Home რუბრიკები პოლიტიკა მარგველამ ბოკერასთან ოინი წააგო

მარგველამ ბოკერასთან ოინი წააგო

607

გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენს მოსახლეობას დიდი სიურპრიზი მოუწყო _ დახურულ კარს მიღმა შეხვდანაციონალური მოძრაობისერთერთ იდეოლოგსა დაქართველ გებელსადწოდებულ გიგა ბოკერიას.

ექსპერტები თავდაპირველად ვარაუდობდნენ, როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხალხისთვის მიცემული დანაპირების ასრულება მოინდომა და იმიტომ დაიბარა გიგა ბოკერია “დახურულ კარს მიღმა”, რომ იქ მაგრად ცემოს, წიხლქვეშ გაიგდოს და ნაცებთან კოაბიტაცია დაასრულოსო.

მაგრამ, როდესაც გიგა ბოკერია პრეზიდენტის სასახლიდან ცოცხალი და საღსალამათი გამოვიდა, ექსპერტებიც და ჟურნალისტებიც დაეჭვდნენ _ აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოს და ეს კაცი, როგორც ჩანს, სულაც არ აპირებს არჩევნების წინ მოცემული დაპირების, კოაბიტაციის დამთავრების, შესრულებასო.

აი, აქ დაისვა კიდეც ბრძნული კითხვა, რომელიც, გამჭრიახი ქართველი ჟურნალისტებისა და ექსპერტების გარდა, აზრადაც არავის მოუვიდოდა: მაშ, რას აკეთებდნენ პრეზიდენტი და ბოკერია დახურულ კარს მიღმა?

ასეთი კითხვის მოსმენისთანავე ჩვენი ძალიან მაგარი კორესპონდენტი იმწამს დატრიალდა და ყველაფერი იღონა, რათა ამ კითხვისთვის პასუხი გაეცა. რაც მთავარია, მან ჩართო თავისი ანალიტიკური აზროვნება და მიიღო კიდეც შედეგი.

კერძოდ, ჩვენმა ძალიან გონებამახვილმა კორესპონდენტმა ყურადღება მიაქცია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი მარგველაშვილი რაღაცნაირად გულთბილად ალაპარაკდა ვანო მერაბიშვილზე. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა მერაბიშვილის საქმის უფრო კარგად გადახედვა.

აბა, რას უნდა მოჰყოლოდა ეს, თუ არა იმ საიდუმლოებით მოცულ ამბავს, რომელიც მოხდა მარგველაშვილსა და ბოკერიას შორის დახურულ კარს მიღმა?!

აი, ამას ჩაუღრმავდა ჩვენი ღრმად ჩაფიქრებული კორესპონდენტი და ბოლოს იმდენი ქნა, რომ იმ ოთახში არსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერიც კი მოიპოვა, რომელშიც მარგველაშვილი-ბოკერიას შეხვედრა გაიმართა.

ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს ორი სკამი, ერთი პატარა მაგიდა, რომელსაც პრეზიდენტი და ბოკერია უსხედან და, რაც მთავარი და სენსაციურია, მაგიდაზე გაშლილი ნარდი!

დიახ, მარგველაშვილი და ბოკერია დახურულ კარს მიღმა ნარდს თამაშობდნენმაზიანზე”. ამას ადასტურებს კამერაში სუსტად შემომავალი ხმები. კერძოდ, ისინი ერთმანთსმარგველა”-თი დაბოკერა”-თი მიმართავენ, დავიდაუბასე მოსულაო, თანხმდებიან და კამათელს იღებენ.

“თუ მარსი მოგიგე, ორივეს, თუ არადა, მარტო ვანოს!” _ შეახსენა ბოკერამ მარგველას და პირველი შაშ-იაქე გააგორა.

აქ კი დავეჭვდით: ნეტავ, ვინ “ორივეზე” არის საუბარი ან ვანოს რას უპირებენ? მაგრამ ჩანაწერის გაგრძელებამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა…

მოკლედ, სწორედ იმ მომენტში, როდესაც ბოკერამ მარგველას მეორე ქვა მოუკლა და “დავი”-ო ეგზალტირებულმა შესძახა, დახურულ კარს მიღმა ჟურნალისტების ჩოჩქოლი მოისმა და მარგველა იძულებული შეიქნა, კარი ოდნავ, ღრიჭოდ შეეღო. ვიდრე პრეზიდენტი ჟურნალისტებს ამშვიდებდა, _ არ ინერვიულოთ, კოაბიტაცია მალე დასრულდებაო, შიგნით გიგა ბოკერია მოუთმენლად ცმუკავდა და მარგველას უხურებდა, _ დროზე მოდი, კაცო, გააგორე თუ არადა, მარსია და ორივეზე ხელი მოაწერეო!

აი, სწორედ აქ ბოკერამ ამოიღო ორი ფურცელი და კამერის ჩანაწერში კადრის მოახლოებით ნათლად გამოჩნდა, რომ ერთი _ ვანო მერაბიშვილის, ხოლო მეორე გიგი უგულავას შეწყალების აქტი იყო.

საბოლოოდ, მინდა, ქართველი ხალხი დავამშვიდო, რომ ჩვენ გმირი პრეზიდენტი გვყავს! იგი არ შეუშინდა გიგა ბოკერიას მუქარას, გულადად ეკვეთა მარსისთვის განწირულ ნარდის პარტიას, მედგრად შემოაბრუნა იგი და მხოლოდ იოინი წააგო!

ასე რომ, გიხაროდეს, ქართველო ერო! შენი გულადი პრეზიდენტის დამსახურებაა, რომ იგი უახლოეს მომავალში მხოლოდ ვანო მერაბიშვილს შეიწყალებს და სხვას _ არავის

მასე აბარავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here