Home რუბრიკები პოლიტიკა სტამბოლის აეროპორტი სააკაშვილის აგენტმა ააფეთქა?

სტამბოლის აეროპორტი სააკაშვილის აგენტმა ააფეთქა?

523

“რამდენიმე წლის წინათ მე გადმოვიბირე ჩატაევი, რომელიც იყო კარგი ინფორმატორი და მომლაპარაკებელი ისლამისტურ იატაკქვეშეთთან ჩრდილოეთ კავკასიაში.”_ განუცხადა გასულ კვირას “დეილი ბესტს” საქართველოს შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და ოდესის ოლქის პოლიციის ამჟამინდელმა უფროსმა გიორგი ლორთქიფანიძემ. ის, შესაძლოა, ჯერ კიდევ ვერ ხვდება რამხელა პრობლემა შეიძლება შეექმნას მას და მიხეილ სააკაშვილს ამ ეპიზოდის გამო. როდის და რატომ დაიწყო თანამშრომლობა მათსა და იმ ადამიანს შორის, რომელსაც თურქული მედია, სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორად ასახელებს?

ის ფაქტი, რომ გიორგი ლორთქიფანიძე, ზემდგომთა დავალებით თუ საკუთარი ინიციატივით აწარმოებდა რაღაც მოლაპარაკებებს “ისლამისტურ იატაკვეშეთთან” აუცილებლად მოექცევა თურქული, რუსული და წამყვანი დასავლური სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში. საქმე ის არის, რომ იმ პერიოდში ჩატაევს მედიაში ხშირად უწოდებდნენ ე.წ. კავკასიის იმარატის ლიდერის, დოკუ უმაროვის წარმომადგენელს ევროპის ქვეყნებში. 2011 წლის 11 მარტს გაეროს უშიშროების საბჭომ დოკუ უმაროვი “ალ-ქაიდასთან” დაკავშირებული ტერორისტების სიაში შეიყვანა, 2010 წლის 23 მარტიდან ის მოხსენებულია აშშ-ს საერთაშორისო ტერორისტების სიაში, 2011 წლის 26 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტმა “კავკასიის იმარატი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. თუ ლორთქიფანიძის მიერ ნახსენებიატაკქვეშეთშიიმარატის სტრუქტურები იგულისხმება, ეს ნიშნავს, რომ ის საერთაშორისო ტერორისტებთან ჩატაევის მეშვეობით ურთიერთობდა. შესაძლოა, ლორთქიფანიძე, უბრალოდ, ვერ აცნობიერებს რა თემაზე საუბრობს, ან კიდევ, ახლო აღმოსავლეთში რომ იტყვიან, “გუანტანამო მოენატრა”.

მართალია, “დეილი ბესტისთვის” მიცემულ ინტერვიუში კონტაქტს ჩატაევსა და ისლამისტებთან ლორთქიფანიძე საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების პრევენციის აუცილებლობით ხსნის, მაგრამ ის, რაც შემდგომ ლაფანყურში მოხდა ამ ჩარჩოს აშკარად გასცდა. ახმედ ჩატაევი ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრში სწორედ მაშინ მოექცა. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ სახალხო დამცველის ანგარიში, სადაც აღწერილია სისხლიანი მოვლენების პრელუდია, კერძოდ ის, რომ 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩეჩნეთის ომის ვეტერანებთან, ჩეჩენ დევნილებთან და ჩეჩენთა წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებთან: “საქართველოს ძალოვანი უწყებები ჩეჩენ მეომრებს ჰპირდებოდნენ ე.წ. კორიდორს ჩეჩნეთში გადასასვლელად, საქართველოში წვრთნას, აღჭურვას და ჩეჩნეთში გადასვლისთვის ყოველგვარი პირობების შექმნას. მარტიდან დაიწყო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩეჩნების ჩამოსვლა. მათთვის თბილისის ზოგიერთ უბანში (ძირითადად საბურთალოს რაიონში) დაიქირავეს ბინები. საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნების დაპირების მიხედვით, ჩეჩნეთში ყოველთვიურად დაახლოებით 50-მდე მებრძოლი უნდა გადასულიყო.” _ აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში (“ინტერპრესნიუსი”). იქვე ნათქვამია, რომ ამის შემდეგ საქართველოში დაახლოებით 120 ჩეჩენი და ჩრდილოკავკასიური წარმოშობის მებრძოლი ჩამოვიდა.

ძნელი სათქმელია, რა როლს ასრულებდა ახმედ ჩატაევი იმ ეტაპზე, ამაზე, სხვადასხვა ინტერვიუდან გამომდინარე შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვისაუბროთ. მაგრამ აშკარაა, რომ ყოველივე ზემოთქმული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კანონის აშკარა დარღვევაზე მიანიშნებს და გამოსაძიებელია. გასული წლის იანვარში ყოფილმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “ლაფანყურის საქმის გამოძიება პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი” და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ამ მოვლენების შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის შექმნა ეფექტიანი ვერ იქნებოდა. გავიდა წელიწად-ნახევარი, მაგრამ იმპრაქტიკულად დასრულებულ გამოძიებასდღემდე არანაირი რეალური შედეგი არ მოუტანია და ეს, ალბათ, ერთერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ სააკაშვილი და ლორთქიფანიძე აქეთ სდებენ ბრალს საქართველოს ხელისუფლებას, ტერორისტებს ხელს უწყობსო. ბოლომდე არგამოძიება უმძიმესი შემთხვევისა, რომელმაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხელისუფლების უსუსურობასა და უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

გასული წლის აპრილში მანსურ შუდინოვმა, რომელიც, მისი თქმით, ლოპოტას ხეობაში განადგურებული რაზმის წევრი გახლდათ, გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც, სხვა ყველაფერთან ერთად, ნათქვამი იყო, რომ მებრძოლები საქართველოში ჩატაევსა და უმაროვს ჩამოჰყავდათ. ამასთანავე, მან თქვა, რომ ბოლო მოლაპარაკებაზე მათ რაზმთან ჩატაევი ქართველ ძალოვნებთან ერთად მივიდა. იმაზე, რაც შემდეგ მოხდა რამდენიმე ვერსია არსებობს. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, სააკაშვილის ძალოვნებმა ჩატაევს ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებთან მოლაპარაკებებში შუამავლობა სთხოვეს, რაც დაადასტურა ლორთქიფანიძემ ამა წლის 2 ივლისსრუსთავი 2”-ის ეთერში, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, მისი ლიკვიდაცია სცადეს (დაიჭრა, მაგრამ გადარჩა).

კიდევ ერთი საინტერესო ციტატა სახალხო დამცველის მოხსენებიდან: ჩეჩენი მებრძოლების ნაწილი თანდათან კარგავდა ნდობას საქართველოს ხელისუფლებისა და შსს მაღალჩინოსნების მიმართ. ახლოვდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, საქართველოში შიდა პოლიტიკური ვითარება თანდათან იძაბებოდა და ჩეჩენ მებრძოლებში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, დაგეგმილზე მეტი ხნით საქართველოში მათი გაჩერების მიზეზი დაკავშირებული ყოფილიყო არჩევნებთან და საარჩევნო პროცესებში რაიმე სახით მათ გამოყენებასთან”. კომენტატორების ნაწილი თვლის, რომ სააკაშვილი “ჩრილოკავკასიურ ლეგიონს” რუსეთის წინააღმდეგ ქმნიდა, მაგრამ საგულისხმოა, რომ აგვისტოს ომიდან 2012 წლამდე (ანუ, ვიდრე ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე არ იგრძნო) ამ მიმართულებით არაფერი გაუკეთებია. ასე რომ, კითხვა იმის თაობაზე ჩეჩნეთში აპირებდა ამ რაზმის გამოყენებას თუ საქართველოში, კვლავინდებურად უპასუხოა. თუ ჩეჩნეთში უშვებდა (ამას რუსების ძალიან ხისტი პასუხი მოყვებოდა), რატომ უთხრა უარი “დერეფანზე” ბოლო მომენტში? შესაძლოა, სააკაშვილმა ვერ გათვალა, რომ რაზმის მებრძოლები, განსაკუთრებით კი პანკისელი ქისტები, მისი ფსიქიატრიული დიქტატურის შენარჩუნების გამო ქართველებს არ დაუპირისპირდებოდნენ.

“მაგრამ შემდეგ ის (ჩატაევი) ჩვენ წინააღმდეგ წავიდა და დავაპატიმრეთ.” _ განუცხადა “დეილი ბესტს” ლორთქიფანიძემ. საერთოდ, როდესაც შს მინისტრის მოადგილე, გენერალი კაცი (მართალია, სააკაშვილმა ამ წოდებას ფასი დაუკარგა, მაგრამ მაინც) ვინმეს გადმოიბირებ და შემდეგ ის შენს წინააღმდეგ წავა, თანაც ისე, რომ ამას მასშტაბური სისხლისღვრა, საერთაშორისო სკანდალი, სირცხვილი და თავის მოჭრა მოყვება, სულ ცოტა, შენს არაპროფესიონალიზმზე უნდა დაფიქრდე. რა გადმობირება, რის ოპერატიული თამაშები? ლორთქიფანიძემ მოჯაჰედები კი არა, ოდესელი ქურდბაცაცები და ხულიგნები ვერ დაიმორჩილა, უკრაინის გენპროკურორის იური ლუცენკოს თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დანაშაულის რაოდენობამ ოდესის ოლქში კატასტროფულად მოიმატა (სტატისტიკურად უკრაინაში ყველაზე ცუდი მაჩვენებლელი ამ ოლქშია).

რა თქმა უნდა, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ზოგიერთ თემაზე შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვიმსჯელოთ. მაგრამ თურქეთის (და არამხოლოდ) სპეცსამსახურები სტამბოლის ტერაქტის გამოძიების პროცესში, ალბათ, შეამოწმებენ გაწყდა თუ არა კავშირი ლორთქიფანიძესა და ჩატაევს შორის 2012-ში. იქნებ სააკაშვილმა და ლორთქიფანიძემ ჩათვალეს, რომისლამისტურ იატაკვეშეთთანკომუნიკაცია უნდა შეინარჩუნონ და ოდესის ოლქში ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს ბინები და საწვრთნელი ბაზები გამოუყონ, როგორც ეს, ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, საქართველოში გააკეთეს.

თურქი გამომძიებლები შეიძლება ჩატაევის ქართული კავშირებით დაინტერესდნენ და, გამორიცხული არ არის, რომ სააკაშვილმა სწორედ ამიტომ დაიწყო ყვირილი, ჩატაევი ივანიშვილმა გაათავისუფლაო. მაგრამ საქმე ის არის, რომ წარსულში ჩატაევი გაათავისუფლეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბულგარეთშიც. ის ციხეში არც უკრაინიდან საქართველოში დეპორტაციის შემდეგ გამოუმწყვდევიათ (სააკაშვილის მმართველობის წლებში). ამ ეპიზოდზე პარლამენტის თავდაცვისა და და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა: “ჩატაევი უკრაინაში დააკავეს… საქართველოს ხელისუფლებამ ჩათვალა რა საჭიროდ ამ პირის გამოყენება პირადი მიზნებისთვის, მას უცებ შეუკერეს საქართველოში საქმე და დააბრალეს, რომ თითქოს ვიღაც ადამიანი მოკლა საქართველოში, როდესაც შესაბამისი დოკუმენტებით მტკიცდებოდა, რომ ის საქართველოში მანამდე არასდროს ყოფილა. ჩამოიყვანეს უმოკლეს ვადებში, სულ რაღაც, საათებში, მოუხსენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ამ გზით გახდა საქართველოს უშიშროების აგენტი”.

საზოგადოდ კი, სხვადასხვა ქვეყანაში გამართული სასამართლო პროცესების დროს ჩატაევს ასე თუ ისე იცავდა ავსტრიაში მიღებული ლტოლვილის სტატუსი, სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ არასასურველია მისი გადაცემა რუსეთისთვის და ავტორიტეტული უფლებადამცველების მხარდაჭერა. რაც მთავარია, იმხანად ის არ იყო შეყვანილი საერთაშორისო ტერორისტების სიაში (ეს 2015-ში მოხდა), თანაც, 2012-ში ბრალდება აშკარად თეთრი ძაფით იყო ნაკერი. “კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ცნობით, “ჩატაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც კუდ-ი იძიებდა, შსს-ს 3 მოწმე ჰყავდა, მესაზღვრეები: გიორგი კერესელიძე, ბადრი ტყემალაძე და გოგი აივაზაშვილი. სამივე ლაფანყურის სასაზღვრო სექტორში მუშაობდა. ისინი ჩვენებებში აცხადებდნენ, რომ, ჩატაევი დაკავებისას შეიარაღებული იყო. ჩატაევმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. 2012 წლის 24 ოქტომბერს, “კახეთის საინფორმაციო ცენტრთან” ინტერვიუში (ფარული ჩაწერა) მოწმე გიორგი კერესელიძემ განაცხადა, რომ ახმედ ჩატაევი მათ თავად ჩაბარდა და არანაირი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ჰქონია. მისი თქმით, ჩატაევის ჩაბარების შემდეგ სამივე მესაზღვრე კუდ-ში დაიბარეს და ჩვენებებზე ხელმოწერა იქ დაავალეს. რაც შეეხება ბადრი ტყემალაძეს, მისი თქმითაც, ჩატაევს ხელყუმბარები არ ჰქონია”.

საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დაუშვა უმძიმესი შეცდომა, როდესაც ლაფანყურის მოვლენების გამოძიება ბოლომდე არ მიიყვანა. მხოლოდ სტამბოლის ტერაქტმა აიძულა, ამ თემით კიდევ ერთხელ დაინტერესებულიყო. ცხადია, არ არსებობს იმის გარანტია, რომ 2012 წლის მოვლენები კვლავ დავიწყებას არ მიეცემა. თუ საზოგადოებას რეალური შედეგის მიღება და სიმართლის დადგენა სურს, ხელისუფლებაზე ზემოქმედება უნდა მოახდინოს.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here