Home რუბრიკები საზოგადოება მოვითხოვ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმებას!

მოვითხოვ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმებას!

2100

საქართველოში, ბანალურად რომ ვთქვათ, საგამოცდო ციებცხელება დაიწყო. არის ერთი ამბავი _ “შენი სად აბარებს, ქალო?”, “ვაიმე, ჩემსას 100-პროცენტიანი გრანტი უნდა და გაქაჩავს, ნეტა?”, “პირველი რომელი უმაღლესი ჩაწერა შენმა?”, “აუ, ჩემსას თსუ უნდა ძალიან და, ნეტა, მოხვდებოდეს”… კი, მაგრამ რად უნდა?!

ან, საერთოდ, რად გვინდა ეს ტრაგიკომიკური ცირკი, რომელსაც ასე “ამაყად” დავარქვით ჟღერადი სახელი “საერთო ეროვნული გამოცდები”?!

რომელი ეროვნული? რატომ ვაწვალებთ ჩვენს შვილებს ან რეპეტიტორებთან რატომ ვყრით ფულს, რატომ ვნერვიულობთ, რა აზრი აქვს ყოველივე ამას?!

დავუშვათ მოხვდა ჩვენი პირმშო იქ, სადაც ძალიან სურს მოხვედრა! კარგი, 100-პროცენტიანს თუ არა, 70-პროცენტიან დაფინანსებას მაინც მიიღებს… მერე?

მოდი, მივყვეთ უფრო გასაგებად და თანმიმდევრობით:

ვინც კარგად მიცნობს, აუცილებლად გაუკვირდება, რატომ ვითხოვ მე, მგზნებარე, თავგადაკლული თსუელი ბაკურ სვანიძე, ქართველების საამაყო ცოდნის ტაძრის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმებას. იქნებ იფიქროთ, რომ ეს ხუმრობაა? არა, ამჯერად ამ უმაღლესი სასწავლებლის, და ზოგადად ყველა ქართული უმაღლესი სასწავლებლის, გაუქმებას სრული სერიოზულობით მოვითხოვ!

მიზეზი, ჩემი აზრით, ნათელია და აბსოლუტურად ლეგიტიმურიც _ განა ასეთ დამცირებულ, უფუნქციო, უაზრო არსებობას, არ სჯობს საერთოდ არ არსებობდეს საქართველოსთვის ოდესღაც ასე საამაყო უნივერსიტეტი?

თუმცა სიტყვა “ოდესღაც” ამ შემთხვევაში ნამდვილად არ მიგვანიშნებს საუკუნეების წინანდელ ამბავზე და ეს მით უფრო გულდასაწყვეტია. აკი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგერ, 20 წლის წინათ მართლაც საამაყო, საფიცარი იყო და, არათუ რეგიონში, შეიძლება ითქვას, მსოფლიოშიც კი ერთერთი სამაგალითო უმაღლეს სასწავლებლად ითვლებოდა.

დღეს კი რა ხდება? მიდის თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრაზე განათლების მინისტრი ან პრემიერმინისტრი, ან რომელიმე სხვა “მოღვაწე”, ან სულაც ჩვენი ქვეყნის “მამა-მარჩენალი” მილიარდერი და ფორმალური, გაცნობითი ხასიათის კითხვა-პასუხის შემდეგ სტუდენტებისადმი მიმართვას ასე ამთავრებს: “როდესაც გაივლით სრულ კურსს ამ უნივერსიტეტში, შემდეგ აუცილებლად უნდა გაემგზავროთ უცხოეთში, რათა ღრმად და საფუძლიანად დაეუფლოთ თქვენს პროფესიას, მიიღოთ უფრო დიდი ცოდნა და შემდეგ დაბრუნდეთ სამშობლოში, ჩვენ კი გარანტიას გაძლევთ, რომ უცხოეთში განათლებამიღებული საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება კარგი სამსახურითა და გარანტირებული მომავლით!”

რას ნიშნავს ეს?

ფაქტობრივად, იმას, რომ ისწავლი თუ არა თბისილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არავითარი აზრი არ აქვს, თუკი უცხოეთში არ გაემგზავრები და იქიდან არ ჩამოიტან რომელიმე უმაღლეს სასწავლებელშიგავლაგამოვლის დამადასტურებელსერტიფიკატს.

დიახ! სწორედ “გავლა-გამოვლის დამადასტურებელ სერთიფიკატს” და არა რეალურ დიპლომს, რადგან აქედან წასულ “გენიოსთა” უმეტესობა უცხოეთში ძირითადად 3 ან 6-თვიან კურსებს გადიან და შემდეგ იტყუებიან, უცხოეთში დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელიო.

უბედურება კი არის ის, რომ არც კი არსებობს რაიმე გარკვეული შეზღუდული ჩამონათვალი უცხოური უნივერსიტეტებისა, რომელთა დამთავრებაც ან იქ რაიმე კურსის გავლაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავლილ სრულ კურსზე უპირატესად რომ ჩაითვალოს. არა, ბატონო! ევროპის ნებისმიერი ქვეყნის, ამერიკისა თუ კანადის ნებისმერი უმაღლესი სასწავლებლის არათუ აუდიტორიაში, არამედ დერეფანში ერთხელ შეხედვაც კი საკმარისია, რომ ვინმე ფულიანი ოჯახიდან გამოსულმა სულელმა უქონელ, მაგრამ გონიერ, ქართულ უნივერსიტეტდამთავრებულზე მაღლა დაიჭიროს თავი!

და თანაც, მისი ცარიელი თავის მაღლა დაჭერას კვერი დაუკრას და ხელი შეუწყოს მთავრობამ, სახელმწიფომ და ყველა “ვერწასულს” გვითხრას, _ აი, ჭეშმარიტი პროფესიონალი, რომელმაც სამჯერ თუ ოთხჯერ გაიარ-გამოაირა პენსილვანიის, ტორონტოს, სორბონის, ლაიპციგისა თუ კიდევ რომელიღაც უნივერსიტეტში და ამიტომ ის უნდა დაინიშნოს მაღალ თანამდებობაზე მაღალი ანაზღაურებითო. შენ კი საწყალი, საცოდავი, დაჩაჩანაკებული თბილისის სახელმწიუფო უნივერსიტეტის (ან სხვა ნებისმიერი ქართული უმაღლესი სასწავლებლის) კურსდსამთავრებულო, რადგან ოჯახს არ ჰქონდა სახსარი, შენთვის უცხო ენა უმაღლეს დონეზე ესწავლებინა და მერე სადმე საზღვრებს გარეთ გაეგზავნე, დაჯექი ახლა და ეხვეწე, აი, ამუცხოურად განათლებულს”, რომ როგორმე გაიღოს მოწყალება და სამსახურში მიგიღოს.

როგორ, ილია ჭავჭავაძე, ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი და სხვა უდიდესი მოღვაწენი განა ამისთვის ცდილობდნენ თბილისში უმაღლესი სასწავლებლის დაარსებას?! მათი არგუმენტი ხომ სწორედ ის იყო, რომ ხელმოკლე ქართველებს ჰქონოდათ საშუალება, სამშობლოში მიეღოთ სრულყოფილი (ხაზს ვუსვამ) უმაღლესი განათლება და არ დასჭირვებოდათ მაინცდამაინც პეტერგბურგში, ვენაში, ბერლინში ან რომში გამგზავრება?!

დღეს კი ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს სიამაყეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მხოლოდ ევროპულამერიკული უნივერსიტეტების ერთგვარიქვეკოლეჯისდატვირთვა აქვს და მის დამთავრებას, როგორც გამოდის, არც კი აქვს არანაირი აზრი.

წესით, მთავრობა, სახელმწიფო მოწადინებული უნდა იყოს, რომ სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე, სხვა ტრადიციული ქართული უმაღლესი სასწავლებლების პრესტიჟზე იზრუნოს. თუკი ვინმე მოიტანს იმ არგუმენტს, რომ თსუში რეალურად არ არის სწავლის მაღალი დონე, პასუხად ვეტყვი _ საქმეც ეგაა, რომ სწავლის დონის ამაღლებაზე უნდა ვიზრუნოთ და არა ახალგაზრდების უცხოეთში გარეკვაზე(!).

მით უმეტეს, რომ ამ უნივერსიტეტს, ასევე, არაერთ სხვა ქართულ უმაღლეს სასწავლებელს, ნამდვილად აქვს საამისო ტრადიცია. 2004 წლიდან სწორედ ამიტომაც მოხდა განუკითხავი და უსამართლო თავდასხმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. ეს დაწესებულება იყო ბოლო ბასტიონი, რომელიც დიდი გაჭირვებით დასცა .. ვარდების რევოლუციამ. ამ უწიგნურთარევოლუციისპირველმა დარტყმითმა ტალღამ ყველა და ყველაფერი გადათელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა. სწორედ ამიტომ მოგვიანებით განსაკუთრებით ძლიერი, სპეციალურად მომზადებული უსამართლო და ცილისმწამებლური ნიაღვარი დაატყდა თსუ.

კორუფციასა და მექრთამეობაში კოლექტიური ბრალდებით საუნივერსიტეტო საქმიანობას ჩამოაშორეს ღვაწლმოსილი, პროფესიონალი, დამსახურებული ლექტორების 90 პროცენტი და თსუ გამოტენეს ლაწირაკი გოგობიჭებით, რომლებსაც არც პედაგოგიური პრაქტიკა ჰქონდათ და არც შესაბამისი ცოდნაგანათლება, არც ინტელექტი და არც გამოცდილება. მათი ერთდაერთიპლუსისწორედ ის იყო, რომ სადღაც, უცხოეთის რომელიღაც სასწავლებელში ორჯერ შეიხედეს დერეფანში.

მავანს უცხოეთში სწავლის კატეგორიული წინააღმდეგი რომ არ ვეგონო, ამიტომ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: კი, ბატონო, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა აქვს, წაბრძანდეს და ისწავლოს! უბრალოდ, ეს არ უნდა იყოს ვინმეს ვინმეზე უპირატესობის უპირობო არგუმენტი; მით უმეტეს ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სახელმწიფო დონეზე გაფეტიშებული რაიმე სტატუსიუცხოეთში განათლებამიღებულისადა ამ სტატუსის მქონეს არ უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული პრივილეგიები.

ეს მომავლისთვის გზის მიცემა, მომავლის შენება და განვითარება კი არა, მომავლის საბოლოო დასამარებაა, დაღუპვა და განადგურება!

კი, ბატონო, ისწავლოს მავანმა შეძლებული ოჯახის შვილმა უცხოეთში, ჩამოვიდეს და სრულიად თანაბარ პირობებში, თანაბარი სტარტით და კონკურენციით დაუმტკიცოს ადგილობრივ კადრებს, რომ იგი რაღაცით მეტია მათზე! და არა ისე, რომ ჩამოვიდა ვიღაც სულელი, რომელმაც, კიდევ ვიმეორებ, ორჯერ შეიხედა რომელიღაც უცხოური უმაღლესი დაწესებულების დერეფანში და ამის გამო პირდაპირ, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე, უპირობოდ უნდა ვაღიაროთყველაზე ჭკვიანადამა თუ იმ სფეროში.

სამწუხაროდ, არც იმის კონტროლი არსებობს, უცხოეთიდან მავანთა მიერ ფრიალფრიალით ჩამოტანილიდიპლომებიმართლა სრული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომებია, თუ 3 ან 6-თვიანი კურსებისმოსმენისსერტიფიკატი.

ვიცნობ არაერთ ასეთ “უცხოურად განათლებულს”, რომლებიც სულ 2-3 წელიწადს იყვნენ საზღვარგარეთ და უკან დაბრუნებულნი უტიფრად გვიმტკიცებენ, რომ იქ რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრეს და თანაც წარჩინებით. არადა, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთ უნივერსიტეტი, რომელშიც სრული უმაღლესი კურსი 2-3 წელიწადში ისწავლებოდეს, ხოლო მართლაც სერიოზული და სახელმოხვეჭილი უნივერსიტეტების სრული დიპლომის აღებას ზოგჯერ 7-8 წელიწადიც კი სჭირდება.

მაშ, საიდან ამდენი 20-25 წლისუცხოურად განათლებულიგოგობიჭების ცვენა?!

დიდი აკაკი წერეთლის არ იყოს, რომელსაც ნიშნისმოგებით უთხრეს, _ შენ რომ ერთ კაცზე ამბობდი, ძალიან სულელიაო, იცი, რომ უცხოეთში წასულა სასწავლებლადო?

_ უი, დავიღუპეთო! _ შეიცხადა აკაკიმ.

_ რატომო? _ გაუკვირდა მოსაუბრეს.

_ აქამდე მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, რა სულელიც იყო და ახლა უცხოეთშიც გაიგებენ და თავი მოგვეჭრებაო! _ დამწუხრებული სახით უპასუხა თურმე დიდმა პოეტმა.

მოდი, მეც გაჭრილად და პირდაპირ ვიტყვი: უცხოეთში განათლებამიღებულ არაერთ სულელს ვიცნობ პირადად და სულაც არ მინდა, ჩემი ქვეყნის ბედს ასეთი სულელები განაგებდნენ!

დიახ! უცხოეთში განათლების მიღება სულაც არ ნიშნავს უპირობოდ ვინმეს გენიოსობას, განსაკუთრებულობას, გამორჩეულობას, ინტელექტს და გიონიერებას.

არ შეიძლება საზოგადოება და, მით უფრო, სახელმწიფო, მთავრობა იმ დონის, პირდაპირ ვიტყვი, გოიმი იყოს, რომუცხოეთში განათლების მიღებააღიაროს ძირითად პრიორიტეტად და უცხოეთიდან დაბრუნებულ სტუდენტებს უყუროს, როგორც რაღაც არამიწიერ არსებებს და მათი თაყვანისცემა მოსთხოვოსბანძ ქართულ უმაღლესებშიგანათლებამიღებულ, მართლაც მონდომებულ, უნიჭიერეს, ცოდნას მოწყურებულ, მაგრამ ხელმოკლე და უცხოეთში წასვლის ვერშემძლე ახლაგაზრდებს.

ვიცი, უამრავ “საპირწონე” არგუმენტს მომიყვანს ზოგიერთი _ აქაოდა, ხელმოკლეობა არაფერ შუაშია, სახელმწიფო ნებისმიერ ხელმოკლეს შეუწყობს ხელს უცხოეთში გამგზავრებაში, ამის შესაბამისი პროგრამები არსებობსო და ა. შ.

არ გინდათ, რა!

ყველამ ხომ ძალიან კარგად ვიცით, ვისაც შეუწყობენ ხელს, ვის დააფინანსებენ და როგორც მოხდება ეგ ყველაფერი

სიმართლის გარკვევის ყველაზე საუკეთესო საშუალება თანაბარი სასტარტო პირობები და ჯანსაღი კონკურენციაა.

მანამდე კი იმაზე ვიზრუნოთ, რომნაცებისმიერ პოლიტიკური მოტივით ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში შეყრილიგაპროფესორებულიუვიცები, რომლებიც სწორედაც რომ უცხოური განათლებითგვემარიაჟებიანდა ამ დროს სრული რეგვნები გახლავან, როგორმე გამოვდევნოთ იქიდან და ასპარეზი მართლაც ღირსეულ, გონიერ პედაგოგებს მივცეთ.

აი, ასე უნდა მოვიქცეთ, იმის ნაცვლად, რომ სამთავრობო დონეზე ვიძახოთ, _ ამ ქვეყანაში სამსახური, დაფასება, ხელშეწყობა, უზრუნველყოფილი მომავალი და გარანტირებული კარგი ცხოვრება მხოლოდ იმათ ექნებათ, ვინც უცხოეთში წავა და იქ მიიღებს განათლებასო.

ეს, პირდაპირ ვიტყვი, სახელმწიფოებრივი დანაშაულია!

და, თუკი მაინც არ მეთანხმებით, მაშინ მიპასუხეთ: რა ჯანდაბად გვჭირდება ეს ამაყად გამოცხადებულისაერთო ეროვნული გამოცდები”? რაღაზე ვაწვალებთ ჩვენს შვილებს? რაღაზე ვიხდით თანხებს მათი საგამოცდოდ მომზადებისთვის? მოდი, სკოლის დამთავრებისთანავე პირდაპირ გავუშვათ უცხოეთში შვილები და საერთოდ გავაუქმოთ დიდი ილია ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა მიერ დაარსებული. დღემდე ამაყად მდგარი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. რამდენი უნივერსიტეტელის გულისტკივილი ამოთქვით,ბაკურ!სადამდე უნდა ვიტრიალოთ ,,ამაოების ბაზრად\\\’\\\’ქცეულ ამ ჯადოსნურ წრეში,რასაც ჩვენი შვილების ამაო უმაღლესი განათლების მიღება ჰქვია – ქვეყნის უგუნური პოლიტიკით ამაოებადქცეული განათლებით.ვის ვაყრით თვალში ნაცარს? -თავზე ვიყრით დაყველანი ნაცრით ვართ შეგუნგლულები ასეთი ინერციული და არაფრისმომცემი განათლებით…

    უნივერსიტეტიდან გამოუშვეს ნოდარ ტაბიძე და მის ადგილას დავით პაიჭაძე დასვეს! -და ასეთი მარაზმი სისტემად აქციეს! -მივიღეთ ის,რაც მივიღეთ…

  2. თქვენ გაიხარეთ, ამას ვფიქრობ სულ ათი წელია იტალიაში ვარ და ჩემი შვილიშვილები სკოლაში შესვლის დღიდან მოყოლებული ემზადებიან.

  3. ყოველთვის ინტერესით ვეცნობი თქვენს სტატიებს! თითქმის ყველა მომწონს, მაგრამ ეს განსაკუთრებით ძლიერია! ძალიან მწვავე პრობლემას შეეხეთ ბაკურ და ყველა პრობლემა გააშიშვლეთ. სანამდე უნდა დაიხრჩოს საქართველოს მომავალი ამ სნობების, რეგვენების და კონფორმისტების ბუღში?!

  4. სრული სიმართლეა რასაც წერთ ბატონო ბაკურ. მათ, ვისაც ქვეყანაში რაიმეს შეცვლა შეუძლიათ და ევალებათ განათლების კუთხით, ეს საკითხი არ აინტერესებთ. მათთვის განათლების სისტემა მომგებიანი ბიზნესია, საკუთარი შვილების განათლება კი საზღვარგარეთ შეუძლიათ. ჩამოიყვანენ მერე მართლაც რომ დერეფანში გავლილებს და დაუჯენენ უფროსად ჩვენს ეროვნულგამოცდებჩაბარებულ გრანტანაღებ შვილებს და აყურებინებენ ზემოდან………….. შარშანწინ სანიკიძემ დიდის ამბით ამცნო საზოგადოებას 21 პრიორიტეტული ფაკულტეტი, სახელმწიფოდან ფინანსდებაო, მერე ღარიბაშვილმა იმეორა ამაყად, აღმოჩნდა რომ ზოგი ფაკულტეტი მაგალითად ვეტერინარია საერთოდ არ არსებობს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ანუ ,,აფინანსებდნენ“ არარსებულ ფაკულტეტს. მივმართეთ შეკითხვით განათლების სამინისტროს და პასუხი ასეთი იყო, თუ ოდესმე რომელიმე სახ. უნი დაარსებს ამ ფაკულტეტს მერე დავაფინანსეთ, მანამდე წახალისების მიზნით ჩავწერეთო……… ესაა მათი ლოგიკა, საზღვარგარეთ ნასწავლი.

  5. ფიქტიური, ბუტაფორული სახელმწიფო გვაქვს და არა მარტო განათლებაში, არამედ მეცნიერებაში, საკანონმდებლო, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც იგივე მდგომარეობაა. რომელი კანონი და მისი აღსრულება პასუხობს ხალხისა და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს? მთლიანად უცხოეთის კარნახით იმართება ჩვენი ქვეყანა და ასევე შეიძლება გავაუქმოთ ეს მარიონეტული ინსტიტუტებიც. მათ შორის ჩაწყობილი არჩევნებიც..

  6. აბსოლიტური სიმართლეა, სამწუხაროა მაგრამ სწორედ მსგავსი მდგომარეობაა.

  7. ყოჩაღ, \\\”ბნელო ღრუზინო\\\” ისე, რა ბედნიერი იქნებოდა საქართველო, შენისთანა \\\”ბნელი ღრუზინები,\\\” ცოტა მეტი რო ჰყოლოდა! სერიოზულ პრობლემას იხილავთ, თითქოს ჩემს გულში იჯდაო, ისე თქვით მრავლის სათქმელი! ერთი ცნობილი ფირმიდან, ჩემი კომაროველი მეგობარი დაითხოვეს მთავარი მენეჯერის პოსტიდან. ის კაცი, 1967 წლის დამთავრებულთა შორის უძლერეს ხუთეულში შედიოდა! ოქროს მედალზე დაამთავრა ეს სასწავლებელი, წითელ დიპლომზე-სტუ, დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები…. რაში გამოადგა თორე…როცა მეპატრონეს ვკითხე, ამ კაცს რას უწუნებთ, რატომ გაუშვით მეტქი და…კოლექტივს ვერ შეეწყოო!! კაცმა ააწყო საქმე, ახლა უკვე დებილსაც შეუძლია გააგრძელოს და რაში გადაიხდიდა მაღალ ხელფასს?

  8. საერთოდ პროფესიონალები ვის აინტერესებს,გინდ უცხოეთში დამთავრებული ჰქონდეს და გინდ საქართველოში.თსუ-ში სასურსათო საქონელმცოდნეობის სპეციალობით ყოველწლიურად 50 სპეციალისტს უშვებდენ.ახლა ეს ხალხი ყველა ან უმუშევარია,ან სხვა თანამდებობაზე მუშაობს.სურსათის ხარისხის კონტროლი კი ვეტერინარებს ევალებათ.უცოდინრობის ბუმია ქვეყანაში და უბედურება ისაა,ვინც უნდა ხვდებოდეს ამას,სწორედ ისინი არ არიან გაგებაში.

  9. ზუსტად საგანგაშო მდგომარეობაა.რამდენი უნივერსიტეტელის ტკივილი გადმოეცით,ყოჩაღ,გაბედულებისა და გულისხმიერებისათვის! აფსუს,უნივერსიტეტო!!

  10. ზუსტად თვენსავით ვფიქრობ სიტუაციის შეფასებასთნ დაკავშირებით -სისტემა კარგად დაშალეს მაგრამ ახლის და პროდუქტიულის აშენებას დრო და სურვილი სჭირდება სხვა დანარჩენთან ერთად -პატრიოტიზმიც დიდი დოზით!

  11. ვაი, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა რასაც წერთ. ეროვნული გამოცდების ცენტრი ატარებს აბსოლუტურად ყველა ტიპის გამოცდებს საქართველოში და მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად იციან რომ არც საატესტატო და არც მისაღები გამოცდების არსებული ფორმა ვერ ასახავს რეალურ ცოდნას მაინც ამაყობენ და აგრძელებენ თავის მოტყუებას. სკოლაში სწავლობს კლასში მაქსიმუმ 10 მოსწავლე და სტუდენტი ხდება 35 მოსწავლიდან 34 საიდან? თუ ერთ წელიწადში შეიძლება აითვისოს მოსწავლემ 12 წლის მასალა? რა თქმა უნდა არა. უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრილი მოსწავლეების უმეტესობა იმდენას სუსტია, რომ მათ სწავლებას არ ჭირდება ისსახელოვანი მეცნიერები რომლებიც ჩვენ გვასწავლიდნენ( გულიც გაუსკდებოდათ).
    ისე მე მაინც ვამაყობ რომ უნივერსიტეტელი ვართ მეც და ჩემი შვილებიც.

  12. თავიდან ბოლომდე სიმათლეა, მაგრამ რა ქნას უნივერსიტეტმა, როცა მისი სტუდენტების უმრავლესობა ოთხ საგანზე გაწაფული კრუხი რეპეტიტორის გამოზრდილი მთლიანად დამოკიდებული და უსუსური წიწილებია? დაესწარით ერთ ლექციას მაინც ნებისმიერ ფაკულტეტზე. დაუკვირდით, რამდენი სტუდენტი აკეთებს ჩანიშვნებს რვეულში (საეროდ აქვს კი რვეული?). რომ ჩაინიშნო, ამისი უნარი უნდა გქონდეს. მშობლები კი დარწმუნებული არიან, რომ გადაიხდიან რეპეტიტორებს ფულს (საშალო სკოლა ვის ახსოვს), მათი შვილები, ჩააბარებენ “ეროვნულებს“ და თუ გრანტსაც გამოკრავენ ხელს – აშენდა ბაბილონი! უცხოეთის უნივერსიტეტებში სტუდენტები სასწავლებლად დადიან და არა სალაზღანდაროდ. ლექცია ლექციას გავს და გამოცდა გამოცდას. ჩვენი იქ წასული სტუდენტების უმრავლესობა იქ ვერ სწავლობს? რამდენიმეთვიან სტაჟირებებს კი სწავლაში ვერ ჩათლით. დაანებეთ თავი უნივერსიტეტის ლანძღვას და მიხედეთ სკოლას, მშობლებს!

  13. სამწუხაროდ, გეთანხმებით!
    თსუ-ს თანამშრომელი გახლავართ და კონკურსზე უმაღლესი ქულების მიუხედავად მთელი სამეცნიერო ჯგუფი დავიბლოკეთ ნაცების დროს, როგორც პოლიტიკურად ანგაჟირებული, რადგან მათ მიერ ჩადენილი \\\”საგმირო საქმეები\\\” არ მოგვწონდა და ამას ღიად ვაცხადებდით.

  14. ასეა ეს ბატონო ბაკურ, სამწუხარო რეალობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს…. პოლიტიკურია თუ აპოლიტიკური ეს ყველაფერი ნათლად ჩანს… მიზეზი უნდა იქნეს დასახელებული რათქმაუნდა და ისიც, რომ ეს ყველამ ერთად უნდა მოვაგვაროთ… (რომელი პარტიაა? ) ამის გარეშე… თანასწორი ყველა…

  15. გეთანხმებით სრულად ბაკურ,ჩვენ ერთი დროის სტუდენტები ვართ მე მახსოვხართ უნივერსიტეტიდან და მიხარია გულწრფელად ეს დაწერეთ.

  16. სამწუხაროდ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ და არც უჩანს უკეთესობის პირი. ცოტა ხანში კიდევ უარესი იქნება. საერთოდ აზრი არა აქვს ამ მათხოვარ ქვეყანაში ბაკალავრს დაამთავრებ თუ დოქტორანტურას. მთავარია გქონდეს მედროვეობის, აფირისტობისა და მეძავეობის ალღო.

  17. 100% კარგად ხანია ასეთი სიმართლე არ მომისმენია. იქნებ შეისმინონ საქართველოს მომავალზე შეწუხებულმა ხელისუფლება,თუმცა ისინი ხომ ასეთ სტატიებს არ კითხულობენ,არ სცალიათ.

  18. ძალიან მტკივნეულია რაც დაიწერა თსუ- იყო, და იმედა იქნება ცოდნის ტაძარი. ზოგდად კი მდგომარეობა მართლაც უნდა გამოსწორდეს……

  19. erovnul gamocdebshi var da titoeul sesiaze shemosuli 15 aplikantidan 4-5 wers tavaugeblaf.danarcheni gadawerus an ar vici ris imedaa mosuli….mere ki yvela sadgac chairucxeba da vai im charicxvas da swavlas.magram aq im 4-5 mondomebul da mshromel bavshvzea kaoaraki.sruluad vetanxmebi sratiis avtirs.ratom unda uyis prioriteti ucxoetis romelime saswavleblis 2-3 tvuani diplomi chvens universitetze magali donis da ratom ver unda imushaos kargma ganatlebulma axalgazrdam karg poziciaze mxolid initom rim araaqvs ragac gaurkveveli warmoshobis ucxouri xiplomi? Da chveni ganatlebuli da unichieresi axalgazrdebi \\\”gudvilebshi\\\” da \\\”centralebshi\\\” tu \\\”molebshi\\\” midian samushaod sxva gza ro araaqvt da magistvus ra sachiroa UNIVERSITETIS DIPLOMI? Sashualo an teqnikuri ganatlebac sakmarisia absolurlturad.

  20. თქვენ გაიხარეთ ეს არის ჩვენი კუდაბზიკობა , ისინი აღიარებენ ჩვენ განათლებას, და ჩვენ თუ ინგლისური არ იცის მოვისვრით

  21. RA SIMARTLES BRZANEBT DA RA SAMCUXAROA ROM IMEDIC AR ARIS IMISA ASE AGAR GAGRZELDES SCAVLA DAPASDES DA ISEV ISETI YVELAZE SAOCNEBO SAAMAYO GAXDES UNIVERSITELOBA… NISHANI IMISA, ROM IS VINC IQ MOXVDEBA MARTLAC UZLIERESIA CODNIS MXRIV DA GIRSEUL SAIMEDO MOMAVAL TAOBAD MIICHNEVS QVEYANA,…MAGRAM QARTULI XOM YVELAPERI TUNDAC UMAGLES MCVERVALZE MDGOMI DGES YVELAZE DABALI DONEA DA GOIMURI …AM UKVE MENTALITETAD CHAMOYALIBEBUL SHEXEDULEBAS VINGA SHEZLEBS ROM MOERIOS GMERTMA QMNAS AMIN

  22. srruli simartlea daamtavra universitetic magistraturac magram rad ginda gaiare gamocxadebul samsaxurebshi testireba iqac aravin gigebs imitom rom winaswar ukve dakavebulia nacnobobit movaleobis gulistvis acxadeben vakansiebs romelic winaswaraa dakavebuli amas albat araferi ar gamoasworebs

  23. ყველა ზემო ნათქვამს სრულად ვეთანხმები.
    „დაავადება“, რომელიც გვჭირს სკოლებიდან იწყება და უმაღლეს სასწავლებლებში ვრცელდება. მისი მოცილებაც სწორედ ამ თანმიმდევრობით, ან ერთდროულად უნდა მოხდეს.

  24. მე ბევრი ქართული ბიზნესი ვიცი, სადაც ობიექტურად ტარდება მიღების პროცედურა და უცხოეთშიგანათლებამიღებულ ახალგაზრდებს უპირობოდ ჯაბნიან საქართველოში განათლებამიღებულები, თუმცა სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ მათ თსუ-ში ნამდვილად არ უსწავლიათ.

  25. 1000000%. სიმართლეა.
    ჩვენ თვითონ ვანადგურებთ აქ ქართულ ზნეობას და მორალს.რომელსაც მსოფლიოში ანალოგიც კი არ მოეძებნება.
    კეთილი სურვილებით კონსტანტინეს.

  26. ზოგადად, მთეი საქართველო წყალს ნაყავს, ნიღბებით დადის და მსახიობობია

  27. მწარე სიმრთლეა ! ასე იყო 20 წლის უკანაც განადგურებული და ბევრი კარგი და მონდომებული სტუდენტი ვერ ხვდებოდა 1-2 ქულის ან ფულის გარეშე ! ბევრს დაგვწყვიტა გული მაგ უნივერსიტეტმა და მაქაურმა გაზულუქებულმა პროფესურამ ! ზუსტად მაგათმა დააკარგინეს ფასი 20 -25 წლის უკან და ,,ბუად\\\’\\\’ გადააქციეს ! ეეჰჰჰ..მაინცვერ მოვხვდებითო უიმედოდ ამბობდა უამრვი მოსწავლე და ხშირშემთხვევაში საბუთებიც არ შექონდა! არადა იგივე 7-ლარიანი პროფესორები იგივე ტექსტებს სხვა კერძო ინსტიტუტებში კითხულობდნენ 100$-ად!დიპლომის ყდაც ერთნაირი იყო იმდროინდელ პერიოდში .ერთი სიტყვით მარტო მთავრობების ბრალი არ იყო მიზანმიმართული გაუბრალოება ! პროფესურაც მადიანად იჯიბავდა ! ბიზნესმენებივით ცხოოვრობდნენ სტუდენტების უტვინო თავების და მშობლების ხარჯზე ! მართლც ან დახურეთ და ან გააღეთ დაფასებულად და სათნადოდ !!!

  28. ეს არის ბებო შენი ნაქები \\\’ცოდნის ტაძარი\\\’ მესმის ჩემი შვილიშვილის, იმედგაცრუებული სიტყვები……ეს ჩემთვის ტრაგედიაა……მისაღებ გამოცდების ანკეტის შევსებისას 2-3-მი მიუთითე მეთქი\\\’რას ამბობ ბებო ,მე საერთაშორისო სამართალი მინდაო\\\’….და ჩაირიცხა გრანტით,მაგრამ რა….დაამთავრა ბაკალავრი ,აგრძელებს მაგისტრატურას …მერე რა? უცხოეთში სამთვიანი,\\\’ზეგანათლებული\\\’ე.წ \\\’უნარჩვევებით\\\’ განსწავლული \\\’კაბინეტშიც არ შეუშვებს…..სად ვეძებოთ სიმართლის სამართალი……./\\\’გაუქმება\\\’ გამოსავალი არ არის!…

  29. ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ თსუ-ში ვინც დღეს მუშაობს, იმ პედაგოგების მოწაფეებია,რომელებიც უნივერსიტეტიდან გაუშვეს. ანუ ,,ადგილობრივი\\\’\\\’ კადრები, კარგიც და ცუდიც.ეს ხალხი ციდან არ ჩამოფრენილა და არც უცხოური უნივერსიტეტებიდან მოსულან. მე თავად თსუ-დან გახლავართ და შესანიშნავად ვიცი შიდა სამზარეულო. როგორ და ვინ რჩებოდა ასპირანტურაში80-90 იან წლებში. ამ სტატიის მიზანი ცხადია- განაქიქოს უცხოეთში სასწავლებლად წასული ახალგაზრდები. მეტი არაფერი. სრულიად არაფერი.სამწუხაროა, მაგრამ ყველა ტიპის რეფორმა თსუ-ში კრახით დასრულდა.

  30. ბატონო ბაკურ, ძალიან კარგად აღწერეთ ის უბედურება რაც საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემას სჭირს. მინისტრები წარმოუდგენელი სისწრაფით იცვლებიან , მაგრამ მაინც არაფერი იცვლება უკეთესობისკენ. ჩვენს უნივერსიტეტებში იმდენი ნიჭიერი ახალგაზრდა სწავლობს, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები იამაყებდნენ ასეთი ახალგაზრდებით. ჩვენ კი მათ ფაქტიურად ქვეყნის დატოვებისკენ ვუბიძგებთ, ნიჭიერები და განათლებულები უკან აღარ ბრუნდებიან.

  31. სრული სიმართლეა მყავდა სამთვიანი ლიცენზიიანი გენერალურები უფროსებად, რომლებიც არავისზე მეტი არ იყვნენ, თუ პირიქით არა. ხოლო განათლების სისტემა რომ სერიოზულად მისახედია სკოლიდან დაწყებული ბოლომდე ეს ყველამ იცის, მაგრამ…რა მარტო ლაპარაკი საქმის ნაცვლად.დააწერინეს დვალს კონცეფცია და რომელ უჯრაში დაიმარხა ვინ იცის,

  32. საქართველოს, ხომ არა ჰყავს მთავრობა. იქ ვინც მტავრობის სკამებზე ზიან, მოსყიდული მტრები არიან საქართველოსი. უნივერსიტეტი კი არ უნდა გავაუქმოთ ,
    არამედ დღევანდელი საქართველოს მთავრობა უნდა გავაუქმოთ. რა არის აქ გაუგებარი ? ქვეყანას მართავს მტერი საქართველოსი. დღეს ომი მიდის არა ფიზიკური შებრძოლებით, არამედ უნარებზე ზემოქმედებით, თეორიის მარტვით, სულელების გამოყენებით. ამას ბოლო უნდა მოეღოს ! დღეს საქართველოს მამაკაცებო ჩლუნგები გახდით, ოჯახს ვერ მართავთ, გაატიტვლეთ ცოლები და შვილები! თქვენაა, რომ ქვეყნის მართვას შესძლებთ?! უცხოურ ვალუტას დახარბდით, ეთაყვანებით. თვით ქართველი მამაკაცია დღეს მოღალატე ხმას რომ არ იღებს და არც მოქმედებს ! ვერ გაუვიდა ვერაფელი დემეტრე თავდადებულს თავის უტვინო ერთან და ჩაბარდა მტერს ! თავი ჩააბარა წამებას, სიკვდილს, ერი რომ გამოეფხიზლებინა ! დღეს ამ უტვინოთა შთამომავალნი დემეტრე თავდადებულს წმინდანად აღიარებენ. დღეს დემეტრეც რომ არა გვყავს? ვინ გაიმეტებს თავის თავს სამსხვერპლოდ ?!

  33. შენ კი გენაცვალე შენა. ჩემს სიმს შეეხე. მე საკმაო ასაკის, პოლიტექნიკურ ინსტიტუტდამთავრებული შეჯბრში ვიწვევ ყველა უცხოურგანათლებულს და ყველა მთავრობის წევრს (ძირითადად მეთაურებს), თუ ზოგად უნარებში მაჯობებენ, ან ჩემს სპეციალობაში, აგრეთვე ეკონომიკურ დისციპლინებში, მსოფლმხედველობაში, სტრატეგიულ პროგრამირებაში და კიდევ ზოგიერთ წვრილ-წვრილ, მაგრამ საჭირო სუბსტანციებში, მზად ვარ სახალხოდ ტრაკზე ვაკოცო გამარჯებულს, ან მან მაკოცოს სახალხოდ იმავე ადგილზე. ამათ ისე გააბანძეს განთლების არსი, რომ მეტად ადვილი გახდა მათი აზროვნების გაშიფვრა. რეგვენნი იბრძვიან იმით, რასაც უკეთ ფლობენ-გოთვერნობით.

  34. ის უნივერსიტეტი, რომელიც გრივერ ფარულავას დათმობს და უფრო უარესი-აიძულებს,დატოვოს უნივერსიტეტის კედლები და სამსახური სადმე სხვაგან ეძებოს, დასახურია, აბა რა არის?!

  35. სიმართლე რომელიც გულს გვტკენს… ილია ამბობდაო რომ ქვეყანას 30 გონიერი ადამიანი ჭირდებაო… ილიას არ უთქვანს რომ 30 \\\”ფრანციცულის\\\” კარგად მცოდნე კაცი ჭირდებაო. სწორედ რომ უცხოური სერტიფიკატები იქცა ერთგვარ საზომად… განათლებამ დაკარგა აზრი რადგანაც ძირითადად პოლიტიკით ხდება კადრების შერჩევა და ე.წ. პოლიტაქტივისტები ხდებიან უფრო წარმატებულები, სამწუხაროდ ხშირად სწორედ პოლიტიკიდან იწყება ძირითადი ტრამპლინიც სერიოზული კერძო სექტორის ბიზნესშიც… პროფესიონალიზმს ზომავენ ინგლისურითა და პარტიული აქტივისტობით…სხვა ყველა დაკარგულია და ამიტომაა რომ უჭირთ კვალიფიციური კადრები

  36. მე კი ქართველი უდიპლომო მათემატიკოსი ვარ და უცხოეთიდან ბევრი მათემატიკოსი მიგზავნის მათთვის გაუგებარ საკითხებს.
    მსოფლიო მაშტაბით საკმაოდ ცნობილი ვარ, მაგრამ საქართველოში…

  37. სიმართლეა, გეთანხმებით, მაგრამ ჩვენი კი არ უნდა გავაუქმოთ, არამედ იქედან ჩამოსულ კარიდორჩაკუნტულებს ჩავაბარებინოთ სპეცტესტები აქაურებთან ერთად და ვნახოთ რა ვაჟკაცები ბრძანდებიან.

  38. Sruliad vetanxmebi, zustad mag universitetshi gadamekida bolo Wels Lektori, sadiplomo nashromshi qula ar damiweres, arc minimaliri. Komisiaze gavitane chemi prezentacia, magram mainc ar qna. Delakani da misi moadgileebic iq isxdnen, magram tyuilad. Chamiyares 4 wlis naswavli wyalshi da guli amicruvda universitetze, ucxoetshi gadmovsaxldi da sul gamovitane chemi sabuteni unidan

  39. მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშია ასეთი მდგომარეობა? ვფიქრობ ყველგან მსგავს პრობლემასთან გვაქვს საქმე.მის მოგვარებას გარკვეული დრო და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე განათლებული ადამიანები სჭირდება. განსაკუთრებით სახელმწიფო სტრუქტურებში. მლიქვნელებით და მედროვე ნაცნობ-მეგობრებითაა გავსებული სამსახურები, სპეციალისტები კი თამაშგარე მდგომარეობაში გვყავს. რა თქმა უნდა სასწავლო დაწესებულებები პირველ რიგშია მისახედი.

  40. მე ვამაყობ,რომ დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახისჰვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი!!! უნივერსიტეტი კი არ უნდა დავხუროთ-უნდა აღვსდგეთ იმის წინაშე,რომ უცხოეთში დამთავრებულებს პრივილეგიებს ანიჭებდნენ! ჩევნი პროფესიონალიზმით დავუდგეთ მათ წინ!

  41. უნივერსიტეტის გაუქმება კი არა მისი გამაუფასურებელის გამომზეურება უნდა მოითხოვოთ, ვინც განათლების განულებით არის დაინტერესებული, და ძალიან კარგად ძალუძს ეს საქმე შეუმჩნევლად აკეთოს, გამოააშკარავეთ ეს ერის მტერი თუ მტრები და გააძევეთ…

  42. მაპატიეთ, მაგრამ, ზოგიერთს ამ კომენტარებში \\\”?ძალიან განათლებულის\\\” პრეტენზია გაქვთ და ელემენტარულ ირონიას ვერ მიმხვდარხართ… თქვენ გგონიათ ავტორი მართლა უნივერსიტეტის დახურვას ითხოვს? აი თქვენნაირ უაზროებს რაზე უნდა ჰქონდეთ საერთოდ პრეტენზია? რა არაადეკვატურია ზოგი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here