Home რუბრიკები პოლიტიკა სანდრო ბრეგაძე: 23 წლის შემდეგ ქართველი ერი პირველად წავა დინების საწინააღმდეგოდ და...

სანდრო ბრეგაძე: 23 წლის შემდეგ ქართველი ერი პირველად წავა დინების საწინააღმდეგოდ და მსოფლიოს ნათლად მიუთითებს, რომ ჩვენ მონები არ ვართ

615

ერთიანი საქართველოსთვისლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებულ სახელმწიფოებრივ პოლიტიკას.

„ზვიად გამსახურდიას მკვლელობის დღიდან (1993 წლიდან) 23 წელი გავიდა. მონობის 23 წელი. 23 წელი ქართული საქმე არ გაკეთებულა. პრაგმატული მოსაზრებებით დინებას ჩავყევით, თავისუფლება შევიზღუდეთ, 23 წლის მანძილზე მკვდარი თევზებივით მივყვებოდით დინებას და რა მივიღეთ შედეგად? _ ტერიტორიების დაკარგვა, სამოქალაქო ომი, სიღარიბე, კრიმინალი, ეკონომიკის დანგრევა, სულიერების განადგურება, მორალური დეგრადაცია და სხვა ათასი უბედურება. მაინტერესებს, დინების საწინააღმდეგოდ ცურვას, თავისუფლებას და ქართული პოლიტიკის გატარებას უფრო საშინელი რა შეიძლება მოეტანა ჩვენი ქვეყნისთვის? _ არც არაფერი. უფრო მეტიც — დინების საწინააღმდეგოდ ცურვით ყველა უბედურება, რომელიც თავს დაგვატყდა, აგვცდებოდა და დღეს გაცილებით ძლიერი სახელმწიფო ვიქნებოდით. ყოველივე ვითომ ბრძნული პრაგმატული პოლიტიკის შედეგი გახლავთ, პოლიტიკის, რომელმაც ყველა ხელისუფალი უცხო ქვეყნის მონად აქცია. კარგად ჩანს, რომ სახელმწიფოს დეგრადაცია გამოიწვია დინების მიმართულებით ბრმად ცურვამ, საკუთარი სახელმწიფოებრივი აზრის არქონამ, ხელისუფალთა პლებეური მორჩილებამ პატრონის მიმართ. დინების მიმართულებით ბრმად ცურვამ მხოლოდ ის ერთი მუჭა მონები აქცია უმდიდრეს ხალხად, რომლებიც მუდმივად სხვა ქვეყნების მონობის სიკეთეს გვიმტკიცებდნენ, ავაზაკები რომლებიც დღესაც ცდილობენ ქართველ ერს თავზე მოაჯდნენ და საბოლოოდ გაანადგურონ ქართული სახელმწიფოებრიობა. რეფერენდუმი რომელიც აკრძალავს ერთი სქესის პირთა ქორწინებას, ერთი მხრივ ,გახლავთ გარყვნილების დაკანონების წინააღმდეგ მიმართული აქტი, მაგრამ მას მეორე უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს _ 23 წლის შემდეგ ქართველი ერი პირველად წავა დინების საწინააღმდეგოდ, წელში გადატეხს ქართველთმოძულე ძალებს და მსოფლიოს ნათლად მიუთითებს, რომ ჩვენ მონები არ ვართ, ჩვენ უძველესი, უნიკალური, თავისუფალი ერი ვართ, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია!“ _ წერს სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში. 

1 COMMENT

  1. მთლიანად გეთანხმებით. ბოკერია, ბაქრაძე და მისთანები რომ შესციცინებდნენ თვალებში ქერს , გასაგებია. მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩვენი მთავრობის წევრებმა გადააჭარბეს მათ მლიქვნელობასა და ლაქუცში. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ჯანელიძემ, რომელიც უთავმოყვარეოდ, ყურებამდე გაღიმებული დაჰყვებოდა ქერს არა როგორც მასპინძელი, არამედ როგორც ბედნიერი მონა. ამაზრზენი იყო, როდესაც ჯანელიძემ მოუფიქრებლად დაასწრო და ჩაჯდა სავარძელში, ქერიმ კი ფეხზე დამდგარმა ხელი გაუწოდა, ჯანელიძე თავ–ქუდ მოგლეჯილი უბედნიერესი სახით წამოხტა ხელის ჩამოსართმევად და პრესისთვის საპოზიოროდ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here