Home რუბრიკები პოლიტიკა უახლეს რუსულ ვერტმფრენებს სირიაში გზავნიან

უახლეს რუსულ ვერტმფრენებს სირიაში გზავნიან

912

KA-52-მა (“ალიგატორი”) უკვე გამოავლინა თავის საუკეთესო მახასიათებლები სირიაში ჩატარებულ ერთერთ სპეცოპერაციაში. მას შეუძლია, ჰაერში აიტანოს სხვადასხვა ტიპის იარაღი: “ჰაერიმიწადაჰაერიჰაერისკლასის სამართავი რაკეტები, აგრეთვე, უმართავი რაკეტები, ტყვიამფრქვევები და ქვემეხები.

KA-52K “კატრანი” წარმოადგენს “ალიგატორის” მოდიფიკაციას განკუთვნილს ხომალდებისთვის. მას დამატებული აქვს შორეული მიზნების განადგურების საავიაციო საშუალებები. სპეციალისტებმა საფრენი აპარატის კონსტრუქციაში შეიტანეს მნიშვნელოვანი ცვლილებები: იკეცება ხრახის ფრთები, კიდევ უფრო გამაგრებულია შასი და აპარატი მთლიანად დაფარულია ანტიკოროზიული საფარით. უახლეს დამრტყმელი ხრახნფრთიანი მანქანების ბაზირების ადგილი იქნება ავიამზიდი კრეისერის _ “ადმირალ კუზნეცოვის” _ ბორტი. ეს ავიამზიდი რამდენიმე კვირის შემდეგ სირიის ნაპირებისკენ გაემართება და შეუერთდება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხმელთაშუა ზღვის ესკადრას, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლაში მონაწილეობს.

“კატრანი” დაპროექტდა ფრანგულ ვერტმფრენმზიდ “მისტრალისთვის”, რომელიც რუსეთს აქამდე არ მიუღია. 2020 წლამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 146 “კატრანით” შეიარაღდება.

KA-52K-ს ტექნიკური მახასიათებლები:

* მთავარი ხრახნის დიამეტრი _ 14,50 მ

* სიგრძე _ 16 მ

* სიმაღლე _ 4,9 მ

* მასა: ცარიელი _ 7800 კგ, მაქსიმალური _ 11 300 კგ

* ძრავა _ 2 კლიმოვ BK-2500

* სიმძლავრე _ 2X2400 ცხ.ძ.

* მაქსიმალური სიჩქარე _ 350 კმ/სთ

* ფრენის სიმაღლე _ 5500 მ

* ფრენის სიშორე _ 460 კმ

* ეკიპაჟი _ 2 კაცი

შეიარაღება: 30-მმ-იანი ქვემეხი 460 ვაზნით. სამართავი და უმართავი რაკეტები: “ვიხრი” ან “შტურმი”, ან “ატაკა”, “იგლა-8”.

ადმირალი კუზნეცოვიანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩაერთვება

კრეისერადმირალ კუზნეცოვისსაგემბანო ავიაცია მონაწილეობას მიიღებს სირიის ანტიტერორისტულ ოპერაციებში.

“საგემბანო ავიაციის პილოტების მონაწილეობის გეგმა სირიის არაბულ რესპუბლიკაში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ დარტყმებში უკვე მოამზადა გენერალურმა შტაბმა. ამ გეგმის მიზანია ავიამზიდის გემბანიდან მფრინავებმა საბრძოლო ფრენები განახორციელონ და სახმელეთო მიზნები გაანადგურონ”, _ განაცხადა რუსეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა და დასძინა, რომ “ადმირალი კუზნეცოვი” სათავეში ჩაუდგება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს ხმელთაშუა ზღვაში და იმოქმედებს სირიის ნაპირებთან, რათა საჰაერო აპარატებს _ გამანადგურებელ და მოიერიშე თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს _ ეყოთ საწვავი ბრძოლებში მონაწილეობისა და უკან დასაბრუნებლად.

ავიამზიდ “ადმირალ კუზნეცოვის” გემბანზე იქნება 15 გამანადგურებელი ჩყ-33 და მიგ-29K აგრეთვე, ვერტმფრენები _ Ka-27, Ka-31 და KA-52-K.

საბრძოლო ამოცანის შემდეგ სავარაუდოდ, 2017 წლის იანვრის ბოლოს თებერვლის დასაწყისში, “ადმირალი კუზნეცოვი” დაუბრუნდება ბაზას _ ჩრდილოეთის ფლოტს.

ავიამზიდი კრეისერი “ადმირალი ნახიმოვი” რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის უდიდესი ხომალდია. მისი წყალწყვა 61390 ტონას შეადგენს. საფაერო აპარატების ასაფრენი გემბანის სიგრძე 306 მ-ია, სიგანე _ 71; გემის გაბარიტული სიმაღლე _ 64 მ-ს უდრის, მაქსიმალური სიჩქარე _ 29 კვანძს. “ადმირალ კუზნეცოვის” გემბანზე სულ თავსდება 50 თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ეკიპაჟის რაოდენობა მფრინავებთან ერთად 1980 კაცია.

ამერიკელებმა მოკავშირეები გაცხარებულ ბრძოლაში მიატოვეს

აშშის სამხედროსაჰაერო ძალებმა თავიანთი მოკავშირეები სირიაში კრიტიკულ მომენტში მიატოვეს, რაც ოპერაციის ჩაფლავების მიზეზი შეიქნა”. _ იუწყება ამერიკული გამოცემა The Washington Post.

28 ივნისს ამერიკელმა პილოტებმა მიიღეს დავალება, უზრუნველყოთ სირიელი ოპოზიციონერების მხარდაჭერა ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ აბუ-ქემალზე შეტევისას. ოპერაცია დაწყებული იყო, როდესაც მფრინავებმა მიიღეს ბრძანება, დაეტოვებინათ ეს რაიონი და წასულიყვნენ მეზობელი ერაყის ქალაქ ელ-ფალუჯას გარეუბანში.

პენტაგონის წარმომადგენლის კრის გარვერის განცხადებით, სარდლობამ უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია განადგურება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინათ სამხედრო ტექნიკასთან დატოვეს ელ-ფალუჯა. შედეგად ტერორისტების კოლონა განადგურებულ იქნა.

აბუ-ქემალთან კი თავისუფალი სირიის არმიის მეომრები იძულებულნი შეიქნენ, უკან დაეხიათ.

ინფორმაცია, რომ ამერიკულმა თვითმფრინავებმა ბრძოლა მიატოვეს, “ახალი სირიული არმიის” სარდალმა მუჰამედ ტალაამაც დაადასტურა. გაზეთი “ვაშინგტონ პოსტი” წერს, რომ ოპერაციის ჩავარდნამ მძლავრად დაარტყა აშშ-ის გეგმას, რეგიონში ადგილობრივი ძალებისგან შეექმნათ სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა ისლამისტებს. გამოცემა სვამს კითხვას _ ჰყავს კი აშშ-ს საკმარისი ძალები რეგიონში, როცა უზარმაზარ ტერიტორიაზე გამუდმებით უწევს ჯარების გადასროლა ერთი ადგილიდან მეორეზე?

წყალქვეშა ნავების მკვლელსახალი ბომბით აღჭურვავენ

რუსეთის ერთერთ სამეცნიეროკვლევით ინსტიტუტში დაიწყეს ვერტმფრენმი-14”-ისთვის ხომალდსაწინააღმდეგო ბომბის _ “ზაგონ 2”-ის ადაპტაციაზე მუშაობა.

“ინსტიტუტმა “კა-28”-ის ტიპის ვერტმფრენებისთვის უკვე შექმნა ხომალდსაწინააღმდეგო ავიაბომბი “ზაგონ-2”, მაგრამ ამჟამად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ეს ბომბები სხვა საჰაერო აპარატის ეკიპაჟებმაც გამოიყენონ, კერძოდ, “მი-14”-ის”, _ განაცხადა კონცერნ “ტეხმაშის” გენდირექტორმა სერგეი რუსაკოვმა.

ვერტმფრენიდან გადაგდების შემდეგ 120-კილოგრამიანი “ზაგონ-2” პარაშუტით ეშვება ზღვაზე, წყლის ზედაპირთან მიახლოებისას იშორებს პარაშუტს, რთავს დამიზნების ჰიდროაკუსტიკურ აპარატს და მიემართება წყალქვეშა ნავისკენ. სუბმარინის კორპუსზე დარტყმისას ფეთქდება ფუგასური საბრძოლო მასალა. აფეთქების სიმძლავრე 35 კგ ტროტილის აფეთქების ტოლია.

1,5 მეტრი სიგრძის საბრძოლო მასალას შეუძლია 450 მ სიღრმეში აღმოაჩინოს წყალქვეშა ნავი და გაანადგუროს ან დააზიანოს. ვერტმფრენების გარდა, ამ ბომბით შეიძლება აღიჭურვოს ხომალდსაწინააღმდეგო თვითმფრინავები “ილ-38” და “ტუ-142მ”.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here