Home რუბრიკები საზოგადოება გერმანელთა საპროტესტო აქცია აშშ-ის ავიაბაზასთან

გერმანელთა საპროტესტო აქცია აშშ-ის ავიაბაზასთან

484

ქალაქ რამშტაინში (გერმანია), ამერიკის ავიაბაზასთან, 5000 გერმანელი ცოცხალ ჯაჭვში ჩადგა. გერმანელთა აღშფოთება უპილოტო საფრენი აპარატებით სამხედრო მოქმედებებმა გამოიწვია, _ იუწყება Deutshe Welle.

ამერიკულ ავიაბაზასთან, რომელიც რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის  ქალაქ რამშტაინშია განლაგებული, 5000-მა ადამიანმა ცოცხალი ჯაჭვი შექმნა, რათა გამოეხატა უკმაყოფილება აშშ-ის მიერ გერმანიაში განლაგებული ავიაბაზიდან სამხედრო ოპერაციებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების გამო. რამშტაინის სამხედრო ბაზა მნიშვნელოვან როლს თამაშობს უპილოტო საფრენი აპარატების სამხედრო ოპერაციების ჩატარებაში. აშშ-დან წამოსული სიგნალები საომარი მოქმედებების ზონაში გერმანიაში განლაგებული რეტრანსლაციის სადგურ SATCOM-ის მეშვეობით გადაეცემა.

 საპროტესტო აქციაში მონაწილე გერმანელები მთავრობისგან მოითხოვდნენ, შეეწყვიტათ აშშ-ის სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here