Home რუბრიკები პოლიტიკა ფილიპინების პრეზიდენტს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის შემოღება სურს

ფილიპინების პრეზიდენტს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის შემოღება სურს

478

ფილიპინების ყოფილმა ხელისუფლებამ სიკვდილით დასჯა 2006 წელს გააუქმა, ხოლო ფილიპინების ახალარჩეულმა პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ  ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენა მოითხოვა

დუტერტემ საჯაროდ დაადასტურა, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯის წესის აღდგენა სურს, ხოლო ოპონენტებს _ ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს კრიტიკის საპასუხოდ „სულელები“ უწოდა. “მჯერა, ანგარიშსწორების, რომელიც თქვენ უნდა გადაიხადოთ. როცა ვინმეს მოკლავთ ან იძალადებთ, სიკვდილით დაისჯებით”, _ განაცხადა მან.

გარდა ამისა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს უფლება ექნებათ, ეჭვმიტანილს წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ესროლონ. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here