Home რუბრიკები საზოგადოება ნიუ იორკში გამართულ გეიაღლუმში ჰილარი კლინტონთან ერთად ქართველებიც მონაწილეობდნენ

ნიუ იორკში გამართულ გეიაღლუმში ჰილარი კლინტონთან ერთად ქართველებიც მონაწილეობდნენ

692

26 ივნისს ნიუ იორკში გამართულ გეიაღლუმზე, რომელიც ორი კვირის წინათ ორლანდოს (ფლორიდის შტატი) გეიკლუბში მოკლული 49 ადამიანის ხსოვნას მიეძღვნა, მოულოდნელად გამოჩნდა აშშის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი. ის ნიუ იორკის მერ ბილ დე ბლაზიოსა და შტატის გუბერნატორ ენდრიუ კუომოსთან ერთად გულითადად მიესალმა ჰომოსექსუალებს

ჰილარი კლინტონის მეუღლის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის _ ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის სკანდალურ ინტიმურ ურთიერთობას თავი რომ დავანებოთ, ჰილარის თავგამოდება ჰომოსექსუალთა დასაცავად არავის უნდა გაუკვირდეს, რადგან, როგორც სახელგანთქმული “ბითლზის” წევრის _ ჯონ ლენონის ქვრივმა იოკო იონომ ახლახან აღიარა, “1970-იან წლებში, როცა ჯონთან ერთად ნიუ იორკში, მანჰეტენზე ცხოვრობდა, ხოლო ჰილარი იელის უნივერსიტეტში სწავლობდა, მასთან ინტიმური კავშირი ჰქონდა”.

ჰილარი კლინტონისა და იოკო იონოს ლესბოსურ ურთიერთობაზე მეტად განსაცვიფრებელია ის, რომ ნიუ იორკში გამართულ გეიაღლუმზე ქართული დროშებიც ფრიალებდა. აი, ასე არცხვენენ მამა-მარჩენალ ქვეყანაში გადახვეწილი ქართველები სამშობლოს.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here