Home რუბრიკები პოლიტიკა სესიაშვილი: გიგი წერეთელი იმ პოლიტიკური ძალის ლიდერია, რომელიც ქვეყანას აწამებდა

სესიაშვილი: გიგი წერეთელი იმ პოლიტიკური ძალის ლიდერია, რომელიც ქვეყანას აწამებდა

508

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილმა სააგენტოაიპრესთანიმ მიზეზზე ისაუბრა, რატომ არ უნდა იყოს ეუთოს ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი. მისი თქმით, წერეთლის პრეზიდენტობა ხელს შეუშლის ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რადგანნაციონალური მოძრაობადა მისი წარმომადგენლები ეცდებიან, თავიანთი ვიწროპოლიტიკური ინტერესები დაიკმაყოფილონ და არჩევნები ისე შეაფასონ, როგორც მათ სურთ

„გიგი წერეთელი და „ნაციონალური მოძრაობა“ ორიენტირებულია, რომ თავის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გაატაროს, ამის მარტივი მაგალითია ვიზალიბერალიზაციის საკითხი. აქ სხვანაირად ჭიკჭიკებდნენ და იქ დადიოდნენ და ეხვეწებოდნენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცეთ თორემ დავიღუპებითო. ამის დადიან საერთაშორისო ორგანიზაციებში და იტყუებიან ძალიან ბევრ რამეს და ცდილობენ, რომ  საქართველოს შეტენონ პოლიტპატიმრები, შეტენონ ჩატაევი, შეტენონ ყველა საშინელება რასთანაც პირნათელია ეს ქვეყანა.

ახლა მათ სურთ, რომ გიგი წერეთელს მე მხარი დავუჭირო და მერე ეუთო არჩევნებზე დამკვირვებელი რომ იქნება მისი თავმჯდომარეობით, გამოვა და იმის მცდელობა ექნება, რომ ვიწრო პოლიტიკურად საკუთარი ინტერესები დააკმაყოფილოს და არჩევნები ისე შეაფასონ, როგორ მათ ჭირდებათ. თუ ამის მომხრეები ხართ კი ბატონო,  დაუჭირეთ მხარი. „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ რიგში ფიქრობს საკუთარ ინტერესებზე და თუ სადმე სიაში შეიძლება ქვეყნის ინტერესები ჩაწერონ, ბოლოში, სადღაც “ჭ”კლასში ხვდება ეს ინტერესები. მე ასეთ ძალასთან და მათ წარმომადგენელთან საერთო ვერ მექნება,  ბოლოს და ბოლოს გიგი წერეთელი იმ პოლიტიკური ძალის ლიდერია რომელიც ქვეყანას აწამებდა, ადამიანების უფლებებს ფეხქვეშ თელავდა, გინდათ,  რომ ეუთოს ასეთი თავმჯდომარე გყავდეთ? მე არ მინდა.“_განაცხადა ირაკლი სესიაშვილი.  

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here