Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკოლოზ მჟავანაძე: “ნაცმოძრაობა”, არჩევნებისთვის კი არა, აჯანყებისთვის ემზადება

ნიკოლოზ მჟავანაძე: “ნაცმოძრაობა”, არჩევნებისთვის კი არა, აჯანყებისთვის ემზადება

583

ევროპულ და ევროატლანტიკურ გეოპოლიტიკურ ოჯახში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები დასავლური ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის აღსასრულის დასაწყისზე მიანიშნებს _ ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს; ბელგია, საფრანგეთი ტერაქტების სერიამ მოიცვა; მიგრანტების ახალ-ახალი ნაკადი კი ისევ უწყვეტად შედის ბებერ კონტინენტზე…  

წინა კვირას ყურადღების ცენტრში მოექცა ნატოს წევრი თურქეთიც. რამდენიმე ასეულმა სამხედრომ ქვეყნის დედაქალაქ ანკარაში ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და გადატრიალების მოწყობა სცადა. აჯანყება, მართალია, მყისვე ჩაახშეს და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს, მაგრამ გაჩნდა ლოგიკური შეკითხვა _ ხომ არ იყო ესაჯანყება” “თეთრი სახლისპასუხი ერდოღანის ბოლოდროინდელ საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისა და დაძაბულობის განმუხტვისკენაა მიმართული? ყოველ შემთხვევაში, არეულობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი თურქი ოპოზიციონერი ფეთჰულაჰ გიულენი სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, პენსილვანიაში ცხოვრობს. ერდოღანის განცხადებით, იგი ამერიკიდან იძლეოდა მითითებებს და, სავარაუდოდ, “თეთრი სახლისმხარდაჭერით მოქმედებდარა გავლენას მოახდენს საქართველოზე ზემოაღნიშნული გეოპოლიტიკური პროცესები, არის თუ არა ჩვენთვის საფრთხის შემცველი ეს ყველაფერი და უნდა ველოდოთ თუ არა თურქეთის მსგავსი არეულობის მცდელობას საქართველოშიც? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრებაუფლებადამცველთა გაერთიანებისთავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, თურქეთის ხელისუფლებამ არეულობის ორგანიზებაში ერთერთი თურქი ოპოზიციონერი ფეთჰულაჰ გიულენი დაადანაშაულა, რომელიც ამჟამად ამერიკაში, კერძოდ, პენსილვანიის შტატში ცხოვრობს. თქვენი აზრით, ნიშნავს თუ არა ეს, რომ პუტჩი ანკარაში ამერიკის მიერ იყო ინსპირირებული?

_ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობა ბოლო პერიოდში დათბა. მეტიც, ერდოღანმა ბოდიში მოიხადა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო და ამ ორ სახელმწიფოს შორის სამხედრო თანამშრომლობაზეც იყო საუბარი. ახლა ამან შეიძლება ვიღაცის გაღიზიანება გამოიწვია, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციონერი ფეთჰულაჰ გიულენი, რომელიც არეულობის ორგანიზატორად დასახელდა, უკვე დიდი ხანია, ამერიკაშია და საკმაოდ ავტორიტეტულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს.

რაც შეეხება ერდოღანის განცხადებას თუ მინიშნებას, რომ ამერიკიდან მოდიოდა არეულობის მცდელობა, ამას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ახსნა და მიზეზი. ანუ, ობიექტურად თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, დავინახავთ, რომ არც ერთმა დასავლურმა ქვეყანამ და არც ნატომ, არც რომელიმე საერთაშორისო დიდმა გაერთიანებამ არ დაგმო ის, რაც მოხდა. ეს ახლა კეთდება განცხადებები, რომ მხარში უდგანან თურქ ხალხს, თორემ, სანამ პუტჩი ჩაიშლებოდა, არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა. არადა, სწორედ მაშინ იყო მხარდაჭერა საჭირო, მაშინ უნდოდა სახელმწიფოს მხარში ამოდგომა.

სხვათა შორის, ფეთჰულაჰ გიულენზე თავის დროზე საინტერესო მასალები გამოქვეყნდა ქართულ მედიაში. კერძოდ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დედას _ გიული ალასანიას ჰქონდა მასთან საქმიანი ურთიერთობა. ეს პიროვნება დგას საქართველოში 14 უმაღლესი სასწავლებლის უკან და მათ შორის აჭარაში აქვს სასწავლებლები გახსნილი, ანუ რის თქმა მინდა _ კაცმა არ იცის, რა მიზნები ამოძრავებს ამ ადამიანს და რა მიზნებისთვის გამოიყენებს ხვალ-ზეგ იმ დასაყრდენს, რომელიც აქ რეალურად აქვს. ვფიქრობ, ხელისუფლებამ ამაზე სერიოზულად უნდა იმუშაოს, რადგან ისეთი რეაქციული ძალა, რომელიც თავის ქვეყანაში აპირებდა პუტჩის მოწყობას, აქ არ უნდა იყოს სასწავლებლებში წარმოდგენილი

_ თქვით, რომ გარკვეული ძალებისთვის შეიძლება გამაღიზიანებელი იყო რუსეთთურქეთს შორის ურთიერთობის დათბობა. როგორ ფიქრობთ, ჩვენს შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს, თუკი ასევე შევეცდებით ოფიციალურ მოსკოვთან დიალოგს?

_ ერთმნიშვნელოვნად, მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ თურქეთში არეულობა ამერიკამ მოაწყო, მართებული არ იქნება, მაგრამ, თუკი ამ ვერსიას გავყვებით, გარკვეული დასკვნების გამოტანა შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რას შეეწირა ირაკლი ღარიბაშვილი?! ის შეეწირა იმას, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება სურდა. მან, აგრეთვე, თქვა, რომ სტალინი დიდი პიროვნება იყოაი, ეს არ აპატიეს. ვერ ვიტყვით, რომ ღარიბაშვილმა რაღაც განსაკუთრებული გააკეთა რუსულქართული ურთიერთობების დასარეგულირებლად, მაგრამ ის არ იყო დასავლური პოლიტიკისა და დირექტივების უსიტყვოდ შემსრულებელი. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, უფრო შორს რომ წასულიყო ღარიბაშვილი და კონკრეტული ნაბიჯი გადაედგა _ რამე ხელშესახები შედეგისთვის მიეღწია ოფიციალურ მოსკოვთან დიალოგის კუთხით. ვფიქრობ, ამას მოჰყვებოდა სერიოზული პოლიტიკური რყევები. ჯერ დღესაც არ მიუტევებიათ ის, რომ ასე თუ ისე რაღაც დათბობა მოხდა და ეკონომიკური ემბარგო მოგვიხსნეს. დღესაც ეჭვის თვალით გვიყურებენ იმიტომ, რომ მმართველ გუნდში ზოგიერთი სუბიექტი არ არის მთლად კარგად განწყობილი დასავლური ფსევდოლიბერალური პოლიტიკისადმი…

_ პოლიტიკური რყევები ახსენეთ, რას გულისხმობთ _ აქაც შეიძლება მოხდეს არეულობის ინსპირირება?

_ იყო ზვიად გამსახურდია, დინების საწინააღმდეგოდ მიდისო და ჩამოაგდეს; მერე იყო შევარდნაძე, აღარ დასჭირდათ და მოუწყვეს ე.წ. ვარდების რევოლუცია. ახლა დასკვნები თვითონ გამოიტანეთ. საქართველოში ორი სახელმწიფო გადატრიალების უკან იდგა ამერიკა და, ვფიქრობ, მათ არც დღეს გაუჭირდებათ ანალოგიური რამის გაკეთება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუკი, კიდევ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება არ იქნება დამჯერი და ზედმიწევნით არ შეასრულებს ამერიკის დირექტივებს.

_ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, “ნაცმოძრაობისწარმომადგენლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ დესტაბილიზაციაზე, “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ აჯანყებაც დაგვიანონსა. როგორ ფიქრობთ, არსებობს საფრთხე, რომ ნაციონალებმა პროვოკაცია მოაწყონ და ვითარება გაამწვავონ?

_ ნაციონალები არჩევნებისთვის არ ემზადებიან, ისინი ემზადებიან აჯანყებისთვის და, სიმართლე გითხრათ, მიკვირს, რატომ არ აპატიმრებს ხელისუფლება ამ ადამიანებს.

_ ალბათ, იმიტომ, რომ დასავლეთის ფაქტორი აკავებს.

_ ნებისმიერ წამყვან ევროპულ ქვეყანაში ისეთი განცხადებები, როგორიც აქ ბოლო პერიოდში კეთდება (მხოლოდ გვარამიას განცხადება რად ღირს), არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე. რა, მაინცდამაინც ქვეყანა უნდა დაგვამხონ თავზე?! ან რისი ეშინია ხელისუფლებას _ ხალხი აჯანყდება? ვის გამო გამოვა ხალხი გარეთ _ თამარ ჩუგოშვილის, სოფო ჯაფარიძისა და ნორჩი რესპუბლიკელების გამო?! აი, ამის ეშინიათ მათ, როგორც ჩანს, და ამიტომაა, რომ რესპუბლიკელების ნაცვლად ახალი რესპუბლიკელები მიიღეს “ოცნებაში”. კიდევ ვიმეორებ: ასეთი ქმედებებით “ოცნება” დაკარგავს საზოგადოების მხარდაჭერას. საქართველოს ხელისუფლებაში არ უნდა იყვნენ ისეთი ძალები, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას, ეკლესიას და სისხლში აქვთ ხელები ამოსვრილი. თამარ ჩუგოშვილს კი ხელები სისხლიანი აქვს _ 26 მაისს სწორედ მან შეუწყო ხელი სისხლიან კალოს

აქვე მინდა, გამოვეხმაურო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომ თურმე არ შეიძლება, დამოუკიდებელ ტელევიზიას შევეხოთ. ჯერ ერთი, რომელი დამოუკიდებელი ტელევიზიაა “რუსთავი 2”? ეს არის სააკაშვილისა და მისი გარემოცვის პროპაგანდისტული მანქანა, მაგრამ დავანებოთ ამას თავი, სახელმწიფო გადატრიალება ხდებოდა აგერ თურქეთში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხმას არ იღებდა. ან ვის აქვს, რომელ ტელევიზიას იმის უფლება, აჯანყებით იმუქრებოდეს?! “სიენენმაან რომელიმე სხვა დასავლურმა წამყვანმა ტელევიზამ რომ გააკეთოს მსგავსი განცხადება, აპატიებენ?! არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: დღეს საქართველოში, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, არც ერთი ტელევიზია არ ეკუთვნის ქართველ ხალხს. დღეს ჩვენ ვართ კოლონიურ მდგომარეობაში და არავინ არაფერს გვეკითხება. ან იმაზე მეტი სირცხვილი რა გინდა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, მზად ვარ საქართველოს პირველ პირთან შესახვედრადო და აქედან ამ პლასტელინმა უპასუხა, ჯერ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შევეკითხებითო. რა ჰქვია ამას? ეს არ არის კოლონიური დამოკიდებულება?! თან გვეუბნებიან, რომ დემოკრატიას ვაშენებთ და ყველაფერში დამოუკიდებელი ვართ. ეს არის დიდი ტყუილი და ამ ტყუილის უკან დგას დასავლური აგრესიული ლიბერალიზმი, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ბლეფი

_ საფრანგეთში წინა კვირას მომხდარ ტერაქტზეც გკითხავთ. ნიცაში ტერორისტმა რამდენიმე ათეული მოქალაქე მოკლა, მანამდე იყო ტერაქტი ბრიუსელშიეს ყველაფერი ხომ არ მიანიშნებს დასავლური ფსევდოლიბერალიზმის კრახსა და მისი აღსასრულის მოახლოებაზე?

_ ვფიქრობ, რომ ასეა და ეს კანონზომიერია, რადგან ყველაზე დიდი ფაშიზმი არის ის ფსევდოლიბერალიზმი, რომლითაც დღეს იმართება ევროპა და ევროკავშირი. მეტიც, ეს არის გაცილებით საშიში იდეოლოგია, ვიდრე იყო ჰიტლერისა და მუსოლინის ფაშიზმი; იმიტომ, რომ ესენი გააფთრებით ებრძვიან ყველაფერს, რაც ზნეობრივად, მორალურად აძლიერებს ადამიანს. ახლა ვიცი, ამაზე გაგიჟდებიან ჩვენი “პირუთვნელი ლიბერალები”, მაგრამ დავფიქრდეთ: რაც ეს ლიბერალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ყველგან მათი დიქტატურაა, ვერც ერთ საჯარო სტრუქტურაში, ვერც ერთ სახელმწიფო უწყებაში ვერ მოხვდები, თუ მათ იდეოლოგიას ბოლომდე არ იზიარებ. ეს რა, არ არის ტერორი, არ არის დიქტატურა?! ვიმეორებ, მშიერი მოკვდება ადამიანი, თუკი ამათ ფსევდოფასეულობებსა და ღირებულებებს არ იზიარებს… მაგალითისთვის თუნდაც უჩა ნანუაშვილი ავიღოთ, ეს ფსევდოლიბერალი სექტანტი, რომელმაც ყველა გაყარა სახალხო დამცველის აპარატიდან, ვინც კი ეროვნულად აზროვნებდა. ასე ხდება ყველგან, ყველა სტრუქტურასა და დაწესებულებაში. ასე რომ, გამოფხიზლება გვმართებს. ევროპა ნელ-ნელა მოდის გონს და ის თავის თავს მიხედავს, საქართველოს კი ვერავინ და ვერაფერი გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან, ისევ ჩვენ, ხალხი, თუ არ დავდგებით თავის სიმაღლეზე…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here