მთავარი ბლოგი გათენებამდე ბიძინა 5-ჯერ დავგმე!

გათენებამდე ბიძინა 5-ჯერ დავგმე!

532
გააზიარეთ

აშუაღამევი იყო, საათს დავხედე და სამი სრულდებოდა. გადავიფარე ზეწარი და ძილს მივეცი თავი. ცხელოდა და ფანჯარა ღია მქონდა. ისის იყო ძილის სიღრმეში მივდიოდი, თვალებში რაღაც უნცაურმა შუქმა მომანათა. ვიფიქრე, ასე მალე როგორ გათენდამეთქი, მაგრამ ჩემივე ეჭვების არ დავიჯერე და გადავტრიალდი, რათა სინათლეს არ შევეწუხებინე. ამაოდ, ამჯერად საოცრად დამცხა და თითქო ზურგზე რაღაც მკბენდა. ვეღარ დავიძინე, გამოვფხიზლდი. შუქი თვალებში მანათებს. წამოვდექი, ფანჯარაში გავიხედე და სასწაულიც დავინახე: ციდან დაეშვა თეთრი მარხილი და ზედ თვალებაციმციმებული, ღაჟღაჟალოყებიანი ყმაწვილი შევნიშნე, მსგავსი ანგელოზისა, რომელიც არასდროს მენახა.

ირგვლივ საოცარი სიმშვიდე სუფევდა და შუქიც ერთ წერტილში იყო კონცენტრირებული.

მოდიოდა და მოდიოდა დედამიწისკენ მისი სახება. შორიდან ირმებზე შებმული ზანზალაკების ხმაც ისმოდა, დაახლოებით ისეთი, სანტა-კლაუსის საახალწლო ზღაპრებში რომაა. როგორც იქნა, დაეშვა მიწაზე ახალგაზრდა სახეგაბადრული ყმაწვილი და მოჰფინა ნათელი იმ ადგილს. მოულოდნელად ხალხის ტალღა მოაწყდა ყველა კუთხიდან, არაამქვეყნიური ხმები ისმოდა. ეს იყო ხმა აღტაცებისა, იმედისა და სიხარულისა. ყველა იმ ადგილისკენ გარბოდა, ყურში კი საიდანღაც ჩამესმა: “ლევანი ჩამოსულა”. ცოტა შევშინდი, ასეთი რამ არასდროს მენახა და ვიფიქრე, ხომ არ გავგიჟდი-მეთქი. შევედი სააბაზანოში და ცივი წყალი შევისხი სახეზე, გამოვტრიალდი და ისევ ფანჯარაში გავიხედე. არა, არ გავგიჟებულვარ, აშკარად რეალობაა და ვცდილობ, გავერკვე, _ ვინ არის ლევანი, მის გამო ასეთი ამბები რომ ხდება. ჩავიცვი, შიშიც და გაოცებაც გადავლახე და გადავწყვიტე, ჩავიდე.

ბათუმში სანაპიროსთან ვცხოვრობ და ეს ამბებიც იქვე ხდებოდა. მივდივარ და მახსენდება ფილმნატვრის ხისბოლო ეპიზოდები, როცა ყველა სადღაც გარბის გაურკვევლად, თუმცა ამ შემთხვევაში ადამიანები სიხარულით გარბოდნენ. ერთერთს დავეწიე და ვკითხე, რა ხდებოდა, სად მიდიოდა. მან მიპასუხა, _ ლევანი ჩამოვიდაო.

ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე, ვინ არის ლევანი. ალბათ, თქვენც გქონიათ სიზმარში განცდა, როდესაც ცდილობთ, სადღაც მიხვიდეთ და ვერ მიდიხართ. მეც ასე დამემართა, მივდივარ და ვერაფრით მივაღწიე იმ ადგილამდე. მხოლოდ შორიდან ვხედავ ადამიანებს, რომლებიც “ლევანის” გარშემო დგანან, ის მადლმოსილი სახით უღიმის თითოეულ მათგანს და ეფერება.

მოულოდნელად ცაზე კიდევ ერთი ნათება გამოჩნდა, რომელსაც საოცრად ამაზრზენი ხმა მოჰყვა. წინა შემთხვევაში თუ მარხილი დაეშვა ციდან, ამჯერად დავინახე მფრინავი გარეული ტახები, დიდი ეშვებით, რომლებიც სინათლის სისწრაფით მოფრინავდნენ ამ ადგილისკენ. ნაბიჯს ავუჩქარე, მივრბივარ და მაინც ვერ მივდივარ იმ ადგილამდე, თითქოს ქანცი მეცლება, რაღაც ძალა მაკავებს, ამ დროს ყურში ჩამესმა უცნაური ხმა: “იქ მხოლოდ რჩეულები მიაღწევენ, ნუ ცდილობ იქ მისვლას, სადაც არ მიგესვლების”.

და გაუჩინარდა, თუმცა ის არც გამოჩენილა, მხოლოდ ხმა მომესმა. ვფიქრობდი, როგორ გავმხდარიყავი რჩეული, რათა იქამდე მიმეღწია. უცებ ისევ ჩამესმა ხმა: “თუ გინდა მიაღწიო მათთან, 5-ჯერ უნდა დაგმო ბიძინა!”

ისე მაინტერესებდა სანახაობა, დავგმე ბიძინა 5-ჯერ(!) და მოულოდნელად არაამქვეყნიურმა ძალამ დიდი სიჩქარით მომისროლა და მეც იმ ადგილზე აღმოვჩნდი.

მივუახლოვდი და… ლევან ვარშალომიძე არ ყოფილა?! ეჰ, ჩავიქნიე ხელი, 41-ჯერ დავგმე მიშა და უკან, ჩემს საძინებელში დავბრუნდი.

ციური მესია

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ლევანა ბიჭი არის დიდი სტრატეგი, აჭარის განმანთავისუფლებელი, დიდი ასკეტის, მეტსახელად დორბლიანის მეგობარი.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here