Home რუბრიკები პოლიტიკა ომარ ნიშნიანიძე: შემოდგომა “ნაციონალური მოძრაობის” პანაშვიდად იქცევა

ომარ ნიშნიანიძე: შემოდგომა “ნაციონალური მოძრაობის” პანაშვიდად იქცევა

483

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზენაციონალური მოძრობამაქსიმალურად შეეცდება, პროვოკაციები მოაწყოს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომნაციონალური მოძრაობაშეეცდება ვითარება გაამწვავოს, ხელისუფლება მაინც შეძლებს არჩევნების ღირსეულად ჩატარებას.

“არჩევნებზე, ბუნებრივია, იქნება დაძაბულობა. “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფრის მკადრებელი ძალაა. ყველაფერს იკადრებენ იმისთვის, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვის ქვეშ დადგეს. ისინი წამოვლენ პროვოკაციებზე, შესჩივლებენ მათ პატრონებს დასავლეთში და კუდსაც გააქიცინებენ,– ჩვენ ვართ კარგები, პირველები და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს აშენება. როგორ შეიძლება საქართველო უჩვენოდ აშენდესო. ჩვენ რას ვაკეთებთ? ხელისუფლება იმიტომ არის ხელისუფლება და იმიტომ ჰყავს ძალოვანი სტრუქტურები, რომ წინა ხელისუფლების მსგავსად ადამიანები სატანჯველად და საწამებლად კი არ გამოიყენოს, არამედ წესრიგი დაამყაროს ამ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავიცავთ ამ წესრიგს და არჩევნებიც სტაბილურ ვითარებაში ჩატარდება.” _ განაცხადა ნიშნიანიძემ.

შეკითხვაზე, რა იქნება უმრავლესობის ძირითადი მოწოდებები წინასაარჩევნოდ, ნიშნიანიძე ამბობს, რომ აქცენტი მეტწილად სოცლიალურ თემატიკაზე, გაჭირვებაზე და უმუშევრობაზე გაკეთდება, თუმცა მისივე განცხადებთ, უმრავლესობა მაქსიმალურად პრაგმატულად მოიქცევა და არ შექმნის ფუჭ მოლოდინს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here