Home რუბრიკები პოლიტიკა “სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება ამას გააკეთებს”

“სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება ამას გააკეთებს”

547

ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში _ კრისტიან ურსემ ვანო მერაბიშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს

 “ტექნიკური თვალსაზრისით, სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას გააკეთებს”, _ განაცხადა ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის, საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოფიციალური პრესრელიზი 14 ივნისს გამოაქვეყნა. დოკუმენტის სათაური შემდეგია: „საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის, წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, თუმცა, ამასთანავე, გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის ხერხად.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ: არ დარღვეულა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პარაგრაფი 1 (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება), რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს; არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი (გონივრულ ვადებში სასამართლო გარჩევის ჩატარება ან სასამართლომდე გათავისუფლება), რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვლიანობას; დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი, რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის გადახედვის შესახებ 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პარაგრაფ 1-თან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ასევე იქნა გამოყენებული პროკურატურის მიერ, როგორც შესაძლებლობა, მოეპოვებინა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის, კერძოდ, ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას, გარდაცვალების საქმეზე, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოსაძიებლად“, _ ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here