Home რუბრიკები პოლიტიკა 25 წელია, ველოდებით ევროპას, როდის აგვიშენებს ქვეყანას და სულ უკან-უკან მივდივართ

25 წელია, ველოდებით ევროპას, როდის აგვიშენებს ქვეყანას და სულ უკან-უკან მივდივართ

675

2016 წლის 22 ივნისს, დიდი სამამულო ომის დაწყების 75- წლისთავზე, ქალაქ გორში სახალხო მოძრაობასოციალისტური საქართველოსდამფუძნებელი ყრილობა გაიმართება დევიზით: “დედასამშობლო გვიხმობს”. გვესაუბრებიანსოციალისტური საქართველოსდამფუძნებლები საერთაშორისო ორგანიზაციასტალინელისთავმჯდომარე გრიგოლ ონიანი და პარტიანეიტრალური საქართველოსთავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია.

გრიგოლ ონიანი, საერთაშორისო ორგანიზაციასტალინელისთავმჯდომარე:

_ საქართველო თავისი არსებობის განმავლობაში დამოუკიდებელი იშვიათად ყოფილა. ერეკლე მეფეს თავზე სპარსული ქუდი ეხურა…

მე-16 საუკუნიდან ვეხვეწებოდით ერთმორწმუნე რუსეთს, რომ მისი მფარველობის ქვეშ მივეღეთ, მაგრამ ორი საუკუნის განმავლობაში უარს გვეუბნებოდა. რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ საქართველოს ადგილმდებარეობა არც იცოდა. საქართველო დაყოფილი იყო შვიდ სამთავროდ, რუსეთმა ისინი ცალცალკე, ეტაპობრივად შეიფარა; ჩოლოქამდე მოსული თურქები აჭარიდან გაყარა, ახალციხიდან კი ფაშა გააგდო, მანგლისამდე მოსული მტერიც უკან გაატრიალასაქართველო ერთიანი გახდა.

1921 წელს, მაისში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, მოსკოვის ცენტრში დაშალეს მაუდ-კამბოლის ფაბრიკა, 60 ვაგონი დატვირთეს და თავისი 220 მქსოველით ქუთაისისკენ ააღებინეს გეზი. წლის ბოლოსთვის ქუთაისში მაუდ-კამბოლის ფაბრიკა ამოქმედდა, რომელმაც 1990 წლამდე იმუშავა. პირველი ელექტროსადგურიც 1921 წელს აშენდა საქართველოში. იმხანად თბილისში 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 1930 წელს კი მოსახლეობის რაოდენობა 500 ათასამდე გაიზარდა. მას შემდეგ საქართველო სულ წინ მიდიოდა. დაშრა კოლხეთის ჭაობი და ბაღნარად იქცა.

25 წელია, ველოდებით ევროპას, როდის აგვიშენებს ქვეყანას, მაგრამ სულ უკანუკან მივდივართ. როდესაც გაღატაკებულ საქართველოში კომუნისტები შემოვიდნენ, 25 წელიწადში ავშენდით და ფაშიზმიც დავამარცხეთ, მთელი ევროპა გადავარჩინეთ. ახლა 25 წელიწადი აღარ არის საჭირო, თუ რუსეთის ბაზარი გაიხსნება, 5 წელიწადში ქვეყანა აყვავდება.

ბელარუსს არაფერი დაუნგრევია, ყველაფერი შეინარჩუნა, რაც საბჭოთა პერიოდში ჰქონდა, და დღეს ბრწყინვალე ქვეყანაა. აშენებული ქვეყანა რომ არ დაგვენგრია, საქართველოც გადარჩებოდა.

ვალერი კვარაცხელია, პარტიანეიტრალური საქართველოსთავმჯდომარე:

_ საქართველოში ბევრი საუბრობს, რომ სამართილიანობა უნდა აღდგეს, ეს ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო სლოგანად აქცია. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.

“ოცნების” გაგებით, სამართლიანობის აღდგენა ნიშნავდა სააკაშვილის მიერ წართმეული ფულის უკან დაბრუნებას, მაგრამ არავინ სვამდა კითხვას _ საიდან ჰქონდა ფული და ქონება მას, ვისაც ის წაართვეს. ეს არაა სამართლიანობის აღდგენა, თუმცა არც ეს მომხდარა. სამართლიანობა აღდგება მაშინ, როდესაც ქართველ ხალხს დაუბრუნდება ის სოციალისტური მონაპოვარი, რომელიც წაართვეს, დაუბრუნდება სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე აგებული სისტემა, რომელიც წაართვეს. გლეხს წაართვეს, სარჩოსაბადებელი, ხოლო მუშასფაბრიკები და ქარხნები, რომლებიც ჯართის სახით გაუყიდეს. ქართველი მათხოვრად აქციეს არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მსოფლიოში.

საქართველოს მოსახლეობა საბჭოთა კავშირის დროს 6 მილიონს აღწევდა. 25 წლის განმავლობაში კი თითქმის განახევრდა. დავკარგეთ ორი ავტონომიური ერთეული, ქვეყანა სამ ნაწილად დაიშალა, დაიკარგა ყველანაირი პოტენციალი, განვიცადეთ სულიერი და მორალური დეგრადაცია, დაანგრიეს და გააჩანაგეს ყველა შემოქმედებითი კავშირი _ კინო, თეატრი, მხატვრობა, მუსიკა, არქიტექტურა; მოშალეს სამეცნიერო კერები _ უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია; ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. ერთ დროს კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით აყვავებულ რესპუბლიკას განვითარებადი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს და იაფი ნედლეულისა და მუშახელის ბაზად აქციეს.

25 წელიწადია, ხალხს ატყუებენ. ამ სიცრუისა და თაღლითობის შედეგი აშკარაა. ადამიანებს ჰქონდათ სოციალური დაცვის ისეთი პაკეტი, რომლის მსგავსი მსოფლიოში არსად ყოფილა. არსად, არც ერთ სახელმწიფოში სოციალიზმზე უკეთესი რამ ჯერ არ მოუგონიათ. არც ერთ ერს არ ღირსებია ის, რაც ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს გვქონდა. უფასო იყო ჯანდაცვა, განათლება, პრაქტიკულად უფასო იყო კომუნალური მომსახურება, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა… ხუთსულიანი ოჯახი 3 მანეთს იხდიდა გათბობით, ცხელი წყლითა და ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის. ხალხმა ეს ყველაფერი უნდა დაიბრუნოს. ქვეყანამ ძველი დიდება უნდა დაიბრუნოს.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, საქართველოში ნატოს რაკეტებს განვათავსებთ, რომლებიც დამიზნებული იქნება რუსეთის სტრატეგიული ობიექტებისკენ, მაგრამ დავარწმუნებთ რუსებს, რომ ეს მტრობა არ არისო. ეს უდიდესი სისულელეა, ჩვენ რუსეთს ვერ მოვატყუებთ, ამით მხოლოდ თავს ვიტყუებთ და საკუთარ ქვეყანას ვანგრევთ. დროა, უარი ვთქვათ ამ სიბინძურეზე და დავდგეთ სამშობლოს სადარაჯოზე. დედასამშობლო გვიხმობს, გვეძახის, გვეხვეწება!

ჩაიწერა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here