Home რუბრიკები პოლიტიკა ლუკა კურტანიძე: სააკაშვილს მხოლოდ სამარე თუ გაასწორებს და ეს სამარე ქართველმა ხალხმა...

ლუკა კურტანიძე: სააკაშვილს მხოლოდ სამარე თუ გაასწორებს და ეს სამარე ქართველმა ხალხმა უნდა გათხაროს მომავალ არჩევნებში…

585

რამდენიმე დღის წინათ საქართველოში თურქეთიდან შემოსულ ნაციონალ ლევან ვარშალომიძეს ერთ-ერთმა გამწარებულმა მოქალაქემ სარფის საბაჟოსთან ფეხსაცმელი რომ ესროლა, “ნაციონალური სამგლეთი” ერთხმად აყმუვლდა,_ ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიას პროვოკაციებით გვიშლისო. 

მართლმსაჯულებაც მყისვე დაფაცურდა,_ “ნაცებსუსაფრთხოება აღუთქვა, ხოლო ის მოქალაქე, რომელმაც ვარშალომიძეს ფეხსაცმელი უთავაზა, პასუხისგებაში მისცა. ამ ინციდენტის შემდეგ ბევრს, ალბათ, სამართლიანად გაუჩნდებოდა განცდა, რომ პოლიტიკური ცვლილებებიდან ოთხი წლის თავზე ქვეყანაში სააკაშვილის კრიმინალური ბანდა ნებისმიერ მოქალაქეზე მეტადაა დაცული. მეტიც, იმის ნაცვლად, რომ ეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია სულს ღაფავდეს და ქვესკნელდებოდეს, ხოლო მისი წევრები ქვეყნიდან კისრისტეხით გარბოდნენ, ხელისუფლების სათავეში დასაბრუნებლად იბრძვიან; ეს კიდევ არაფერი, სააკაშვილი დიდგორის ველზე ყრილობის ჩასატარებლად ემზადება და, როგორც კულუარებში ამბობენ, არჩევნების დღეს საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. მოკლედ, როგორც ჩანს, ხელისუფლება თავისი უმოქმედობით იმდენს იზამს, რომ მალე ხალხი ფეხსაცმლიდან ტყვიის სროლაზე გადავა. კაცმა არ იცის, როდის აივსება მოთმინების ფიალა და როდის აფეთქდებანაცმანქურთებისპარპაშით შეურაცხყოფილი საზოგადოება. კაცმა არ იცის, ხალხს როდემდე ეყოფა გამძლეობა, რომ დაუსჯელ დამნაშავეებს მშვიდად უყუროსრა შანსები აქვს სააკაშვილს და მის გუნდს მომავალ არჩევნებში, შეინარჩუნებს თუ არა იგიმთავარი ოპოზიციურიძალის სტატუსს და მოსალოდნელია თუ არანაცმოძრაობისმხრიდან ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე.

_ ბატონო ლუკა, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, თუ სააკაშვილი არჩევნების დღეს საქართველოში ჩამოვა და დიდგორის ველზენაცმოძრაობისყრილობის ჩატარებას შეეცდება?

_ კუზიანს სამარის მეტი ვერაფერი გაასწორებს _ ეს სააკაშვილზეა ნათქვამი. რაც შეეხება დიდგორის ველზე ყრილობის გამართვას, იმ წმინდა ადგილას არც ერთი გოჯი მიწა არ არის ასეთი უღირსი ადამიანებისთვის. ამ გარეწარზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ მინდა, საზოგადოებას პატივი ვცე და მაქსიმალურად კორექტული ვიყო. თუმცა, ვფიქრობ, რომ თვითონ საზოგადოება გამოუტანს მას განაჩენს არჩევნებში და აღარ დაუშვებს იმ უბედურების გამეორებას, რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ სააკაშვილის ცხრაწლიანი რეჟიმის პერიოდში.

_ არჩევნებით რა განაჩენიც უნდა გამოუტანოს საზოგადოებამნაცმოძრაობას”, ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკური განაჩენი. სამართლებრივზე რას იტყვით? ამას წინათ თეა წულუკიანმა განაცხადა, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გაჭირდებაო ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთა მიყვანა საგამოძიებო ორგანოში.

_ ვერავის ადვოკატად ვერ გამოვდგები, ამ შემთხვევაში _ ხელისუფლების, მაგრამ ერთი რამ ცხადია: თუ გვინდა, სამართლებრივი სახელმწიფო ავაშენოთ, თითოეულ საქმეზე უნდა გვქონდეს მტკიცებულებები. აი, ამ მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მოხდეს კანონის აღსრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში დავემსგავსებით იმ რეჟიმს, რომელსაც ოთხი წლის წინათ ყველამ ერთად ვუთხარით არა. რა თქმა უნდა, აქ არის ემოციებიც, არის გაღიზიანების მომენტიც და ეს ყველაფერი კარგად მესმის, რადგან საკუთარ თავზე მაქვს ნაწვნევი რეჟიმის სიმწარე, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: სამართლიანობის აღსრულება უნდა მოხდეს სამართლებრივ ჩარჩოებში. ჩვენ ვიცით პრეცენდენტები, როცა ცივილიზებულ ქვეყნებში ერთი საქმე იხილებოდა წლების განმავლობაში. ასე ხდება ხოლმე, როცა სხვა გზა არ არის, თუმცა მე, როგორც რეჟიმის მიერ დაზარალებული ერთ-ერთი მოქალაქე, ვდებ პირობას, დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან, ყველა აგებს პასუხს და, სადაც უნდა გაიქცნენ, სამართალს ვერსად დაემალებიან.

_ ამას წინათ თურქეთიდან შემოსულ ლევან ვარშალომიძეს, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა, სარფის საბაჟოსთან ერთერთმა მოქალაქემ ფეხსაცმელი ესროლა. როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოება ნელნელა გამოდის წყობილებიდან და ერთხელაც იქნება, ვიღაცამ სხვა რამეც შეიძლება ისროლოს?

_ კიდევ ვიმეორებ, ვიდრექართულ ოცნებაშიარიან ადამიანები, რომლებმაც ის ცხრაწლიანი ტრაგედია ქართველ ხალხთან ერთად გამოიარეს, არავინ იფიქროს, რომ რომელიმე დამნაშავეს რამე შერჩება. მერწმუნეთ, მოვა დრო და ყველა აგებს პასუხს, ყველა დაისჯება, ვინც კი რამე დანაშაული ჩაიდინა.

დესტაბილიზაციას რაც შეხება, ერთადერთი, ვისაც ეს ხელს აძლევს, არის “ნაციონალური მოძრაობა”, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად. არჩევნებამდე რაც შეიძლება მშვიდად მივიდეთ და დარწმუნებული ვარ, თუკი ყველა მივა არჩევნებზე, ეს იქნება ნაცმოძრაობის პოლიტიკური აღსასრული.

_ ერთია საზოგადოების მოთმინება, მაგრამ ნაციონალები ბოლო პერიოდში პროვოკაციებს არ ერიდებიან. იმავე ვარშალომიძის ჩამოსვლას და მისი მხარდამჭერების დახვედრას ერთგვარი პროვოკაციის ხასიათი ჰქონდა

_ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ლევან ვარშალომიძეზე გაცილებით უარესი პროვოკატორებიც არიან, აქ გვყავს ბოკერია, თარგამაძე, ნიკანდრო მელია და მათზე უფრო აგრესიულებიც. ანუ, უამრავი ადამიანია მათ რიგებში, რომლებსაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი, მაგრამ ვფიქრობ, სახელმწიფოს ძალა არის საზოგადოება. სწორედ საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს, რა ხდებოდა ცხრა წლის განმავლობაში და ის უნდა იყოს ყველაფრის მამოძრავებელი, მათ შორის ხელისუფლების მაკონტროლებელიც და იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომლებიც არსებობს ქვეყანაში, ის უნდა კარნახობდეს მმართველ გუნდს. აი, ამ შემთხვევაში ექნება მმართველ ძალას ხელ-ფეხი გახსნილი, რადგან მსოფლიო უნდა ხედავდეს, რომ გზა, რომელსაც მმართველი გუნდი ირჩევს, არის მხოლოდ ხალხის ნებით ნაკარნახევი. მოკლედ, საზოგადოებამ ხმამაღლა უნდა თქვას, რაც სათქმელია და ამ საზოგადოებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს ბოკერიასნაირ ადამიანებს. ეს აუცილებელია, რათა სააკაშვილს, მერაბიშვილსა და მათნაირ კრიმინალებს პოლიტიკური დევნილის სტატუსი არ მიეცეთ…

_ მცირე ხნის წინათ სააკაშვილმა განაცხადა, რომნაციონალურმა მოძრაობამგააანალიზა წარსულში დაშვებული შეცდომები და ახლა სრულიად სხვა პარტიაა, მნიშვნელოვნად განსხვავებული ხედვით. როგორ ფიქრობთ, სარწმუნოა სააკაშვილის ნათქვამი?

_ არ არსებობს! არასოდეს მოხდება ამ ადამიანისა და მისი გუნდის შეცვლა. აქ ხომ ლაპარაკი არ არის ერთ კონკრეტულ შეცდომაზე, ეს იყო პარტია, რომელმაც შექმნა სისტემური დანაშაული. კიდევ ვიმეორებ, მას მხოლოდ სამარე თუ გაასწორებს და ეს სამარე ქათველმა ხალხმა უნდა გაუთხაროს მომავალ არჩევნებში. სხვანაირად ის ყოველთვის მოაწყობს პროვოკაციას, ყოველთვის შეეცდება, ქვეყანაში სიტუაცია არიოს და გაამწვავოს. თუმცა დარწმუნებული ვარ, მალე მას უკრაინაშიც შეექმნება პრობლემები და იქიდან ვერ გამოასწრებს. რატომ, იცით ? იმიტომ, რომ საკაშვილის რიტორიკა, მისი მართვის სტილი არ იცვლება. რა ნაგავიც იყო აქ, ის ნაგავია იქაც და… არ მინდა, კიდევ უფრო მწვავე გამოთქმებით შევამკო…

_ სააკაშვილმა ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, როცა მომინდება, მაშინ ჩამოვალ საქართველოშიო. რა მოხდება, თუკი მართლა ჩამოვა?

_ ის არის ძებნილი საქართველოში და, თუ ფეხს შემოდგამს, თუნდაც ერთი მეტრით რომ შემოდგას, მისი ადგილი იქნება ციხეში, რომელშიც, გარწმუნებთ, გაცილებით უფრო დაცული იქნება, ვიდრე იქ, სადაც ახლა არის. უკრაინაში მან მოახერხა და მოკლე ხანში ბევრი მტერი შეიძინა. ასე რომ, როგორც გითხარით, მოუწევს იქიდან თავქუდმოგლეჯილი გაქცევა…

_ თქვენი აზრით, შეიძლება, სააკაშვილს რევოლუციის სცენარი ჰქონდეს და სწორედ ეს სცენარი ესახებოდეს ხელისუფლებაში დაბრუნების ყველაზე რეალურ გზად?

_ რა თქმა უნდა, მას სხვა არაფერი დარჩენია. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება ძალაუფლება დაიბრუნოს და კიდევ, სულ ცოტა, ათი წლით მოექცეს ხელისუფლების სათავეში. სწორედ ამიტომ ვამბობთ ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოველთვის, რომ ხალხი უნდა მივიდეს არჩევნებზე. მხოლოდ არჩევნები შეიძლება იყოს “ნაცმოძრაობის” პოლიტიკური დასამარების გზა. დღეს რეალურად “ნაციონალური მოძრაობა” არის პოლიტიკური გვამი, რომელსაც მიწის მიყრაღა აკლია. მოკლედ, საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა უნდა დაუსვას ყველაფერს წერტილი. პირდაპირ ვაცხადებ, არჩევნებზე ნაციონალებმა არ უნდა მიიღონ არც ერთი ხმა. ეს იქნება, კიდევ ვიმეორებ, საზოგადოების ვერდიქტი, რომ საქართველოში ე.წ. ნაციონალური პარტია უნდა იქნეს აღგვილი პოლიტიკური ველიდან. ამ ვერდიქტის წინააღმდეგ ვერ წავა ვერავინ _ ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია.

რაც შეეხება გარე ძალებს, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მათაც, ბუნებრივია, ექნებათ განცდა, რომ ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება, არის მხოლოდ საზოგადოების ნება და ამ ნების კარნახით განხორციელებული ქმედება…

_ რადგან დესტაბილიზაციაზე ვსაუბრობთ, “რუსთავი 2”-ის შესახებ გკითხავთ _ რას ფიქრობთ იმ მოსალოდნელ აჯანყებაზე, რომელიც ცოტა ხნის წინათ ამ არხის ხელმძღვანელობამ დააანონსა?

_ ხელისუფლების მიმართ თითქმის ყველა არხი კრიტიკულია და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ “რუსთავი 2” მოვლენებს ხელოვნურად აბუქებს. ეს ტელეკომპანია უკვე აშკარად ცდილობს, ქვეყანაში აიმღვრეს წყალი და ვითარება დაიძაბოს, ხალხში უკმაყოფილება გაიზარდოს და იყოს ქაოსი. რა უნდათ _ ჯანყი და აერულობა? კი ბატონო, ჩვეულებრივად ყველანი შეიყარონ ერთად, ძალიან კარგია, და ვინც დანაშაული ჩაიდინა, არ იქნება საძებნი; მოუწევთ იქ ყოფნა, სადაც უნდა იყოს დამნაშავე. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ვისაც მეტი ნებისყოფა და მოთმინება აქვს, ის ყოველთვის იგებს ბრძოლას და ამ მოთმინებით, ამ სიძლიერით ჩვენ შევკრავთ ქვეყანას, რომელიც იქნება ძლიერი და სამართლიანი. ამ ქვეყანაში საბოლოოდ უნდა დასრულდეს თაობათა შუღლი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა სააკაშვილის რეჟიმმა და, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გრძელდება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ბატონო ლუკა, ხალხმა უნდა დაუსვას წერტილიო, მაგრამ კიდევ კოჰაბიტაცია რომ
    გამოაცხადოთ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here