Home რუბრიკები პოლიტიკა ვასილ ჭიჭინაძე: ფულით არჩევნებს ვერ მოიგებენ, იმიტომ, რომ ფულით ბიძინას ვერ აჯობებენ

ვასილ ჭიჭინაძე: ფულით არჩევნებს ვერ მოიგებენ, იმიტომ, რომ ფულით ბიძინას ვერ აჯობებენ

653

ამას წინათ აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ ჟურნალისტებთან საუბარში ისეთი განცხადება გააკეთა, მედასავლეთე პოლიტიკანებს, რომ იტყვიან, ელდა დასცა და გულის ფიცარი შეუნგრია. 

მისი თქმით, დღეს მმართველ გუნდში პრორუსული ძალები არიან, მაგრამ არ ჩანან, ყურადღებას ნაკლებად იქცევენ, რადგან გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად არ მონაწილეობენ. ამ განცხადებას მყისვე მოჰყვა, “ლიბერასტებისგნიასი და კრიახკაკანი, _ არიქა, ქართულ დემოკრატიას სამარეს უთხრიანო. თვითონ გეგეშიძე საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ თბილისში გამოიძახა, თუმცა პლასტელინა მარგველაშვილმა ჩამოსვლა და განმარტების გაკეთებაც არ აცალა, ისე გააკრიტიკა ზემოაღნიშნული განცხადების გამორეალურია დღესქართული ოცნებისბირთვში პრორუსული ძალების არსებობა და სად შეიძლება ეს ჩანდეს კონკრეტულად? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე.

_ ბატონო ვასილ, ამას წინათ აშშში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში პრორუსული ძალები არიან. გეგეშიძის ნათქვამი სიმართლეს შეესაბამება?

_ უწინარესად, გეგეშიძემ უნდა გააკეთოს განმარტება, რა იგულისხმა, რა ჰქონდა მხედველობაში და ა.შ. _ეს ერთი. მეორე _ სრულიად გაუგებარია ისტერიკა, რომელიც ამ განცხადების გამო ატყდა. არ ვიცი, რატომ უკვირთ ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ე.წ. ლიბერალებს, რა აქ ნაკლებს ლაპარაკობენ უცხოელი ელჩები?! ჩვენი პოლიტიკოსები ნაბიჯს ვერ დგამენ ერთი ქვეყნის ელჩთან შეუთანხმებლად, ოთახიდან ოთახში ვერ შედიან. არ მინდა ახლა დავასახელო, ყველამ კარგად იცის, ვისზე მლაპარაკობ.

_ ხედავთ პრორუსულ ძალებს ხელისუფლების რიგებში?

_ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ნატოში შესვლის პერსპექტივა ნულია და აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა რუსეთთან. ვფიქრობ, ეს ერთმნიშვნელოვნად საღი პოზიციაა. აგერ თამაზ მეჭიაურმა მცირე ხნის წინათ პირდაპირ თქვა, არ მიგვიღებენ ალიანსში, გვატყუებენო. მართალია, არ მიგვიღებენ ჩვენ იქ და როდემდე უნდა ატყუონ ხალხი? ხან ასპირანტები ვართ, ხან _ სტუდენტები, ახლა დოქტორანტიც გავხდით… ტყულია ეს. ვერ შეგვიყვანენ და არც შეგვიყვანენ, იმიტომ, რომ არ ვჭირდებით, რომ ვჭირდებოდეთ, არც შენი დემოკრატიით დაინტერესდებოდნენ და არც შეიარაღებით, ადგებოდნენ და, უბრალოდ, მიგვიღებდნენ.

_ არ ვჭირდებით რა თვალსაზრისით, იმის გამო, რომ რუსეთს ღიად ვერ დაუპირიპირდებიან თუ ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, გეოპოლიტიკური მნიშვნელობაა არასაკმარისი?

_ ცხადია, ნატო ვერ შევა რუსეთთან ღია სამხედრო დაპირისპირებაში და ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა უკრაინის მოვლენებმა, რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ დღეს პრაქტიკულად ფუნქცია არ გვაქვს, საქართველო დღეს ფუნქციადაკარგული ქვეყანაა. აი ეს არის ყველაფრის ამოსავალი წერტილი, თორემ შენი დემოკრატია, ბოდიში და, სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ. 1949 წელს მიიღეს თურქეთი ნატოში და ვინმე მეტყვის, რომ იმხანად თურქებს დემოკრატია ჰქონდათ? თურქებს კი არა, ევროპაში არ იყო მაშინ დემოკრატია.

_ მაშ, რა ინტერესი აქვს დასავლეთს, როცა გვეუბნება, რომ ყველაფერი დამოკიდებულია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, არჩევნების ჩატარებაზე დემოკრატიულად და ..

_ რაღაც ხომ უნდა გითხრან, პირდაპირ ხომ არ გამოგიცხადებენ, არ მჭირდები და ტყუილუბრალოდ ნუ ირჯები, მაინც არ მიგიღებთო. ის განცხადებები არის სატყუარა, რის დემოკრატია და არჩევნები, სულ რომ თავდაყირა დადგე, არ მიგიღებენ. სხვათა შორის, ეს არჩევნები ბევრს რამეს გვიჩვენებს. რატომ იცით? იმიტომ რომ ამერიკელების შეკვეთა არის სხვა. რასაც ვგულისხმობ, თქვენც ხვდებით და მეც _ ჯონ ქერი არც ხაჭაპურის საჭმელად იყო აქ ჩამოსული და არც ჭიქა ღვინის დასალევად. იმ კაცმა ჩამოიტანა კონკრეტული მითითებები. მანამდე კიდევ იყო ენ-დი-აის კვლევა, რომელშიც მეორე ადგილზეა “ნაცმოძრაობა”, მესამეზე _ ბურჭულაძე, მეოთხეზე _ ალასანიას პარტია და მეხუთეზე _შალვა ნათელაშვილი, რომელმაც მოუხშირა ამერიკაში სიარულს. აი, ეს არის მათი შეკვეთა და ამ შედეგის მიღება უნდათ. დანარჩენი ოპოზიცია რას ფიქრობს, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, არც ერთი არ ამბობს, რომ არჩევნებს მოიგებს, ყველა გაიძახის, მეორე ძალა ვართო. ასეთი რამე გინახავთ? რა, ოლიმპიადაა ეს არჩევნები, რომ მონაწილეობა იყოს მთავარი და არა გამარჯვება და ოქროს მედალი?

_ ალბათ, ლოგიკურად აფასებენ თავიანთ პოტენციალს.

_ ლოგიკას მათ პოლიტიკაში ნაკლებად ვხედავ. იმის ნაცვლად, რომ მაჟორიტარებად დააყენონ ნორმალური კანდიდატები, რომლებსაც ბრძოლა შეუძლიათ, ეძებენ ფულიან ადამიანებს. ის ვერ გაუგიათ, რომ ფულით არჩევნებს ვერ მოიგებენ, იმიტომ, რომ ფულით ბიძინას ვერ აჯობებენ. გამორიცხულია ეს, შენ დახარჯავ ლარს, ის დახარჯავს ათ ლარს, მორჩა.

_ არის მოლოდინი, რომ ამ არჩევნების შედეგად პარლამენტი უპრეცენდენტოდ მრავალპარტიული იქნება

_ ამას ამბობენ ის “ბრძენი” ექსპერტები, ტელეეთერში რომ სხედან ხშირად და ყოვლისმცოდნეებად მოაქვთ თავი. ამათ თუ ასე განაგრძეს, ვერავინ შევა პარლამენტში, გარდა იმ სამი-ოთხი პარტიისა, რომლებიც ნახსენები იყვნენ ენ-დი-აის კვლევაში. შევლენ ისინი, უმრავლესობაში აღმოჩნდება ისევ პროამერიკული მხარე და დამთავრდება ამით სიმღერა. ეს პარტიები პარლამენტს შიგნით შეიკვრებიან და შეჭამენ “ოცნებას.”

_ რა აზრის ხართ ამას წინათ გაფორმებულ მემორანდუმზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს? პრემიერმა კვირიკაშვილმა ამ დოკუმენტს უმნიშვნელოვანესი უწოდა.

_ ეს მემორანდუმი არის უსარგებლო ქაღალდი. მგონი, ამაზე საერთოდ არ ღირს ლაპარაკი. ვერ გაიგეთ, რა თქვა კერიმ, ხუთი მილიარდი გვაქვს დახარჯული საქართველოშიო, ანუ მიგვანიშნა იმ კაცმა, ეს ფული წყალში კი არ გადაგვიყრიაო.

_ რას გულისხმობდა?

_ რას და პირდაპირ ხომ არ გეტყვის, ვერ დაგიცავთო. გამორიცხულია, რა ნატო, რის ნატო, ეს არის ილუზია. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მაშინ შეიძლება მიგვიღონ, თუ რუსეთი დაიშლება, მაგრამ რუსეთი კი არ იშლება, ძლიერდება.

_ ერთერთ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, როცა მომინდება, მაშინ ჩავალ საქართველოშიო, მცირე ხნის წინათ დიდგორის ველზე პარტიული ყრილობის ჩატარებაც დაგვიანონსა. რა მოხდება, თუ ის მართლა ჩამოვა?

_ სააკაშვილი რომ ფანტასტიკური პიარისტი და პროვოკატორია, ყველამ ვიცით, მაგრამ ჩამოვა თუ არა, ძნელი სათქმელია. შეიძლება ჩამოვიდეს კიდეც, რა გგონიათ, რა მოხდება? ფეხებს ვერ მოჭამენ ძირში, ვერაფერს უზამენ. დაჭერა თუ უნდოდათ, არჩევნები რომ მოიგეს, აქ არ ჰყავდათ ერთი წელიწადი? რატომ მაშინ არ დაიწყო გამოძიება?

_ ქვეყნის პირველი პირი იყო.

_ მერე რა, პირველი პირი რომ იყო, პრეზიდენტებს რა, არ იჭერენ, როცა კანონს არღვევს? არავინ არავის დამჭერი არ არის, მაგრამ არეულობის საფრთხე ნამდვილად არსებობს. განსაკუთრებით, თუ ამათმა არჩევნები ტოტალურად გააყალბეს და ასე შეეცადნენ, ამერიკელებისთვის სასურველი შედეგის მიღებას.

_ რომელმა ძალებმა შეიძლება, მოაწყონ არეულობა?

_ თუნდაც იმ ოპოზიციამ, რიმელიც გარეთ დარჩება. აქ საკმაოდ დიდი ძალებია. ყველა თუ გარეთ გამოვიდა, ბევრნი იქნებიან; და იქ უკვე ვინ მოაწყობს პროვოკაციას, ნაციონალი თუ სხვა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

_ თქვენი აზრით, საზოგადოებაში არის დღეს უკმაყოფილების იმხელა მუხტი, რომ ფართომასშტაბიანი გამოსვლები დაიწყოს?

_ ამ არჩევნების შემდეგ რა მოხდება, კაცმა არ იცის, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, თუ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მართვის სტილი და რიტორიკა არ შეცვალა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

_ რიტორიკაში რას გულისხმობთ?

_ როდესაც აბრაამ ლინკოლნი, ამხელა პოლიტიკური ფიგურა, პრეზიდენტი გახდა, განაცხადა, ამირჩიესო. ესენი ამბობენ: “მოვიგეთ”. მოიგე რა, ფეხბურთია, ომია თუ რომელიმე სპორტული შეჯიბრებაა? ეს ერთი. მერე კიდევ _ კაბინეტებში რომ შევლენ, ადამიანები ჭიანჭველებად ეჩვენებათ. ვურეკავ ამას წინათ ერთ-ერთი პარტიის ხელმძღვანელს, არც კი მიპასუხა, მერე სოციალურ ქსელში მივწერე, თქვენც არ მომიკვდეთ. ახლა ის რომ ხელისუფლებაში მოვა, თუ მოვიდა, ყურსაც ხომ არ გათხოვებს? გეკითხებით, შეიძლება, ასეთი კაცი დასვა ხელისუფლების სათავეში?

_ სამწუხაროდ, ამჟამინდელი პოლიტიკური სპექტრი ძალიან ღარიბია, დიდი არჩევანის საშუალება არ გვაქვს, პარტიების უმეტესობა ერთმანეთს ჰგავს რიტორიკითაც და მოქმედების სტილიტაც.

_ საზოგადოებაზე ბევრია დამოკიდებული, ბრმა ამომრჩევლები არ უნდა ვიყოთ. საქართველო კატასტროფის ზღვარზეა დღეს და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შეცდომები დავუშვათ. მოკლედ, ვიქნებით ფხიზლად და მოვითხოვთ პოლიტიკოსებისგან იმას, რაც მოსათხოვია, ცოტა შეიძლება აზრზე მოვიდნენ და ბევრი რამ ვერ გაბედონ, თუ არა და ყოველთვის შეგაყრიან თვალში ნაცარს და მერე გეტყვიან, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა

_ ყველაფერი კარგადააო, ვერ ამბობენ, მაგრამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა გვაქვსო, _ ამტკიცებს ხოლმე ივანიშვილი.

_ სადმე ხომ უნდა ჩანდეს ეს, რამე მიმართულებით, ვინმე გრძნობს, რომ ქვეყანა წინ მიდის? მოდი, თუნდაც დემოგრაფია ავიღოთ, სტატისტიკა არის უმძიმესი, წელიწადში 300 ბავშვი კვდება სამშობიაროებში და თითქოს არაფერი. ეს იცით, რას ნიშნავს, თითქმის ყოველდღე ერთი ჩვილი იღუპება და ამაზე პასუხს არავის სთხოვენ. იმ საბჭოთა კავშირში კიდევ, ასე რომ აძაგებენ, მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, უამრავ ადამიანს სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. დღეს კი სრული განუკითხაობაა და ესენი უტიფრად გაიძახიან, ეკონომიკა ფეხზე დავაყენეთო. რა დააყენეს, წადით სოფლებში და ნახეთ ხალხი რა დღეშია. ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან გაიარეთ, რიგი დგას აქედან წასვლის მსურველი მოქალაქეების.

კიდევ ვიმეორებ: თუ ჩვენ, ხალხი, გონს არ მოვეგებით და ბევრ რამეს არ შევცვლით, ეს, რაც ახლა ხდება, არის დამღუპველი. საქართველო ასე წინ ვერ წავა და წარმატებას ვერ მიაღწევს, ასე სახელმწიფო ვერ აშენდება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. პედერასტების, უვიცების, ხარბების და ნაბუშრების საჯიჯგნი გახადეს საქართველო.
    ნუ გგონიათ სადმე დაიმალებით, ყველას მოგეკითხებათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here