Home რუბრიკები პოლიტიკა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კრისტინ მუტონენი გახდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კრისტინ მუტონენი გახდა

463

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრის მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, ვინაიდან ხმათა უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა

არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ავსტრიის წარმომადგენელ კრისტინ მუტონენს 86-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, გიგი წერეთელს კი _ 73-მა.

ახალი პრეზიდენტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას 1 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია, რომელიც 1-5 ივლისის ჩათვლით საქართველოში მიმდინარეობდა, თბილისის დეკლარაციის მიღებითა და ასამბლეის ხელმძღვანელი პირების არჩევით დასრულდა.

გიგი წერეთელი რჩება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად მომავალი 2 წლის განმავლობაში. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here