Home რუბრიკები პოლიტიკა გომელაური: გამოძიება თუ დაიწყება, გაირკვევა, ჩატაევი აგენტი იყო თუ არა

გომელაური: გამოძიება თუ დაიწყება, გაირკვევა, ჩატაევი აგენტი იყო თუ არა

577

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის _ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თუ ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება, გაირკვევა, იყო თუ არა ის აგენტი.

როგორც გომელაურმა განაცხადა, ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა, ევროპაში წავიდა და მისი გვარი რამდენიმე წელი არავის უხსენებია.

„გამოძიება თუ დაიწყება, შეიძლება დახურულად წარიმართოს და იქ გაიხსნება თემები, ჩატაევი აგენტი იყო თუ არ იყო, თანამშრომლობდა თუ არ თანამშრომლობდა. ფაქტია, ეს ადამიანი ჩამოვიდა, ფაქტია, ამ ადამიანს იმწამსვე შეეცვალა ბრალი, იქნა გამოშვებული, ცხოვრობდა თბილისში, შემდეგ წავიდა ევროპაში. უფრო სწორად, ლაფანყურის შემდეგ დააკავეს, აღიარა, რომ არანაირი ხელყუმბარები არ ჰქონია, სასამართლომ გაათავისუფლა და ეს ადამიანი წავიდა ევროპაში. პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა, თუ არ ვცდები, ავსტრიაში. წლების განმავლობაში არ ჩანდა და სირიის ფაქტების შემდეგ დაიწყო მისი გვარის ხსენება.“ _ განაცხადა გომელაურმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here