Home რუბრიკები საზოგადოება სააკაშვილის დედის უნივერსიტეტში სტადიონს ანგრევენ

სააკაშვილის დედის უნივერსიტეტში სტადიონს ანგრევენ

1819

საქართველოს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე ხელოვნური მინდვრის საფარის აღება და მოედნის ექვს ადგილას გაბურღვა დაიწყეს.

„ნადგურდება კიდევ ერთი სტადიონი. მბურღავებმა სწორედ მაშინ დაიწყეს ინდვრის საფარის აყრა და ბურღვის პროცესი, როცა სტადიონზე უნივერსიტეტის გუნდი ვარჯიშობდა., შვიდსართულიანი სასწავლო კორპუსის აშენებას აპირებენ. როგორც ვიცი, მშენებლობის უფლება არ აქვთ.”_ განაცხადა უეფას მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ.

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორის, ანზორ აბშილავას განცხადებით, ამ ტერიტორიის ქვეშ განლაგებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის უნიკალური სასწავლო ლაბორატორია.

„მსგავსი ლაბორატორია არ აქვს ევროპის არც ერთ უნივერსიტეტს. ნებისმიერი მშენებლობა, რომელიც ამ სტადიონის ტერიტორიაზე იქნება განხორციელებული,დიდ დააზიანებს აღნიშნულ ლაბორატორიას.” _ განაცხადა ანზორ აბშილავამ.

საქართველოს უნივერსიტეტი დაახლოებით ათი წლის წინ მიხეილ სააკაშვილის დედამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გიული ალასანიამ მანანა სანაძესთან ერთად დააარსა.

1 COMMENT

  1. სააკაშვილისდროინდელი განუკითხაობის დროს ქ–ნმა გიული ალასანიამ ვუქთად ხელში ჩაიგდო საქ. ტექნიკური უნივერსიტეტის სამხედრო კათედრისა და სამედიცინო მომსახურების კორპუსები თავისი ტერიტორიითურთ და დააფუძნა საქართველოს უნივერსიტეტი. სასწრაფოდ აღდგეს სამართლიანობა და ეს მიტაცებული კორპუსები და სტადიონო დაუბრუნდეს სტუ–ს! მიკვირს აქამდე სად იყურებოდა და რითი ფიქრობდა ბჩვენი მთავრობა?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here