Home რუბრიკები პოლიტიკა პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინას მოუწოდა, თავი დაანებოს ნატოში გაწევრებაზე ოცნებას

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინას მოუწოდა, თავი დაანებოს ნატოში გაწევრებაზე ოცნებას

534

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრე კვასნიევსკიმ უკრაინას მოუწოდა, აღარ იოცნებოს ნატოში გაწევრებაზე, თანაც, დააზუსტა, რომ კიევის ასეთი გეგმის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. იუწყებაფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი”.

პოლონეთის ექსპრეზიდენტმა ვარშავაში კერბერის სახელობის ფონდის მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ნატოში უკრაინის შესვლის უპერსპექტივობის გარდა, პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და მოლდოვას უსაფრთხოებაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ 8-9 ივლისს ვარშავაში გამართულ ნატოს სამიტზე ამ ქვეყნებში ინტერნაციონალური ბატალიონების გაგზავნის შესახებაც მიიღებენ გადაწყვეტილებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here