Home რუბრიკები საზოგადოება ზღაპარი დამოუკიდებლობაზე და ქაქანი დემოკრატიაზე

ზღაპარი დამოუკიდებლობაზე და ქაქანი დემოკრატიაზე

710

გმირებად არ იბადებიან. გმირებად ცხოვრების სინამდვილე აქცევს სინდისის, ზნეობის, მოვალეობის ერთგულ, სამშობლოსათვის თავდადებულ ერის საამაყო შვილებს. გმირობას მსხვერპლის გაღება სჭირდება, საჭიროების შემთხვევაში _ სიცოცხლისაც კი.

საკუთარი კეთილდღეობისათვის ყველაფრის მკადრებლები მომხვეჭელებად, თაღლითებად, ცრუპატრიოტებად, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ბინძურ, სამარცხვინო საქმეთა მკადრებელ უცხოეთის ლაქიებად ყალიბდებიან და ისე ამთავრებენ თავიანთ ცოდვილ ცხოვრებას, როგორი მყრალიც იყო მათი ამქვეყნიურობა.

ჩოხაში გამოპრანჭვა და ხანჯლის ჩამოკიდება სულაც არ ნიშნავს, რომ . ანტიდიკრიმინაციული კანონისთვის ხმის მიცემა ვინმეს მამულიშვილობად ჩაეთვლება. ნურავის დაავიწყდება, რომ დრო სიმართლის მსახურია, ჭეშმარიტებად გასაღებულ სიცრუესაც მიაკითხავს განკითხვის სუსხი. ხელისუფლებაში ყოფნაც დროებითია და სამშობლოს ინტერესების ვაჭრობით შეძენილმა ქონმა წყენა იცის.

ცოტნე დადიანმა თავი გაწირა სამშობლოს ერთგული მამულიშვილების გვერდით წამებით სიკვდილისათვის. სულაც არ იცოდა, რომ მონღოლები ყველას გაანთავისუფლებდნენ და თვითონ საამაყო გმირად შემორჩებოდა ქართველი ერის ისტორიას.

როცა ადამიანი იმას აკეთებს, რასაც სამშობლოსა და ერის სიყვარული კარნახობს, ვერავითარი ძალა ვერ აიძულებს, ღალატით დასვაროს თავისი არსებობა.

ყორღანაშვილის მსგავსი პარაზიტები ყველაზე მძიმე პერიოდში მრავლდებოდნენ და მწარედ იკბინებოდნენ. როგორც წარსულში, ახლაც ერის ინტერესების გამყიდველები მუმლივით დასევიან ქვეყანას. სწორედ ამგვარ ყოფაში წარმოჩნდება სინდისის ერთგულთა თვისებები, თამამად რომ ებრძვიან მუხთლობას.

ქართველი ხალხი სიხარულით შეხვდა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკურ ასპარეზზე. ბედნიერი მომავლის დაპირებაც ისეთი მომხიბვლელი ჩანდა, რომ კოალიცია “ქართული ოცნებაში” ჩათესილი სარეველების მიუხედავად, ქვეყნისთვის სასიკეთო ნაყოფის გამოსხმის შესაძლებლობა იწამა ხალხმა.

განუზომელი იყო არჩევნებში გამარჯვების საერთო სახალხო სიხარული, ქართველთა ოცნების ახდენის სუნთქვა ახლოდან იგრძნობოდა. მაგრამ პრეზიდენტად ისევ იჯდა ხალხის უბედურებად მოვლენილი არსება და წამლავდა ერის მაცოცხლებელ წყაროს; მორჩა უზურპირებული ვადა პრეზიდენტობისა და გაიპარა.

ადამიანები ქვეყნის დამაქცევართა სათანადოდ დასჯას ითხოვდნენ. გამოჩნდა პროკურორი კბილაშვილი თემიდის ხელში ჯალათის ნაჯახის ნაცვლად სამართლიანობის ბასრი მახვილის ასაღებად. იწვალა, ივაგლახა და წავიდა იქ, საიდანაც მოვიდა. ხალხის ბობოქარი ვნებათაღელვა კი კოაბიტაციის ჩიხში გაიჭედა.

დღეს საქართველოში მედროვეები და დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული დამნაშავეები პარპაშებენ. ვიღაცისა და რაღაცის გამო ერისა და სამშობლოს ინტერესების უბედურებაზე გადამცვლელები ყორღანაშვილის მსგავს დასასრულამდე მივლენ. სადაც უნდა იყვნენ, უცხოეთის გოშიამედროვეებს განკითხვის დღე მაინც დაუდგებათ და მუხთლობის გამო საკადრისი მიეზღვებათ.

უცხოეთის მიერ მოქრთამული პირების ევროამერიკულ ინტეგრაციაზე აღვირახსნილი ყაყანი ისეთი გამაოგნებელი შეიძლება არც ყოფილიყო, ეს ფსიქოზი ხალხისთვის რომ არ გადაებრალებინათ. საპასუხისმგებლო პოსტის მფლობელის მოვალეობა ერისა და ქვეყნის ინტერესების დაცვაა და არა გათავხედებული უცხოელებისგან მიღებული დამამცირებელი რეკომენდაციების უსიტყვოდ შესრულება.

როგორ შეიძლება სიხარული არ მოგგვაროს თამაზ მეჭიაურის მიერ იმის აღიარებამ, რასაც ქართველი ხალხი ქვეყნის ხსნად ელოდება; ან გოგი თოფაძის გულახდილმა მხილებამ, რომ თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დანაშაულებრივად გამოიყენა. ეს ხომ მთელმა საქართველომ ნახა და კანონიერების აღდგენის მოლოდინში თვალთმაქცობა-ძალადობის შემობრუნება მწარედ განიცადა. მინისტრი რომ ხარ, ხალხს უნდა ემსახურო და არა იმ პარტიას, რომელმაც მთელ ერს შეაძულა თავი.

აბრეშუმის ნაჭერზე იატაკის ტილოს მიკერებით მოხდენილი პერანგის შეკერვის მცდელობა ფუჭი საქმეა, სწორედ ამიტომ დაიშალა შეკოწიწებული კოალიცია პაჭიკოს გარმონივით და “ქართულ ოცნებას” ამ ბალასტის ჩამოცილებით დინების საწინააღმდეგოდ ცურვის საამაყო პერსპექტივა გამოუჩნდა. ფაშიზმი რომ არ აეკრძალათ და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩამდენი მისი თავკაცები არ გაესამართლებინათ, ეს ხაკისფერი ჭირი, როგორც თავის დროზე უწოდეს ფაშიზმს, წამებულის ნიღაბს მოირგებდა და ენერგიულად შეეცდებოდა ობივატელის ხელახლა გაბითურებას.

ნაციონალურ მოძრაობასსაზარელი დანაშაულები აქვს ჩადენილი და აშკარად იმსახურებს გასამართლებას და აკრძალვას, თუნდაც იმიტომ, რომ დანაშაულებს თავისი მფარველების ინტერესების დასაკმაყოფილებლად სჩადიოდა, მაგრამ გასამართლება და აკრძალვა კი არა, კოაბიტირებული ნაციონალები შემოტევაზე გადმოვიდნენ დაქართული ოცნებაახლა თავდაცვის რეჟიმშია.

ამ ჭირის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაში ბიძინა ივანიშვილის დიდი ღვაწლის მიუხედავად, მას დამსახურებად არ ჩაეთვლება კოალიციაში სარეველა პარტიების შეყრა, რომელთა ხმა ძალიან წააგავს ნაციონალი ჭოტების კივილს.

ვის აქვს უფლება, ქართველი ხალხის სახელით საამაყო ეროვნული ტრადიციები და თავმოყვარეობა ევროპელთა სამარცხვინო ლაქუცს ანაცვალოს?!

ევროპას კი ინცესტის, ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და სქესობრივი გარყვნილების საზარელი დაავადებები შეეყარა. დღეს ამ სიბინძურეს დემოკრატიის ზეიმად ასაღებენ, ხვალ კი ეს სიბილწე კაცობრიობას ინკვიზიციასა და ინდულიგენციებით თაღლითობაზე უარეს საქციელად გაახსენდება. ჩვენთან ხომ ევროინტეგრაციის ფსიქოზით შეპყრობილთა ღრიანცელია, რაც, უზნეოდ და უსირცხვილოდ, ქართველი ერის სურვილად საღდება.

მეოთხედი საუკუნეა, ყველა ხელისუფლება რუსეთის ლანძღვის ფონზე ჭირვეული ბავშვივით გაჰყვირის ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე და ცდილობს, მოსახლეობა ფუჭი დაპირებებით გამოკვებოს. არადა, ამ ფსიქოზის შედეგად უკუღმა ბრუნავს ქართველთა ბედის ბორბალი _ ქვეყანა სამ ნაწილადაა დაყოფილი, და თუ ასე გაგრძელდა, საბოლოოდ განადგურდება.

ევროამერიკელებისთვის რა პრობლემა იყო პატარა საქართველოს ფეხზე წამოყენება, მაგრამ მათ სჭირდებათ დაკნინებული და გამათხოვრებული ქვეყანა, რომლის ხელისუფლებაც გოშიას ერთგულებით შეუსრულებთ ხუშტურებს.

ქართველ ხალხს ე.წ. ვიზალიბერიზაცია და სამშობლოდან გადახვეწა კი არა, განადგურებული სახალხო მეურნეობის აღდგენა და გამთლიანებულ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება ენატრება.

განა სასაცილო არ არის, რომ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის რაოდენობით აშშ-ის შემდეგ საქართველო მეორე ადგილზეა? ჩიორა-პოლიტიკოსების ქადაგებით, თურმე ტერორისტებისგან თუ რაღაც უბედურებისგან ვიცავთ კაცობრიობას. რომელ ტერორისტებთან ბრძოლაზეა ლაპარაკი, როცა ავღანეთში ამერიკის შეჭრის შემდეგ 40-ჯერ გაიზარდა ნარკოტიკების წარმოება. ერაყში შეჭრის შემდეგ კი ტერორისტული სახელმწიფო შეიქმნა. როცა ამერიკანატოს მიერ დაფერფლილი ქვეყნების ნაცარზე ნარის ეკალივით ხარობს ტერორი და ხალხის უბედურება?

მსოფლიო პრობლემების მოგვარებაში ჩართულებს საკუთარი თავისთვის ვეღარ მოგვიცლია. ცხინვალის მიერ გატაცებული ქართველების გამო საჩივლელად ევროპაში გავრბივართ. ოპოზიციური პარტიები და ასო-ები ბრაზისგან ტყავიდან ძვრებიან,_ ხელისუფლება პრინციპულად არ აყენებსო საკითხს. რა ქნას, სადაც საკითხის მოგვარება შეიძლება, იქ არავინ უშვებს, ხოლო თავით მარილი რომ ნაყოს, რა გამოვა? იმ ევროატლანტიკას რუსეთთან კონფლიქტში ზვარაკად რომ ვჭირდებით, ამას რა მარჩიელობა უნდა.

ხალხმა ძალიან კარგად იცის ქვეყნის აღორძინების გზა საით მიდის და ამდენი უბედურებისგან თავის დასაღწევად აირჩევს კიდეც სწორ მიმართულებას. ან ხალხს უნდა ემსახურო და ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანის პასუხისმგებლობა იტვირთო, ან კუჭის მონობასა და უცხოეთის ლაქიობას შეეგუო. ორივეს ერთად ვერ შეძლებ, რადგან ორ სკამზე ჯდომას ორი საჯდომი სჭირდება.

სოფელ ხურჩაში აფხაზების მებაჟემ ქართველი ვაჟკაცი საზღვრის აქეთ მოკლა. აზვირთდა, აბობოქრდა ევროინტეგრაციის მქადაგებელთა სალაყბო, კვლავ მოედავნენ ხელისუფლებას,_ პრინციპულად არ აყენებსო საკითხს. განსაკუთრებული შემართებით გვამცნეს, რომ განრისხებულმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა უშიშროების საბჭოს მოწვევა. არადა, გინდ უშიშროების საბჭოში აბობოქრებულხარ და გინდ სოფლის სალაყბოზე, შედეგი ერთი და იგივე იქნება _ ქარიშხალი ჭიქაში. ნაციონალების მიერ ქვეყნისთვის მიყენებული ღია ჭრილობიდან კი წვეთავს და წვეთავს სისხლი.

პაატა ზაქარეიშვილს რომ დანიშნავ ამ საქმის მინისტრად, როგორ დაგიჯერო, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა გინდა?! თურმე ისეთი კარგი ცხოვრება გვექნება, რომ აფხაზები და ოსები თვითონ მოვლენ ჩვენთან. გაუსაძლისი პირობების გამო საქართველოდან გადახვეწის მცდელობის პირობებში, ეს ისეთი სატყუარა ხომ არ არის, ცალტვინა ხრუშჩოვ-გორბაჩოვმა კომუნიზმის მშენებლობის ილუზიას სოციალიზმი რომ გადააყოლეს?

რამდენი კეთილშობილი და ქვეყნის ერთგული მამულიშვილი გვყავს აფხაზებთან და ოსებთან მეგობრული საუბარი რომ შეუძლიათ, მაგრამ ამ ცრუ დამოუკიდებლობაში ისინი არ სჭირდებათ.

მედუზა გორგონას მოკვეთილი თავიდან მაინც შემორჩნენ არსებები, რომლებიც ამუხრუჭებენ ქართველთა ბედის ბორბალის სასიკეთოდ ბრუნვას:

კოალიციის სარეველა პარტიები, პრეზიდენტად შემოსაღებული “მდიდარი სექსის” კავალერი; სახალხო დამცველზე ხომ საუბარიც არ ღირს, კოღოსავით მომრავლებული ასო-ები; საკონსტიტუციო სასამართლო: პარლამენტის ნაციონალი დეპუტატები; “რუსთავი-2”; დასავლეთის იმედად დარჩენილი უელექტორატო ოპოზიციური პარტიები, დიდი გაწამაწიით რომ ცდილობენ ევროინტეგრაციის ლაქუცს აყოლილთა შორის ადგილის მოპოვებას; ნაციონალებისთვის გულდამწვარი ჭირისუფალი _ ევროპის სახალხო პარტია. ამ კონგლომერატს მართავს თანამეგობრობად მონათლული ევროატლანტიკური რვაფეხა. მაგარი ბიჭი ხარ და მარტო შეეჭიდე ამ აზვირთებულ თვალთმაქცობას.

თუ ქვეყნის სასიკეთო გზაზე სიარული მტკიცედ გადაწყვიტა, ხელისუფლების ერთადერთი და საიმედო მოკავშირე ხალხია. ვინც ერის ინტერესების დასაცავად თავდაუზოგავად იბრძოლებს, მისი სიყვარულითა და ნდობით აღჭურვილს, ვერავითარი მუხთალი ძალა ვერ დაამარცხებს.

გივი სომხიშვილი,

მწერალი

1 COMMENT

  1. ფულზე გაყიდული, დოლარის ხურუშიანების ხელში ვართ, საარჩევნო კანონმდებლობა არ
    ვარგა და არ მუშაობს, ბევრი კანონია შესაცვლელი და დასახვეწი, უვიცების დოღია და
    კიდევ რომ ვსუნთქავთ ეგ უფრო მიკვირს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here