Home რუბრიკები საზოგადოება სისხლიანი კალო გეიკლუბში

სისხლიანი კალო გეიკლუბში

589

12 ივნისს, ღამით, ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოს გეიკლუბ “Pულსე“-ში შეიჭრა მამაკაცი, რომელმაც ჯერ მძევლები აიყვანა, შემდეგ კი ამ დაწესებულების 49 სტუმარი დახვრიტა, 54 კი _ დაჭრა.

თავდამსხმელი, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმმა მოკლა, წარმოშობით ავღანელი ამერიკელი, ნიუ იორკში დაბადებული ომარ სადიკი მატინი იყო. გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები მატინის საშინელი მოქმედების მოტივის რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, მათ შორის, მის კავშირს რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებასთან, კერძოდ, “ისლამურ სახელმწიფოსთან”, აგრეთვე, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლებისადმი ზიზღს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატინმა ცოტა ხნის წინათ გაიარა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სწავლების კურსი. მას უსაფრთხოების თანამშრომლის ლიცენზია და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჰქონდა.

ორლანდოში დატრიალებული სისხლიანი კალო ყველაზე მასობრივი მკვლელობაა აშშ-ის ისტორიაში. გეიკლუბში მოწყობილმა ხოცვა-ჟლეტამ 2-ჯერ გადააჭარბა 2012 წლის საშინელ შემთხვევას, როცა ადამ ლენზამ მოიერიშეთა შაშხანიდან სროლა ატეხა და სკოლა სენდი პუკში 27 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

მანამდე კი, 2007 წელს ვირჯინიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში კორეული წარმოშობის ამერიკელმა ჩი სინ ხიმ 33 ადამიანი მოკლა და 25 დაჭრა.

აღსანიშნავია, რომ გეიკლუბში დატრიალებულ ტრაგედიამდე 1 დღით ადრე იმავე ორლანდოში ორი პისტოლეტით შეიარაღებული მამაკაცი კონცერტის შემდეგ თავს დაესხა შოუ “ხმის” მონაწილე კრისტინა გრიმის და სასიკვდილოდ დაჭრა, როცა 22 წლის მომღერალი თაყვანისმცემლებს ავტოგრაფს ურიგებდა. ბოროტმოქმედმა  დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავი მოიკლა, კრისტინა გრიმი კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here