Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): თქვენი გაზეთის მეშვეობით შევეკითხები იმ ელჩებს, რომლებიც “როკფესტივალზე” იმყოფებოდნენ:...

მამა გიორგი (რაზმაძე): თქვენი გაზეთის მეშვეობით შევეკითხები იმ ელჩებს, რომლებიც “როკფესტივალზე” იმყოფებოდნენ: 12-13 წლის ბავშვები ალკოჰოლსა და ნარკოტიკს რომ იღებდნენ ამ ე.წ. დისკოთეკაზე, არის თუ არა ეს დანაშაული?!

544

რამდენიმე დღის წინათ სოფელ ავჭალაში პანტანასას დედათა მონასტერთან ახლოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმომღერლებს”, ადგილობრივნეოლიბერალსექტანტებთან ერთად, “როკფესტივალიუნდა გაემართათ და ორგია მოეწყოთ, მაგრამ სასულიერო პირებისა და მრევლის ჩარევითღონისძიებისორგანიზატორებს ჩანაფიქრი ჩაეშალათ. როკორგია დაწყებიდან რამდენიმე წუთში დასრულდა _ ღრეობაზე, ტინგიცსა და მტლაშამტლუშზე ამძუვნებულლიბერასტებსკოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. რა მოხდა რეალურად 5 ივნისს სოფელ ავჭალაში და რა ფესტივალი უნდა გამართულიყო სინამდვილეში? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, 5 ივნისს ზაჰესთან მომხდარმა ინცინდენტმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. საინფორმაციო საშუალებებმა ფაქტი სხვადასხვა ინტერპრეტაციით გააშუქეს. რა მოხდა რეალურად, რა ღონისძიება უნდა გამართულიყო?

_ ეს ე.წ. ღონისძიება ტარდებოდა მონასტერსა და სასაფლაოს შორის მდებარე ტერიტორიაზე _ ზაჰესის ტერმინალზე. სხვათა შორის, ეს ტერმინალი ეკუთვნის ნაციონალური მოძრაობისწევრ გია უდესიანს და ამჟამად მას მართავს მისი ცოლის ბიძა, სვანი კაცი, რომლის სახელი და გვარი არ მახსოვს. ეს ისე, ცნობისთვის. მეორე საინტერესო ფაქტი არის ის, რომ მერიამ ასეთიღონისძიებისჩატარების ნებართვა გასცა იქ, სადაც არის ეკლესიის გალავანი და გალავნის იქით _ სასაფლაო. რა ჰქვია ამას? მოკლედ, ამათი კოაბიტაცია არ დამთავრდა, ვგულისხმობნაციონალებსადაქოცებს”. ყველაფერს აკეთებენ შეხმატკბილებულად დადემოკრატიული დასავლეთიცყველაფერზე მწვანეს უნთებს

_ როგორც ვიცი, “ფესტივალსსხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

_ არა მხოლოდ ესწრებოდნენ, “ღონისძიებასსამი ქვეყნის საელჩო აფინანსებდა _ ისრაელის, ჩეხეთისა და გერმანიის.

რაც შეეხება “დარბევას”, მოგეხსენებათ, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თურმე ჩვენ მივედით აგრესიულად და კატეგორიულად მოვითხოვეთკონცერტისშეწყვეტა. ეს სრული სიცრუეა და მიზანმიმართული პროპაგანდის ნაწილი. სინამდვილეში პოლიცია მე გამოვიძახე, რადგან, რაც იქ ხდებოდა, იყო აუტანელი და შეურაცხმყოფელი. მთვრალი, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები გამოდიოდნენ და საფლავებზე შარდავდნენ. იყო გინება და უცენზურო სიტყვების კორიანტელი.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირებსა დაროკფესტივალისორგანიზატორებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

_ დაპირისპირება არ ყოფილა და პოლიცია სწორედ იმიტომ გამოვიძახე, რომ სიტუაცია არ გამწვავებულიყო. ასევე ვთხოვეთ, რომ ცოტა ხმამადაბლა დაეკრათ, რადგან მონასტერში მყოფთ ლოცვაში ხელი ეშლებოდათ. მერე შუქი ჩაქრა და “კონცერტიც” დამთავრდა…

_ ზოგმა ამასაც კუდი გამოაბა, სპეციალურად ჩაგვიქრესო.

_ ჰო, თურმე, პუტინისთვის დაგვირეკავს ჩვენ, სასულიერო პირებს და თხოვნით მიგვიმართავს, რომ დივერსიული ჯგუფი გამოეგზავნა. შემდეგ ჩამოსულა ეს დივერსიული ჯგუფი და ელექტროგადამცემი ხაზი გადაუჭრია. ამას, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ, სინამდვილეში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გითხარით, მე გამოვიძახე პოლიცია, რათა ინცინდენტი არ მომხდარიყო და “კონცერტის” ორგანიზატორებს ვთხოვეთ, ცოტა ხმადაბლა დაეკრათ, რათა მონასტერში ხელი არ შეშლოდათ ლოცვაში. შუქი რატომ ჩაქრა და რა მიზეზით, არ ვიცი. ჩვენ რა კავშირი გვაქვს ელექტროენერგიის ჩართვა-გამოთვასთან?!

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით შევეკითხები იმ ელჩებს, რომლებიცროკფესტივალზეიმყოფებოდნენ: 12-13 წლის ბავშვები ალკოჰოლსა და ნარკოტიკს რომ იღებდნენ ამ .. დისკოთეკაზე, არის თუ არა ეს დანაშაული?!

_ ეს ხდებოდა იქ?

_ ჩემი თვალით ვნახე, რაც ხდებოდა. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები ძირს ეყარნენ და წყალს ასხამდნენ მოსასულიერებლად. ეს არ იყო არავითარი კონცერტი და კულტურული ღონისძიება, ეს იყო უზნეობისა და ამორალურობის ზეიმი.

რაც შეეხება ისევ იმ აბსურდს, რომ თურმე ჩვენ აგრესიულად მივედით: სულ ორი ადამიანი ვიყავით _ მე და ერთი დედაო. წარმოიდგინეთ, ძალიანაც რომ გვდომებოდა, ორი ადამიანი იმდენ ხალხს როგორ დავარბევდით?! ან აგრესიულები რომ ვყოფილიყავით, იქ უამრავი კამერა და ჟურნალისტი იყო და მათ რამე გამოეპარებოდათ?

_ ელჩები და საელჩოები ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი შეიძლება მათ ჰქონდეთ, როცა მსგავსღონისძიებებსაფინანსებენ?

_ რა ინტერესი აქვთ ეკლესიისა და სამღვდელოების წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს? რა ინტერესი აქვთ სოდომიის დამცველებსა და აპოლოგეტებს? მარტივია ყველაფერი _ რითაც ჩვენ და ჩვენნაირი ტრადიციული ერები ახდენენ თავიანთი ეროვნული თვითმყოფადობის იდენტიფიცირებას, უნდა დაკნინდეს და დროთა განმავლობაში წაიშალოს ყველაფერი, რაც ჩვენ განგვასხვავებს სხვა ერებისგან.

_ თქვენი აზრით, როკკონცერტი ამის ნაწილია?

_ კიდევ ვიმეორებ, ეს არ იყო კონცერტი, საზოგადოდ, ასეთი ღონისძიებები რას ემსახურება, ჩვენ ვიცით.

_ დააკონკრეტეთ.

_ მსგავსი ღონისძიებების მთავარი იდეა არის ის, რომ ადამიანებმა თავი იგრძნონ სრულიად თავისუფლად _ გათავისუფლდნენ ზნეობის ჩარჩოებისგან და მოიქცნენ ისე, როგორც მათ სურთ. ვიღაც ნარკოტიკს იღებს და მერე საკუთარ ქცევას ვეღარ აკონტროლებს, ვიღაც ტანზე იხდის და ნახევრად შიშველი დადის, ვიღაც სხვა ამორალურობას ეწევა… ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, იქ ყველაფერი შეიძლება, ყველაფრის უფლება გაქვს და არაფერი ითვლება სირცხვილად. აკი გითხარით, საფლავებზე შარდავდნენ-მეთქი…

_ მერიის წარმომადგენლებთან თუ გქონდათ საუბარი ამ ინციდენტის შემდეგ და თუ ჰკითხეთ, რატომ გასცეს იმ ადგილას მსგავსიღონისძიებისჩატარების ნებართვა?

_ მერია ჩვენს უფლებას და ინტერესებს არაფრად აგდებს. საპატრიარქომ გააკეთა განცხადება და მოუწოდა მათ, რომ ასეთი ღონისძიებები მომავალში აღარ ჩატარდეს ეკლესიის სიახლოვეს. ალბათ, გასცემენ ამ განცხადებას პასუხს.

_ თქვით, რომ 12-13 წლის ბავშვები ალკოჰოლს იღებდნენ, პოლიციას არ ჰქონდა ამაზე რეაგირება?

_ პოლიციელებს ერთი პასუხი ჰქონდათ: დახურულ სივრცეში აქვთ დალევის უფლებაო. ვუთხარი, რას ამბობთ, როგორ შეიძლება მცირეწლოვანს ალკოჰოლი ან თამბაქო მიჰყიდონ, ნარკოტიკზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია-მეთქი?! ერთუჯრედიანის დონეზე იყვნენ, იდგნენ და მშვიდად, წყნარად უყურებდნენ ამ ყველაფერს. გასაგებია, რატომაც…

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ამ უმსგავსობას მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული ცისფერი კომისრებისგან”. “ცისფერ კომისრებსვეძახი იმ დასავლელ და, უწინარესად, ამერიკელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ფინანსურად და განცხადებებითაც მხარს უჭერენ ყველანაირ გარყვნილებას, იქნება ეს .. ლგბტთემის დაცვა თუ ეკლესიის დისკრედიტება და შეურაცხყოფა.

_ ინცინდენტის შემდეგ სოციალურ ქსელებში პირადად თქვენ მიმართ გავრცელდა გარკვეული ბრალდებები. ზოგი წერდა, რომ პანტანასას დედათა მონასტერში ცხოვრობთ და, ფაქტობრივად, სახლად გაქვთ იქაურობა გადაქცეული. რას უპასუხებთ მათ?

_ ხო, თურმე იქ ვხცოვრობ და განცხრომაში ვარ, ახლა დიდი აუზი უნდა გავაკეთო და დავპატიჟებ მერე “ლიბერასტებს…” სხვა რა უნდა ვთქვა, სერიოზულად როგორ ვისაუბრო ამაზე…

_ იყო ბრალდებები, სამღვდელოებას სურს, ქვეყანაში თეოკრატია იყოს, რომ სახელმწიფოს მართავდეს არა საერო, არამედ სასულიერო პირი და ..

_ ეს ბრალდებები ხომ სულ გვესმის, სხვა არაფერი აქვთ სათქმელი და რა ქნან. გასაგებია, ნერვები ეშლებათ ჩვენი არსებობით და, რომ შეეძლოთ, ერთ დღეში გაგვანადგურებდნენ, მაგრამ ვინ განადგურდება და ვის გააქრობს უფალი, ნახავენ.

რაც შეხება ბრალდებებს თეოკრატიასა და პოლიტიკაში ჩარევაზე, სამღვდელოება არ არის საზოგადოებისგან იზოლირებული, ჩვენ ამ საზოგადოების წევრები ვართ და ის, რაც აზარალებს ხალხს, ბუნებრივია, გვეხება ჩვენც. თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში ხმის ამოღების უფლება არ გვაქვს, ასე ეგონოს, მაგრამ, სანამ პირში სული გვიდგას, ვერავინ და ვერაფერი გაგვაჩუმებს.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო მერიას: ეს ნარმანია, საერთოდ, მოწყვეტილი რომ არის რეალობას და სადღაც უცხო პლანეტაზე დაფრინავს, გონს მოეგოს, ცოტა აზრზე მოვიდეს და, სანამ რამის ნებართვას გასცემს, დაფიქრდეს, რას აწერს ხელს. პირდაპირ ვამბობ, ის .. ფესტივალი იყო პროვოკაცია და თავი დაანებონ ასეთ პროვოკაციებს.

_ რას ისახავდა მიზნად ეს პროვოკაცია?

_ ცხადია, ეკლესიის დისკრედიტებას, ანუ ვიღაც ფიქრობდა, რომ მივცვივდებოდით აგრესიულად და ფიზიკურად გავუსწორდებოდითფესტივალზემყოფ ადამიანებს; მერე ამას გადაიღებდნენ, დაამონტაჟებდნენ ისე, როგორც მათ აძლევდათ ხელს, და წავიდოდა პროპაგანდა: ეკლესია ძალადობს, სამღვდელოება კონცერტზე მისულ ხალხს ფიზიკურად გაუსწორდა და .., როგორც აკეთებენ ხოლმე. ასე აპირებენ ისინი ხალხში უფლისადმი რწმენის ჩაკვლას, თუმცა უნდა იცოდნენ ერთი რამ: ჩვენ, სასულიერო პირები, ჩვენს ეკლესიას, სიწმინდეებსა და სარწმუნოებას სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ. მათ კი, ვისაც ამ ყველაფერს როკკონცერტები და რაღაც სატანური ფესტივალები ურჩევნიათ, შეუძლიათ წავიდნენ და ეს ღონისძიებები სადმე სხვაგან, ჩვენგან შორს ჩაატარონ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here