანი,

ბოლნისი

1 COMMENT

  1. ixaret aseTi pasuxisaTvis,tqven yvela namdvili qartvelis satqmeli tqvit,samwuxarod ewvi ar mepareba am parlamentarebma saqartvelos istoria ar ician ,an ra gasakviria codnasa da tanmdebobas Soris didi zRvari rom iyos

  2. უღრმესი მადლობა ავტორს სამშობლოს ერთგულებისთვის,ჭეშმარიტების მსახურებისთვის

  3. ვისზე ხარჯავთ დროს, ვიგინდარა და უმეცარ მორიგ ვანოზე, სხვათაშორის ის სომეხი ბიჭი გარიკა მარტიროსიანი რომ ჩამოვიდა, სრულად გამოჩნდა რა მთხლე არის \\\”ვანო\\\” ნაციონალმეხოტბე. ბოთლი რომ იდგა ვანოს ბარში, იმის ჩრდილის ფასი ქონდა მის \\\”ინტელექტს\\\”. გარიკამ ჯერ ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაუკრა, მერე ხუთ ენაზე ხუმრობები წაიკითხა მერე მთელი სტუდია აიყვანა და სიცილით მოკლა. ეს ყეყეჩივანო კი შინაარსაც ვერ იგებდა, არ იცის არც ქართული, არც რუსული და არც არაფერი იცის თუ, ორჯერ არ გაიმეორა ხუმრობა. სრული დურაკია! ნაცდურაკი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here