Home რუბრიკები პოლიტიკა იაპონელებმა აშშ-ის მთავარ საგანძურზე აღმართეს ხელი

იაპონელებმა აშშ-ის მთავარ საგანძურზე აღმართეს ხელი

477

ოკინაველები ამერიკელ სამხედროებს 6 ათასამდე ბოროტმოქმედების ჩადენაში ადანაშაულებენ

აშშ-ის სამხედრო ბაზების თანამშრომელთა უკანონო ქმედებების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია, რომელშიც ოკინავაზე მცხოვრები 65 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა და იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა ესიჰიდე სუგამ შეიმუშავა ეშმაკური გეგმა, როგორ დასაჯოს ამერიკელები.

იაპონელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მიიღებს ზომებს ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების სტატუსის გადასახედად.

ამრიგად, ამერიკელებს შეიძლება წაართვან მათი მთავარი საგანძური _ განსაკუთრებულობა, მასთან ერთად კი ხელშეუხებლობა და დაუსჯელობაც კი. მათ გარეშე ამერიკელ ჯარისკაცებს სევდა ეუფლებათ და მოწყენილები არიან.

სწორედ ასე მოხდა ცოტა ხნის წინათ, როდესაც ამერიკელი საზღვაო ქვეითები ტყვედ აიყვანეს ირანელმა მესაზღვრეებმა. იმ დღეს იანკები მიხვდნენ, რომ მათი განსაკუთრებულობის შესახებ ირანელებმა არაფერი იციან და შეიძლება დახოცონ კიდეც. სწორედ ამიტომ აქვითინდნენ. რა თქმა უნდა, ოკინაველებმა სხვა მოთხოვნები წამოაყენეს _ რომ მათ კუნძულზე დაიხუროს ამერიკული ბაზები, მაგრამ ეს ხომ ამერიკული ჰეგემონიისთვის პირდაპირი საფრთხეა?! ამ დემარშის შემდეგ როგორ შეხედავს ტოკიო თვალებში ვაშინგტონს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ამას ამერიკელები უპასუხოდ არ დატოვებენ. შეიძლება შემთხვევით ატომური ბომბიც კი გაუვარდეთ ხელიდან და მერე ამას შეცდომა დაარქვან, ისევე, როგორც ამართლებენ ახლო აღმოსავლეთში საავადმყოფოების დაბომბვას. იაპონიას კი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ეყოფა ახალი ჰიროსიმა და ნაგასაკი.

როგორ დასრულდება იაპონიის ხელისუფლების დაპირისპირება ამერიკის ჰეგემონიასთან, რთული გამოსაცნობია, მაგრამ, რადგან უკვე საჯაროდ განაცხადეს, იაპონელებს უკან დასახევი გზა აღარ დარჩათ.

აღსანიშნავია, რომ 1972 წლიდან 44 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც იაპონიის კუნძულ ოკინავაზე აშშ-ის სამხედრო ბაზა განლაგდა, ამერიკელმა სამხედროებმა 5,8 ათასი დანაშაული ჩაიდინეს, მათ შორის, მკვლელობა და გაუპატიურება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here