Home რუბრიკები საზოგადოება აურზაური “სალხინეთში”, ანუ სიმართლე, რომელზეც არ საუბრობენ

აურზაური “სალხინეთში”, ანუ სიმართლე, რომელზეც არ საუბრობენ

785

სალხინეთი” _ საქართველოდალხენილ რჩეულთასავანეა, ანუ პარლამენტი, რომელიც ხალხის ნების გამომხატველი არასდროს ყოფილა. ამჟამად პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობაა. ქვეყნის საგარეო კურსზე განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს თამაზ მეჭიაურმა, რომელმაც ცალკე პარტიაც ჩამოაყალიბა, და გოგი თოფაძემ

რატომ გაჩნდა კითხვები ნატოს მიმართ “ქართული ოცნების” მმართველობის ბოლო წლის მიწურულს? “ჩვენ მხოლოდ ვიმეორებთ იმას, რასაც ამერიკელები ამბობენ”, _ თავი დაიზღვიეს პარლამენტარებმა და აღნიშნეს, რომ ევროკავშირში შესვლას მხარს უჭერენ. “ნატოში არ გვიღებენ”, _ დანანებით კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, თითქოს სამოთხეში შესვლაზე გვეუბნებიან უარს, არამედ ეს თემა იდეაშიც არ უნდა გვქონდეს. არც ერთი პარლამენტარი არ ლაპარაკობს იმაზე, რომ ნატო ტერორისტული ორგანიზაციაა და ყველა ქვეყანაში ამერიკის ინტერესებს იცავს.

არავინ საუბრობს, რომ ნატოს აქვს ფაშისტური ფესვები და ის შეიქმნა ჰიტლერის გენშტაბის წარმომადგენლის _ რეინჰარდ გელენის ინიციატივით, რომელიც მიეყიდა ამერიკელებს. აშშ-მა მსოფლიო კრიზისამდე მიიყვანა და გააჩინა უამრავი ლტოლვილი. მან არა მხოლოდ აღმოსავლეთის ქვეყნებს შეუქმნა პრობლემები, არამედ ევროპის ქვეყნებსაც და სწორედ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები ცდილობენ, ევროკავშირსა და ნატოს თავი დააღწიონ. თვით ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან მშვიდობიანი ურთიერთობა სურს და ნატო, რომელიც სსრკის საპირწონედ შეიქმნა, აღარ უნდა არსებობდეს.

არავინ საუბრობს იმაზე, რომ ნატოში შესვლის საფასურს საქართველო თავისი სუვერენიტეტითა და ტერიტორიების დარღვევით გადაიხდის და ქართველი ხალხი მუსლიმური სახელმწიფოს _ თურქეთის დიქტატის ქვეშ იცხოვრებს. საკითხავია, ვისგან ვიცავთ თავს ნატოს დახმარებით? თუ რუსეთისგან, ვის ტერიტორიაზე განხორციელდება ეს თავდაცვა და როგორ აისახება ეს საქართველოზე? არავინ საუბრობს, რა მიზანი აქვს ნატოს წვრთნებს, ბაზების განლაგებაზე პროვოკაციულ განცხადებებს და რა შედეგის მომტანია საქართველოში ამერიკული ტანკების შემოყვანა, რომელიც მხოლოდ რუსეთის გაღიზიანებას იწვევს? ფუნქცია, რომელიც ამერიკამ საქართველოს დააკისრა _ ეს არის რუსეთის გაღიზიანება. იგივე ფუნქცია აკისრია უკრაინას. ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლით, რომელსაც არ სურს, ამერიკა სხვა ქვეყნების საქმეებში ერეოდეს, საქართვლო კარგავს გამაღიზიანებლის ფუქნციას, რომელიც გამოიხატება ხმამაღლა ყვირილში: “ნატო-ნატო”. აღმაშფოთებელია, რომ ასეთი შეკვეთების შემსრულებელ, პრიმიტიული აზროვნების ერად მივაჩნივართ და ამ სიტუაციას ვეგუებით. ეს ხომ ერის ღირსების საკითხია?! ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უნდა ვიმოქმედოთ და არა პირადი სიმპათიების _ ამერიკა მოგვწონს თუ რუსეთი; უნდა გავაცნობიეროთ და შევაფასოთ რუსეთის პოლიტიკის ღირსებები თუ ღირებულებები და შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ.

ნატოს წევრობა სიკეთის მომტანი არ არის საქართველოსთვის, მაგრამ ხელისუფლებას ხომ სჭირდება თემა, რომელზეც ისაუბრებს?

არადა, არავინ საუბრობს იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა 25 წლის განმავლობაში ვერ შეძლო სიდუხჭირის დაძლევა და ზოგიერთ დარგში 1920-იანი წლების დონეზე დავეშვით. რაც შეეხება ევროკავშირში გაერთიანებას, აქაც გვატყუებს ხელისუფლება, როცა ბალტიისპირეთის მაგალითზე მიგვითითებს. თვით გაეროს გენმდივანი პან გი მუნიც კი აღნიშნავს, რომ ბალტიისპირეთი კვდება, ქვეყანა დაიცალა და მკვიდრი მოსახლეობის ადგილს უცხო ჯიში იკავებს. გარდა ამისა, ევროკომისია ითხოვს, ბალტიისპირელებმა უცხოელებს მიწა გამარტივებული წესით მიჰყიდონ, ეს ჩვენს ქვეყანასაც ემუქრება. ამასთანავე, ევროკავშირმა ბალტიისპირეთს რძის პროდუქტების წარმოებაში შეზღუდვები დაუწესა, ბულგარეთსა და პოლონეთს _ ხილისა და ბოსტნეულის წარმოებაში. სსრკ-ის პერიოდში ბულგარული პროდუქცია დიდი მოწონებით სარგებლობდა და მთელ კავშირს ამარაგებდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით. დღეს ბულგარეთში ადგილობრივი წარმოების ხილ-ბოსტნეული გერმანულმა ჩაანაცვლა _ დასავლეთ ევროპა თავის პროდუქციას ასაღებს. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენც დაგვიწესონ შეზღუდვები ყურძნის წარმოებაში. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში _ პოლონელებივით ავკაფოთ ვაშლის ხეები და ვაზი?!

რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ხელისუფლების ოთხწლიანი მმართველობიდან? მთელი სახელისუფლო სპექტრი მიყიდულია ამერიკელებს და მათ მითითებებს უყოყმანოდ ასრულებს.

 მართალია, დანამატებს ვიღებთ, მაგრამ საშვილიშვილო საქმეს ვაკეთებთო, _ ბრძანა იუსტიციის მინისტრმა. მართლაც, საშვილიშვილო საქმეს იკეთებენ თავიანთი ოჯახებისთვის. უზარმაზარი შემოსავლების მქონე მოხელეებიდან ერთს მაინც თუ გასჩენია კეთილშობილური იდეა, საქველმოქმედო ფონდი შეექმნა და თავისი შემოსავლებიდან ყოველთვიურად გარკვეული თანხა ჩაერიცხა თუნდაც იმ სტუდენტების დასახმარებლად, რომლებსაც სასწავლებლებიდან ყრიან თანხის გადაუხდელობის გამო?

ლევან ბერძენიშვილმა გაახმოვანა ის, რასაც მთელი სახელისუფლო სპექტრი გულში მღერის: “ხალხისგან ხმები გვინდა და არა მათი კეთილგანწყობა”. პარლამენტარ მანანა კობახიძეს ახლა გაახსენდა: “ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე სიღარიბეა და ჩვენ მას დავამარცხებთო”(?!). როგორ დაამარცხებენ, თუ სისტემა არ შეცვალეს და პროპორციული თანაფარდობით არ მოხდა ხელფასების დანიშვნა, ხოლო ეს თანაფარდობა საარსებო მინიმუმზე არაუმეტეს ხუთმაგი ოდენობისა უნდა იყოს?! როგორ უნდა დაამარცხონ სიღარიბე, როცა მთელი ქვეყნის შემოსავალს თვითონ იდებენ ჯიბეში და 100-ათასიანი ჯიპებით დასეირნობენ?! ხშირად წამოცდენა უფრო მეტს ამბობს ხელისუფლების რეალურ მიზნებზე, ვიდრე დეკლარირებული “სიმართლე”. როგორც მეჭიაურმა განაცხადა, მისი პარტიის შექმნა ივანიშვილთან არის შეთანხმებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის გენერალურ კურსს უპირისპირდება და თანაც ამ დაპირისპირებას ივანიშვილს უთანხმებს. ამასთანავე, ამბობენ, უკან დასახევ გზას ვიტოვებთო(?!). რა არის ეს, თუ არა ხალხის გაბრიყვების მცდელობა? ხომ არ არის ეს პარტია ისეთივე სატელიტი “ქართული ოცნებისა”, როგორც პაატა ბურჭულაძის პარტია _ “ნაცების”?

ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ამერიკის ელჩთან იდეოლოგიური თანხვედრა აქვს, ხოლო ამერიკის ელჩი “მაიდნით” გვემუქრება და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებს _ სურს, სასამართლოს “რუსთავი 2”-ის მიმართ ის გადაწყვეტილება მიაღებინოს, რომელიც მისთვის სასარგებლოა. ამერიკა ელჩის პირით მოურიდებლად შეგვახსენებს, _ იმდენი გავიღეთ საქართველოსთვის, რუსეთთან დაპირისპირებული უნდა იყოთო. ყოველივე, რაც ხდება, იმის შედეგია, რომ ქვეყანაში გატარებული პოლიტიკა ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ივანიშვილი საქართველოს განვითარების გზას ევროპასა და ნატოში ხედავს, მაგრამ როგორ დაარწმუნებს რუსეთს, რომ მისთვის დამიზნებული რაკეტები საფრთხეს არ წარმოადგენს?

ახალმასაოცნებოლიდერმა კოღუაშვილმა თავისინაცქოცურისიმყრალე ამოაფრქვია. ეს ის სიმყრალეა, რომელსაც “ოცნებისტი” პრემიერი და მისი თანამაზრეები გულმოდგინედ ნიღბავენ, მაგრამ, როგორც ჩანს, “ჭირმა თავი არა დამალა”. მან თავისი მეგობრის _ პრემიერის გულის მოგება მოინდომა, მკვეთრად პროდასავლური მიდგომა დააანონსა და, ამასთანავე, დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც “ნაცმოძრაობის” რეანიმაციას ცდილობენ, ამ დამნაშავე ორგანიზაციის ქებით ერთგვარ ბერკეტად მოევლინა. ორმაგი სტანდარტებით მოთამაშე გაცილებით ამაზრზენია, ვიდრე მამალი ნაცი.

“ჩვენ ვაფასებთ ბიძინას ბრძოლას სააკაშვილის წინააღმდეგ”, _ ვერ ისვენებენ ბიძინისტები და ოპოზიციის ერთი ნაწილი. მაშ, დააფასეთ ამერიკელთა ძალისხმევაც, რადგან მათი ინიციატივით მოვიდა ივანიშვილი ქვეყნის სათავეში; დააფასეთ ისიც, როგორ ცდილობს ამერიკა სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციოს კრიმინალი, რითაც ქართველი ხალხის კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს. სახელისუფლო წრიდან გვესმის განცხადებები, რომ, თუ ხალხი არჩევნებზე მივა, ნაცები პოლიტიკური სივრციდან გაქრებიან, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ნაცების წინააღმდეგ არანაირი ბრძოლა არ ყოფილა. საამისოდ ივანიშვილს ჰქონდა სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტები, მაგრამ არ გამოიყენა. ვერ გააცნობიერა, არის თუ არა დამნაშავე სააკაშვილის რეჟიმი: მკვლელობების ინიციატორი, პროვოკაციული ომის წამომწყები და ტერიტორიების დამკარგავი, ორგანოებით მოვაჭრე თბილისსა თუ უკრაინაში.

“ოცნების” სამოქმედო გეგმის ნაწილი ახალი ტყუილების თქმაა, რათა კვლავ ვენდოთ, მაგრამ ივანიშვილი ვერ გახდება ქართველი ხალხის ერონული ინტერესების გამომხატველი დამოუკიდებელი პოლიტიკოსი. აღმოსავლური სიბრძე გვასწავლის: “ვინც ხელს უწყობს დამნაშავეს, ორმაგად დამნაშავეა”. საქართველოს, ქართველი ხალხის წინაშე დამნაშავეა ქვეყნის ხელისუფლება, რადგან მის მიერ განხორციელებული პოლიტიკა ჩვენი იდეოლოგიური მტრის _ დასავლეთის მითითებებით ხორციელდება. დღეს საქართველო ამერიკული დემოტრაკიით ყარს.

არავინ ლაპარაკობს, რომ ვიზალიბერალიზაცია ემიგრაციის ახალ ტალღას გამოიწვევს. ვიზალიბერალიზაცია ხელს აძლევს ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც ხალხს ელემენტარული პირობებით ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ ქართველი ერისა და საქართველოს მომავლისთვის დამღუპველია. რას გვთავაზობს დღეს “ქართული ოცნება”?

წადი ქვეყნიდან! _ ეს ხელისუფლების მესიჯია ქართველი ხალხის მიმართ.

არავინ საუბრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ხოლო აფხაზები მადლობას სწირავენ რუსეთს, რომ გადაარჩინა საქართველოს ხელისუფლების გავლენისაგან, რომელმაც ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმი სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცია.

რას ფიქრობს ოპოზიცია? მას ყველა ბერკეტის გამოყენება სურს, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს. მაგალითად, ყველაზე მძიმე წონის “პატრიოტი” _ თარხან-მოურავი ყველაზე მძიმე წონის “ეროვნული” სანიკიძესავით გვეუბნება, რომ ევროკავშირში უნდა შევიდეთ და არაფრის შეცვლა არ შეიძლება, რადგან მსოფლიო თანამეგობრობა ამის უფლებას არ მოგვცემს, ანუ ჩვენ ჯაჭვით დაბმული მონები ვართ. არ ვიცი, ოცნებობს თუ არა მილიონზე თავისი კოლეგასავით, მაგრამ მოგვიწოდებს, რომ ყველამ, ვისაც არ უნდა ნატო და ვეროკავშირი, ხმა მის პარტიას მისცეს, თვითონ კი ევროპიდან დაალაგებს ურთიერთობებს რუსეთთან.

ოპოზიცია, რომელიც საქართველოში ეროვნულ ტრადიციებსა და იდეოლოგიაზე გვესაუბრება, დასავლეთში ჩვენი იდეოლოგიის მტრებს თავის თავს სთავაზობს, _ ჩვენ უკეთეს პარტნიორობას გაგიწევთო, ანუ თქვენს დირექტივებს უკეთ შევასრულებთო. პარტია, რომელმაცპატრიოტიდაირქვა და მეზობელ ქვეყანას _ რუსეთსსაერთაშორისო ბანდიტსუწოდებს, რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებს?! თუ რუსეთი საერთაშორისო ბანდიტია, მაშინ ამერიკა ბანდიტების სუპერსახელმწიფოა! პირდაპირ ეთერში ვკითხე თარხანმოურავს: ჩვენი ეროვნული გზა აფხაზეთსამაჩაბლოზე გადის, რატომ არ ჩადიხართ იქმეთქი? _ რა იცით, რომ არ ჩავდივარო? _ მიპასუხაპატრიოტმადა ეთერიდან გამთიშა. თუ ჩადიხართ, იმაზე მესაუბრეთ, თქვე კეთილმოდელირებულებო, რა დადებითი მუხტი მოგაქვთ იქიდან და არა იმაზე, ათასმეერთე სენატორმა რა გითხრათ და რა უთხარით.

ქართველ საზოგადოებას თუ ახსოვს, ამ ოპოზიციურ ძალას არსებული სახელფასო სისტემის მიმართ პროტესტი გამოეთქვას? მათ მხოლოდ საარჩევნო გარემო აშფოთებთ _ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ხომ უნდათ მსუყე დაფინანსება? მეტიც, მოგვიწოდებენ ის პარტია ავირჩიოთ, რომელიც არ ყოფილა ხელისუფლებაში, მხოლოდ საკუთარი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ. ერთი რამ ცხადია: ეს ის პოლიტიკური სპექტრი არ არის, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებს, ეს ის პოლიტიკანები არიან, დასავლეთს უკანალს რომ უთამაშებენ!

ამას წინათ ზუგდიდიდან ჩვენი გაზეთის მკითხველმა დამირეკა და მკითხა: “86 წლის კაცი ვარ, ბაბუ, მითხარი, საქართველო არავის უყვარს?”. მინდა, ჩვენს მკითხველს ვუპასუხო: ჩვენ, რიგით მოქალაქეებს, რომლებიც არც სამთავრობო და არც საპარლამენტო სავარძლებზე არ ვოცნებობთ, საქართველო უანგაროდ გვიყვარს!

იზა თამაზაშვილი

P.S. ჩემი თანამოაზრე, გურჯაანელი მეურნე მერაბ ზურაბაშვილი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ასე გამოეხმაურა:

კაენის ნაბიჭვრები ხართ,

იუდას ძმები სულითა,

სამშობლო ვერცხლზე

გაცვალეთ,

მტრებმა მოგხიბლათ

ფულითა,

სუყველას მალე დაგერხეთ,

 ამას გისურვებთ გულითა!”

1 COMMENT

  1. ბევრი წლებია იტალიაში ვარ, თითქმის უფრო სოფლებში მიწევს მუშაობა და რომ ვუყურებდი ამ გადატრიალების ბაღებს, ვენახებს, ნათესებს გული მოკვდებოდა და სულ ვფიქრობდი ჩემს სამშობლოს თუ ოდესმე ეღირსებათქო ასეთი აყვავებათქო, მაგრამ იყო რაღაც რაც მაოცებდა და კითხვის პასუხი ვერ მეპოვნა, ამ დიდ სასახლეებს დიდი ეზოებიც ჰქონდა, მაგრამ ეზოში ვერსად ნახავთ მსხმოიარე ხეებს, სულ ჩვეულებრივი ხეები და ნაძვები აქვთ…….მათ არა აქვთ ამის უფლება, იმიტომ რომ შემდეგ მაღაზიაში პროდუქტი ვინ უნდა გაასაღოს?არა აქვთ უფლება ჩვენსავით საქონელი, ღორი და პირუტყვი იყოლიონ და სახლში ყველი გააკეთონ, საკუთარი ყურძენი უნდა ჩააბარონ და მერე ღვინო და არაყი მაღაზიაში შეიძინონ, ერთად ერთი ქათამი და ფრინველი შეუძლიათ ყავდეთ მაგრამ ვერც კვერცხს გაყიდიან და ვერც ქათამს, ამისთვის დიდი ჯარიმას…..ახლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ ეს ყველაფერი ჩვენს გლეხს რომ აუკრძალოს რა მოხდება, მაგრამ ევროპულ გზაზე ეს ასე მოხდება, ჩვენ ხომ არ ვიცით იმ მრავალფურცლისნ კანონში რა ჩაიწერეს ევროპელებმა ჩვენება რომელსაც ასე მალავენ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here