Home რუბრიკები პოლიტიკა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჟან-კლოდ იუნკერი თანამდებობისთვის შეუფერებელია

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჟან-კლოდ იუნკერი თანამდებობისთვის შეუფერებელია

513

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუბომირ ზაორალეკმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ევროკომისიის თავმჯდომარე ჟანკლოდ იუნკერი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის თანამდებობისთვის შეუფერებელია

„ვინმეს გადადგომისკენ არ მოვუწოდებ, მაგრამ ვიღაც უნდა იყოს პასუხისმგებელი იმ ფაქტზე, რომ მან ვერ შეძლო “ბრექსიტის” შედეგების პროგნოზირება. მიმაჩნია, რომ ევროკომისიის მოქმედი თავმჯდომარე თანამდებობისთვის შეუფერებელია. მინდა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელი პატივცემული, ღირსეული ადამიანი იყოს, რომელსაც საზოგადოება ენდობა”, _ განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here