Home რუბრიკები საზოგადოება გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას

799

გთხოვთ, თქვენს გაზეთში გამოაქვეყნოთ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმასწავლებელთა ღია წერილი საქართველოს პრემიერმინისტრისადმი

პატივისცემით, სპორტის უნივერსიტეტის პროფესორმასწავლებლები.

ღია წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო გიორგი,

მოგეხსენებათ, რომ 2007 წლის 2 ივლისს, იმჟამინდელი ხელისუფლების გაუაზრებელი გადაწყვეტილებით, გაუქმდა საქართველოში ერთადერთი სასპორტო უმაღლესი სასწავლებელი _ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, მისი ფუნქციონირება შეწყვეტილი იყო 2013 წლამდე. ახალარჩეულმა ხელისუფლებამ მთავრობის დადგენილებით (64, 2013წ. 28 მარტი,) სპორტის აკადემიის ბაზაზე, “მისი მდიდარი ტრადიციების გაგრძელების მიზნით”, დააფუძნა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც გაუგებარი გარემოების გამო გადაკეთდა “სასწავლო” უნივერსიტეტად. უნივერსიტეტმა დაკარგა სრულფასოვანი უმაღლესი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულების სტატუსი. შედეგად: შეფერხდა სასპორტო მეცნიერებათა განვითარების პროცესი, შეუძლებელი შეიქნა სამსაფეხურიანი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სწავლების სისტემაზე გადასვლა, სადისერტაციო სამეცნიერო საბჭოს აღდგენა და ა.შ.

ჩვენი ადრინდელი სახელწოდება _ “საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია” განიხილებოდა, როგორც “ბრენდი” და განსაზღვრავდა მის (აკადემიის) პოპულარობას, როგორც საქართველოში, ისე ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში, რომელიც, სამწუხაროდ, დავკარგეთ და რომლის აღდგენაც შესაძლებელია მხოლოდ ადრინდელი სახელწოდების დაბრუნებით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მოსაზრებები და დაუბრუნოთ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს მისი ადრინდელი სახელწოდება: “საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო აკადემია”, რითაც მას აღუდგება “სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულების” სტატუსი.

ბატონო გიორგი, საშური საქმეა და გთხოვთ, გულთან მიიტანოთ. წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმასწავლებლები:

ტრისტან გულბიანი

კარლო მოისწრაფიშვილი

ჯუანშერ ზალადასტანიშვილი

მანანა მნათობიშვილი

გიული კახიძე

მანუჩარ დვალი

დავით კვაჭაძე

მანანა ქოჩაკიძე

ლიანა კაკიაშვილი

ზვიად მიქაძე

მერაბ მაისურაძე

ალექსანდრე გობირახაშვილი

თამაზ ჯაში

არსენ ბურჯალიანი

მერაბ მეტრეველი

კახაბერ ხვედელიძე

ნიკოლოზ ლეშკაშელი

დავითი ხაჩიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here