Home რუბრიკები საზოგადოება რატომ არ სურს ქართველ ემიგრანტს სამშობლოში დაბრუნება

რატომ არ სურს ქართველ ემიგრანტს სამშობლოში დაბრუნება

1373

59 წლის ლენა სვანიძე პროფესიით ექთანია. 16 წელია, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ცხოვრობს და მოხუცს უვლის. მისთვის ემიგრანტობა მძიმე ტვირთია, ისეთივე, როგორიც უცხოეთში გადახვეწილი მრავალი დედისთვის, რომლებმაც სამშობლო შვილების დასაპურებლად დატოვეს.

_ ქალბატონო ლენა, ბოლო პერიოდში ბევრმა ქართველმა დედამ დატოვა სამშობლო გაუსაძლისი პირობების გამო. თქვენ რატომ წახვედით საქართველოდან?

_ საქართველოდან იმიტომ წამოვედი, რომ სამსახურში ხელფასს არ მიხდიდნენ _ თვეობით ველოდებოდით გასამრჯელოს. ორი შვილი მყავს და მოხუცი დედამთილი. საქართველოს დატოვება და უცხო ქვეყანაში წამოსვლა იოლი გადასაწყვეტი არ იყო. ახლაც მიჭირს იმ მომენტის გახსენება, როდესაც შვილებს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი. მათი თვალები არასდროს დამავიწყდება… ეს უმძიმესი წუთები იყო ჩემთვის. იმხანად არც სკაიპი იყო და არც სხვა საშუალება, ჩემი შვილებისთვის რომ შემეხედა, ერთმანეთთან წერილებით გვქონდა ურთიერთობა… საბერძნეთში მუშაობა მოხუცი ქალის მომვლელად დავიწყე, კარგი ადამიანი იყო. პატივისცემა იცოდა, საჩუქარიც ბევრი მახსოვს მისგან. გარდაცვალების შემდეგ ოროთახიანი ბინა დამიტოვა.

_ როგორი ხალხია ბერძნები და როგორი სახელი აქვთ ქართველებს საბერძნეთში?

_ 2000 წელს ჩამოვედი აქ და, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში მოვხვდი. ენაც მალე ავითვისე. რაც შეეხება ხელფასს, საშუალო ოდენობის იყო.

ბერძნები, რომლებთანაც ურთიერთობა მაქვს, არაჩვეულებრივი ხალხია. სიმართლე გითხრათ, ზოგიერთმა არც კი იცოდა საქართველოს არსებობის შესახებ, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო ერკვევიან და კარგად არიან ქართველების მიმართ განწყობილნი.

_ ბევრი ამბობს, ქალებმა საკუთარ თავზე არ უნდა აიღონ ამხელა ტვირთი და ოჯახი მამაკაცმა უნდა არჩინოსო. აგრეთვე, ამბობენ, კაცებს ცოლები გაშვებული ჰყავთ ვიღაცების მოსავლელად, თვითონ კი მათ ხარჯზე უდარდელად ცხოვრობენო.

_ დიახ, ბევრისგან მსმენია, ცოლის გამოგზავნილი ფულით კაცები დროს ატარებენო. ამის გამო ბევრი ოჯახი დაინგრა. რამდენი შარვლიანიცაა, ყველა კაცი ხომ არ არის? საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნებული ქალები ისევ აქ ჩამოდიან _ ფულის გამგზავნს შინ არავინ აჩერებს. ერთი ქალბატონი ვიცი, სახლის საყიდელი ფული გაუგზავნა ქმარს, მან კი, მომპარესო, _ განუცხადა. რაც შეეხება საკითხს, უნდა დავიკისროთ თუ არა ქალებმა ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობა, ვიტყვი, რომ თექვსმეტი წელია, აქ ვარ და მამაკაცისთვის სამუშაოს პოვნა ყოველთვის რთული იყო და არის. ქალები კი ოჯახებში იოლად შოულობდნენ სამუშაოს მოხუცის მომვლელად და ძიძად. ჩემი მეუღლე ახალგაზრდა იყო, როცა დაიღუპა, და ყველა სიმძიმე ოჯახისა მე დამაწვა მხრებზე.

_ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია. საბერძნეთში მცხოვრები ქართველები ჩართული თუ ხართ საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში და რას ფიქრობთ დღევანდელ ხელისუფლებაზე?

_ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, ქაოსია ქვეყანაში. ხალხი გაჭირვებაში ცხოვრობს, აღარ აქვს მნიშვნელობა, პატიოსანი ხარ თუ არა, შენს შრომას მაინც არავინ აფასებს. ადამიანებს არ აქვთ თავიანთი შრომის შესაბამისი ანაზღაურება. ხშირად სწორედ ამის გამო ტოვებენ ქვეყანას და მიდიან ემიგრაციაში.

საქართველოს ემიგრანტები ვარჩენთ, მაგრამ საყვედურიც ბევრია. გგონიათ, ხელფას ტყუილად გვიხდიან? _ არ არის ასე. ეს დიდი ტკივილის, ცრემლისა და მონატრების საფასურია, მუხლჩაუხრელი შრომის. მუშაობისას ტირილი და სიცილი გვეკრძალება… სამშობლოსგან მოშორებით ყოფნა დიდი მსხვერპლის ფასად გვიჯდება.

_ საბერძნეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს. როგორ შეხვდა ბერძენი მოსახლეობა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და რას ფიქრობთ, რა საფრთხე ელის ქართველებს ამ კანონის მიღების შემთხვევაში?

_ რაც შეეხება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ძალიან შევწუხდი და გამიკვირდა, როდესაც საბერძნეთმა, ასეთმა მორწმუნე ქვეყანამ ამ თემის განხილვა რომ დაიწყო. არანაირი გამართლება არ აქვს ხელისუფლებას, რომელიც ამ უხამსობას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, მოახვევს თავს მოსახლეობას. ღმერთმა დაიფაროს საქართველო ამ ნაბიჯის გადადგმისგან. ამის გაგებას სიკვდილი მირჩევნია. ასეთი კულუტურის მქონე ქვეყანაში რაზე მსჯელობენ?! გადაშენების პირას მიჰყავთ ქართველი ერი. საქართველოში ჩამოსულმა, როგორც კი ფეხი დავდგი მშობლიურ მიწაზე, ავიღე, დავყნოსე და ვაკოცე იმის ნიშნად, რომ დალოცვილ ქვეყანაში დავბრუნდი. ახლა კი ისეთი განცდა მაქვს, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით უნდა ჩამოვიდე _ სანამ დედა ცოცხალი მყავს, უნდა მოვინახულო. მაინც არავის ვურჩევ ემიგრაციაში წასვლას. ვიმედოვნებ, ფეხზე დადგება საქართველო, დაიბრუნებს იმ სახელს, რომელიც წლების წინათ ჰქონდა… რა დღეში ჩააგდეს ასეთი კულტურის მქონე ქვეყანა?!

_ არ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

_ საქართველოში დაბრუნების პერსპექტივას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. აქ ვმუშაობ და ვიცი, რომ ხელფასს გადამიხდიან. სამშობლოში უპერსპექტივოდ ყოფნას მირჩევნია, აქ, საბერძნეთში, ვიცხოვრო. საქართველოში რას უნდა მივაღწიო 59 წლის ქალმა? საქართველო ჩემთვის მხოლოდ სამშობლოა. ეროვნებით ქართველი ვარ და ასე დავრჩები, მაგრამ საქართველოში ჩემი ადგილი არ არის. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან მიყვარს ქართული მიწა, რომლის დაყრასაც ვინატრებდი ბოლო ჟამს… ყოველთვის ვამბობ გულის სიღრმეში: “უცხოობაში რაა სიამე”, მაგრამ მაინც…

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

  1. saqartvelos mtavrobas mand macxovreblebistvis ver miuxedavt da chven rom davbrundet risi imedi aaqvsss? stumrad tu chamoval mand , torem survili gamiqro axlandelma xelisuflebam, romelic tavis tvinit wyvets yvelafers da sazogadoebas arafrad agdebs.

  2. neta ra morwmune es qveyanaa ra ra gagikvirdat saxelis meti araferi sherchat qristianobis sulac ar gamkvirvebia elementaruli wesebi ar ician eklesuiashi moqcevis ra morwmuneobazea saubari kargit raa gdazianebul xatebs nagavshi yrian siwmindis movla amatma ar ician da agdgomas gamis msaxurebaze rogorc ki wminda cecxls migeben saxlshi garvbian muclis chSAxetqad carieldeeba tadzrevbi da mgvdlisa da ori an sami kadamianis garda aravin rcheba liturgiis damytavrebamde .eseni ro morwmunebi iyvnen eg dro didi xmnis win chabarda warsuls

  3. სრული ჭეშმარიტებაა ქალბატონ ლენას ნაამბობი..იგივე ისტორია მაქვს ,3 შვილი და ინვალიდი მეუღლე მელოდება სამშობლოში,მაგრამ მეშინია 52 წლისამ იქ რითი უნდა ვარჩინო ოჯახი…

  4. bina ki darchenia da raga unda saqartveloshi……. es adre vinc chamovida moaxerxes ragac magram bolo 5 wlis mandzilze aqac gauaresda mdgomareiba 400 da 500 evroiani samsaxurebia da racaa es tanxa saqartveloshi ufro kargad ician ,qartvelebs dzalian kargi gemovneba aqvst ar ikleben dzvirfas sufrebs da chacma daxurvas……..gamdzleobas gisurvent emigrantebooo

  5. მართალი ხარ ლელა,, საქარტველოში ცხოვრება ჯერ კიდევ შეუზლებელია, არადა აქც სხვის ქვეყანში როდემდე უნდა ვიცხოვროთ ჩვენი საყვარელი ხალხის შეხვედრის მოლოდინში,, ჩვენი მთავრობა არ აკეთებს არაფერს ემიგრანტებისთვის, არ ვედარდებით ,, მისი ერის ტკივილს თავისად ვერ აგითქვამენ,, ყველა ემიგრანტს როგორაც კარგად არ უნდა იყოს სიცოცხლის ფასად გვიჯდება თითოეული ევროს გამომუშავება,, ამ სიშორემ რამდენი ოჯახები დაანგრია დედა-შვილს დაშორდნენ ამ უსამართლო ცხოვრების გამო,, კი არ ვძლიერდებით ვნადგურდებით ერი და ამას ჩვენი მთავრობა მშვიდად უცქერს,,, დგეს დგეობით სამწახაროდ ისევ გამორბის ხალხი საქართველოდან და თანაც გაორმაგებული ციფრით,, ამ ცხოვრებას ცხოვრება არ ქვია უბრალოდ ვცოცხლობთ ………… უფალო შენ გვიშველე დალოცე და გააძლიერე საბრალო ქართველები,, ქართველები რომ ვართ ემიგრანციაში ამოდენა არცეთი ქვეყნის ემიგრანტია,, ამას თავად ბერძნებიც ამბობენ,

  6. ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და მიტომ მტკივა უფრო ძალიან.რატომ არ უნდა მღირსებოდა ჩემს ქვეყანაში სიბერე? ეს აუწონელი,გაუსაძლისი ტკივილია,რომელსაც ემიგრანტის გარდა ვერავინ გაიგებს. ჩვენი ემიგრანტობით რომ მთავრდებოდეს ქართველი ხალხის გახიზვნა სხვა ქვეყნებში ვიტყოდი არაუშავსთქო.მაგრამ ეს ხომ სიცრუეა… მიუხედავად იმისა,ოპტიმისტი ვარ გულის სიღრმეში შიში მაქვს იმისა,საქართველო ქართველების გარეშე არ იყოს. ღმერთს ვთხოვ ფეხზე დააყენოს ჩემი სამშობლო,ჩემი ერი!!!

  7. მიყვარხარ!!…გეთამხმები, ლენა საყვარელო…და ვისურვებდი ყველა ემიგრანტი უახლოეს მომავალში დაუბრუნდეს ჩვენს საქართველოს ძლიერს და ეკონომიურად ამაღლებულს! ..უფალი გვფარავდეს ყველას…

  8. Lela getanxmebi.chemo tkbilo.namdvilad lamazad gaashuke emigrantebis gulis tkivili.cveni mtavroba damnahavea cvens cinahe.lela dzvirpaso mikvarxar.chemo mezobelo da tkbilo adamiano)

  9. ძვირფასო ემიგრანტებო იგრძენით თავი ბედნიერად იქ სადაც ხართ, ნუ იტანჯებით, ცხოვრება წუთიერია…..თქვენ ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ იმისათვის რომ თავი გადაგერჩინათ. საბჭოთა კავშირის დაშლა- ეს იყო უდიდესი ტრაგედია, რამაც მოიტანა ის რეალობა როგორიც დღესა გვაქვს. დღევანდელი სახელმწიფო კი მხოლოდ შენების პროცესშია, ახალგაზრდებსაც უჭირთ საარსებო საშუალების მოძიება, არამ თუ 50+- იანებს.ნუ აყვებით გრძნობებს, ემოციებს! თქვენ მხოლოდ თქვენს ოჯახებს სჭირდებით…გისურვებთ გამძლეობას და ჯანმრთელობას. ნიდერლანდები, ჰააგა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here