Home რუბრიკები პოლიტიკა ანზორ მაისურაძე: გადატრიალების მცდელობა თურქეთში აშშ-ის სპეცსამსახურების ორგანიზებულია

ანზორ მაისურაძე: გადატრიალების მცდელობა თურქეთში აშშ-ის სპეცსამსახურების ორგანიზებულია

983

“სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში აღკვეთილია”, _ განაცხადა თურქეთის სადაზვერვო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნუხ იილმაზმა 16 ივნისის, ნაშუაღამევს, ერდოღანმა ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

გუშინდელი მონაცემებით, დაპატიმრებულია 6 ათასამდე სამხედრო, მათ შორის, 130 გენერალი და ადმირალი, ინჯირლიყის ავიაბაზის უფროსი. ეს ის ბაზაა, რომელსაც აშშისა და ნატოს ავიაცია სირიაში ტერორისტების დასაბომბად იყენებდა. ციხეში აღმოჩნდა 9 ათასი საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, გუბერნატორები, ასევე, 426 მოსამართლე და პროკურორი. თურქეთში მოითხოვეს სიკვდილით დასჯის აღდგენა. უშიშროების გენერალმაიორ ანზორ მაისურაძეს ეს ინტერვიუცხელ კვალზეჩამოვართვი.

_ გადატრიალების მცდელობა არც ისე მოულოდნელი იყო. ჯერ ერთი, ამ მოკლე დროში რამდენჯერმე მოვისმინეთ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცესპიკერის _ ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადებები, ადრე თუ გვიან ერდოღანს აუჯანყდებიან სამხედროები და თურქეთში წესრიგს დაამყარებენო.

_ ჟირინოვსკი ისეთი რა ანალიტიკოსია, მის ნათქვამს რომ ვენდოთ?!

_ ჟირინოვსკი რუსეთის სპეცსამსახურების პოზიციის გამხმოვანებლად არის აღიარებული, მათ კი ყოველთვის აქვთ სანდო ინფორმაცია. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი სხვა რამეა. ახლახან რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, სირიის ამბები გამეორდეს ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში. აი, ეს იყო მიმანიშნებელი, რომ სახელმწიფო გადატრიალებების ვექტორი გადმოინაცვლებდა იმ რეგიონებისკენ, რომლებიც ისტორიულად და დღევანდელ ვითარებაშიც ფეთქებადსაშიშად არის მიჩნეული. უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება თურქეთი, სადაც 1960 წლიდან ოთხჯერ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება.

_ და თითქოს გუშინ იყო, როცა თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, აღიკვეთა სამხედროების მიერ სახელმწიფო გადატრიალების ამასწინანდელი მცდელობა.

_ მაშინ განხორციელდა თურქეთის შეიარაღებული ძალების სერიოზული წმენდა. 300 სამხედრო ჩინოსანი დააპატიმრეს. ამ წმენდამ, როგორც ირკვევა, სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, არმია მაინცდამაინც კმაყოფილი არ იყო ერდოღანის პოლიტიკით, რომელმაც მათი კონსტიტუციური სტატუსი, რომელიც ქემალ ათათურქის მიერ იყო დაკანონებული (არმია სამოქალაქო საზოგადოების მოწყობის ღერძად იყო წარმოდგენილი), საგრძნობლად შეკვეცა.

სამხედროების მიერ მოწყობილი გადატრიალება ყოველთვის ანტიკონსტიტუციურია. ანტიკონსტიტუციურ ქმედებას კი ყოველთვის ჩიხში შეჰყავს ქვეყანა. სწორედ ამიტომ გამოვიდა იმ ღამით ათიათასობით თურქი ქუჩებში და დაიცვა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არ იყო თურქი ხალხის მიერ პროვოცირებული.

_ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო გადატრიალება გარე ძალების მიერ იყო ორგანიზებული?

_ შეიძლება კი არა, ნამდვილად ასეა. გაგახსენებთ, რომ ისლამური სახელმწიფო”, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმის უდიდესი ბუნაგია, ამერიკელების შექმნილია _ შეიარაღებული, დაფინანსებული, სტრუქტურიზებული. ეს “ისლამური სახელმწიფო” აშშ-ს თავისი ინტერესების განსახორციელებლად უნდა გამოეყენებინა ახლო აღმოსავლეთში. ასეც დაიწყეს, მაგრამ ვეღარ გააკონტროლეს და მიიღეს 11 სექტემბრის ტრაგედია. შემდეგ _ ევროპის გულში ტერაქტების სერია, და ორიოდე დღის წინათ _ ცინიკური და ცივსისხლიანი ხოცვა-ჟლეტა ადამიანებისა ნიცაში, ინგლისის სახელობის სანაპიროზე _ 84 შეწირული სიცოცხლე, მათ შორის, 11 ბავშვის, რომლებიც ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე გამოეყვანათ მშობლებს.

იძახონ და აფრიალონ ახლა სტიკერები _ “მე ვარშარლი ებდო!” დამე ვარ ნიცა!”

მიკერძოება რომ არ დამაბრალოთ, გეტყვით, რომ მილიარდერ დონალდ ტრამპის განცხადებით, “ისლამური სახელმწიფოს” შექმნაში ბრალი მიუძღვის აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს, მის სულელურ პოლიტიკას.

8 წელიწადზე მეტ ხანს ვმუშაობდი არაბულ სამყაროში და ვიცნობ მუსლიმების ზნესა და ხასიათს. ამერიკელებს პირში უცინოდნენ, ეფერებოდნენ, ზურგს უკან კი დედას აგინებდნენ და სამარეს უთხრიდნენ. თანაც ის ადამიანები, რომლებიც ამერიკელებისგან დიდ ხელფასს იღებდნენ და მათგან იყვნენ ყოველმხრივ მხარდაჭერილები.

რაღაც სისტემა არსებობს, მსოფლიო სისტემა მუსლიმთა ერთობისა და გულშემატკივრობის. “ისლამური სახელმწიფოს” ბანდების დაბომბვისას დაღუპულ მაჰმადიანს გულშემატკივრობენ პაკისტანის, ინდონეზიის, ინდოეთის თუ სხვა ქვეყნების მუსლიმები. ამიტომ, როგორც გინდა დაბომბე სირიაში ჯიჰადისტების შტაბები, საწყობები, საწვრთნელი თუ ნავთობის გადამმუშავებელი პუნქტები, ეს ჰიდრა სხვაგან იჩენს თავს და ამოძრავდება.

_ ამიტომ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რომ საერთაშორისო ტერორიზმის დამარცხება მხოლოდ გაერთიანებული ძალებით თუ შეიძლება. მათ ესმით მხოლოდ ძალისმიერი ენა და სწორედ ამ ენაზე უნდა ვესაუბროთო.

_ დღეს ეს არის შექმნილ სიტუაციაში მსოფლიო დესტაბილიზაციისგან თავის დაცვის შესაძლებლობა. თუმცა, ჩემი აზრით, მხოლოდ ამ მეთოდით ტერორიზმის საბოლოოდ დამარცხება შეუძლებელია. ამისთვის აუცილებელი იქნება კომპლექსური ღონისძიებების განუხრელი განხორციელება წლების განმავლობაში.

_ როგორც ჩანს, სწორედ ერთობლივი მოქმედების პრინციპულ საკითხებზე შესათანხმებლად ჩავიდა ამ დღეებში აშშის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოსკოვში (ბოლო თვეების განმავლობაში იგი რუსეთის ფედერაციის დედაქალაქს მეოთხედ ეწვია). მოსკოვთან კოორდინირებული მუშაობა, ეტყობა, ამერიკის ადმინისტრაციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება გახდა

_ ბოლო პერიოდში მაინც, როცა რამდენიმე თვეღა დარჩა ობამას და მის გუნდს ქვეყნის სათავეში ყოფნის. ვიზიტიდან გამოჟონილი ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მთავარი თემა სირიის პრობლემის პოლიტიკური გზით გადაჭრა იყო, ერთობლივ სამხედრო დარტყმებთან ერთად, ცხადია.

1971 წლის1 ოქტომბერს იორდანიაში, ამანში რომ ჩავედი, იქ ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი. ორგანიზაცია “შავი სექტემბრის” მიერ დაწყებული იყო აჯანყება ისრაელიდან დევნილი პალესტინელებისა, რომლებიც იორდანიამ შეიფარა. იორდანიის მეფის ბრძანებით, სასტიკად ჩაახშეს ეს ამბოხი, და 2 ოქტომბერს სამსახურში რომ წავედი, ქუჩაში იმდენი დახოცილი ეყარა, რომ ჩვენი მანქანა გზას ძლივს იკვლევდა. აჯანყებული პალესტინელები ბეირუთში გაიქცნენ. სწორედ მაშინ განაცხადა იორდანიის მეფე ჰუსეინმა, ბეირუთს საშინელი ამბები ელისო.

მან იცოდა, რასაც ამბობდა: 3 წლის შემდეგ ბეირუთში ისეთი ამბავი დატრიალდა, რომელსაც დღესაც არ უჩანს ბოლო. ეს მაგალითი იმ დებულების საილუსტრაციოდ მოგიყვანეთ, რომელზეც ეს-ესაა გელაპარაკეთ.

ბევრის მთქმელია ჯონ კერის განცხადება, ტერორისტულ “ჯიბჰად ან ნუსრაზე” “ამ ორგანიზაციის მიმართ მე არავითარი ილუზია არ მაქვს”.

ახლა ასეა. მაგრამ თურქეთის სახელმწიფო გადატრიალებაში ამერიკული კვალი მაინც აშკარაა. ამას თურქებიც ამბობენ, ხოლო ერდოღანმა სტამბოლში გამართულ მის მომხრეთა მიტინგზე გამოსვლისას პირდაპირ მოთხოვა აშშ იმამ გიულენის ექსტრადიცია. თუ ეს კატეგორიული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ძნელი წარმოსადგენია აშშთურქეთის ურთიერთობის გაუმჯობესება, რომელიც ერდოღანის პარტიის _ “სამართლიანობა და კეთილდღეობა” _ ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ დაიძაბა.

ოპოზიციონერი იმამი ფეთჰულაჰ გიულენი აშშ-ს აფარებს თავს, პენსილვანიაში ცხოვრობს, და წლების განმავლობაში აქტიურ პროპაგანდას ეწევა ერდოღანის წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილი გიულენის ასლია და როგორც გიულენი, თავს უშიშრად გრძნობს ამერიკელების ფრთებქვეშ.

_ ფიქრობთ, რომ ამერიკელები არ დააკმაყოფილებენ ერდოღანის მოთხოვნას გიულენის ექსტრადიციის შესახებ?

_ არ დააკმაყოფილებენ, რადგან იმამი გიულენი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტია. შეიძლება დავაზუსტოთ _ გავლენის აგენტი. ამ სპეცსამსახურის აქტიური მოქმედების შესახებ მან ბევრი ისეთი რამ იცის, რაც გასაიდუმლოებულია და სხვამ არ უნდა იცოდეს.

ჩვენი ერთ-ერთი საუბრის დროს გითხარით, რომ საკავშირო ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივანი ალექსანდრე იაკოვლევი და ოლეგ კალუგინი, უშიშროების ყოფილი გენერალ-მაიორი, სსრკ სახალხო დეპუტატი, რომლებიც კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდნენ, თავის დროზე ამერიკელებმა გადაიბირეს.

არ მინახავს კაცი, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა და ამერიკელებს არ გადაებირებინოთ.

იმამ გიულენს ამ უნივერსიტეტთან ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ ასეთ პიროვნებას სპეცსამსახურები ხელიდან არ გაუშვებდნენ.

ერთ რამესაც გეტყვით. როცა უშიშროებაში ვმუშაობდი, საქართველოში სულ ცოტა, 1000 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა. წელიწადში 10 მათგანს მაინც გადმოვიბირებდით ხოლმე. ამერიკელებს რა გააჩერებდა?

_ თქვენ ასე ფიქრობთ, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ გიულენს გადასცემენ თურქეთს, თუ წარმოდგენილი იქნება მისი ბრალის დამადასტურებელი სარწმუნო მასალები. ასეთი მტკიცებულებების წარდგენა თურქეთს არ უნდა გაუჭირდეს.

_ რა მასალებიც უნდა წარადგინონ თურქებმა, ყოველთვის გამონახავენ კონტრარგუმენტებს, რომლებიც საეჭვოს გახდის ნებისმიერი მტკიცებულების ღირებულებას. საქართველოში “ნაცმოძრაობის” მიერ მოგონილი ფორმულა ნებისმიერი სისხლის სამართლის დანაშაულის პოლიტიკური მიზნებით გამართლების მცდელობის თაობაზე, სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს.

_ რადგან სხვისი ნაკარნახევია?

_ უცხოელი “მეგობრების” მიერაა ნაკარნახევი. ეს ერთი, და, მეორე _ დასაფიქრებელი და გასათვალისწინებელი: გავლენიან წრეებს თურქეთში მიაჩნიათ, რომ, თუ მათი მოთხოვნა (ექსტრადიციის თაობაზე) არ დაკმაყოფილდა, აშშთურქეთის ომის დაწყება გარდაუვალი იქნება (დღეისთვის აშშ-თურქეთს შორის საავიაციო მიმოსვლა შეწყვეტილია. _ ა.ს.). რა ფორმით მოხდება ეს დაპირისპირება, ახლა ამას ვერავინ იტყვის, მაგრამ ერთი რამ აშკარაა _ მსოფლიოში დღემდე არსებული სისტემა რღვევას იწყებს: იქით _ დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან, აქეთ _ თურქეთისა და აშშის ურთიერთობის ჩიხში შეყვანის კონტურების გამოიკვეთა. პრობლემები, რომლებიც დღემდე ასე თუ ისე დაფარული იყო, გამჟღავნდა და იოლად არ ჩაცხრება.

დაინგრა დამასკო, აღარ ვარგა ალეპო, აღარც _ ჰომსი. ეს ქალაქები მოვლილი მაქვს. მშვენიერი სანახავი იყო. სირია დღეს პრაქტიკულად მიწასთან არის გასწორებული.

_ როგორც ირკვევა, საფრანგეთის პრეზიდენტს ოლანდს, თურქეთის პრეზიდენტს ერდოღანს ჰქონდათ გამაფრთხილებელი ინფორმაცია: პირველს _ მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ, მეორეს _ სამხედროების ამბოხის შესახებ. მაგრამ არცერთმა არ განახორციელა პრევენციული ღონისძიებები. როგორ ფიქრობთ, რატომ?

_ მეტიც _ ერდოღანმა ამერიკას უსაყვედურა, ამბოხის მოთავე ფეთჰულაჰ გიულენი თქვენ გყავთ შეფარებული და მისი გადმოცემა გთხოვეთ, მაგრამ ჩვენი თხოვნა უყურადღებოდ დატოვეთო.

მგონი, ორივე მხარემ მოცდა ამჯობინა _ ვნახოთ, რა მოხდებაო. და, როგორც ყოველთვის, ასეთ შემთხვევაში, დააგვიანეს. მომხდარ ტრაგედიას, დაღუპულ ადამიანებს ვერაფრით უშველი.

_ ფეთჰულაჰ გიულენის ფიგურა მეტისმეტად გაზვიადებული ხომ არ გეჩვენებათ?

_ არა! თუ გავითვალისწინებთ ირანის სულიერი ლიდერის _ ჰომეინის როლს ირანის ისლამურ რევოლუციაში, გაზვიადებული არ არის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გიულენს თურქეთში საკმაო რაოდენობით ჰყავს მომხრეები.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. პირველი ნიშნებისირიის სიტუაციისცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში შესაძლო გამეორების შესახებ უკვე გამოჩნდა ალმაათასა და ერევანში.

ამბობენ, _ გაფრთხილებული შეიარაღებულიაო.

ვართ კი?

1 COMMENT

  1. ВЕЛИКОЛЕПНЫЙ АНАЛИЗ ! СРАЗУ ВИДНО ПРОФЕСИОНАЛ ! ПУТЧ В ТУРЦИИ ЭТО ОБЫЧНАЯ ТОПОРНАЯ РАБОТА АМЕРИКАНСКИХ СПЕЦСЛУЖБ ! ЕДИННЫЙ ПОЧЕРК ПО ВСЕМУ МИРУ, ВСЕХ СЧИТАЮТ ТУПЫМИ ТУГОДУМАМИ, А СЕБЯ СВЕРХЧЕЛОВЕКАМИ !
    СЛАВА БОГУ ЗАКАТ АНГЛОСАКСКОЙ ГЕГЕМОНИИ НАЧАЛСЯ И ЕГО НЕ ОСТАНОВИТЬ !

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here