Home რუბრიკები პოლიტიკა ვანოს ბრძანებით ნასროლი ტყვიით…

ვანოს ბრძანებით ნასროლი ტყვიით…

2096

გასულ კვირას, გავბედე და, ჩემი მეგობარი გია მაისაშვილი მოვინახულე. დიახ, გავბედე, რადგან მიმძიმდა ამ ულამაზეს ქართველ ვაჟკაცთან შეხვედრა _ რა უნდა მეთქვა, რით მენუგეშებინა სიკვდილთან მებრძოლი ჯეელი კაცი?!

გია მაისაშვილი ქართულ პოლიტიკაში 2003 წლის გაზაფხულზე, სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარეობისას, მოვიდა და “ვარდების რევოლუციის” პერიოდში საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა.

თუ _ რატომ, ამაზე ქვემოთ.

იმხანად გაზეთ “რეზონანსში” ვმუშაობდი და სააკაშვილთან, როგორც მისი მხარდამჭერი, ისე ვიყავი დაახლოებული, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო გაზეთს “საქართველო შევარდნაძის გარეშე” (რომელიც მილიონიანი (!) ტირაჟით დაიბეჭდა), პრაქტიკულად, მე ვაკეთებდი, თუ დამიჯერებთ, სრულიად უანგაროდ _ მაწევს ეს ცოდვა, მაგრამ რა ვქნა, იმხანად სოროსის შესახებ არაფერი ვიცოდი, თანაც გულწრფელად მჯეროდა ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორებისა, ოღონდ შევარდნაძე მოგვეშორებინა და…

ჰოდა, სწორედ იმ გაზეთისთვის გიასთან ინტერვიუს ჩასაწერად ზემო ვეძისში ამიყვანა საკუთარი მანქანით მაშინ ჯერ კიდევ “პროსტო ვანომ” და მომავალში _ ქვეყნის ხერხემალმა, ქართველთა ჯალათმა ვანო მერაბიშვილმა; იმ ვანომ, რომლის გათავისუფლება გვიბრძანა სტრასბურგის (წაიკითხე, აშშ) სასამართლომ…

სალამ-ქალამის შემდგომ გაირკვა, რომ მე და გია ვერელები ვიყავით და ორივეს ერთი, 51-ე სკოლა გვქონდა დამთავრებული. ჰოდა, გიზო ნიშნიანიძისა არ იყოს, ორ თბილისელს (მით უმეტეს, ორ ვერელს _ დ. მ.) ერთმანეთის გასაცნობად მესამე კაცი არ სჭირდება და მე და გია ერთი ნახვით დავმეგობრდით…

სწორედ მაშინ შევიტყვე გია მაისაშვილის დისიდენტური წარსული, ისიც, რომ ამერიკელი ცოლი ჰყავდა, მაგრამ გიას 2 წლის გოგონამ ქართულიც მშვენივრად იცოდა და ილია ჭავჭავაძის ცნობილ ლექსს ასე ტიტინებდა: “აყვავებულა მთები, აყვავებულა მდელო, მამულო საყვარელო, შენც აყვავდი ლაა”…

სწორედ ამ სათაურით “შენც აყვავდი ლაა” გამოქვეყნდა იმ ანტიშევარდნაძისტულ გაზეთში გიასთან ვრცელი ინტერვიუ…

მერე ისე მოხდა, რომ იმ ზაფხულს მოვიწამლე და 4 თვე “წერილი მიმქონდა” ბაბუაჩემთან. გაზეთი უჩემოდ გამოვიდა, “ვარდების რევოლუციაც” უჩემოდ მოხდა და გიაც სადღაც გაუჩინარდა…

მოგვიანებით მივხვდი, სინამდვილეში რა სატანისტებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში შიზოფრენიკი სააკაშვილის ნაცების სახით და გიას მოულოდნელად გაუჩინარების მიზეზიც მაშინ შევიტყვე, როდესაც საქართველოში დაბრუნდა და ურთიერთობა განვაახლეთ.

“ვარდების რევოლუციის” წინარე საარჩევნო კამპანიის პერიოდში გია მაისაშვილს გაუკეთებია ბიზნესპროექტი, რომლის მიხედვითაც ე.წ. 31-ე ქარხნის ბაზაზე უნდა შექმნილიყო “ბოინგების” მომსახურების ცენტრი, რომელიც ერთადერთი იქნებოდა მთელ პოსტსაბჭოეთში.

31- ქარხნის მფლობელი კი იყო პანტიკო თორდია, რომელიც შევარდნაძის გუნდის წევრად განიხილებოდა და სააკაშვილს გიასგან მოუთხოვია, _ პანტიკოს არაფერი გაუკეთო, ეგ შევარდნაძის კაციაო. გიას უპასუხია, _ მე ამას პანტიკოს კი არა, საქართველოს ვუკეთებო! იმ ავადმყოფმა, _ საჯაროდდაგარტყამ”, ბრიფინგზე ვიტყვი, რომ შენც შევარდნაძის კაცი ხარო. მოკლედ, ისეთი გაწევგამოწევა დაწყებულა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში, რომ ლამის ხელის გარტყმამდე მისულა საქმე.

ჰოდა, აბა, გიას რას შეჰბედავდა კურდღელი მიშა სააკაშვილი და ისეთი ბნედა დამართნია, პირზე აქაფებულ დუჟს მაია ნადირაძე წმენდდა თურმე

აი, ამიტომ წავედი უხმაუროდ, რადგან მეც შევარდნაძის ხელისუფლების დამთავრება მინდოდა და ხელი არ შევუშალე, რა ვიცოდი, რომ შევარდნაძე, ამ სადისტებთან შედარებით, ანგელოზი ყოფილაო…

მერე იყო 2009 წლის .. საკნების მასობრივი პროტესტი, გია მაისაშვილი ამ საპროტესტო აქციის ერთერთი ლიდერი იყო და 6 მაისს პოლიციის სამმართველოსთან მიშა, მიშას ძახილითა და ვანოს ბრძანებით გია მაისაშვილს შუბლში 10 მეტრიდან დამიზნებით ესროლეს რეზინის ტყვიადა რაც ახლა მას სჭირს, სწორედ იმ ტყვიის ბრალია.

და, აი, მივადექით ორი გვამის მძებნელ ჯალათს:

რამდენიმე დღის წინათ ვანო მერაბიშვილი სტრასბურგის სასამართლომ პოლიტპატიმრად გამოგვიცხადა, რითაც დასავლეთმა (წაიკითხე _ აშშ) კიდევ ერთხელ ჩაგვაფურთხა სულში ქართველებს.

არადა, სწორედ მიშა და ვანო არიან მთავარი შემოქმედნი იმ 9-წლიანი ფაშისტურ-სადისტური კოშმარისა, როდესაც ჩვენსავე სისხლსა და ცრემლში გვაბანავებდნენ, ბახჩო-სედრაკები გვაუპატიურებდნენ და ა.შ. მათ მიერ ჩადენილ სხვა მრავალ დანაშაულს გია მაისაშვილის მკვლელობის მცდელობაც უნდა დავუმატოთ და პოლიტპატიმარ ვანოს გვერდით უნდა მივუსვათ ბნედიანი სააკაშვილიც.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჯალათი ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად აღიარება კი მართლაც სულში ჩაფურთხებაა ქართველი ხალხისთვის. ორი გვამის მძებნელმა ვანომ მისი ბრძანებით ნასროლი ტყვიით გია მაისაშვილის სიკვდილის პირამდე მიყვანისთვის დიდი ხნით უნდა ხეხოს ციხისნარები”, მაგრამ საქმეც ის არის, რომ სტრასბურგის სასამართლომ, როგორც, საერთოდ სჩვევია დასავლეთს, ამ შემთხვევაშიც ორმაგი სტანდარტი გამოიყენა. არ გაითვალისწინა სისხლისმსმელი ვანოს მსხვერპლის, გია მაისაშვილის, სავალალო მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ცოლი ჰყავს და პროამერიკელია, რადგან მიხეილ სააკაშვილისნაციონალური მოძრაობის”, ანუ აშშის ინტერესების წინააღმდეგ გამოდიოდა, მის ჯალათს, ვანო მერაბიშვილს, კი ხელი დააფარა და პოლიტპატიმრად აღიარა _ ის ხომ ამერიკელების ძაღლისშვილია?!

რაც შეეხება გია მაისაშვილზე მოქილიკე პოლიტიკოსებს, _ ცაში დაფრინავსო, რით სჯობიან ცაში მფრინავ იდეალისტებს მუცელზე მხოხავი, მხოლოდ საკუთარ სტომაქზე მზრუნველი ნაძირალები?!

სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მყოფი გია მაისაშვილი იმას შესთხოვს უფალს, სამშობლოსთვის დაუხარჯავი არ წამიყვანო, არ მინდა, საფლავში ჩავიტანო ჩემი ცოდნა, ქვეყანას მამსახურეო!

მივმართავ პირადად ბიძინა ივანიშვილს: რობი უილიამსმა უკანალი რომ დაგვახურა, მაგაში მილიონებს იხდით დავანო მერაბიშვილის ბრძანებით შუბლში ნასროლი რეზინის ტყვიისგან მიღებული დაზიანებების შედეგად სასიკვდილოდ გაწირული გია მაისაშვილის დასახმარებლად ბანკში ანგარიშია გახსნილი _ იქნებ კაპიკკაპიკ საჭირო თანხა შეგროვდეს! _ ეს ისე, ცნობისთვის, რადგან კოაბიტაციით გართულმა შეიძლება არც იცოდით ამის შესახებ

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. sanam qartveli xalxi ar gaitavisebs imas,rom evrointegracia morigi lamazi sizmaria,araperi gveshveleba.
    Baton gias male gamojanmrtelebas vusurveb,mtavaria imedi ar dakargos.upali gparavdet,batono gia.tkvenistana qartvelebi namdvilad rom schirdeba saqartvelos da dges rogorc arasdros.
    Erti ram minda vikitxo,ra upleba aqvs evrosasamartlos chaerios chemi kveknis kanonebshi da gadackvitos ,vin rogori patimaria.sheidzleba cudat natkvamia,magram mgoni erti stalini ar gvackenda dges.1 celicadshi kvelaperi ise dackveboda,tviton gagvikvirdeboda.

  2. თქვენ სხვა ქვეყნებში ნახეთ, რა რეჟიმები მოიყვანა აშშ-მა ხელისუფლებაში, კაციჭამიები გააპრეზიდენტა, მდიდარი ქვეყნები დააქცია და გაამათხოვრა. საქართველოშიც ხალხის მწამებელი ჯალათები მოიყვანა ხელისუფლებაში. ნახეთ მათი დაფიფანსებული და გაქაჩული არასამთავრობოები: კოჟორიძე, გიაური, ლომჯარია, ხუშტურია, ნახე საქართველოს მიწების გაყიდვას დაუჭირეს მხარი. რომ კითხოთ ამ ნაძირალებს, \\\”ნატოს\\\” გარეშე მათი ცხოვრება აზრს კარგავს, ლესბიანკები და პიდარასტები საქართველოში, მათი ცხოვრების კრედოა. ვინც ფულს უხდის ის ბრძანებს რა გააკეთონ. ეს არის საქართველოს უბედურება, ჯალათები და სისხლისმსმელები ღუპავენ ჩვენს ქვეყანას.

  3. ბიძინა ივანიშვილი მოვალეა დაეხმაროს გია მაისაშვილსაც და ყველა ქართველ გაჭირვებულს,მის მილიარდებს როცა იმ ხიდს გადავა ,თან ვერ წაიღებს,მასაც ,ყველა მოკვდავივით ორი მეტრი მიწა ელოდება.თანაც დამნაშავე ელემენტებთან ე.წ.კოჰაბიტაციაში დიდი ღვაწლი მიუძღვის.ისიც მინდა ვთქვა ,რომ ხალხი მის მიერ გაკეთებულმრავალ სიკეთესაც არ ვივიწყებთ.

  4. ydides pativs vcem baton gias imitom,rom mec vereli var, 51 li da aseve,cina xelisuflebis mier nacamebui da cxovrebadakarguli.koabitacias gadaayoles saqartvelo da qartveli xalxis girseba.gdesac cixeshi arian harhenili adamianebi usamartlod,dausabutebeli ganahenebit,araadeqvaturi sasjelebit.mshieri da gaubedurebuli adamianebi dadian quhasi,usaxlkarod rheba xalxi bankidan agebuli sesxebis gamo.ratqmaunda arc siketes davukargavt baton biszinas,magram gias ponze,hveni tvalit nanax da gancdils verasodes davivicyebt da sheveguebit tavmoyvare adamianebi.batoni bidzina gias da yvela udzlurebashi myopt umokles vadashi ar daexmareba,mis gaketebul siketeebss pasi agar eqneba.

  5. batono gia minda isev iset energiuls gxedavdet rogorc avadmkopobamde miuxedavad imisa rom aset avadmkofobas ebrvdzvitm minda gitxra t rom mainc mxned gamoikrebit mec msgavs stuaciasi var magram uplis rcmena ar serkeula chemsiტmegobrebis mxardacherit pexze vdgavar da vagrdzeleb cxovrebas minda gisurvj jamrteioba da uplis ckaloba deda gvtis sobeli ikos seni mparveli gulit minda gisurvo jamrteloba da kargad kopnas onko pacienti lela

  6. ღმერთო დალოცე გია მასაშვილი და ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილი. მიეცი ძალა შეეწიონ საკუთარ სამშობლოს. ერის გადამრჩენად მოუვლინე საქართველოს ასეთი მამულიშვილები. გევედრები უფალო…
    გია მაისაშვილი ჯანმრთელი და ტანმრთელი ჩააყენე ერის სამსახურში.

    გევედრები უფალოოოოოო

  7. bizinaa movale sadaa bejuahvili mteli saqartvelos energo resursebi rom haijiba an xazaraze sxva bankirebi axlac ro kvlefen qvekanas an navtob magnati zmebi saakahvilebi

  8. samcuxaroa es kvelaferi, etkoba kargad chakrtames starburgi
    sasamartlo,rom mar aseti ganacheni gamutanes,,,borotmokmedebs,,politpatimris statusi mianiches sasaciloa satireli,rom ar ikos.pirvel rigshi baton gias vusurvebdi karg gamrtelobas da uflis ckalbas.imedia simartle gaimargvebs, agretve gamochndeba ketilshobili adamiani,romelis,romelic baton gias daexmareba.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here