Home რუბრიკები საზოგადოება ჯანდაცვის ორგანიზაციამ, შესაძლოა, წვრილი სიგარეტის აკრძალვის რეკომენდაცია გასცეს

ჯანდაცვის ორგანიზაციამ, შესაძლოა, წვრილი სიგარეტის აკრძალვის რეკომენდაცია გასცეს

1408

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ჩარჩო კონვენციის მხარეების კონფერენციაზე, რომელიც დელიში ნოემბერში გაიმართება, შესაძლოა, სიგარეტის წვრილი ფორმატის შეზღუდული ან სრული აკრძალვის საკითხი დადგეს.

ამ წინადადებას რეკომენდაციის სახე ექნება. თამბაქოს კომპანიები შიშობენ, რომ ამ რეკომენდაციას, ადრინდელის მსგავსად, მომავალში შეიძლება კონვენციის მონაწილე ქვეყნებისთვის საკანონმდებლო სტატუსი მიეცეს.

ჯანდაცვის ორგანიზაციის მოსაზრებებს თამბაქოს მწარმოებლები ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მოწევის გავრცელებას წვრილი ან ფილტრში კაფსულიანი სიგარეტი ნამდვილად არ უწყობს ხელს. ამასთან, ამ აკრძალვამ შეიძლება არალეგალური თამბაქოს ბაზრის ჩამოყალიბება გაააქტიუროს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here