Home რუბრიკები პოლიტიკა ევროკავშირი, ნატო და საქართველო _ არჩევანი, არადანი თუ “მუშტი-სილა”?

ევროკავშირი, ნატო და საქართველო _ არჩევანი, არადანი თუ “მუშტი-სილა”?

1066

ეს ნახევრადირონიული სათაური, თავდაპირველად, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ საგაზეთო წერილის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ იგი ნამდვილად არ არის იმაზე უცნაური, ვიდრე თვითონ ევროკავშირსაქართველოს ურთიერთობის ამბავი.

მართალია, უკვე ათეული წლებია, გვიჩიჩინებენ, ევროკავშირი საქართველოს არჩევანიაო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერავინ აგვიხსნა, თუკი ეს ჩვენი არჩევანია და, თუკი მათი “კარიც ღიაა”, მაშინ რატომ ვერ მივიღეთ ის, რაც “ჩვენია”?!

უკვე დიდი ხანია, ეს საკითხი ირონიულ თემად იქცა და აღარც ღირდა მასზე ყურადღების გამახვილება, რომ არა ერთი გარემოება _ ჩვენმა “ბრძენმა” თანამემამულეებმა ქართულ სინამდვილეში დაამკვიდრეს ახალი სასაცილო ტერმინი _ ევროსკეპტიკოსები”.

როგორ ფიქრობთ, რას უნდა ნიშნავდეს და როგორ ადამიანებს უნდა აღნიშნავდეს, ნეტავ, სიტყვა “ევროსკეპტიკოსები”?

სოციალურ ქსელებში გამართული კამათებისა თუ “ძალიან ბრძენი” სახელმწიფო მოხელეების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ევროსკეპტიკოსები ის ხალხია, რომელიც, უკვე ათეული წლებია, ამბობს, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსში საქართველოს გაწევრება მხოლოდ სატყუარაა, ამერიკამ რუსეთი ჩვენს ხარჯზე რომ გააღიზიანოს დამუდმივი პრობლემისრეჟიმში ამყოფოს, თორემ სინამდვილეში, არც ევროკავშირსა და არც ნატოში არავინ არასოდეს მიგვიღებსო.

აი, სწორედ ასეთ ადამიანებს უწოდებენ პატივცემული “ძაანევროპელი” ქართველები ევროსკეპტიკოსებს.

ვერ გეტყვით, რამდენი ათწლეული უნდა გავიდეს, რომ ქართველმა ხალხმა საბოლოოდ გააცნობიეროს: ასეთი ადამიანები, ევროსკეპტიკოსები კი არა, სინამდვილეში ევრორეალისტები ვართ. თუმცა ხალხს მართლაც რას ვერჩით, ხალხმა ყველაფერი შესანიშნავად იცის და ფაქტია, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი, უკვე დიდი ხანია, მიხვდა კიდეც ამას. უბრალოდ, ის ადამიანები, რომლებიც სწორედ ამერიკისჯიბეში სხედანდა ამერიკიდან იღებენ ძალიან სერიოზულ დაფინანსებას, ყოველ კვირა ახალახალ მიზეზებს იგონებენ, რათა გაამართლონ და რამენაირად ახსნან საქართველოს ევროსტრუქტურებსა თუ ნატოში გაწევრების განუსაზღვრელი ვადით გადადება.

ამ მხრივ საყურადღებოა ბოლო პერიოდში თვითონ ამ სტრუქტურების ოფიციალური წარმომადგენლების ფერისცვალება. აქამდე უამრავი წელიწადი, ასე ვთქვათ, იმედით გვკვებავდნენ _ არიქა, უახლოეს სამიტზე გარანტირებული გაქვთ ნატოს წევრობაო; შემდეგ _ წევრობაზე თავი შეიკავეთ და მაპი მიიღეთო, მერე ასპირანტი ქვეყნის სტატუსს მოგცემთო, მერე წევრობას და მაპს არა, მაგრამ “რაღაცას” _ ნამდვილადო…

როგორც ჩანს, უკვე მართლაც თვალშისაცემია ქართველი ხალხის გაღიზიანება ამ უსასრულო დაპირებების გამო და, ჯეიმს აპატურაის თამადობით, სხვებმაც შეცვალეს ტაქტიკა _ უკვე პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ვერაფერსაც ვერ მივიღებთ და ფუჭი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, ოღონდ… მაინც არ უნდა შევწყვიტოთ ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვა…

ჩვენ არ ვაპირებთ, ფუჭი იმედი მივცეთ ქართველ ხალხს და იმედგაცრუება ვაგემოთ, ამიტომ პირდაპირ ვიტყვით, რომ უახლოეს სამიტზე საქართველო მაპს ვერ მიიღებს, რათა არ ჰქონდეთ ტყუილი მოლოდინი, თუმცა ვაფიქსირებთ საქართველოსადმი სრულ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ საქართველოს, განაგრძოს სწრაფვა ევროპული და ატლანტიკური სტრუქტურებისაკენ”, _ აი, დაახლოებით ეს ტექსტი წარმოთქვა სხვადასხვა მაღალგანვითარებული ქვეყნის რამდენიმე ლიდერმა და მსოფლიო მნიშვნელობის საერთაშორისო სტრუქტურების რამდენიმე წარმომადგენელმა საქართველოს შესახებ.

ყოველივე ზემოთქმულის გაანალიზებით შეიძლება ორი დასკვნა გავაკეთოთ: ან ევროპა და ამერიკა გვეკაიფება, ან ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს სიტყვაარჩევანი”. მეტიც, მთელი ამბალაგანისდალაგებისა და გაანალიზების შედეგად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოსთვის ევროპა და ჩრდილოატლანტიკა, არჩევანი კი არა, არადანიც აღარ არის!

ჩვენ უკვე ისე მძიმედ და უაზროდ დავუპირისპირდით რუსეთს, რომ ევროატლანტიკური გზა და საქართველოს შესაძლო გადახრა ევროატლანტიკური სტრუქტურტებისკენ, რუსულ ბოსტანში დადგმულ ყველაზე უნიჭო “საფრთხობელადაც” აღარ გამოგვადგება.

პირდაპირ ვთქვათ: ჩვენ უკვე დავკარგეთ შანსი იმისა, რომ “რუსეთს ვევაჭროთ”!

ჩვენ ვეღარ “დავაშინებთ” რუსებს, რომ, თუკი ჩვენს ამა და ამ კონკრეტულ ინტერსესს არ გაითვალისწინებენ, ნატოს სამხედრო ბაზებისთვის ტერიტორიას შევთავაზებთ, ან რამე ამდაგვარით. საქართველომ უკვე გადადგა საბედისწერო ნაბიჯიმეგობარიამერიკელების საამებლად და რუსეთს აღაფერი დაუტოვა დასაკარგი საქართველოსთან ურთიერთობაში.

რუსეთმა, მიუხედავად იმისა, ოკუპანტს დავუძახებთ მას თუ ბაბაიას, უკვე მიიღო ის, რაც სურდა და, თუ ვინმეს სჯერა, რომ რომელიმე რუს გენერალს 2008 წელს მართლა სურდა თბილისის აღება და დავით ბაქრაძის ან ჯორჯ ბუშისა შეეშინდა, ეს უკვე ამ “ევროოპტიმისტის” პრიმიტიული აზროვნების პრობლემაა და არა რეალური ფაქტი.

სამაგიეროდ, არც რეალური ფაქტები გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. მაგალითად, ის, რომ ჩვენი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი უსუსურად ცდილობს რუსეთთან ერთ დროს არსებული “საფრთხობელის პოლიტიკა” ახლა “სამშვიდობო პოლიტიკად” გარდაქმნას და დაჟინებით უმეორებს ვლადიმერ პუტინს, რომ “ნატოს მიახლოება მის საზღვრებთან სულაც არ არის საშიშროება რუსეთისათვის”.

ეს აბსურდული და სასაცილო სისულელე ქართველმა მილიარდერმა ბეჭდური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც გაიმეორა. ჟურნალისტმა მას პირდაპირ ჰკითხა: ბატონო ბიძინა, თქვენ 4 წლის წინათ თქვით, რომ დაარწმუნებდით ვლადიმერ პუტინს იმაში, რომ ნატოს მიახლოება რუსეთის საზღვრებთან სულაც არ წარმოადგენს საშიშროებას ამ ქვეყნისთვის. როგორც ჩანს, ეს ვერ შეძელით. ხომ არ ფიქრობთ, შეცვალოთ საუბრის ტონი რუსეთთან?”

ბევრს შეიძლება გაუკვირდა, მაგრამ მე, პირადად, და, ალბათ, იმ ადამიანებსაც, რომლებმაც უკვე ვიცით ივანიშვილის ჯიუტ-ამპარტავნული ფსიქოლოგია, სულაც არ გაგვკვირვებია, რომ ივანიშვილმა ჩვეული მძიმე სიჯიუტით გაიმეორა: დიახ, ვერ შევძელით, მაგრამ ჩვენ დაჟინებით გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას, ჩვენ გავაგრძელებთ მცედელობებს, რომ რუსეთი დავარწმუნოთ ამაში და დავარწმუნებთ კიდეც”.

ნეტავ, რატომ სჯერა ივანიშვილს ასე ძალუმად ამ სისულელის?

თუმცა განა ცოტა სისულელე ვიცით, რომლისაც ივანიშვილს სჯერა და ცდილობს, ხალხიც დააჯეროს?!

განსხვავება ერთადერთია: ივანიშვილის ეს სისულელეები დაყოფილია საშინაო და საგარეო სისულელეებად.

მაგალითად, საშინაო სისულელეა ის, რომ თურმე ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ, მოსახლეობარუსთავი 2”- უყურებს და მის მიერ გავრცელებული სიცრუის გამო ჰგონიათ, რომ საქმე ცუდად გვაქვს.

ძალიან დიდი საშინაო სისულელეა ისიც, რომ თურმეოცნებისმთავრობის მიერ დაწინაურებული ყოფილი ნაცები, რეალურად და სულით კი არ არიან ცუდები, არამედ ისინირეჟიმის მსხვერპლნიდასიტუაციის მძევლებიიყვნენ, ხოლო მათიგამპრავებელიჟურნალისტები _ დაჩაგრული და შეცდომაში შეყვანილი მამა აბრამის ბატკნები, რომლებიც ახლაოცნებისსამინისტროების დეპარტამენტების უფროსობასაც კი იმსახურებენ

ასეთ საშინაო სისულელეებს რომ არ იჯერებს ხალხი და “ოცნების” რეიტინგი რომ კატასტროფულად დაეცა, ივანიშვილი ჩვეული უაზრო სიჯიუტით ხსნის: ხალხს არ აქვს სწორი ანალიზის უნარი, ხალხმა უნდა შეძლოს და გააკეთოს სწორი ანალიზი და ყველაფერს სწორად დაინახავს”…

კარგი, ჯანდაბას, ჩვენი “შინაური გარჩევები”, მაგრამ, აი, საგარეო სისულელეებმა კი მართლა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყანას. უკვე მიაყენა კიდეც.

რა ვქნათ, იმისი მტკიცებაც ხომ არ დავიწყოთ, პუტინს იმიტომ არ სჯერა, რომ რუსეთის საზღვრებთან მიახლოებული ნატო საფრთხეს არ წარმოადგენს მისი ქვეყნისთვის, რომ სწორი ანალიზის უნარი არ აქვს?!

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია იქნებ მივადგეთ კრემლს დაბიძინურისიჯიუტით დავუწყოთ მტკიცება: გააკეთეთ სწორი ანალიზი, ბატონო ვლადიმერ, და ნუ უყურებთრუსთავი 2”-, რომელიც ლამის არის ნატოს ყოველ ნაბიჯს აღმოსავლეთ ევროპისკენრუსეთის დაქცევად, ჩამოშლად, განადგურების დასაწყისადასაღებს?!

იქნებ არ აქვს სწორი ანალიზის უნარი კრემლის სამხედრო ანალიტიკოსების საოცრად მოქნილ და ძლიერ ჯგუფს, რომელსაც, შესაძლოა, ზუსტად იმდენჯერ აქვს შესწავლილი, რა წარმოდაგენს რუსეთისთვის პოტენციურ საფრთხეს და რა _ არა, რამდენ მილიონ დოლარადაც არის შეფასებული ბიძინა ივანიშვილის ქონება?!

ანუ, რას ვაკეთებთ 2016 წლის არჩევნების შემდეგ? საქართველოს საგარეო პოლიტიკა იქნება ის, რომ რაღაცნაირად დაარწმუნოს პუტინი სრულ აბსურდში, სისულელესა და წმინდა წყლის ნონსენსში, რომნატოს მიახლოება რუსეთის საზღვრებთან სულაც არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის”?

გასაგებია, რომ ბატონ ბიძინასქართველი ხალხის გურუდმიაჩნია თავი დაყველაზე ჭკვიანისროლს ირგებს ქვეყნის შიგნით, მაგრამ საგარეო ვექტორებზე ასეთი როლის თამაში ტრაგიკომედიაში არ გადაიზრდება ვითომ?

ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ევროსკეპტიკოსები, კვლავ და კვლავ ვიმეორებთ, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს არჩევანი კი არ არის, მაგ ამბავშიარადანისროლშიც კი არავინ გვამყოფებს. და ამას ამტკიცებს გავლილი 30-წლიანიევროოპტიმიზმისეპოქა!

ნამდვილად არ ვიცი კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ მავანთ საბოლოოდ დაუცხრეთ უკვე ასე ყბისმოსაქცევ თემად ქცეული ეს ევროოპტიმიზმი”…

მახსენდება, როდესაც ბიჭები უბანში რაიმეს სათამაშოდ ვიყოფოდით, ყველაზე სულელსა და ფიზიკურად მოუქნელს არც არჩევანი ირჩევდა ხოლმე და არც არადანი. საბოლოოდ, ამ საწყალს, რომელიც არავის არაფერში სჭირდებოდა, “მუშტი-სილობას” შესთავაზებდნენ ხოლმე… ანუ მოილაპარაკებდნენ, რომ ერთი მხარე იყო “მუშტი”, მეორე “სილა” და ზურგით შებრუნებულ “საწყალს” მაღლა შემართული შეკრული მუჭიდან და გაშლილი ხელისგულიდან ერთ-ერთი უნდა ჩამოეწია. რომელსაც ჩამოწევდა, იმ გუნდს მიეკუთვნებოდა _ უნდოდა თუ არა, მაინც! ხოლო ჯგუფი, როლმელსაც ეს “საწყალი” ერგო, ყველაფერს აკეთებდა, რათა როგორმე თავიდან მოეშორებინა ეს ზარალის მომტანი, “შემოტენილი” წევრი…

აი, აქ კი მართლაც გვმართებს სწორი ანალიზის გაკეთება, თორემ, ღმერთმა ნუ ქნას, საქართველო საბოლოოდ და შეუქცევადად აღმოჩნდეს ასეთ მდგომარეობაში.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. გენაცვალე ბაკურ,ძალიან მაგარი ადამიანი ხარ.სწორად მსჯელობ..
    P.S.ბაქრაძისა არ ვიცი მაგრამ ხიდაშელისა ეშინია თურმქ პუტინს ძალიან მაგრად…

  2. თქვენ გაიხარეთ, რა კარგდ გეხერხებათ სათქმელის გადმოცემა, თქვენს სტატიებს და საერთოდ თქვენს გაზეთს ყოველ ოთხშაბათს მოუთმენლად ველი ხოლმე

  3. შესანიშნავია, ისე როგორც დანარჩენი სტატია. ყოჩაღ, ნამდვილო ჟურნალისტო! კითხვას როგორც დავიწყებ ვხვდები, რომ თქვენია. გაიხარეთ ბატონო ბაკურ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here