Home რუბრიკები ბლოგი Brexi და მსოფლიო ძალთა ახალი გადანაწილება

Brexi და მსოფლიო ძალთა ახალი გადანაწილება

713

ორ კვირზე  ნაკლები  გავიდა ინგლისში გამართული  რეფერენდუმის მერე, სადაც ინგლისელების უმრავლესობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. რამაც    ძალებთა ახალი გადანაწილების  და ახალი ბლოკების შექმნის   ფორმირებას შეუწყო ხელი  მთელს მსოფლიოში .

1. პირველი განცხადება რა თქმა უნდა ევროკავშირში გაისმა სადაც საფრანგეთმა და გერმანიამ  ახალი სახელმწიფოს შექმნაზე კონსულტაციები დაიწყეს . რა თქმა უნდა ეს იდეა ნაუცბათევად არ მოსულა და ეს ერთგვარ “გეგმა B”-ს წარმოადგენდა იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები პოლიტინტეგრაციის პროცესს შეეწინააღმდეგებოდნენ .ასე რომ Brexiის შემდეგ ეს გეგმა უჯრიდან ამოიღეს და შეუდგნენ ევროკავშირის ახალ სტრუქტურთა ფორმირებას.რამდენად წამოვლენ ევროკავშირის ქვეყნები ამ ახალი სახელმწიფოს შექმნის იდეის მხარდასაჭერად ამას დრო გვანახებს. 

2. შემდეგი ნაბიჯი რეჯიბ ერდოგანმა გადადგა და რუსებს, სირაში  ჩამოგდებულ თვითფრინავზე მოუბოდიშა. რაც რა თქმა უნდა ლოგიკურიც იყო, თუ ყველა დანარჩენი ნეიტრალიტეტს იცავენ და ელოდებიან რითი დამთავრდება ანგლოსაქსთა შიგა დაპირისპირება, რატომ უნდა გადასულიყო რუსეთთან დაძაბულობა მხოლოდ ერდოგანის კისერზე.  ერდოგანის მობოდიშების გაშიფრვას არ ვაპირებ რადგანაც გასაგებია რომ  ის იძულებული იყო , ამიტომაც   ეს ბოდიში გულწრფელი არ არის და თურქები ყოველმხრივ შეეცდებიან ივაჭრონ რუსებთან ხელსაყრელი ურთიერთობის  დამყარების საკითხზე. მაგრამ  რუსეთისთვისაც  ეს არის შანსი რომ   ერთისმხრივ, თავისთვის უფრო  ხელსაყრელი ურთიერთობები  დაამყაროს თურქეთთან ვიდრე ეს იყო თვითფრინავის ჩამოგდებამდე და მეორეს მხრივ  ეს არის შანსი მხარი დაუჭიროს თურქეთს რომ მან ამერიკისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო  პოლიტიკა აწარმოოს. 

3. ერდოგანის მობოდიშებამ სირის კონფლიქტის გარშემო ახალი შესაძლებლობები გააჩინა. მართალია ერდოგანი ისევ დაჭერს მხარს თავისი ბოევიკებს სირიაში მალულად, მაგრამ თურქეთის რეგულარული არმიის   მონაწილეობა სირიის კონფლიქტში უკვე გამორიცხულია. სირიის  არაბული  არმია (საა) უკვე გადავიდა ალეპოს გაწმენდის ოპერაციაზე ბოევიკებისგან და უკვე იგრძნობა რომ ბოევიკების მომარაგება ტყვია წამლით და ცოცხალი ძალით თურქეთის ტერიტორიიდან  შეზღუდულია.

4. ის რომ საპრეზიდენტო არჩევნები ავსტრიაში ფალსიფიცირებული იყო ეს გახდა ცნობილი არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან. საარჩევნო უბნებში გაიმარჯვა ევროსკეპტიკოსმა დიდი უპირატესობით , ხოლო  ფოსტით გაგზავნილი  ხმების უმეტესობა  ევროინტეგრაციის მომხრეს “გაუკეთეს”. რაც შემდეგ  ავსტრიის  უმაღლესმა სასამართლომაც დაადასტურა და ამიტომაც დანიშნულია არჩევნების მეორე ტური.

5. გაიღვიძა ნიდერლანდების  პრემიერმინისტრმა და განაცხადა რომ ისინი , ევროკავშირსა და უკრაინას შორის ხელშეკრულების რატიფიკაციაზე უარს იტყვიან.

6. ასევე  საინერესო და ნაყოფიერი  იყო  Brexit-ის შემდეგ, 26 ივნისს,  ჩინეთის და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა პეკინში.  სადაც  სი დინ პინმა და  ვ.პუტინმა დოკუმენტების დიდ პაკეტს მოაწერეს ხელი, დაწყებული  ენერგეტიკიდან დამთავრებული სპორტით, მათ შორის სამხედროც, რომელიც სამხედრო- ტექნოლოგიურ სფეროში ურთიერთდახმრებას გულისხმობს   .  ეს კი  ევროკავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების  საპირწონე,  დიდი მოვლენა გახდა.

7. ბოლო: ჰილარი კლინტონს რამდენიმე დღის წინ მოუწია, ინტერნეტში პირადი  ფოსტით მიმოწერის გარშემო    ატეხილ სკანდალზე ,  ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში სამსაათიან დაკითხვაზე ყოფნა. რაც რა თქმა უნდა კარგს არფერს უქადნის მის საარჩევნო კომპანიას. თუ საერთოდ არ დაასამარებს.

ამ ყველაფრიდან, შესაძლებელია ერთი დასკვნის გამოტანა, რომ მსოფლიო პოლიტიკის ყველა მოთამაშე აქტიურად ემზადება შიდა ანლოსაქსურ ელიტაში,  გლობალური მსოფლიო წყობილების მომხრეთა დამარცხებისთვის, მაგრამ იქცევიან ისე, რომ უკანდასახევ გზას იტოვებენ იმ შემთხვევისთვის თუკი ეს წყობა მაინც შედგა. გამონაკლისი მხოლოდ ერდოგანია, რომელსაც ორმაგი თამაშის  შესაძლებლობები  უკვე აღარ აქვს. 

ვიქტორ ცაავა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here