Home რუბრიკები საზოგადოება “კაპიტალიზმის სისტემური კრიზისი _ იმანუელ ვალერსტაინის იდეების გარშემო”

“კაპიტალიზმის სისტემური კრიზისი _ იმანუელ ვალერსტაინის იდეების გარშემო”

1246

3 ივლისს საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალ Politicano-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრში საჯარო ლექცია გამართა თემაზე “კაპიტალიზმის სისტემური კრიზისი _ იმანუელ ვალერსტაინის იდეების გარშემო.

მთავარი მომხსენებელი გახლდათ ერთერთი გამორჩეული მემარცხენე ინტელექტუალის, იმანუელ ვალერსტაინის სამტომეულის _The  Modern World SyStem ის რუსულ ენაზე მთარგმნელი რუსი ეკონომისტი და სოციოლოგი ნიკოლაი პროცენკო, რომლის სიტყვით გამოსვლის შემდეგაც მემარცხენე ეკონომიკური მოსაზრებების გარშემო აქტიური დისკუსია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკის ექსპერტები და პოლიტოლოგები _ მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე, ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე, არასამთავრობო ორგანიზაციაგლობალური კვლევების ცენტრისხელმძღვანელი ნანა დევდარიანი, პროფესორი თამარ კიკნაძე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ურუზმაგ ქარქუსოვი, საინფორმაციოანალიტიკური პორტალისპოლიტიკანოსხელმძღვანელი გიორგი მდივანი და სხვები.

ქვეყანა ინდუსტრიულად ვერ ვითარდება, მაგრამ ხელისუფლებას გამოსავლის ძიება და ვითარების შეცვლა არ სურს

გიორგი მდივანი, საინფორმაციოანალიტიკური პორტალის Politicano ხელმძღვანელი:

_ როგორც დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა და რაზეც დღეს ყველა დასავლელი ეკონომისტი უკვე თანხმდება, კაპიტალისტური სისტემა ღრმა კრიზისშია. ასეთ შემთხვევაში რა გზები და გამოსავალი შეიძლება მოვნახოთ ჩვენ, რადგან ასეთ პირობებში აუცილებელია, გავითარებადმა ქვეყნებმა ალტერნატიული გზების ძიება დაიწყონ. საქართველოს მაგალითზე შეიძლება დავასკვნათ, რომ მსოფლიო ბანკისა თუ სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ქვეყანაში არ მუშაობს. რეალურად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, უმუშევრობა არ მცირდება, ეკონომიკური მაჩვენებელი კი მხოლოდ და მხოლოდ საცალო ვაჭრობის ხარჯზე იზრდება, რაც ქვეყანაში საჭირო სამუშაო ადგილების შექმნას ვერ უზრუნველყოფს.

ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, სააკაშვილის რეჟიმის ეკონომიკური პოლიტიკა არ შეცვლილა, რადგან ამის საშუალებას საქართველოს ხელისუფლებას არც მსოფლიო ბანკი აძლევს და არც სხვა დასავლელი პარტნიორები. ქვეყანაში ნეოლიბერალური დიქტატურა გრძელდება. კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ძალიან დიდი უპირატესობით სარგებლობენ და ქვეყანა ინდუსტრიულად ვერ ვითარდება, ეს ხელისუფლებაშიც კარგად იციან, მაგრამ გამოსავლის ძიება და ვითარების შეცვლა არ სურთ.

ქვეყანაში ეკონომიკური უთანასწორობა მასშტაბურია. პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო ლიდერია შემოსავლების უთანასწორობის მიხედვით. ცნობილია, რომ შემოსავლები ჩვენს ვითომ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში არადემოკრატიულად ნაწილდება. ერთ-ერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში იქნება პროგრესული საგადასახადო სისტემის შემოღება. ბევრი მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/prozenko.jpg

ვალერსტაინი დარწმუნებულია, რომ კაპიტალიზმს მომავალი არ აქვს

ნიკოლაი პროცენკო, ეკონომისტი, სოციოლოგი:

_ 2009 წელს, როდესაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, ბუნებრივია გამიჩნდა ინტერესი იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდებოდა მსოფლიოში. იმ პერიოდში ბევრი თავისუფალი დროც მქონდა და ვცადე ვალერსტაინის წიგნი _ The  Modern World SyStem მეთარგმნა.

წიგნის ტომები სხვადასხვა დროს გამოიცა. პირველი ტომი 1974 წელს, მეორე _ 1980, მესამე _ 1989, მეოთხე ტომი კი 2011 წელს დაიბეჭდა. მიუხედავად იმისა, რომ ვალერსტაინის პირველ ტომში საუბარია მე-16 საუკუნეზე, მას გარკვეული კავშირი აქვს ჩვენს თანამედროვეობასთან. საუბარი ეხება ერთგვარ ეკონომიკურ პარადიგმას, სოციალურ სისტემას, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ წარმოიშვა და ბევრი საერთო მახასიათებლით დღემდე მოაღწია.

რაც შეეხება წიგნის კონცეფციას, ორიოდე სიტყვით რომ ვთქვათ, ვალერსტაინი ამტკიცებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირი სულ უფრო მეტად ერთვებოდა მსოფლიო კაპიტალისტურ სისტემაში. ვალერსტაინის წიგნისადმი ინტერესი ბუნებრივია, არ არსებობდა არც საბჭოთა პერიოდში და არც მის შემდგომ, ინტერესი გაჩნდა მას შემდეგ რაც მსოფლიო კრიზისმა სულ უფრო გამოავლინა თავი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს რუსულ ენაზე მისი ნამუშევრების თარგმნა.

ჩემ მიერ წიგნის თარგმანზე მუშაობის დაწყება დაემთხვა მსოფლიო კრიზისის მწვავე პერიოდს, რომელიც. თუ ვალერსტაინს დავუჯერებთ, კაპიტალიზმისთვის უკანასკნელია. ვალერსტაინის ძირითადი სისტემის არსი არის ის, რომ კაპიტალისტური სისტემა სოციალურად გამუდმებით ფართოვდება და, როდესაც მოიცავს მსოფლიოს და აღარ დარჩება ადგილი გასაფართოებლად, დაიწყება კრიზისი, რაც კაპიტალიზმის კრახამდე და ახალი სისტემის გაჩენამდე მიგვიყვანს.

ვალერსტაინს უყვარს გამეორება, რომ ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, ექნება დასასრულიც. მთვარი კითხვა, რომელზეც ვალერსტაინმა შეძლო ეპასუხა, შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ _ როგორ გახდა მდიდარი ქვეყნები მდიდრები ხოლო რატომ მოხდა, რომ ღარიბი ქვეყნები ისევ ღარიბებად დარჩა? თუმცა, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ალბათ, მეორე კითხვას უნდა ვუპასუხოთ: როდის დაიწყო კაპიტალიზმი? ამ საკითხზე ვიცით, რომ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, მაგრამ დასავლურ მეინსტრიმულ ეკონომიკაში დომინირებს აზრი, რომ კაპიტალიზმის დასაწყისი მე-18 საუკუნის ბოლო და მე-19 საუკუნის დასაწყისია _ სამრწეველო რევოლუციისა და ინდუსტრიალიზაციის პერიოდი. ძირითადი სქემა ასეთია, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, ის აჩვენებს ნაკლებად განვითარებულს, როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას და ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გარკვეული პირობების შესრულების შედეგად იქცეს წარმატებულად. ეს მოსაზრება განსაკუთრებით პოპულარული იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მაგრამ თითქმის ყველა მცდელობა, მცირედ განვითარებული ქვეყნებისთვის, დაეწიონ და გაუსწრონ ამ განვითარებულ ქვეყნებს, უარესი შედეგით სრულდება.

ვალერსტაინი ოთხივე ტომში აღწერს, როგორ ვითარდებოდა კაპიტალიზმი. მისი აზრით, იყო ცვლილებების სამი ციკლი. პირველი _ ჰოლანდიური, მე-17 საუკუნის პირველი ნახევარი, შემდეგ ბრძოლა ჰეგემონიისთვის მიმდინარეობდა საფრანგეთსა და ინგლისს შორის, რომელიც ინგლისის გამარჯვებით დასრულდა. ინგლისის ჰეგემონია მიმდინარეობდა მე-19 საუკუნის შუა წლებამდე და შემდეგ ბრძოლა ჰეგემონიისთვის მიმდინარეობდა გერმანიას და აშშ-ს შორის, რუსეთის მონაწილეობითაც. შემდეგ ჩვენ გვაქვს ამერიკული ჰეგემონიის ციკლი, რომელიც, ვალერსტაინის აზრით, 1968 წელს დასრულდა. სხვათა შორის, ვალერსტაინის ბიოგრაფიაში ეს წელი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისი კანდიდატურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე განიხილებოდა და მოვლენები სხვაგვარად რომ წარმართულიყო, შესაძლოა ამერიკის მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწე გამხდარიყო. თუმცა, როდესაც დაიწყო სტუდენტური მღელვარება, ვალერსტაინი ერთ-ერთი იყო ამერიკის ისტებლიშმენტში იმ მცირეთაგან, რომელმაც სცადა სტუდენტებთან დალაპარაკება, რაც ძალიან არ მოეწონა ხელისუფლებას და ის რამდენიმე წლით კანადაში გაემგზავრა.

როგორი იქნება შემდეგი მსოფლიო სისტემა, ვალერსტაინი არ აღწერს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ კაპიტალიზმს მომავალი არ აქვს. ვალერსტაინი ამბობს, რომ დაახლოებით 2050 წელს ჩვენ ვიცხოვრებთ უკვე სხვაგვარ ისტორიულ სისტემაში. ამიტომ მთავარი კითხვა არის ის, რომ ჩვენ, ადამიანებმა, რომლებსაც ფიქრი შეგვიძლია, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს სისტემა იყოს უკეთესი.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

1 COMMENT

  1. როგორ ვერ ხვდებით: თანამედროვე ლიბერელიზმი იგივე მარქსიზმია, არჩევანის თანასწორობა აბა მეტი რა არის? ამიტომაც, სიტყვით მხარს უჭერენ, მაგრამ საქმით ებრძვიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here